შემოდგომის დღესასწაული - თბილისობა 2026 „წისქვილში“ ჩატარდა
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო.
ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
სტუმრებმა თავად მიიღეს მონაწილეობა ხინკლის მოხვევის, ჩურჩხელების ამოვლების, ხაჭაპურის მომზადების, ყურძნის დაწურვის და ჭაჭის გამოხდის მასტერკლასებში.
ქართული ღვინო, ადგილზე გამოხდილი ჭაჭა და შემოდგომის ნუგბარიც დააგემოვნეს.
დღესასწაული განსაკუთრებით გაახალისა ქორეოგრაფიულმა წარმოდგენებმა და მუსიკალურმა ნომრებმა.
„თბილისობის“ დღესასწაული „წისქვილში“.
სხვა სიახლეები
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





