ჩვენ შესახებ

ისტორია

2002 წელს დაარსდა  „წისქვილი“  და მას მერე წარმატებით აძლიერებს სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიას საქართველოში.

 ორი ათეული წლის მანძილზე ბრენდი გაიზარდა და დღეს უკვე წარმატებული, ქართული ტრადიციული რესტორნების ქსელია, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც არქიტექტურის, კულტურის, სამზარეულოსა და ფოლკლორის გაცნობის საუკეთესო ადგილი. ჩვენი თავდადება არაერთი ჯილდოთია აღიარებული როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კონკურსებსა თუ დაჯილდოებებზე.

ყოველდღიურად, ათასობით და ამ წლების განმავლობაში მილიონობით ქართველი და საერთაშორისო სტუმრის მასპინძლობით „წისქვილმა“ დაიმკვირდა სახელი ბაზარზე. 

„წისქვილი“ - ეს არის ადგილი, სადაც არა მხოლოდ ქართული კულინარიის გამორჩეულ გემოებს შეიგრძნობთ, არამედ ქართული სტუმარ-მასპინძლობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას გაეცნობით და კულტურულ გამოცდილებას მიიღებთ. ყოველდღიურად ათასობით და ამ წლების განმავლობაში მილიონობით აღფრთოვანებული სტუმარი გვარწმუნებს, რომ ჩვენს საქმეს წარმატებით ვაკეთებთ. ეს გამოცდილება ჩვენთვის ძვირფასი და საამაყოა. 

„წისქვილი ჯგუფის“ მთავარი დასაყრდენი ის 750-ზე მეტი თანამშრომელია, რომელიც უმკლავდება ყოველდღიურ გამოწვევებს და  ანვითარებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ ინდუსტრიის განვითარებში.

„წისქვილი ჯგუფი“ დღეს აერთიანებს 8 რესტორანს და 2 მარკეტს:

 

დაუღალავი ძალისხმევისა და სტრატეგიული პოზიციონირების წყალობით, „წისქვილი ჯგუფმა“ მოიპოვა ნდობა და დაიმკვიდრა სახელი, როგორც წამყვანი ტრადიციული ქართული რესტორნების ქსელი, რომელიც  საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობის შენარჩუნებას და პოპულარიზაციას ემსახურება.

სტარატეგია და ხედვა

Მისია

ჩვენ ვცდილობთ გავაზიაროთ საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა საკვებით, არქიტექტურითა და სტუმართმოყვარეობით.  ჩვენი მისიაა  საზოგადოებას მივაწოდოთ  ავთენტური და განსაკუთრებული ქართული კულინარიული გამოცდილება, რომელიც გამოხატულია ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი მდიდარი არომატებით, სტუმართმოყვარეობით. 

ხედვა

ვიყოთ გლობალურად აღიარებული, როგორც ქართული კულტურის, სამზარეულოსა და სტუმართმოყვარეობის უპირველესი ელჩი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მდიდარი ტრადიციების ღრმა გაგებასა და მუდმივად  ვითარდება, იზრდება და გავლენიანი ხდება.

ჩვენი ხედვაა შევქმნათ გარემო, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ საქართველოს მრავალფეროვანი მემკვიდრეობით, ყოველი ვიზიტი იყოს დასამახსოვრებელი და გამორჩეული, როგორც მოგზაურობა ჩვენი ქვეყანის კულტურასა და ტრადიციებში.

 

ღირებულებები

ავთენტურობა: ქართული კულინარიული და კულტურული ტრადიციების შენარჩუნება. ჩვენ პატივს ვცემთ და ვინარჩუნებთ საქართველოს მდიდარ კულინარიულ ტრადიციებს, რათა თითოეული კერძი იყოს ჩვენი მემკვიდრეობის წარმომადგენელი.

უპირატესობა: საკვების ხარისხის, მომსახურებისა და მომხმარებლის გამოცდილების უმაღლესი სტანდარტების დაცვა.

ინოვაცია:  სერვისებისა და შეთავაზებების უწყვეტი გაუმჯობესება და განვითარება ჩვენი სტუმრებისთვის.

საზოგადოება: ძლიერი, მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარება ჩვენს სტუმრებთან, თანამშრომლებთან და საზოგადოებასთან, რომელსაც ვემსახურებით. ჩვენი მიზნია,  რესტორნის გარშემო შევქნათ და გავაერთიანოთ საზოგადოება, სადაც  შეიკრიბებიან, ისიამოვნებენ და შეიქმნიან დასამახსოვრებელ მოგონებებს. 

პატივისცემა: ვაფასებთ ჩვენს მომხმარებლებს, პერსონალს და კულტურულ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. 

სტუმართმოყავრეობა:  ჩვენ გვჯერა სერვისის, რომელიც სტუმარს აგრძნობინებს თავს ოჯახში.

 

სტრატეგია

ხარისხი და თანმიმდევრულობა:

ინგრედიენტები: შევინარჩუნოთ პარტნიორობა ადგილობრივ მომწოდებლებთან, რათა ვუზრუნველყოთ უახლესი და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტები.

ტრენინგები და სასწავლო პროგრამები: განვახორციელოთ  სასწავლო პროგრამები პერსონალისთვის, რათა შევინარჩუნონ მომსახურებისა და სტუმართმოყვარეობის უმაღლესი სტანდარტები. 

ღონისძიებები და ფესტივალები: ვუმასპინძლეთ კულტურულ ღონისძიებებს, კულინარიულ მასტერკლასებს და ფოლკლორულ/ქორეოგრაფიულ საღამოებს, რათა მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ სტუმრებს  ქართული ტრადიციების შესახებ.

პარტნიორობა: თანამშრომლობა კულტურულ ორგანიზაციებთან, ტურიზმის სექტორთან, კულინარიულ პროექტებთან -  ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცის  მიზნით.

 

განვითარება და ზრდა:

ახალი ფილიალები:  ვხსნით ახალ ობიექტებს, რათა გავზარდოთ ჩვენი წვდომა და გავაცნოთ მეტ ადამიანს ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძები.  ვიყოთ წარმოდგენილი როგორც დედაქალაქში, ისე მის შემოგარენში. 

ინოვაცია: ვამუშავებთ ახალ კონცეფციებს და სავახშმო გამოცდილებას, რათა ჩვენი შეთავაზებები იყოს მუდმივად ახალი და საინტერესო.

მიზანი

ვიყოთ კულტურული ხიდი სტუმართ - მასპინძლობის სექტორში და შევთავზოთ მომხამრებლებს ქართული სამზარეულოსა და სტუმართმოყვარეობის დასამახსოვრებელი გამოცდილება. 

 

 

 

გამოიძახე