წისქვილი მცხეთაში
მცხეთა საქართველოს უძველესი ქალაქია. აქ მდებარეობს ისტორიული ტაძრები: სვეტიცხოველი, ჯვარი, ყველა მხრიდან იშლება ულამაზესი ხედები და მას მთელი წლის განმავლობაში უამრავი ტურისტი სტუმრობს.
“წისქვილი მცხეთაში” სხვადასხვა ტერასებად მოწყობილი სივრცეა, შთამბეჭდავი ხედებით მტკვარზე, მთებსა და ჯვრის მონასტერზე.
კომპლექსში შეგხვდებათ ქართული ღვინის მარანი, სადაც შეძლებთ საკოლექციო საცავიდან სხვადასხვა ჯიშის ღვინის დაგემოვნებას.
მთავარი სარესტორნო დარბაზის გარდა, სივრცის ნაწილია მეგრული ოდა და გრილის სივრცე, სადაც წისქვილის შეფ-მზარეული სტუმრების თვალწინ ამზადებს მადისაღმძვრელ კერძებს.
მუსიკალური პროგრამა:
20:00-22:00
ყოველ დღე, ორშაბათის და სამშაბათის გარდა: დუეტი "მარიამი და ლიზი"
მისამართი
ტელეფონი
ელ.ფოსტა
სამუშაო საათები
ყოველ დღე 12:00 - 01:00 (სამზარეულო 22:30-მდე)
სოციალურ ქსელებში