Welcome to Georgia • ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2025
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
უკვე 24 წელია, „წისქვილი ჯგუფის“ მთავარი მისია უცვლელია - შევქმნათ ნამდვილი ქართული გამოცდილება, სადაც გასტრონომია, ტრადიცია და სტუმარმასპინძლობა ერთიანდება.
ალექს ნათაძე „წისქვილი ჯგუფის“ 8 რესტორნის ბრენდ შეფია. ალექსის ხელმძღვანელობით ჯგუფის თითოეული რესტორანს საკუთარი კონცეფცია აქვს, თუმცა ყველა მათგანს ერთი სტანდარტი აერთიანებს: ხარისხი, ნატურალური პროდუქტი და ქართული გემო.
„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“ 2015 წლიდან აღნიშნავს და ახალისებს ხარისხისა და ინოვაციების წარმატებულ დანერგვას საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში.
ბოლო ათწლეულის მანძილზე „წისქვილი ჯგუფმა“ სხვადასხვა ნომინაციაში მრავალჯერ მოიპოვა გამარჯვება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს „წისქვილის“ მნიშვნელოვან წვლილს საქართველოს ტურიზმის დარგის განვითარებასა და წარმატებაში.
„წისქვილი ჯგუფის“ მიერ მოგებული ნომინაციები „Welcome to Georgia“ ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე:
2015: THE BEST MARKETING CAMPAIGN IN RESTAURANTS AWARD: „TSISKVILI GROUP“
2017: THE BEST GEORGIAN TRADITIONAL RESTAURANT AWARD: „TSISKVILI GROUP“
2018: THE BEST GEORGIAN TRADITIONAL RESTAURANT AWARD: „ETHNO TSISKVILI“
2019: THE BEST TRADITIONAL GEORGIAN RESTAURANT AWARD: „ETHNO TSISKVILI“
2020: THE BEST GEORGIAN TRADITIONAL RESTAURANT AWARD: „TSISKVILI GROUP“
2022: THE BEST RESTAURATEUR AWARD: Giorgi Shvelidze
2023: THE BEST TRADITIONAL GEORGIAN RESTAURANT AWARD: „TSISKVILI GROUP“
2023: THE BEST CONCEPT CAFE/RESTAURANT AWARD: “Theatre” by „TSISKVILI GROUP“
2024: Taste of Georgia Award: “Tsiskvili” by „TSISKVILI GROUP“
2024: Concept Restaurant of the Year: “Theatre” by „TSISKVILI GROUP“
2025: Concept Restaurant of the Year: “Theatre” by „TSISKVILI GROUP“
2025: Chef of the Year: Alex Natadze, „TSISKVILI GROUP“
შეგახსენებთ, რომ „წისქვილი ჯგუფი“ 2002 წელს დაარსდა და ყოველდღიურად ათასობით, წლების განმავლობაში კი მილიონობით სტუმარი გვარწმუნებს, რომ ჩვენს საქმეს წარმატებით ვაკეთებთ.
სხვა სიახლეები
მდებარეობა, გარემო, მენიუ, სამუშაო საათები და ჯავშანი — რას მივაქციოთ ყურადღება საქმიანი ლანჩისთვის რესტორნის შერჩევისას თბილისში.
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





