ხინკალი გამოძახებით: რატომ უნდა ენდოთ "წისქვილის" მიტანის სერვისს?
ხინკალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული კერძია. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მის მიმართ მომხმარებელს მაღალი მოთხოვნები აქვს, განსაკუთრებით როდესაც საქმე მიტანის სერვისს ეხება.
ქართველ გურმანებს ხინკალთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. როგორი გემრიელიც არ უნდა იყოს ადგილზე, მის სახლში გამოძახებას მაინც სკეპტიკურად ეკიდებიან და რესტორნების უმეტესობას არ ენდობიან. ვერც გაამტყუნებ: ხინკალი მიტანის სერვისისთვის რთული კერძია და განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. თუ გარკვეული სტანდარტები დაცული არაა, მაღალია შანსი ადრესატამდე ცივი, ერთმანეთზე მიწებებული ან სულაც დამსკდარი მივიდეს.
სწორედ იმის გამო, რომ რესტორნების ნაწილი ამ სტანდარტებს არ იცავს, ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ხინკალი თბილისში უშუალოდ ადგილზე უნდა მიირთვა.
წისქვილი ჯგუფის მიზანია დაამტკიცოს, რომ სრულიად რეალურია ხინკალი გამოძახებით იყოს ზუსტად იმავე ხარისხის, როგორიც სამზარეულოდან პირდაპირ რესტორნის სუფრაზე ჩამოდგმული. რესტორნის გუნდმა აქტიურად იმუშავა ისეთი ტრანსპორტირების მეთოდის შემუშავებაზე, რომელიც ტრანსპორტირებისას მაქსიმალურად შეინარჩუნებს ჩვენს კულინარიულ სტანდარტებს.
ამჟამად დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი, მაღალტექნოლოგიური შეფუთვისა და მკაცრად კონტროლირებადი კურიერული სერვისის ხარჯზე რესტორანი წისქვილის ხინკლის მიტანის სერვისი დღეს თბილისში მოწინავე ადგილზეა.
რატომ უნდა გასინჯოთ "წისქვილის" ხინკალი?
ნებისმიერი სერვისის წარმატება პირველ რიგში პროდუქტის ხარისხზეა დამოკიდებული. როგორი კარგიც არ უნდა იყოს ჩვენი მიტანის სერვისი, გამოძახება არ ღირს, თუ უშუალოდ ხინკალი არ არის გემრიელი.
„წისქვილის“ ხინკალი უმკაცრესი სტანდარტებით მზადდება. აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მწარმოებლებთან და ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ფქვილს, ახალ, ადგილობრივი წარმოების გაუყინავ ხორცსა და სანელებლებს. ჩვენი მზარეულები მკაცრად იცავენ საფირმო რეცეპტს, რომელიც განსაზღვრავს ცომის სისქის, ხორცის შეზავებისა და ინგრედიენტების თანაფარდობის ბალანსს.
თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ კარგი ხინკლის გაკეთება ერთი საქმეა. ხოლო მისი ადრესატისთვის უვნებლად ჩაბარება - მეორე. ხინკლის მიტანა ისე, რომ მან შეინარჩუნოს სტრუქტურა და ფორმა არ არის ერთ ცალკეულ დეტალზე დამოკიდებული.
რეალურად პროცესი რთული ლოგისტიკური ჯაჭვია რომელიც სამზარეულოში იწყება (საჭიროა კარგი, ელასტიური ცომის მოზელა, რომელიც მოძრაობაში არ დაიხევა), საწყობში გრძელდება (საჭიროა სანდო, გამძლე შეფუთვა, რომელიც ამავდროულად პროდუქტს არ დააზიანებს) და პროფესიონალი კურიერი (რომელმაც იცის როგორ და რა სისწრაფით იმოძრაოს ისე, რომ პროდუქტი ადრესატამდე მისაღებ დროში მიიტანოს და, თან, მოძრაობაში არ დააზიანოს).
მიტანის სერვისის უმაღლესი ხარისხი თბილისში: "წისქვილის" ახალი კონტეინერები
ერთ-ერთი რაც გამოარჩევს „წისქვილი“ სხვა რესტორნებისგან, სწორედ განსაკუთრებული შეფუთვაა.
მიტანის სერვისისთვის უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ საქართველოს გასტრონომიული ბაზრისთვის სრულიად ახალი ტიპის სპეციალურ ალუმინის კონტეინერებს (ერთადერთი გამონაკლისია ცომეული). ეს კონტეინერები საშუალებას გვაძლევს ხინკლის ტემპერატურა მინიმუმ 40, ზოგ შემთხვევაში კი 60 წუთამდეც შენარჩუნდეს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სათუთი კერძის შემთხვევაში, როგორც ხინკალია. ახალი კონტეინერი სტანდარტულ მუყაოს ან პლასტმასის ყუთთან შედარებით ბევრად ზრდის დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც გაგზავნილი შეკვეთა ხარისხს ინარჩუნებსს და საშუალებას აძლევს კურიერებს ხინკალი თბილისის ნებისმიერ წერტილში ცხლად მიიტანონ.
კიდევ ერთი დიდი პრობლემა ხინკლის გამოძახებისას ტენიანობის კონტროლია. სტანდარტულ კონტეინერებში ცხელი კერძი ქმნის ზედმეტ კონდენსატს. კონდენსატის გამო ცომი რბილდება და ხინკლები ერთმანეთს ეწებება. „წისქვილის“ ახალი თერმული კონტეინერები ისეა კონსტრუირებული, რომ ზედმეტი ორთქლი გარეთ გამოდის, თუმცა სითბო შიგნით რჩება. ახალი ტექნოლოგია საშუალებას აძლევს პროდუქტს "ისუნთქოს". ეს ნიშნავს, რომ კურიერი გზაში ერთი საათიც რომ იყოს, ხინკალი არც გაშრება და არც ზედმეტად დარბილდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს შეფუთვები ჰიგიენისა და უსაფრთხოების უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ალუმინის კონტეინერები შემოწმებულია SGS-ის მიერ და ფლობს ამერიკული FDA-ის (საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია) მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის სერტიფიკატს. ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ საკვებთან კონტაქტისას მასალა არ გამოყოფს ტყვიას ან სხვა მავნე ნივთიერებებს.
როგორ ხვდება ხინკალი “წისქვილიდან” თქვენს სუფრაზე
შეფ-მზარეული ხინკალს ქვაბიდან ამოღებისთანავე ათავსებს ალუმინის ფორმაში, რომელიც სპეციალური აპარატით მომენტალურად ილუქება. ეს პროცესი კერძს მაქსიმალურად თავიდან აცილებს ზედმეტ კონტაქტს ცივ ჰაერთან და უნარჩუნებს პირვანდელ ტემპერატურას. შედარებისთვის, სტანდარტულ სარესტორნო კონტეინერში მოთავსებული საკვები სითბოს დაკარგვას უკვე პირველივე 10-15 წუთში იწყებს, ხოლო „წისქვილის“ ახალი შეფუთვა სითბოს მაქსიმალურად ინარჩუნებს, მინიმუმ 40 და, განსაკუთრებულ ოპტიმალურ გარემოებებში, 60 წუთამდეც კი.
კიდევ ერთი პრაქტიკული უპირატესობა კერძის პირდაპირ გათბობის შესაძლებლობაა. რადგან სტანდარტული რესტორნის კონტეინერები როგორც წესი მუყაოსგან ან პლასტმასისგან მზადდება, მათი მიკროტალღურ ღუმელში შედგმა და კერძის სწრაფი გაცხელება არ შეიძლება. “წისქვილის” კონტეინერები კი სპეციალური მასალისგან მზადდება, რომელიც სრულიად უსაფრთხოა მიკროტალღურ ღუმელში გამოსაყენებლად.
თუ მომხმარებელს კერძის ტემპერატურა მაინც არ აწყობს და გაცხელება უნდა, შეუძლია პირდაპირ კონტეინერით, თეფშებზე გადატანის გარეშე, შედგას მიკროტალღურში როცა კურიერისგან მიიღებს. ეს ზოგავს დროს, ძალისხმევას და ზედმეტი ჭურჭლის მოხმარებასაც არ საჭიროებს.
რატომ უნდა გამოიძახოთ ხინკალი “წისქვილისგან”?.
როცა უკვეთავთ ქართულ კერძებს სახლში მიტანით “წისქვილისგან”, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მათ იმავე სახით მიიღებთ, რა სახითაც უშუალოდ რესტორანში მოგართმევდნენ, იმ შემთხვევაშიც კი, როცა საუბარი დელიკატურ და რთულად გადასატან კერძებზეა.
თქვენთან უახლოესი „წისქვილის“ რესტორნიდან ხინკლის გამოსაძახებლად გადადით ბმულზე და მიყევით ინსტრუქციას. მიიღეთ საუკეთესო ხინკალი თბილისში, წყნეთში ან მცხეთაში უმოკლეს დროში, იმ სახით, როგორც რესტორნის სუფრაზე მოგართმევდნენ.
სხვა სიახლეები
მიტანის სერვისისთვის უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ საქართველოს გასტრონომიული ბაზრისთვის სრულიად ახალი ტიპის სპეციალურ ალუმინის კონტეინერებს. ეს კონტეინერები საშუალებას გვაძლევს ხინკლის ტემპერატურა მინიმუმ 40, ზოგ შემთხვევაში კი 60 წუთამდეც შენარჩუნდეს.
სრულფასოვანი მეგრული ხარჩოს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ნიგოზია. განსხვავებით სხვა მსგავსი ნიგვზიანი კერძებისგან, ხარჩოს გემოში სწორედ ნიგოზი დომინირებს და არა ხორცი.
ქართველი გურმანები კარგად იცნობენ ადგილებს, სადაც თბილისში საუკეთესო ხინკლის დაგემოვნებაა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სწორედ „წისქვილია“. საქმე ისაა, რომ რესტორანი უკვე რამდენიმე ათეული წელია, ინარჩუნებს კერძების მაღალ ხარისხს და ქართული სამზარეულოს ავთენტიკურობას.
შქმერული რაჭული კერძია, რომელიც პირველად ამ რეგიონის ერთ-ერთ პატარა სოფელში – შქმერში მოამზადეს. სწორედ აქედან შეიძინა მან სახელიც.
შეწვის შემდეგ კუპატის გარსი ხრაშუნა უნდა იყოს, შიგთავსი კი – წვნიანი. ეს კონტრასტი ის ერთ-ერთი მახასიათებელია, რაც კერძს განსაკუთრებულს ხდის და სხვა კერძებისგან გამოარჩევს.
მწვადისა და თევზის მოყვარულებისთვის რესტორანი „წისქვილი“ განსაკუთრებული ადგილია, რადგან აქ დაგხვდებათ შამფურზე შემწვარი სხვადასხვა სახეობის თევზი.
ხაშლამა რესტორანში ახალი, ადგილობრივი საქონლის ხორცისგან და ტრადიციული წესით მზადდება. სწორედ ასე იქმნება გემო, რომელსაც დღეს მისი ერთგული სტუმრები მარტივად ცნობენ.
„წისქვილში“ ოსტრის მომზადების ტექნოლოგიას, ინგრედიენტების ხარისხს და, რაც ნამდვილი ოსტრისთვის მთავარია, მათ სწორ ბალანსს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ.
კარგი იმერული ხაჭაპურის მთავარი საიდუმლო ზუსტად ხარისხიან ინგრედიენტებშია, ხოლო საუკეთესო ხაჭაპურის კი ამ ინგრედიენტების სწორ ბალანსში.
არის კერძები, რომლებიც უბრალოდ გვანაყრებს და ენერგიით გვამარაგებს და არის კერძები, რომლებსაც დანაყრების გარდა, კომფორტის, სიმშვიდის, სიმყუდროვისა და სითბოს განცდა მოაქვს. სწორედ ასეთია ჩიხირთმა – ქართული წვნიანი, რომელიც მინიმალური ინგრედიენტების მიუხედავად, განსაკუთრებულად მდიდარი გემოთი და სიჯანსაღით გამოირჩევა.
სვანეთი ქართველებსა თუ ტურისტებს არამხოლოდ შთამბეჭდავი თოვლიანი მწვერვალებით, ხეობებით, ჩანჩქერებითა თუ ალპური მდელოებით ხიბლავს, არამედ მისი უნიკალური და თვითმყოფადი სამზარეულოთიც. ისევე როგორც მის ბუნებას, ყველა სვანურ კერძს, თავისი ხასიათი აქვს. მაგრამ მათ შორის უდავოდ გამორჩეულია კუბდარი – სვანური სამზარეულოს მეფედ აღიარებული კერძი, რომელსაც ქართული კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლის სტატუსიც კი აქვს მინიჭებული.
„წისქვილი ჯგუფმა“ თქვენთვის შექმნა განსაკუთრებული საახალწლო მენიუ, რომელში შესული კერძებითაც სრულყოფილი სუფრის გაწყობას შეძლებთ.
31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, წისქვილის ,,თეატრი’’ უმასპინძლებს ყველაზე კაშკაშა და მხიარულ წვეულებას, სადაც სტუმრებს დაუვიწყარი ემოციები და განსაკუთრებული ატმოსფერო ელოდებათ.
“ლუდის დღეები” უკვე ტრადიციულ დღესასწაულად იქცა წისქვილისთვის და მისი სტუმრებისთვის. ლუდის მოედანი ღონისძიებაზე უკვე მესამე წელია მასპინძლობს სტუმრებს.
მათ, ვისაც სვეტიცხოვლობის აღნიშვნა განსაკუთრებულ ატმოსფეროში, ქალაქგარეთ დასვენება და მშვენიერი ხედების ფონზე უგემრიელესი კერძების მირთმევა სურდათ მცხეთის წისქვილში ვუმასპინძლეთ.
თუკი საღამოს სასიამოვნოდ და სახალისოდ გატარება გსურს ლუდის მოედანს ლუდის დღეებზე აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
არ გამოტოვოთ დაუვიწყარი დღეები „წისქვილში“, ,,ლუდის მოედანზე!”
ბოლო ათწლეულის მანძილზე „წისქვილი ჯგუფმა“ მრავალჯერ მოიპოვა გამარჯვება სხვა და სხვა ნომინაციაში, რაც მიუთითებს მის მნიშვნელოვან წვლილზე საქართველოს ტურიზმის დარგის განვითარებასა და წარმატებაში.
სტუმრები თავად ჩაერთნენ სხვა და სხვა აქტივობებში და ტრადიციული კერძების მომზადებაში. თითოეულმა მათგანმა მიიღო მონაწილეობა ხინკლის მოხვევის, ჩურჩხელების ამოვლების, ყურძნის დაწურვის და ჭაჭის გამოხდის მასტერკლასებში.
ღონისძიებაზე მოსული სტუმრები შეძლებენ თავად ჩაერთონ ტრადიციული კერძების მომზადებაში. მათ საშუალება ექნება მიიღონ მონაწილეობა მასტერკლასებში - ხინკლის მოხვევა, ჩურჩხელების ამოვლება, ყურძნის დაწურვა, ჭაჭის გამოხდა-დეგუსტაცია და სხვა.
ეთნო წისქვილი – რესტორანი, რომელიც უკვე წლებია ამტკიცებს, უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პრიზით, რომ საუკეთესო ქართული რესტორანია საქართველოში.
ძველ თბილისში, გორგასლის მოედანზე, იქ სადაც საუკუნეების წინ თბილისის მთავარი სავაჭრო ცენტრი მდებარეობდა, „ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი” ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები და ავთენტური ქართული ღვინო.
31 მაისსა და 1 ივნისს, ძველ თბილისში, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრში – გორგასლის მოედანზე, გაიმართება „ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი“, რომლის ორგანიზატორები არიან „წისქვილი ჯგუფი“ და „მეიდან ჯგუფი“.
ქართული სამზარეულო მდიდარია კერძებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ლობიანს უკავია- კერძს, რომელმაც საინტერესო ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს ქართული კულინარიული ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.
თბილისში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, 2002 წელს გაჩნდა რესტორანი, რომელმაც სრულიად შეცვალა წარმოდგენა ქართულ სარესტორნო სივრცეზე.
ქორწილის დაგეგმვა ერთდროულად სასიხარულო და თან სტრესული პროცესია. ამ დღეს ყველაფერი იდეალური უნდა იყოს - გარემო, განწყობა, კერძები. სწორედ ამიტომ გვანდობენ წყვილები ამ გამორჩეული დღის ორგანიზებას.
საუკუნეების განმავლობაში ქართული სუფრა გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სადილი ან ვახშამი. ეს ერთგვარი ტრადიცია, სადაც ოჯახის წევრები და მეგობრები იკრიბებიან, დიდი მაგიდის გარშემო შემოსხდებიან , გემრიელ ტრადიციულ კერძებს მიირთმევენ, ბავშვობის ისტორიებს იხსენებენ და მრავალჟამიერსაც იმღერებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქაბაბის დაგემოვნებას ბევრ რესტორანში შეძლებთ, ხარისხიანი კერძის მოძებნა ხშირად გამოწვევაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხორცის ხარისხი, მომზადების მეთოდი და ინგრედიენტების შერჩევა გადამწყვეტ როლს თამაშობს.
გემრიელად მომზადებული გრილის კერძები და ქართული ავთენტური გემოები, გერმანული, ავსტრიული, ჰოლანდიური და ჩეხური ლუდის ფართო არჩევანი, უმაღლესი ხარისხის სერვისი, გამორჩეული გარემო და ცოცხალი მუსიკა.
მათ, ვისაც სურდა სვეტიცხოვლობის აღნიშვნა და ქალაქგარეთ დასვენება, შესანიშნავი გარემო, განწყობა და უგემრიელესი კერძები დავახვედრეთ მცხეთის „წისქვილში“.
თუკი მყუდრო ატმოსფეროსა და მაღალი ხარისხის სამზარეულოს ეძებთ, მაშინ ლუდის მოედანს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
არ გამოტოვოთ ორდღიანი ლუდის დღესასწაული!
სტუმრებმა დაუვიწყარი დღეები გაატარეს შემოდგომის ნობათით და უგემრიელესი კერძებით სავსე ეზოში, სადაც ქართული სტუმართმოყვარეობა და საუკეთესო განწყობა ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, თავისი მრავალფეროვნებითა და სიღრმით გამოირჩევა, რომლის მთავარ კომპონენტებს ტრადიციული ცეკვა და სიმღერა წარმოადგენს.
საქართველო ცნობილია როგორც ღვინის წარმოშობის ადგილი. არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიაზე ღვინის წარმოება დაახლოებით 8000 წლის წინ დაიწყო. ეს ფაქტი მეღვინეობის ისტორიაში ქვეყანას განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს.
ქართული ტრადიციული სამზარეულო როგორც ინგრედიენტების, ისე გემოების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მაგრამ, ალბათ, გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ეს კერძები კულტურის, ცხოვრების წესისა და ისტორიის ასახვაცაა .აჭარული ხაჭაპური ამის ნათელი მაგალითია.
თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ რა ნახოთ თბილისში და სად გამოცადოთ ქართული სტუმარ-მასპინძლობა, გეტყვით, რომ საქართველოს დედაქალაქი, ისტორიული და კულტურული ძეგლებით მდიდარი ადგილია, სადაც ავთენტური ქართული კულინარიული გამოცდილების მისაღებად აუცილებლად ,,წისქვილი ჯგუფის” რესტორნებს უნდა ესტუმროთ.
ამ დღის აღსანიშნავად რესტორნის ეზო განსაკუთრებულად მოეწყო სტუმრებისთვის ულამაზესი დეკორაციებით, თითოეული კუთხე ფოტოგადაღებისთვის იდეალურად იყო მომზადებული, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო მომხიბვლელ და დასამახსოვრებელ ატმოსფეროს სძენდა.
ქართული სამზარეულო გამოირჩევა თავისი მდიდარი ისტორიითა და უნიკალური გემოებით. ქართული სუფრის ყველაზე ცნობილი კერძები ასახავს ერის კულტურას, ტრადიციებს და ცხოვრების წესს. თითოეული კერძის უკან დგას ისტორია, რომელიც მჭიდრო კავშირშია ქართული კულტურის სხვადასხვა ასპექტთან - დაწყებული რელიგიური დღესასწაულებით, დამთავრებული ყოველდღიური ცხოვრების წეს-ჩვეულებებით.
წვეულებები და კორპორაციული საღამოები მნიშვნელოვანი ღონისძიებებია ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც განსაკუთრებული ფორმით უნდა აღინიშნოს. იქნება ეს დაბადების დღე, იუბილე, ქორწილი, ნიშნობა თუ კორპორაციული ღონისძიება - ყველა მათგანი სრულყოფილ დაგეგმვას მოითხოვს, რათა სტუმრებმა დროის სასიამოვნოდ გატარება შეძლონ.
ზაფხულის სიცხეების დადგომასთან ერთად სულ მეტი ადამიანი დგება გამოწვევის წინაშე — იპოვოს კომფორტული ადგილები ნაცნობ-მეგობრებთან შესახვედრად..
„წისქვილი ჯგუფმა“ კიდევ ერთი ახალი რესტორანი – „წისქვილი ტერასა“ გახსნა, რომელიც სტუმრებს დღეიდან უმასპინძლებს. ის თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე, N80-ში მდებარეობს და წარმოადგენს „წისქვილის“ რიგით მე-8 რესტორანს.
თავდაპირველად „წისქვილი“ 100 სტუმარზე გათვლილ რესტორანს წარმოადგენდა, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე, 2002 წელს აშენდა. იმ დროს ამ ტერიტორიაზე ტრანსპორტიც კი არ დადიოდა, ამიტომ არავის სჯეროდა, რომ რამდენიმე წელიწადში ის ამ მასშტაბის კომპლექსად იქცეოდა. თავდაპირველად იყო „ეთნო წისქვილი“, რომელიც დღემდე უცვლელად ინარჩუნებს ნდობასა და ხარისხს, შედეგად კი, ურყევი პოზიცია უჭირავს ბაზარზე.
ქართული სუფრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კერძი მწვადია. მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის.
თუკი უწინ რესტორანსა და კაფეში წასვლა უფრო აქტუალური იყო და ამისათვის საკმარისი თავისუფალი დროც არსებობდა, დღეს ჩქარი და მეტად დაკავებული რეჟიმიდან გამომდინარე, ზოგჯერ მომხმარებლები კერძების სახლში გამოძახებას ამჯობინებენ.
ბოლო წლებში მსოფლიოში ვეგეტარიანული და ვეგანური კვება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
მთავარი იდეა, ქართული კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიის, ღვინის და გასტრონომიის უკეთ გაცნობა და პოპულარიზაციაა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.
საქართველო ერთ-ერთ უნიკალურ გასტრონომიულ ადგილადაა აღიარებული. დედაქალაქი თბილისი კი საუკუნეების განმავლობაში სავაჭრო და კულტურული ცენტრი იყო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მდიდარი და მრავალფეროვანი კულინარიული ტრადიციების ჩამოყალიბებას.
ხინკალი უცხოელ ტურისტებსაც იზიდავს და საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია.
ოჯახთან ერთად რესტორანში გასვლა დროის ერთად გატარების, დასვენებისა და ახალი გემოების აღმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
უცხოელი სტუმრებისთვის, „წისქვილი“ -ს ყველა რესტორანი არის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილი თბილისსა თუ მის შემოგარენში.
„წისქვილის“ რესტორნების ქსელს ბოლო წლებში ქალაქგარეთ ახალი სივრცეები შეემატა: წყნეთი და მცხეთა.
ცოტამ თუ იცის, რომ „ეთნო-წისქვილს“ ხანგრძლივი, თანაც განვითარების ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ყველაფერი 2002 წელს დაიწყო, დღეს სხვადასხვა ობიექტებით დატვირთული ეს ქუჩა, იმ დროს არც ინფრასტრუქტურულად იყო გამართული და არც ნორმალური საავტომობილო გზით გამოირჩეოდა.
თუ მცხეთის ტურს დაგეგმავთ და გადაწყვეტთ, რომ ჩვენს რესტორანში დააგემოვნებინოთ ტურისტებს ქართული ტრადიციული სამზარეულო
ხინკალი, მწვადი, ქაბაბი და სხვა ქართული ტრადიციული კერძები,ასევე გრილის მენიუ– ასეთია ლუდის მოედნის კერძების მცირე ჩამონათვალი, რომლებსაც მზარეულები თქვენ თვალწინ, ღია გრილზე დაამზადებენ.
ახალი წელივით კაშკაშა, სანახაობრივი და პომპეზური — ასეთ 31 დეკემბერს გვპირდება წისქვილის თეატრი. მულტიფუნქციურმა სივრცემ, რომელმაც სტუმრების გაოცება უკვე არაერთხელ მოახერხა, ახალი წლის ღამისთვის განსაკუთრებული და შთამბეჭდავი შოუ-პროგრამა მოამზადა. Broadway Nigh
მაშ ასე, გაიცანით რესტორანი „წისქვილი“ და მისი 10 გამორჩეული კერძი, რომლებიც უნდა დააგემოვნოთ, თუკი გსურთ, ქართულ ავთენტურ გემოებს ეზიაროთ.
თუშური ხინკალი და კერძები გრილზე — სტუმრები სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მენიუს დაგემოვნებას შეძლებენ. ასევე, მათ დახვდებათ პრემიუმ ლუდის ფართო ასორტიმენტი
წისქვილი ჯგუფის „თეატრისა“ და რია ქებურიას სახელოვნებო სივრცე Ria Bid-ის კოლაბორაციის შედეგად, პირველი ლაივ აუქციონი გაიმართება, რომელსაც სრულიად განსხვავებული ფორმატი ექნება.
30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს რესტორან „წისქვილში“ მისულ სტუმრებს შემოდგომის განწყობა დახვდებათ. უგემრიელესი ნუგბარით სავსე ეზო, ნამდვილი ქართული კერძები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც „წისქვილი“ თბილისობას დამსწრე საზოგადოებას შესთავაზებს
ავლაბარში, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში — მოედანი, წისქვილი ბაზრის ახალი ფილიალი გაიხსნა, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ქართული და ევროპული პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, ჯანსაღი პროდუქტებით დამზადებულ ნახევარფაბრიკატებსა და მზა კერძებს.
ამ შაბათ-კვირას, 1-2 ივლისს, „ქართული კუთხეების ფესტივალზე“ სტუმრების წინაშე რაჭის წარმომადგენლები წარდგებიან, გააცნობენ მათ თავიანთი კუთხის კულტურასა და უნიკალურ სამზარეულოს.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ კიდევ ერთ გამორჩეულ რეგიონს, აჭარას უმასპინძლებს. აჭარის წარმომადგენლები სტუმრებს თავიანთ კულტურასა და სამზარეულოს წისქვილის ეზოში, 29 და 30 ივლისს წარუდგენენ.
მათ, ვინც Tbilisi Open Air-ისა და საყვარელ არტისტებთან შეხვედრისთვის ემზადება, ფესტივალზე კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ელის — ფესტივალს რესტორანი წისქვილი შეუერთდა.
წისქვილის ეზოში მოეწყობა მასტერკლასებიც და მსურველები მზარეულებთან ერთად გამორჩეულ მეგრულ კერძებს მოამზადებენ. სტუმრებს დახვდებათ გამოფენა-გაყიდვაც, სადაც შეძლებენ დაათვალიერონ და შეიძინონ სვანეთიდან ჩამოტანილი პროდუქცია და ქართული კომპანიების ადგილობრივი ნაწარმი.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ წისქვილის ეზოში გურიის დღეებით გაგრძელდება. გურიის წარმომადგენლები თავიანთ კუთხეს სტუმრებს 15 და 16 ივლისს წარუდგენენ.
შაბათ-კვირას, 10-11 ივნისს, წისქვილის ეზოში მისულ სტუმრებს ამჯერად კახეთის წარმომადგენლები უმასპინძლებენ, წარუდგენენ მათ თავიანთ ავთენტურ ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას და გაუმასპინძლდებიან კახური ღვინითა და კერძებით.
3-4 ივნისს, წისქვილის ეზოში სვანეთის დღეები მოეწყო. სტუმრებმა ორი დღის განმავლობაში დააგემოვნეს გამორჩეული სვანური კერძები, გაეცვნენ კუთხის ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას და მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან აქტივობებში.
3 და 4 ივნისს, წისქვილის ეზოს სტუმრები, „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ფარგლებში, ამჯერად სვანეთში იმოგზაურებენ, გაეცნობიან მის კულტურასა და დააგემოვნებენ სვანური სამზარეულოს გამორჩეულ გემოებს. სვანეთი, იმერეთის შემდეგ, მეორე კუთხეა, რომელსაც „წისქვილი ჯგუფი“ ქართველ და უცხოელ სტუმრებს წარუდგენს.
20-21 მაისს, წისქვილმა იმერეთს უმასპინძლა. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამორჩეული ფოლკლორული სიმღერებით, ქორეოგრაფიული ნომრებითა და კერძებით გაეცნოთ საქართველოს ეს კუთხე და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობაში.
20 მაისს, წისქვილის ეზოში „ქართული კუთხეების ფესტივალი“ იმერეთის დღეებით გაიხსნება და ქართველ და უცხოელ სტუმრებს იმერეთის ავთენტურ კულტურასა და გასტრონომიას გააცნობს.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ „წისქვილი ჯგუფის“ მორიგი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ქვეყნის კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას ისახავს.
The Show-ს 400-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო. წარმოდგენის პარალელურად მათ გაუმასპინძლდნენ ვახშმითაც, რომლისთვისაც კერძები „თეატრის“ ბრენდ შეფის, ალექს ნათაძის ხელმძღვანელობით სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა.
„წისქვილი ჯგუფმა“ ბელიაშვილის ქუჩაზე, ახალი კონცეფციის სივრცე – „თეატრი“ გახსნა. დარბაზი სცენისა და პავილიონისგან შედგება, რომელიც ყველანაირი სტილისა და ჟანრის ღონისძიებას უმასპინძლებს. ღონისძიებებზე დასწრების პარალელურად კი, სტუმრებს ვახშმითაც გაუმასპინძლდებიან.
27-28 ოქტომბერს რესტორანმა „წისქვილმა“ ლუდის მოედანზე ორდღიან ლუდის ფესტივალს უმასპინძლა. სტუმრებმა პრემიუმ ხარისხის ლუდი – გერმანული ვარშტაინერი და შოფერჰოფერი, ჰოლანდიური გროლში და ჩეხური პილსნერი დააგემოვნეს. ფესტივალის ფარგლებში, ისინი ნახევარ ფასად გაიყიდა.
28 ოქტომბერს, საქართველოში პირველად FIABCI-Georgia-სა და Property Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 გაიმართა.
მათ, ვისაც ხარისხიანი ლუდიც უყვართ და მისი თანხლებით გართობაც, წინ ორდღიანი დღესასწაული ელის. 27-28 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის ფესტივალი გაიმართება, სადაც მრავალფეროვან გასართობ აქტივობებსა და ცოცხალ მუსიკასაც შემოგთავაზებენ.








































































