ყველაზე გემრიელი მწვადი თბილისში: ლოკაციები და რეკომენდაციები
ქართული სუფრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კერძი მწვადია. მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის. განსხვავებით ამერიკული ბარბექიუსაგან, რომელიც სპეციალურ დახურულ გრილზე იწვება, მწვადი ღია ცეცხლზე მზადდება - შამფურზე ასხმული ხორცი განელებულ ცეცხლზე თავსდება და ნელ-ნელა საბოლოო კონდიციას უახლოვდება.
მწვადის მომზადება განსაკუთრებული რიტუალია, რომელშიც, როგორც წესი, ოჯახის წევრებთან ერთად სტუმრებიც ერთვებიან ხოლმე. ტრადიციულად, მწვადის შეწვაზე პასუხისმგებლობას კაცები იღებენ, ქალები კი კერძისათვის გარნირებსა და სოუსებს ამზადებენ.
მწვადი, როგორც ქართული კულტურისა და სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი, ხშირად მოიხსენიება ლექსებსა თუ თქმულებებში. მაგალითად, იოსებ გრიშაშვილი თავის ლექსში იტყვის - ,,ახლიჩეთ მწვადი... სთქვით ლექსები… აჟღერეთ თარი…” რაც შეეხება ლუარსაბ თათქარიძეს, ის თავის მოურავს კარგი სამწვადე სუკის ყიდვისთვისაც კი მადლიერი დარჩება. შესაბამისად, ეს კერძი, როგორც ქართული ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი, მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს აერთიანებს.
რჩევები მწვადის შერჩევისა და დაგემოვნებისთვის
თუკი ნამდვილი ტრადიციული მწვადის დაგემოვნება გსურთ, მაშინ აუცილებელია, რომ კერძი სწორად შეარჩიოთ. ამისათვის კი უნდა იცოდეთ ის მახასიათებლები, რომლითაც ავთენტური მწვადი ხასიათდება.
დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ ხორცის რომელი ნაჭრისაგან მზადდება კერძი. როგორც წესი, ნეკნის ან წელის ნაწილის იყენებენ ხოლმე. ეს ნაჭრები შედარებით რბილია და სწრაფად იწვება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხორცი იყოს ახალი და მაღალი ხარისხის.
კერძის ავთენტურობისათვის ხორცის ნაჭრების ზომაც მნიშვნელოვანია. იდეალურ შემთხვევაში 3-4 სმ უნდა იყოს. ეს საშუალებას იძლევა, რომ ხორცი თანაბრად შეიწვას როგორც შიგნიდან, ისე გარედან.
სურვილისამებრ, შეგიძლიათ დამარინადებული ხორცის მწვადზე შეაჩეროთ არჩევანი. ასეთ შემთხვევაში, ხორცი მეტად რბილი და არომატული იქნება. როგორც წესი, მარინადისათვის გამოიყენება ისეთი ინგრედიენტები, როგორებიცაა: ღვინო, ხახვი, ნიორი, სხვადასხვა სანელებლები და ა.შ.
მწვადი უნდა შეიწვას ნელ ცეცხლზე, ნაკვერჩხლებზე. მაღალი ტემპერატურა გამოიწვევს ხორცის გარედან დაწვას და შიგნიდან უმი დარჩება. იმისათვის, რომ მწვადი თანაბრად შემწვარი იყოს, ის პერიოდულად ცეცხლზე უნდა გადატრიალდეს.
მწვადი მაშინაა იდეალურად შემწვარი, როცა ხორცის ნაჭრები გარედან მუქი ყავისფერი შეფერილობის, შიგნიდან კი ვარდისფერია. გაითვალისწინეთ, რომ როცა რესტორანში ახლადმომზადებულ კერძს მოგართმევენ, რამდენიმე წუთი მოიცადეთ, როგორც იტყვიან ხოლმე მწვადი ,,დაასვენეთ” და შემდეგ მიირთვით. ეს პროცესი წვენის თანაბარ განაწილებასა და მის საუცხოო გემოს განაპირობებს.
როგორც წესი, მწვადს შოთის პურთან ერთად მიირთმევენ ხოლმე. მეტად ცოცხალი გემოებისათვის ქართულ ტრადიციულ წითელი/მწვანე ტყემლის საწებელს იყენებენ. ხოლო რაც შეეხება ღვინოს, საფერავს გირჩევთ, რადგან ამ სიძლიერისა და არომატის სასმელი ხორცთან იდეალურ კომბინაციას ქმნის.
ტრადიციული მწვადი წისქვილი ჯგუფის რესტორნებისაგან
,,წისქვილი ჯგუფის” რესტორნები მრავალფეროვანი და გემრიელი კერძებითაა ცნობილი, შესაბამისად, გამონაკლისი არც მწვადია. ჩვენს რესტორნებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნატურალური პროდუქტებისაგან დამზადებული როგორც ტრადიციული მწვადი, ასევე მისი სხვადასხვა ვარიაცია. მაგალითად, ხბოს მწვადი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. კერძი ნაზი და წვნიანი ხორცით ხასიათდება. ამასთანავე, გთავაზობთ ღორის მწვადს როგორც ჩალაღაჯის, ისე სუკის ნაჭრებისაგან დამზადებულს.
გარდა ამისა, ჩვენს რესტორნებში ორაგულისა მწვადის დაგემოვნების შესაძლებლობა გაქვთ. ეს კერძი თევზის მოყვარულებს განსაკუთრებით მოხიბლავთ. ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისათვის მენიუში ბოსტნეულის მწვადია განკუთვნილი.
,,წისქვილი ჯგუფის” რესტორნები გამორჩეული კონცეფციის მქონე სივრცეებია. ობიექტები ინსპირირებულია ქართული კულტურითა და ტრადიციებით. შესაბამისად, გარდა გემრიელი ქართული კერძებისა, ტრადიციული ცეკვისა და ფოლკლორის პროგრამა ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გატარებულ დროს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





