სად შევუკვეთო ყველაზე გემრიელი ხინკალი თბილისში
ხინკლის ისტორია საქართველოს მთიან რეგიონებს, განსაკუთრებით ფშავს, ხევსურეთსა და თუშეთს უკავშირდება. დროთა განმავლობაში ხინკალი მთიდან ბარშიც გავრცელდა და ქართულ სამზარეულოში განსაკუთრებულად საპატიო ადგილი დაიკავა.
დღეს ხინკალი ეროვნული მნიშვნელობის კერძია, რომელიც სრულად ქვეყნისა და ხალხის იდენტობის ნაწილია, რეგიონის მიუხედავად. თუმცა, ყველა კუთხეს თავისი განსხვავებული რეცეპტი და მომზადების წესი აქვს. მაგალითად, თუშური ხინკალი ტრადიციულად ცხვრის ხორცისგან, ხევსურული საქონლის ხორცისგან მზადდება, ხოლო თბილისში მიღებულია ღორისა და საქონლის ხორცის შერევა.
მართალია ზოგი თვლის, რომ ვისაც ნამდვილად ავთენტური ხინკლის გასინჯვა გსურს, აუცილებლად რომელიმე მთიან რეგიონში უნდა დააგემოვნოს, მაგრამ ხინკალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული კერძია თბილისის რესტორნებში. უმეტესობა თანხმდება, რომ ყველაზე გემრიელი ხინკალი თბილისის რესტორნებში დღეს საკმაოდ კარგ კონკურენციას უწევს რეგიონებს.
თუმცა, რასაკვირველია, ყველა რესტორანი კერძს ერთნაირად გემრიელად არ ამზადებს. სწორად მომზადებული ხინკალი გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. მნიშვნელობა აქვს ხორცის ხარისხს, ცომის სისქეს, შიგნით დაგროვილ წვენს, მომზადების ტექნიკასა და ა.შ. თუ ხინკალს ადგილზე მიტანით უკვეთავთ, მაშინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორ ცომს ზელს შეფი და როგორ ახვევს. წესების სრული დაცვით მომზადებული ხინკალი უკეთეს მდგომარეობაში მიდის მისამართზე - ნაკლებია რისკი ცომი დარბილდეს, დაიხეს ან ხინკალი დაიშალოს.
„წისქვილი ჯგუფი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ამ სტანდარტების დაცვას. რესტორნებში შესაძლებელია ქალაქური, მთიულური, საქონლის ხორცისა და სხვა შიგთავსის რამდენიმე სახეობის ხინკლის შეკვეთა. რეცეპტურა მაქსიმალურად მიახლოებულია ტრადიციულ მომზადების წესებთან. ხინკლის მიტანის სერვისისთვის კი რესტორანი სპეციალურ, დალუქული ალუმინის შეფუთვას იყენებს, რომელიც ტრანსპორტირებისას კერძის დაზიანების რისკის შემცირებაზეა გათვლილი.
როგორ შევარჩიოთ ყველაზე გემრიელი ხინკალი თბილისში?
„ყველაზე გემრიელი“ ძალიან ინდივიდუალური შეფასებაა. ზოგს მწვანილით შეზავებული ქალაქური ხინკალი ურჩევნია, ზოგს - მთიულური, სადაც ხორცისა და სანელებლების გემო უფრო მკვეთრად იგრძნობა, ზოგისთვის კი კერძის ტექსტურასაც მნიშვნელობა აქვს და თვლის რომ ხინკალი აუცილებლად დაკეპილი ხორცით უნდა მზადდებოდეს.
მაგრამ არსებობს ობიექტური საერთო კრიტერიუმები, რომელსაც ხინკალი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს.
თხელი, მტკიცე და ელასტიური ცომი
კარგი ხინკლის ცომი უნდა იყოს თხელი და მტკიცეა. გემოების სწორი ბალანსისთვის საჭიროა, რომ შიგთავსის გემო არ დაფაროს. ზედმეტად სქელი ცომი კერძს ამძიმებს.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია ცომი იყოს ელასტიური, რათა ხარშვისას ფორმა შეინარჩუნოს. არაელასტიური ცომი თხლად ვერ ბრტყელდება და მოხარშვისას ადვილად იხევა.
მაღალი ხარისხის ინგრედიენტები
ხინკლის შიგთავსს, როგორც წესი, ბევრი ინგრედიენტი არ სჭირდება. ამიტომ ყველაფრის გემოსა თუ ტექსტურის ხარისხს უმეტესობა მარტივად ამჩნევს.
ხორციანი ხინკლის გემო დიდწილად ხორცისა და სანელებლების პროპორციაზეა დამოკიდებული. თუ ხორცი ძალიან მაგარია ან, პირიქით - ძალიან რბილი და ფაფასავით იშლება, შერეული აქვს ხრტილები და უსიამოვნო, მონაცრისფრო ფერი დაკრავს - ამ ადგილიდან მომავალში ხინკლის გამოძახება არ ღირს.
„წისქვილი ჯგუფის“ შეფ-მზარეულები ხინკლისთვის მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ახალ, გაუყინავ ხორცს იყენებენ.
შედარებით უფრო რთული შესაფასებელია ყველის, ნადუღის, სოკოს ან კარტოფილის ხინკლის შიგთავსი. თუმცა, ხორცის მსგავსად, საუკეთესო სტრატეგიაა სტრუქტურით, სუნითა და ფერით ხელმძღვანელობა. თუ რომელიმე მათგანი შესამჩნევად არასასიამოვნოა, ესე იგი დაბალი ხარისხის მომზადების სტანდარტებთან გვაქვს საქმე.
საკმარისი წვენი
ხორციანი ხინკლის ხარისხის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ცომს შიგნით დაგროვილი ცხელი არომატული ბულიონიია, რომელსაც ხარისხიანი და ზომიერად ცხიმიანი ხორცი ხარშვისას გამოყოფს.
თუ ხინკალი მშრალია ან წვენს არაფრის გემო არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ მომზადების ტექნოლოგია დაირღვა ან შიგთავისთვის უხარისხო ხორცი შეირჩა.
კარგად შეკრული ფორმა
ხშირად ხინკლის ხარისხს ნაოჭების რაოდენობით განსაზღვრავენ. სხვადასხვა ვერსიის მიხედვით, ავთენტურ ხინკალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს 19, 28 ან 33 ნაოჭი. რაც უფრო მეტია ნაოჭი, მით უფრო დახელოვნებულად ითვლება მზარეული.
თუმცა, პრაქტიკული კუთხით ნაოჭების რაოდენობას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მთავარია ფორმა სწორი და სიმეტრიული იყოს, ხოლო თავი მჭიდროდ იყოს შეკრული. ასე ქვაბში მოთავსებული ყველა ხინკალი მეტ-ნაკლებად ერთ დროში იხარშება და მცირდება მათი დაშლის რისკი
ხინკლის გამოძახება თბილისში: რას მივაქციოთ ყურადღება?
შესაძლოა რესტორანი თბილისში ყველაზე გემრიელ ხინკალს ამზადებდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახლში გამოძახებისას იგივე ხარისხის კერძს მიიღებთ. ხინკლის მდგომარეობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს შეფუთვა და ტრანსპორტირების დრო.
ხინკლის მიტანის სერვისის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ რესტორნიდან მისამართამდე მანძილს. რაც უფრო დიდხანს იქნება კერძი გზაში, მით უფრო მეტია შანსი გაცივდეს და ჩაცომდეს და ერთმანეთს მიეკრას.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ორთქლი. როცა ხინკალს ადგილზე მიტანით უკვეთავენ, გამოცდილმა შეფმა იცის, რომ ქვაბიდან ახალამოყრილი ხინკალი პირდაპირ არ უნდა შეფუთოს. ცხელი ხინკლის დახურულ კონტეინერში მოთავსებისას ორთქლი გროვდება. ზედმეტი ტენისგან ცომი რბილდება და იზრდება რისკი ხინკლები დაიშალოს. ამიტომ უმჯობესია ხინკალს ორი წუთი გაგრილება აცადოს და უკვე შემდეგ გაამზადოს კურიერისთვის.
როგორ ამზადებს „წისქვილის“ ხინკალს მიტანის სერვისისთვის?
იმისთვის, რომ ხინკალმა გზაში უკეთ გაძლოს „წისქვილმა“ სტანდარტული შეფუთვის მუყაოს ყუთები სპეციალური ალუმინის კონტეინერებით ჩაანაცვლა. ეს კონტეინერები სპეციალური აპარატით ილუქება. ასეთი დახურვა ამცირებს ტრანსპორტირებისას კონტეინერის გახსნის, კერძის არევისა და სითხის გადმოღვრის რისკს.
შეფუთვა კერძის ტემპერატურას საშუალოდ 40 წუთის განმავლობაში ინარჩუნებს, ხოლო თუ გარემო ფაქტორები ხელს უწყობს, ეს დრო 60 წუთამდეც იზრდება.
თუ „წისქვილის“ ხინკალს გამოძახებით უკვეთავთ, ალუმინის შეფუთვას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს: მუყაოს შეფუთვასთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია შანსი გზაში ცომი დარბილდეს, ხინკლები ერთმანეთს მიეკრას და დაიხეს.
როგორ შევუკვეთოთ წისქვილის ხინკალი გამოძახებით თბილისში?
„წისქვილი ჯგუფის“ ნებისმიერი რესტორნიდან ხინკლის გამოძახება თბილისში შესაძლებელია უშუალოდ რესტორანთან პირდაპირ დაკავშირებით. უბრალოდ დარეკეთ შესაბამის ნომერზე და დააზუსტეთ დეტალები (რომელ ხინკალს უკვეთავთ, რამდენს, რა მისამართზე და რომელი საათისთვის გსურთ შეკვეთის მიღება).
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ Wolt-ისა და Glovo-ს სერვისით. მთავარია თქვენი მისამართი მიტანის არეალში ჯდებოდეს.
თუ გჭირდებათ ხინკლის შეკვეთა მცხეთაში ან წყნეთში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ “წისქვილის” შესაბამისი რესტორანს და, თუ მიტანის მისამართი ახლო რადიუსში ჯდება, რესტორნის გუნდი უმოკლეს დროში დააორგანიზებს ხინკლის ადგილზე მიტანას.
ხშირად დასმული კითხვები ხინკლის გამოძახებაზე თბილისში (FAQ)
რამდენ ხანს ინარჩუნებს ხინკალი სითბოს „წისქვილის“ შეფუთვაში?
„წისქვილის“ სპეციალური ალუმინის შეფუთვა კერძის ტემპერატურას საშუალოდ 40 წუთის განმავლობაში სტაბილურად ინარჩუნებს. ზოგჯერ ეს დრო 60 წუთამდეც აღწევს. რეალურ შედეგზე გავლენას ახდენს ამინდის პირობები, მიტანის ხანგრძლივობა და სხვა ფაქტორები.
უსაფრთხოა თუ არა „წისქვილის“ ალუმინის შეფუთვა საკვებისთვის?
“წისქვილი” უახლესი ტიპის ალუმინის შეფუთვას იყენებს, რომელიც შემოწმებულია SGS (Société Générale de Surveillance). ტესტის შედეგები სრულად აკმაყოფილებს აშშ FDA-ის საკვების უსაფრთხოების მოთხოვნებს.
როგორ შევუკვეთო „წისქვილის“ ხინკალი ადგილზე მიტანით?
“წისქვილის” რესტორნებიდან ხინკლის მიტანა შესაძლებელია Wolt-ისა და Glovo-ს გამოძახების სერვისის საშუალებით. კონკრეტული ფილიალი მისამართისა და მიწოდების ზონის მიხედვით უნდა შეარჩიოთ.
ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პირდაპირ ბელიაშვილის, მცხეთისა და წყნეთის რესტორნებს და ისარგებლოთ უშუალოდ “წისქვილის” მიტანის სერვისით.
თუ რომელიმე კონკრეტული რესტორანიდან შეკვეთა გსურთ და მიტანის სერვისი თქვენს არეას არ ფარავს, შეგიძლიათ ხინკალი წინსწრებით შეუკვეთოთ და თავად წაიღოთ. წინასწარ დაუკავშირდით არჩეულ რესტორანის შესაბამის ნომერზე და წარმომადგენელთან დააზუსტეთ დეტალები: რა სახის ხინკალს უკვეთავთ, რამდენი გსურთ, და როდის აპირებთ წაღებას. დათქმული დროისთვის რესტორანი წასაღებად გამზადებულ შეკვეთას ადგილზე დაგახვედრებთ.
რომელია ყველაზე პოპულარული ხინკალი წისქვილის მენიუში?
ყველაზე პოპულარული ტრადიციული ხორცის - ქალაქური და მთიულური - ხინკალია. ეს ორი ვერსია თითქმის ერთნაირად პოპულარულია. მთავარი განსხვავება შეზავებაშია. ქალაქურ ხინკალში ხორცს ახალი მწვანილი აზავებენ, ხოლო მთიულური მწვანილის გარეშე მზადდება.
რას მივაქციოთ ყურადღება, როცა ვუკვეთავთ ხინკალს ადგილზე მიტანით?
ხინკლის ხარისხზე განსაკუთრებით მოქმედებს მიტანის დრო და შეფუთვა. სასურველია შეარჩიოთ “წისქვილი ჯგუფის” ის რესტორანი, რომელიც თქვენს მისამართთან ყველაზე ახლოა და წინასწარ ნახოთ სავარაუდო მიტანის დრო. ხარისხიანი ალუმინის შეფუთვა სტანდარტულ მუყაოს ყუთთან შედარებით ამცირებს გაცივების, დახევისა და ხინკლების ერთმანეთზე მიწებების რისკს, მაგრამ რაც უფრო ცოტა დროს გაატარებს ხინკალი გზაში - მით უკეთესი.
ბოლო განახლება: 14/09/2026
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





