ყველაფერი რაც ქართულ ჭაჭაზე უნდა იცოდე
მრავალი ქვეყნის ტრადიციულ სამზარეულოში სასმელს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც კერძებს. თუმცა ბევრი უცხოელი ვიზიტორი ხშირად მოგზაურობისას ამ ფაქტს ნაკლებ ყურადღებას აქცევს. საქართველო, ამ კუთხით, გამორჩეულ ადგილს იკავებს მსოფლიო გასტრონომიის რუკაზე - თითქმის ყველამ, ვინც საქართველოზე ცოტა რამ მაინც იცის, ისიც იცის როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის ღვინო.
თუმცა, მეორეს მხრივ, ღვინოზე აქცენტის გამო თითქმის ყველა სხვა ადგილობრივი სასმელი მეტ-ნაკლებად ჩრდილშია. მათ შორის ყველაზე უყურადღებოდ ალბათ, მაინც ჭაჭა რჩება.
ქართული ჭაჭის დამზადების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და ქართული მეღვინეობის კულტურის განუყოფელი ნაწილია. თუმცა ხშირად ქართველებმაც კი არ ვიცით საიდან წამოვიდა, როგორ მზადდება და რამდენად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართულ გასტრონომიაში.
ამ ბლოგში ვეცდებით მოკლედ, თუმცა სიღრმისეულად მოგიყვეთ ჭაჭის შესახებ. ხოლო თუ ისტორიას უკვე კარგად იცნობთ და ტრადიციული წესების სრული დაცვით დაყენებული ჭაჭის დასალევად ყოველთვის მზად ხართ, რესტორანი წისქვილი მუდამ მზადაა გიმასპინძლოთ და ქართველი მწარმოებლების დაყენებული საუკეთესო ბოთლით გაგიმასპინძლდეთ.
ჭაჭის ისტორია საქართველოში
ისტორიული წყაროების მიხედვით, ყურძნის ალკოჰოლური სასმელის წარმოება საქართველოში ათასობით წლის წინ დაიწყო. ჭაჭაზე კი მსგავსი კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს. ისტორიკოსთა ნაწილი თვლის რომ ჭაჭის გამოხდა ღვინის დაყენების პარალელურად დაიწყეს, თუმცა ამის ფაქტობრივი დასტური (ჯერჯერობით) არ გვაქვს.
ამჟამად არსებული ინფორმაციით, შედარებით ორგანიზებული დისტილაციის პრაქტიკა დაახლოებით მე-12 საუკუნიდან იღებს სათავეს. ყურძნიდან მაქსიმალური მოგების მისაღებად მეღვინეები ღვინის დადუღების შემდეგ ყურძნის ჩენჩოს, წიპწებსა და მონარჩენ ფერმენტირებული მასას სპილენძის ქვაბებისა და საარაყე მილებს დახმარებით ამუშავებდნენ.
ტრადიციულმა წარმოებამ კომერციული სახეც მე-19 საუკუნიდან მიიღო. სწორედ ამ პერიოდში წმინდა შინაურული კუსტარული სასმელი მაღალხარისხიან საბაზრო პროდუქტად იქცა და ჭაჭის გარკვეული სტანდარტებიც დაწესდა.
ჭაჭა ყურძნის ბრენდია. ძირითადად ორ კატეგორიად იყოფა, ტექნოლოგიური პროცესის მიხედვით. პირველი და ყველაზე პოპულარულია ერთნახადი ვერსია - ღვინის დადუღების შემდეგ მონარჩენი პროდუქტი ერთხელ გადის დისტილაციას. ამ ტიპის ჭაჭა ყურძნის პირველად, მძაფრ არომატს ინარჩუნებს. ბევრი ეთნოგრაფი (და ტრადიციული მეღვინე) მიიჩნევს, რომ დაყენების ეს წესი უფრო ახლოსაა პროცესთან, რომელსაც ჩვენი წინაპრები სავარაუდოდ იყენებდნენ და ამიტომ ერთნახადი ჭაჭის გემო უფრო ავთენტურია.
მეორე გავრცელენული ვარიანტია ორნახადი ჭაჭა. პირველი გამოხდის შემდეგ მიღებულ სითხეს ხელახლა ხდიან. ხელმეორედ გამოხდა ალკოჰოლის შემცველობას მკვეთრად ზრდის, სასმელს უფრო რბილ გემოს აძლევს და მინარევებისგან ასუფთავებს.
იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ გვხვდება სამჯერადი გამოხდის ჭაჭაც. როგორც წესი, სითხეს დამატებით ხდიან თუ თვლიან, რომ მეორე გამოხდაზე საკმარისად არ გასუფთავდა და/ან გემოს მეტად შერბილება უნდათ.
რა არის ზაოტობა?
ჭაჭის გამოხდასთან მჭიდრო კავშირშია ე.წ. ზაოტობის ტრადიცია. ზაოტობა მხიარული არყის ხდის ფესტივალია, რომელიც რთველის დასრულების შემდეგ იწყება. პროცესს განსაკუთრებით ფართო სახე კახეთში აქვს და ტრადიციულ ფესტივალად ითვლება. ტერმინი ზაოტობა რუსული “ზაოდისგან”, ქარხნისგან მოდის. ზაოტი ვინმეს სახლში გამართული, კუსტარულ სახდელი ქარხანის სახელია.
ზაოტობისას ჭაჭის სახდელთან საქმიანობა უბრალოდ სასმელის მომზადების პროცესი არაა. შეკრებას სოციალური დატვირთვა აქვს. ზაოტობაზე იკრიბება ახლობლების დიდი ჯფუფი: აუცილებლად ოჯახის წევრები და მეზობლები, ზოგჯერ სხვებიც. წვავენ მწვადს და შლიან ტრადიციულ სუფრას. სუფრაზე ძირითადად წინა წლის ღვინოს დგამენ, ახალგამოხდილ თბილ სასმელს კი მხოლოდ სინჯავენ, რათა ხარისხი და სიმაგრე შეამოწმონ.
მართალია, ზაოტობას უმეტესად გვიან შემოდგომაზე ატარებენ, მაგრამ ზოგჯერ მთიან რეგიონში, სადაც სიცივეები ადრე დგება, ადრე გაზაფხულზე ტარდება. ნედლეულს ზამთრის განმავლობაში საგულდაგულოდ ინახავენ და მზადებას დათბობასთან ერთად იწყებენ.
ავთენტური ქართული ჭაჭის მთავარი მახასიათებლები
სუფთა და მაღალხარისხიანი ჭაჭის მიღებას კონკრეტული ინგრედიენტების გამოყენება და ზუსტად გაწერილი პროცესის მკაცრი დაცვა სჭირდება.
მთავარი ნედლეული მეღვინეობის პროცესში დარჩენილი მყარი მასაა. პირველი გამოხდისას, როგორც წესი, იყენებენ ყურძნის წიპწას, კანს, ღეროსა და სუფთა წყალს. ეს შემადგენლობა სასმელს დამახასიათებელ მკვეთრ ყურძნის გემოს, ძლიერ არომატს და ოდნავ მღვრიე ფერს ანიჭებს. პირველი გამოხდის შემდეგ მორჩენილ მასას ფერმერები ხშირად ნიადაგის სასუქადაც იყენებენ.
ნედლეულის შეგროვების შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი ფერმენტაციაა. ყურძნის დარჩენილ მასას სპეციალურ დიდ კონტეინერებში ათავსებენ. დუღილის ფაზა რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება. დუღილის დროს მასაში დარჩენილი ბუნებრივი შაქარი სრულად უნდა გარდაიქმნას ალკოჰოლად. დუღილის დასრულების შემდეგ კი უშუალოდ დისტილაციის ეტაპი იწყება.
თუ ჭაჭას მეორეულად ხდიან, შესაძლოა სხვა არომატული ინგრედიენტებიც დაუმატონ. ყველაზე ხშირად იყენებენ თაფლს და სხვადასხვა ხილს (ვაშლი, ხურმა, ატამი პოპულარული არჩევანია).
ზოგიერთი მწარმოებელი მიღებულ სასმელს დამატებით მუხის კასრებშიც აძველებს ხოლმე. ასეთ ჭაჭას უფრო ღრმა გემო და ძლიერი არომატი აქვს და რაღაცით ტრადიციულ კონიაკს წააგავს.
ქართული ტრადიციული სასმელი და გასტრონომია რესტორან წისქვილში
ქართული ალკოჰოლური სასმელისა და სამზარეულოს სწორად დაწყვილება გასტრონომიულ გამოცდილებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. თუ გსურთ დააგემოვნოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით მომზადებული ქართული კერძები თბილისში ადგილობრივი წარმოების საუკეთესო ჭაჭასთან ერთად - გვესტუმრეთ წისქვილის რესტორნებში.
იმისთვის, რომ სწორად დააწყვილო კერძი და ჭაჭა, უნდა გაითვალისწინო ამ უკანასკნელის თავისებურებები. ნეიტრალურ მაღალალკოჰოლურ სასმელს ყველაზე მეტად ნოყიერი და ცხიმიანი საკვები უხდება. ერთი გამოხდის, ტრადიციულ ჭაჭასთან, როგორც წესი, უკვეთავენ ხინკალს, მწვადს, ქაბაბს და სხვადასხვა სახის მწნილეულს.
უფრო ნაზი გემოს ჭაჭა კი (ხილის არომატით ან მუხაში დაძველებული), ცოტა სხვა გემოს პროფილის კერძებს მოითხოვს. ისეთი გემოს პროფილის, რომელიც გამორჩეულ არომატს არ გადაფარავს.
ტრადიციული მეთოდებით დამზადებული სასმელი მხოლოდ ალკოჰოლი არ არის, ის რეგიონის ისტორიას ინახავს და ქართული სუფრის განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენს. წისქვილის რესტორნების მთავარი მისია ქართული კულინარული ტრადიციების მაქსიმალურად ავთენტური სახით შენახვა და ვიზიტორებთან გაზიარებაა. სასმელი ამ მისიაში ისეთივე დიდ როლს თამაშობს, როგორც კერძები.
გვეწვიეთ, თუ გსურთ პირადად შეაფასოთ ჩვენი კერძებისა და ჭაჭის ტანდემი. თქვენთან უახლოესი წისქვილის რესტორნის ზუსტი მისამართის სანახავად გადადით ბმულზე, მაგიდის დასაჯავშნად კი დარეკეთ ნომერზე +995 032 2 00 55 55.
სხვა სიახლეები
ქართული ჭაჭის დამზადების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და ქართული მეღვინეობის კულტურის განუყოფელი ნაწილია.
რომანტიკული ვახშმისთვის უმეტესად არჩევანს „წისქვილი ტერასაზე“ აკეთებენ, რომელიც ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე მდებარეობს. ის საერთო დარბაზის გარდა, აერთიანებს ვერანდასა და ვიტრაჟულ სივრცეებს.
„ეთნო წისქვილის“ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა მისი მუსიკალური პროგრამაა. ობიექტი სტუმრებს ყოველ დღე სთავაზობს არაჩვეულებრივ სანახაობას – ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნომრებს, რაც ქართულ კულტურასთანაც გაზიარებთ და სადღესასწაულო განწყობასაც კიდევ უფრო აამაღლებს.
ელარჯის მომზადება მოითხოვს არამხოლოდ ცოდნას, არამედ საკმაოდ დიდ ფიზიკურ ძალასაც, რადგან ის საჭიროებს მუდმივ მორევას. მასის გასქელებასა და გამკვრივებასთან ერთად კი ეს პროცესი სულ უფრო მეტად რთულდება
ფესტივალი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ისტორიულ და ტურისტულ ცენტრში, გორგასლის მოედანზე გაიმართება.
ჩაქაფული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სეზონური ქართული კერძია. კლასიკური რეცეპტი მოითხოვს ბატკნის ან ხბოს ხორცს, დიდი რაოდენობით ახალ ტარხუნას, მწვანე ტყემალსა და ხარისხიან თეთრ ღვინოს.
საბურთალოს “ლუდის მოედანის” მენიუში სტუმრებს ტრადიციული ქართული სამზარეულოც დახვდება, მათ შორის: ქალაქური, მთიულური, ყველისა და სოკოს ხინკალი.
ტრადიციული სააღდგომო კერძების მომზადება დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, რომელიც შესაძლოა ბევრს არ ჰქონდეს. ის ხალხი, ვინც სადღესასწაულო პერიოდში სუფრას საკმარის დროს ვერ უთმობს, ამჯობინებს კერძები რესტორანს შეუკვეთოს.
ქართული ყველი ისე შევარჩიეთ, რომ სახეობების დაწყვილებისას გემოების ბალანსი სწორად ყოფილიყო დაცული და არ შექმნილიყო არასასიამოვნო კონტრასტი.
თუ ცხოვრობთ თბილისში ან ხართ ტურისტი, რომელიც მოგზაურობას დედაქალაქიდან იწყებს, მაშინ გაგიმართლათ – საუკეთესო ხინკლის საპოვნელად შორს წასვლა არ მოგიწევთ. მას თბილისიდან სულ რაღაც ნახევარი საათის სავალ გზაზე მცხეთაში იპოვით.
მიტანის სერვისისთვის უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ საქართველოს გასტრონომიული ბაზრისთვის სრულიად ახალი ტიპის სპეციალურ ალუმინის კონტეინერებს. ეს კონტეინერები საშუალებას გვაძლევს ხინკლის ტემპერატურა მინიმუმ 40, ზოგ შემთხვევაში კი 60 წუთამდეც შენარჩუნდეს.
სრულფასოვანი მეგრული ხარჩოს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ნიგოზია. განსხვავებით სხვა მსგავსი ნიგვზიანი კერძებისგან, ხარჩოს გემოში სწორედ ნიგოზი დომინირებს და არა ხორცი.
ქართველი გურმანები კარგად იცნობენ ადგილებს, სადაც თბილისში საუკეთესო ხინკლის დაგემოვნებაა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სწორედ „წისქვილია“. საქმე ისაა, რომ რესტორანი უკვე რამდენიმე ათეული წელია, ინარჩუნებს კერძების მაღალ ხარისხს და ქართული სამზარეულოს ავთენტიკურობას.
შქმერული რაჭული კერძია, რომელიც პირველად ამ რეგიონის ერთ-ერთ პატარა სოფელში – შქმერში მოამზადეს. სწორედ აქედან შეიძინა მან სახელიც.
შეწვის შემდეგ კუპატის გარსი ხრაშუნა უნდა იყოს, შიგთავსი კი – წვნიანი. ეს კონტრასტი ის ერთ-ერთი მახასიათებელია, რაც კერძს განსაკუთრებულს ხდის და სხვა კერძებისგან გამოარჩევს.
მწვადისა და თევზის მოყვარულებისთვის რესტორანი „წისქვილი“ განსაკუთრებული ადგილია, რადგან აქ დაგხვდებათ შამფურზე შემწვარი სხვადასხვა სახეობის თევზი.
ხაშლამა რესტორანში ახალი, ადგილობრივი საქონლის ხორცისგან და ტრადიციული წესით მზადდება. სწორედ ასე იქმნება გემო, რომელსაც დღეს მისი ერთგული სტუმრები მარტივად ცნობენ.
„წისქვილში“ ოსტრის მომზადების ტექნოლოგიას, ინგრედიენტების ხარისხს და, რაც ნამდვილი ოსტრისთვის მთავარია, მათ სწორ ბალანსს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ.
კარგი იმერული ხაჭაპურის მთავარი საიდუმლო ზუსტად ხარისხიან ინგრედიენტებშია, ხოლო საუკეთესო ხაჭაპურის კი ამ ინგრედიენტების სწორ ბალანსში.
არის კერძები, რომლებიც უბრალოდ გვანაყრებს და ენერგიით გვამარაგებს და არის კერძები, რომლებსაც დანაყრების გარდა, კომფორტის, სიმშვიდის, სიმყუდროვისა და სითბოს განცდა მოაქვს. სწორედ ასეთია ჩიხირთმა – ქართული წვნიანი, რომელიც მინიმალური ინგრედიენტების მიუხედავად, განსაკუთრებულად მდიდარი გემოთი და სიჯანსაღით გამოირჩევა.
სვანეთი ქართველებსა თუ ტურისტებს არამხოლოდ შთამბეჭდავი თოვლიანი მწვერვალებით, ხეობებით, ჩანჩქერებითა თუ ალპური მდელოებით ხიბლავს, არამედ მისი უნიკალური და თვითმყოფადი სამზარეულოთიც. ისევე როგორც მის ბუნებას, ყველა სვანურ კერძს, თავისი ხასიათი აქვს. მაგრამ მათ შორის უდავოდ გამორჩეულია კუბდარი – სვანური სამზარეულოს მეფედ აღიარებული კერძი, რომელსაც ქართული კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლის სტატუსიც კი აქვს მინიჭებული.
„წისქვილი ჯგუფმა“ თქვენთვის შექმნა განსაკუთრებული საახალწლო მენიუ, რომელში შესული კერძებითაც სრულყოფილი სუფრის გაწყობას შეძლებთ.
31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, წისქვილის ,,თეატრი’’ უმასპინძლებს ყველაზე კაშკაშა და მხიარულ წვეულებას, სადაც სტუმრებს დაუვიწყარი ემოციები და განსაკუთრებული ატმოსფერო ელოდებათ.
“ლუდის დღეები” უკვე ტრადიციულ დღესასწაულად იქცა წისქვილისთვის და მისი სტუმრებისთვის. ლუდის მოედანი ღონისძიებაზე უკვე მესამე წელია მასპინძლობს სტუმრებს.
მათ, ვისაც სვეტიცხოვლობის აღნიშვნა განსაკუთრებულ ატმოსფეროში, ქალაქგარეთ დასვენება და მშვენიერი ხედების ფონზე უგემრიელესი კერძების მირთმევა სურდათ მცხეთის წისქვილში ვუმასპინძლეთ.
თუკი საღამოს სასიამოვნოდ და სახალისოდ გატარება გსურს ლუდის მოედანს ლუდის დღეებზე აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
არ გამოტოვოთ დაუვიწყარი დღეები „წისქვილში“, ,,ლუდის მოედანზე!”
ბოლო ათწლეულის მანძილზე „წისქვილი ჯგუფმა“ მრავალჯერ მოიპოვა გამარჯვება სხვა და სხვა ნომინაციაში, რაც მიუთითებს მის მნიშვნელოვან წვლილზე საქართველოს ტურიზმის დარგის განვითარებასა და წარმატებაში.
სტუმრები თავად ჩაერთნენ სხვა და სხვა აქტივობებში და ტრადიციული კერძების მომზადებაში. თითოეულმა მათგანმა მიიღო მონაწილეობა ხინკლის მოხვევის, ჩურჩხელების ამოვლების, ყურძნის დაწურვის და ჭაჭის გამოხდის მასტერკლასებში.
ღონისძიებაზე მოსული სტუმრები შეძლებენ თავად ჩაერთონ ტრადიციული კერძების მომზადებაში. მათ საშუალება ექნება მიიღონ მონაწილეობა მასტერკლასებში - ხინკლის მოხვევა, ჩურჩხელების ამოვლება, ყურძნის დაწურვა, ჭაჭის გამოხდა-დეგუსტაცია და სხვა.
ეთნო წისქვილი – რესტორანი, რომელიც უკვე წლებია ამტკიცებს, უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პრიზით, რომ საუკეთესო ქართული რესტორანია საქართველოში.
ძველ თბილისში, გორგასლის მოედანზე, იქ სადაც საუკუნეების წინ თბილისის მთავარი სავაჭრო ცენტრი მდებარეობდა, „ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი” ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები და ავთენტური ქართული ღვინო.
31 მაისსა და 1 ივნისს, ძველ თბილისში, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრში – გორგასლის მოედანზე, გაიმართება „ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი“, რომლის ორგანიზატორები არიან „წისქვილი ჯგუფი“ და „მეიდან ჯგუფი“.
ქართული სამზარეულო მდიდარია კერძებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ლობიანს უკავია- კერძს, რომელმაც საინტერესო ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს ქართული კულინარიული ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.
თბილისში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, 2002 წელს გაჩნდა რესტორანი, რომელმაც სრულიად შეცვალა წარმოდგენა ქართულ სარესტორნო სივრცეზე.
ქორწილის დაგეგმვა ერთდროულად სასიხარულო და თან სტრესული პროცესია. ამ დღეს ყველაფერი იდეალური უნდა იყოს - გარემო, განწყობა, კერძები. სწორედ ამიტომ გვანდობენ წყვილები ამ გამორჩეული დღის ორგანიზებას.
საუკუნეების განმავლობაში ქართული სუფრა გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სადილი ან ვახშამი. ეს ერთგვარი ტრადიცია, სადაც ოჯახის წევრები და მეგობრები იკრიბებიან, დიდი მაგიდის გარშემო შემოსხდებიან , გემრიელ ტრადიციულ კერძებს მიირთმევენ, ბავშვობის ისტორიებს იხსენებენ და მრავალჟამიერსაც იმღერებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქაბაბის დაგემოვნებას ბევრ რესტორანში შეძლებთ, ხარისხიანი კერძის მოძებნა ხშირად გამოწვევაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხორცის ხარისხი, მომზადების მეთოდი და ინგრედიენტების შერჩევა გადამწყვეტ როლს თამაშობს.
გემრიელად მომზადებული გრილის კერძები და ქართული ავთენტური გემოები, გერმანული, ავსტრიული, ჰოლანდიური და ჩეხური ლუდის ფართო არჩევანი, უმაღლესი ხარისხის სერვისი, გამორჩეული გარემო და ცოცხალი მუსიკა.
მათ, ვისაც სურდა სვეტიცხოვლობის აღნიშვნა და ქალაქგარეთ დასვენება, შესანიშნავი გარემო, განწყობა და უგემრიელესი კერძები დავახვედრეთ მცხეთის „წისქვილში“.
თუკი მყუდრო ატმოსფეროსა და მაღალი ხარისხის სამზარეულოს ეძებთ, მაშინ ლუდის მოედანს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
არ გამოტოვოთ ორდღიანი ლუდის დღესასწაული!
სტუმრებმა დაუვიწყარი დღეები გაატარეს შემოდგომის ნობათით და უგემრიელესი კერძებით სავსე ეზოში, სადაც ქართული სტუმართმოყვარეობა და საუკეთესო განწყობა ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, თავისი მრავალფეროვნებითა და სიღრმით გამოირჩევა, რომლის მთავარ კომპონენტებს ტრადიციული ცეკვა და სიმღერა წარმოადგენს.
საქართველო ცნობილია როგორც ღვინის წარმოშობის ადგილი. არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიაზე ღვინის წარმოება დაახლოებით 8000 წლის წინ დაიწყო. ეს ფაქტი მეღვინეობის ისტორიაში ქვეყანას განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს.
ქართული ტრადიციული სამზარეულო როგორც ინგრედიენტების, ისე გემოების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მაგრამ, ალბათ, გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ეს კერძები კულტურის, ცხოვრების წესისა და ისტორიის ასახვაცაა .აჭარული ხაჭაპური ამის ნათელი მაგალითია.
თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ რა ნახოთ თბილისში და სად გამოცადოთ ქართული სტუმარ-მასპინძლობა, გეტყვით, რომ საქართველოს დედაქალაქი, ისტორიული და კულტურული ძეგლებით მდიდარი ადგილია, სადაც ავთენტური ქართული კულინარიული გამოცდილების მისაღებად აუცილებლად ,,წისქვილი ჯგუფის” რესტორნებს უნდა ესტუმროთ.
ამ დღის აღსანიშნავად რესტორნის ეზო განსაკუთრებულად მოეწყო სტუმრებისთვის ულამაზესი დეკორაციებით, თითოეული კუთხე ფოტოგადაღებისთვის იდეალურად იყო მომზადებული, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო მომხიბვლელ და დასამახსოვრებელ ატმოსფეროს სძენდა.
ქართული სამზარეულო გამოირჩევა თავისი მდიდარი ისტორიითა და უნიკალური გემოებით. ქართული სუფრის ყველაზე ცნობილი კერძები ასახავს ერის კულტურას, ტრადიციებს და ცხოვრების წესს. თითოეული კერძის უკან დგას ისტორია, რომელიც მჭიდრო კავშირშია ქართული კულტურის სხვადასხვა ასპექტთან - დაწყებული რელიგიური დღესასწაულებით, დამთავრებული ყოველდღიური ცხოვრების წეს-ჩვეულებებით.
წვეულებები და კორპორაციული საღამოები მნიშვნელოვანი ღონისძიებებია ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც განსაკუთრებული ფორმით უნდა აღინიშნოს. იქნება ეს დაბადების დღე, იუბილე, ქორწილი, ნიშნობა თუ კორპორაციული ღონისძიება - ყველა მათგანი სრულყოფილ დაგეგმვას მოითხოვს, რათა სტუმრებმა დროის სასიამოვნოდ გატარება შეძლონ.
ზაფხულის სიცხეების დადგომასთან ერთად სულ მეტი ადამიანი დგება გამოწვევის წინაშე — იპოვოს კომფორტული ადგილები ნაცნობ-მეგობრებთან შესახვედრად..
„წისქვილი ჯგუფმა“ კიდევ ერთი ახალი რესტორანი – „წისქვილი ტერასა“ გახსნა, რომელიც სტუმრებს დღეიდან უმასპინძლებს. ის თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე, N80-ში მდებარეობს და წარმოადგენს „წისქვილის“ რიგით მე-8 რესტორანს.
თავდაპირველად „წისქვილი“ 100 სტუმარზე გათვლილ რესტორანს წარმოადგენდა, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე, 2002 წელს აშენდა. იმ დროს ამ ტერიტორიაზე ტრანსპორტიც კი არ დადიოდა, ამიტომ არავის სჯეროდა, რომ რამდენიმე წელიწადში ის ამ მასშტაბის კომპლექსად იქცეოდა. თავდაპირველად იყო „ეთნო წისქვილი“, რომელიც დღემდე უცვლელად ინარჩუნებს ნდობასა და ხარისხს, შედეგად კი, ურყევი პოზიცია უჭირავს ბაზარზე.
ქართული სუფრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კერძი მწვადია. მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის.
თუკი უწინ რესტორანსა და კაფეში წასვლა უფრო აქტუალური იყო და ამისათვის საკმარისი თავისუფალი დროც არსებობდა, დღეს ჩქარი და მეტად დაკავებული რეჟიმიდან გამომდინარე, ზოგჯერ მომხმარებლები კერძების სახლში გამოძახებას ამჯობინებენ.
ბოლო წლებში მსოფლიოში ვეგეტარიანული და ვეგანური კვება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
მთავარი იდეა, ქართული კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიის, ღვინის და გასტრონომიის უკეთ გაცნობა და პოპულარიზაციაა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.
საქართველო ერთ-ერთ უნიკალურ გასტრონომიულ ადგილადაა აღიარებული. დედაქალაქი თბილისი კი საუკუნეების განმავლობაში სავაჭრო და კულტურული ცენტრი იყო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მდიდარი და მრავალფეროვანი კულინარიული ტრადიციების ჩამოყალიბებას.
ხინკალი უცხოელ ტურისტებსაც იზიდავს და საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია.
ოჯახთან ერთად რესტორანში გასვლა დროის ერთად გატარების, დასვენებისა და ახალი გემოების აღმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
უცხოელი სტუმრებისთვის, „წისქვილი“ -ს ყველა რესტორანი არის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილი თბილისსა თუ მის შემოგარენში.
„წისქვილის“ რესტორნების ქსელს ბოლო წლებში ქალაქგარეთ ახალი სივრცეები შეემატა: წყნეთი და მცხეთა.
ცოტამ თუ იცის, რომ „ეთნო-წისქვილს“ ხანგრძლივი, თანაც განვითარების ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ყველაფერი 2002 წელს დაიწყო, დღეს სხვადასხვა ობიექტებით დატვირთული ეს ქუჩა, იმ დროს არც ინფრასტრუქტურულად იყო გამართული და არც ნორმალური საავტომობილო გზით გამოირჩეოდა.
თუ მცხეთის ტურს დაგეგმავთ და გადაწყვეტთ, რომ ჩვენს რესტორანში დააგემოვნებინოთ ტურისტებს ქართული ტრადიციული სამზარეულო
ხინკალი, მწვადი, ქაბაბი და სხვა ქართული ტრადიციული კერძები,ასევე გრილის მენიუ– ასეთია ლუდის მოედნის კერძების მცირე ჩამონათვალი, რომლებსაც მზარეულები თქვენ თვალწინ, ღია გრილზე დაამზადებენ.
ახალი წელივით კაშკაშა, სანახაობრივი და პომპეზური — ასეთ 31 დეკემბერს გვპირდება წისქვილის თეატრი. მულტიფუნქციურმა სივრცემ, რომელმაც სტუმრების გაოცება უკვე არაერთხელ მოახერხა, ახალი წლის ღამისთვის განსაკუთრებული და შთამბეჭდავი შოუ-პროგრამა მოამზადა. Broadway Nigh
მაშ ასე, გაიცანით რესტორანი „წისქვილი“ და მისი 10 გამორჩეული კერძი, რომლებიც უნდა დააგემოვნოთ, თუკი გსურთ, ქართულ ავთენტურ გემოებს ეზიაროთ.
თუშური ხინკალი და კერძები გრილზე — სტუმრები სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მენიუს დაგემოვნებას შეძლებენ. ასევე, მათ დახვდებათ პრემიუმ ლუდის ფართო ასორტიმენტი
წისქვილი ჯგუფის „თეატრისა“ და რია ქებურიას სახელოვნებო სივრცე Ria Bid-ის კოლაბორაციის შედეგად, პირველი ლაივ აუქციონი გაიმართება, რომელსაც სრულიად განსხვავებული ფორმატი ექნება.
30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს რესტორან „წისქვილში“ მისულ სტუმრებს შემოდგომის განწყობა დახვდებათ. უგემრიელესი ნუგბარით სავსე ეზო, ნამდვილი ქართული კერძები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც „წისქვილი“ თბილისობას დამსწრე საზოგადოებას შესთავაზებს
ამ შაბათ-კვირას, 1-2 ივლისს, „ქართული კუთხეების ფესტივალზე“ სტუმრების წინაშე რაჭის წარმომადგენლები წარდგებიან, გააცნობენ მათ თავიანთი კუთხის კულტურასა და უნიკალურ სამზარეულოს.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ კიდევ ერთ გამორჩეულ რეგიონს, აჭარას უმასპინძლებს. აჭარის წარმომადგენლები სტუმრებს თავიანთ კულტურასა და სამზარეულოს წისქვილის ეზოში, 29 და 30 ივლისს წარუდგენენ.
მათ, ვინც Tbilisi Open Air-ისა და საყვარელ არტისტებთან შეხვედრისთვის ემზადება, ფესტივალზე კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ელის — ფესტივალს რესტორანი წისქვილი შეუერთდა.
წისქვილის ეზოში მოეწყობა მასტერკლასებიც და მსურველები მზარეულებთან ერთად გამორჩეულ მეგრულ კერძებს მოამზადებენ. სტუმრებს დახვდებათ გამოფენა-გაყიდვაც, სადაც შეძლებენ დაათვალიერონ და შეიძინონ სვანეთიდან ჩამოტანილი პროდუქცია და ქართული კომპანიების ადგილობრივი ნაწარმი.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ წისქვილის ეზოში გურიის დღეებით გაგრძელდება. გურიის წარმომადგენლები თავიანთ კუთხეს სტუმრებს 15 და 16 ივლისს წარუდგენენ.
შაბათ-კვირას, 10-11 ივნისს, წისქვილის ეზოში მისულ სტუმრებს ამჯერად კახეთის წარმომადგენლები უმასპინძლებენ, წარუდგენენ მათ თავიანთ ავთენტურ ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას და გაუმასპინძლდებიან კახური ღვინითა და კერძებით.
3-4 ივნისს, წისქვილის ეზოში სვანეთის დღეები მოეწყო. სტუმრებმა ორი დღის განმავლობაში დააგემოვნეს გამორჩეული სვანური კერძები, გაეცვნენ კუთხის ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას და მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან აქტივობებში.
3 და 4 ივნისს, წისქვილის ეზოს სტუმრები, „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ფარგლებში, ამჯერად სვანეთში იმოგზაურებენ, გაეცნობიან მის კულტურასა და დააგემოვნებენ სვანური სამზარეულოს გამორჩეულ გემოებს. სვანეთი, იმერეთის შემდეგ, მეორე კუთხეა, რომელსაც „წისქვილი ჯგუფი“ ქართველ და უცხოელ სტუმრებს წარუდგენს.
20-21 მაისს, წისქვილმა იმერეთს უმასპინძლა. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამორჩეული ფოლკლორული სიმღერებით, ქორეოგრაფიული ნომრებითა და კერძებით გაეცნოთ საქართველოს ეს კუთხე და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობაში.
20 მაისს, წისქვილის ეზოში „ქართული კუთხეების ფესტივალი“ იმერეთის დღეებით გაიხსნება და ქართველ და უცხოელ სტუმრებს იმერეთის ავთენტურ კულტურასა და გასტრონომიას გააცნობს.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ „წისქვილი ჯგუფის“ მორიგი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ქვეყნის კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას ისახავს.
The Show-ს 400-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო. წარმოდგენის პარალელურად მათ გაუმასპინძლდნენ ვახშმითაც, რომლისთვისაც კერძები „თეატრის“ ბრენდ შეფის, ალექს ნათაძის ხელმძღვანელობით სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა.
„წისქვილი ჯგუფმა“ ბელიაშვილის ქუჩაზე, ახალი კონცეფციის სივრცე – „თეატრი“ გახსნა. დარბაზი სცენისა და პავილიონისგან შედგება, რომელიც ყველანაირი სტილისა და ჟანრის ღონისძიებას უმასპინძლებს. ღონისძიებებზე დასწრების პარალელურად კი, სტუმრებს ვახშმითაც გაუმასპინძლდებიან.
27-28 ოქტომბერს რესტორანმა „წისქვილმა“ ლუდის მოედანზე ორდღიან ლუდის ფესტივალს უმასპინძლა. სტუმრებმა პრემიუმ ხარისხის ლუდი – გერმანული ვარშტაინერი და შოფერჰოფერი, ჰოლანდიური გროლში და ჩეხური პილსნერი დააგემოვნეს. ფესტივალის ფარგლებში, ისინი ნახევარ ფასად გაიყიდა.
28 ოქტომბერს, საქართველოში პირველად FIABCI-Georgia-სა და Property Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 გაიმართა.
მათ, ვისაც ხარისხიანი ლუდიც უყვართ და მისი თანხლებით გართობაც, წინ ორდღიანი დღესასწაული ელის. 27-28 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის ფესტივალი გაიმართება, სადაც მრავალფეროვან გასართობ აქტივობებსა და ცოცხალ მუსიკასაც შემოგთავაზებენ.


























.jpg.jpg.webp)






































.jpg.webp)
.jpg.webp)











.jpg.webp)




