ტრადიციად ქცეული ლუდის დღეები „ლუდის მოედანზე“
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
საღამოს ალექს ძაგნიძე წარუძღვა და სტუმრებს მრავალფეროვანი სახალისო შეჯიბრი შესთავაზა. გამარჯვებულებს ლუდის თემატიკასთან დაკავშირებული საჩუქრები გადაეცათ, ფინალისტები კი, მთავარი პრიზით, მიუზიკლ „ჭირვეულის მორჯულება ანუ Felicità“ დასასწრები ბილეთებით დასაჩუქრდნენ.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა დაეგემოვნეს პრემიუმ ხარისხის ევროპული ლუდი 50%-იანი ფასდაკლებით,მათ შორის: გერმანული Warsteiner, გაუფილტრავი Schofferhofer, Benediktiner, Stiegl და ჩეხური Pilsner Urquell.
როგორც ყოველთვის, სპეციალურად ამ დღეებისთვის შეიქმნა ლუდის მენიუ, რომელიც უგემრიელეს კერძებს მოიცავდა.
“ლუდის დღეები” უკვე ტრადიციულ დღესასწაულად იქცა რესტორანი წისქვილისთვის და მისი სტუმრებისთვის.
„ლუდის მოედანი“ წისქვილის კომპლექსში შემავალი რესტორანია, რომელიც სხვა სივრცეებისგან განსხვავებით, კლასიკური პაბისა და თანამედროვე არქიტექტურული დეტალების სინთეზს წარმოადგენს.
შევხვდებით მომავალ წელს, ტრადიციულად „ლუდის დღეებზე“
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





