ქართული სიმღერისა და ნაციონალური ცეკვის პროგრამა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, თავისი მრავალფეროვნებითა და სიღრმით გამოირჩევა, რომლის მთავარ კომპონენტებს ტრადიციული ცეკვა და სიმღერა წარმოადგენს.
,,წისქვილი ჯგუფის" რესტორნები კი უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ - ჩვენთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები და ამავდროულად ქართული სიმღერისა და ცეკვის წარმოდგენები იხილოთ.
ქართული ცეკვა და სიმღერა, როგორც ფენომენი
ქართული ცეკვა არის უნიკალური ქორეოგრაფიული შემოქმედებაა, რომელიც დინამიკას, პლასტიკასა და დრამატულობას აერთიანებს. ის ასახავს საქართველოს მრავალფეროვან ლანდშაფტს - მთიანი რეგიონების მკვეთრი და ენერგიული მოძრაობებიდან დაწყებული, ბარის რაიონების დახვეწილი და გრაციოზული ცეკვებით დამთავრებული. ყოველი რეგიონის ცეკვა უნიკალურია და ასახავს ადგილობრივ ტრადიციებსა და ცხოვრების წესს.
ქართული სიმღერა, განსაკუთრებით კი მრავალხმიანი სიმღერა, UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ეს მუსიკალური ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის, თავისი კომპლექსური ჰარმონიებითა და უნიკალური ხმოვანებით გამოირჩევა.
მრავალფეროვანი პროგრამა სხვადასხვა ლოკაციაზე
ქართული სიმღერისა და ნაციონალური ცეკვის პროგრამა ,,წისქვილი ჯგუფის” სხვადასხვა რესტორნებში ყოველ საღამოს იმართება. თითოეული სივრცე კი უნიკალურ ატმოსფეროს და გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს:
,,ეთნო წისქვილი”
ეს ადგილი გამორჩეულია თავისი პროგრამით. აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ ეთნო-ჯაზ-ბენდ "ეგარის” შესრულებას, რომელიც ტრადიციულ ქართულ მელოდიებს თანამედროვე ჯაზის ელემენტებთან აერთიანებს. ამასთანავე, პროგრამას ამდიდრებს კვარტეტი ,,ჰანგების” მიერ შესრულებული სიმღერები, ქართული ცეკვების წარმოდგენა და სოლო მომღერლების გამოსვლები. ასევე შეგიძლიათ მოუსმინოთ კვარტეტს, რომელიც გთავაზობთ კლასიკური და თანამედროვე მუსიკის პროგრამას.
ქართული სიმღერისა და ნაციონალური ცეკვის პროგრამა გვაქვს ,,სანადიმოშიც”. სივრცე ,,ეთნო წისქვილის” ტერიტორიაზე მდებარეობს და ყოველდღე 20:00 საათიდან განსხვავებულ კომპოზიციებსა და ცეკვის წარმოადგენას გთავაზობთ.
,,ღვინის ეზო”
ღვინის ეზო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით. აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ ჯგუფ "ძმების" ავთენტურ ქართულ ფოლკლორს, ბენდ "გობლინების" და "ქიმერას" თანამედროვე ინტერპრეტაციებს. ყოველივე ამას თან ახლავს ქართული ცეკვის წარმოდგენა, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს სტუმრების გამოცდილებას.
,,ლუდის მოედანი”
ლუდის მოედანზე შეგიძლიათ დატკბეთ კვარტეტ "ივერისა" და ,,კვარტეტი ჰანგების” შესრულებით, რომელიც ქართული ხალხური მუსიკის საუკეთესო ნიმუშებს გთავაზობთ.
,,წისქვილი მცხეთაში”
"წისქვილი" მცხეთის ფილიალი განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს. აქ შეგიძლიათ დატკბეთ ქართული ქალაქური მუსიკის მრავალფეროვანი რეპერტუარით, რომელიც ,,თბილისური კვარტეტის” შესრულებით, მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ნაწარმოებებს. ეს მუსიკალური პროგრამა ჰარმონიულად ერწყმის მცხეთის უძველეს ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.
“წისქვილი წყნეთში"
აქ შეგიძლიათ დატკბეთ ,,ჯგუფი ,,ტრიოს” მიერ შესრულებული ქალაქური სიმღერების რეპერტუარით, რომელიც იდეალურად ერგება მშვიდ გარემოს. ეს ადგილი განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც სურს დედაქალაქის ხმაურს თავი დააღწიოს და საღამო ბუნებაში გაატაროს.
ამგვარი მრავალფეროვნების შედეგად, “წყნეთის წისქვილში” ყველა სტუმარს შეუძლია იპოვოს საკუთარი გემოვნების შესაბამისი მუსიკალური პროგრამა და ატმოსფერო.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, ცოცხალი მუსიკა საღამოებს ჩვენს ახლად გახსნილ სივრცეში, ,,წისქვილი ტერასაზეც” გააფორმებს.
უნიკალური კონცეფცია: წარმოდგენა ვახშმით "თეატრში"
,,წისქვილი ჯგუფის" ინოვაციური კონცეფცია ე.წ წარმოდგენა ვახშმით, რომელიც ,,თეატრში" ხორციელდება, ქართული სარესტორნო სივრცისათვის სიახლეა. აქ შეგიძლიათ უყუროთ შოუს და დააგემოვნოთ კერძები. შესაბამისად, ეს მრავალფუნქციური სივრცე აერთიანებს წარმოდგენას, გასტრონომიასა და პრემიუმ კლასის სერვისს.
,,თეატრში" მოსულ სტუმრებს ცნობილ მიუზიკლებთან ერთად, შეუძლიათ მოისმინონ სიმღერები მარიამ როინიშვილის და იხილონ ქართული ნაციონალური ცეკვა ,,თეატრის” ანსამბლის შესრულებით.
ამრიგად, ,,წისქვილი ჯგუფის" ქართული სიმღერისა და ნაციონალური ცეკვის პროგრამა უნიკალურ შესაძლებლობაა, გაეცნოთ საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას თანამედროვე ინტერპრეტაციით.
პროგრამის განრიგი
ქვემოთ მოცემულია თითოეული ლოკაციის პროგრამის ზოგადი განრიგი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა შეიძლება შეიცვალოს სეზონის ან სპეციალური ღონისძიებების მიხედვით. დაჯავშნისას რეკომენდებულია დააზუსტოთ მიმდინარე პროგრამა.
,,წისქვილი ჯგუფის" სხვადასხვა რესტორანში წარმოდგენილია განსხვავებული პროგრამები:
ეთნო წისქვილი (20:00-00:00)
- ორშაბათი-პარასკევი და კვირა: ეთნოჯაზბენდი "ეგარი", ქართული ცეკვების პროგრამა, სოლო მომღერალი ქეთი ჭანტურიძე
- შაბათი: "კვარტეტი ჰანგები", ქართული ცეკვების პროგრამა, სოლო მომღერალი ქეთი ჭანტურიძე
სანადიმო ( 20:00-00:00)
- ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი, კვირა - ჯგუფი ,,ძმები'';
- ხუთშაბათი, პარასკევი - ,,თბილისური კვარტეტი”;
- ორშაბათი, სამშაბათი - ბენდი ,,გობლინები'';
- ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა -ბენდი ,,ქიმერა'';
- ყოველდღე - ქართული ცეკვები.
ღვინის ეზო (20:00-00:00)
- ორშაბათი-სამშაბათი: ჯგუფი "ძმები", ბენდი "გობლინები", ქართული ცეკვა
- ოთხშაბათი: ჯგუფი "ძმები", ბენდი "ქიმერა", ქართული ცეკვა
- ხუთშაბათი-პარასკევი: ბენდი "ქიმერა", ქართული ცეკვა
- შაბათი-კვირა: ჯგუფი "ძმები", ბენდი "ქიმერა", ქართული ცეკვა
ლუდის მოედანი (20:00-00:00)
- ორშაბათი-შაბათი: კვარტეტი "ივერი"
- კვირა: "კვარტეტი ჰანგები"
წისქვილი მცხეთაში (20:00-22:00)
- ხუთშაბათი-კვირა: თბილისური კვარტეტი
წისქვილი წყნეთში (19:30-22:00)
- სამშაბათი-კვირა: ჯგუფი "ტრიო" (ასრულებს ქალაქურ სიმღერებს)
წისქვილი ტერასა (19:00-22:00)
ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი- ცოცხალი მუსიკა.
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





