სად გავატაროთ დრო თბილისში
თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ რა ნახოთ თბილისში და სად გამოცადოთ ქართული სტუმარ-მასპინძლობა, გეტყვით, რომ საქართველოს დედაქალაქი, ისტორიული და კულტურული ძეგლებით მდიდარი ადგილია, სადაც ავთენტური ქართული კულინარიული გამოცდილების მისაღებად აუცილებლად ,,წისქვილი ჯგუფის” რესტორნებს უნდა ესტუმროთ.
22 წლიანი გამოცდილებით, წისქვილი ჯგუფი ქმნის სივრცეს, სადაც შეგიძლიათ ერთდროულად დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები, მოისმინოთ ქართული მუსიკა და გაეცნოთ ქართულ კულტურას.
საღამოს სასიამოვნოდ გატარებას გეგმავთ და ჯერ ვერ გადაწყვიტეთ სად წახვიდეთ? მოდით, ერთად აღმოვაჩინოთ, თუ რა უნიკალურ გამოცდილებას გვთავაზობს წისქვილი ჯგუფი და როგორ შეგვიძლია ვაქციოთ ჩვეულებრივი საღამო დაუვიწყარ მოგონებად.
გასტრონომიული გამოცდილება
"წისქვილი ჯგუფის" რესტორნებში სტუმრობა სცდება უბრალო სერვისის მიღებას - ეს არის მოგზაურობა ქართული კულინარიის სამყაროში. ჩვენი მენიუ მოიცავს კლასიკურ ქართულ კერძებს, როგორიცაა ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი და, ასევე, ბრენდ შეფის მიერ სახეცვლილ და საავტორო კერძებს. თითოეული კერძი მზადდება მაღალი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებით.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ღვინის შერჩევას. საქართველო, როგორც ღვინის ერთ-ერთი უძველესი მწარმოებელი ქვეყანა, გამოირჩევა უნიკალური ჯიშებითა და ღვინის დაყენების მეთოდებით. ჩვენს რესტორნებში სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ როგორც კლასიკური ქართული ღვინოები, ისე ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არანაკლებ საინტერესო ვარიანტები.
ჩვენი მიზანია შევქმნათ ატმოსფერო, სადაც გემრიელი კერძები, საუკეთესო ღვინო და გამორჩეული მომსახურება ერთმანეთს ჰარმონიულად ავსებს. სწორედ ამ სამი ელემენტის კომბინაცია ქმნის უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც წისქვილი ჯგუფის რესტორნებს გამოარჩევს.
ძველი თბილისის ხიბლი ,,წისქვილის” რესტორნებში
წისქვილი გთავაზობთ არა მხოლოდ გემრიელ სამზარეულოს, არამედ ნამდვილ კულტურულ მოგზაურობასაც. აქ თქვენ გაეცნობით ქართულ კულტურასა და ტრადიციებს.
ჩვენს სივრცეებში წარმოდგენილია ძველი თბილისური ინტერიერი და არქიტექტურული ელემენტები, რომლებიც ასახავს საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას. რესტორნების დიზაინი მოიცავს ტრადიციულ თბილისურ აივნებს, ხის ორნამენტებსა და ავთენტურ დეკორს, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს იგრძნონ ძველი თბილისის ატმოსფერო.
ქართული კულტურა ტრადიციული ცეკვისა და მრავალხმიანობის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, ,,ეთნო წისქვილსა” და ,,ღვინის ეზოში” სტუმრებს ქართული ცეკვისა და მუსიკის პროგრამას ვთავაზობთ. სპეციალურად შემუშავებული პროგრამის დახმარებით უცხოელი სტუმრები ეცნობიან ქართულ ფოლკლორს. ქართული მრავალხმიანობა კი, რომელიც UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, განსაკუთრებით შთამბეჭდავია და ხშირად ტურისტებს თავისი ჟღერადობითა და ჰარმონიულობით აოცებს.
გარდა კულტურული ელემენტებისა, ,,წისქვილი ჯგუფის” რესტორნები გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი გარემოთი. ჩვენი ობიექტები განთავსებულია მწვანე სივრცეებში, ხოლო ერთ-ერთ რესტორანში ბუნებრივი ჩანჩქერიც კი მდებარეობს რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს ურბანულ გარემოში ბუნებასთან სიახლოვე შეინარჩუნონ. ეს ჯანსაღი და მშვიდი ატმოსფერო დასვენებისა და რელაქსაციისთვის იდეალურია.
ამგვარად, წისქვილი ჯგუფის რესტორნებში სტუმრობისას, ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ არა მხოლოდ გაეცნონ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, არამედ ისიამოვნონ უნიკალური ბუნებრივი გარემოთი, რაც მათ გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და დასამახსოვრებელს გახდის.
,,თეატრი" - როცა ხელოვნება კულინარიას ერწყმის
თუკი თბილისში ყოფნისას საღამოს განსაკუთრებულ გარემოში გატარება გსურთ, მაშინ ,,თეატრს” უნდა ესტუმროთ. მრავალფუნქციური სივრცე უნიკალური გამოცდილებაა, სადაც შოუ, გასტრონომია და სერვისი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.
,,თეატრი" გთავაზობთ უნიკალურ კონცეფციას - წარმოდგენა ვახშმით. ეს ინოვაციური მიდგომა საშუალებას გაძლევთ, ერთდროულად დატკბეთ მაღალი ხარისხის თეატრალური წარმოდგენით და დააგემოვნოთ გემრიელი კერძები. ამ სივრცეში სტუმრობისას ერთდროულად იმოგზაურებთ კლასიკურ კაბარეში, ნახავთ ამერიკული მიუზიკლებს და დააგემოვნებთ თანამედროვე სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს.

გარდა რეგულარული წარმოდგენებისა, ,,თეატრი" ასევე მასპინძლობს კონცერტებს, კორპორაციულ და კერძო წვეულებებს. ეს მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ღონისძიება და გაატაროთ დრო ისე, როგორც გსურთ.
,,თეატრი" გართობის ახალი განზომილებაა, სადაც სცენური ხელოვნება და კულინარიული ოსტატობა ერთ სივრცეში იკვეთება. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ შექმნათ ახალი მოგონებები და გამოცადოთ ნამდვილი ბოჰემური თავგადასავალი.
აღმოაჩინეთ თბილისი წისქვილთან ერთად
ოჯახური დასვენება თბილისში განსაკუთრებით კომფორტული და მრავალფეროვანია. ჩვენი რესტორნები განლაგებულია ქალაქის სტრატეგიულ ლოკაციებზე, საიდანაც ადვილად შეგიძლიათ მოინახულოთ როგორც ისტორიული ძეგლები, ისე თანამედროვე ღირსშესანიშნაობები.
მცხეთა, საქართველოს ყოფილი დედაქალაქი, უდავოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულებაა. აქ, სვეტიცხოვლის ტაძრის სიახლოვეს მდებარე ჩვენი რესტორანი - “წისქვილი მცხეთა” , სტუმრებს საშუალებას აძლევს შეუფერხებლად გადაერთონ ისტორიული ძეგლების დათვალიერებიდან ქართული სამზარეულოს დაგემოვნებაზე.
თუ სუფთა ჰაერი და მწვანე გარემო გხიბლავთ, წყნეთში მდებარე ფილიალი იდეალური არჩევანია. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული კერძები, დატკბეთ სუფთა ჰაერით და ცოტახნით ქალაქის ხმაურსაც მოწყდეთ.

ძველი თბილისის ხიბლით ტკბობის შემდეგ, თუ გსურთ თანამედროვე ქალაქის რიტმს დაუბრუნდეთ, მაშინ წისქვილის ვაკის ფილიალს ესტუმრეთ. აქ, დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, შეგიძლიათ იგრძნოთ თანამედროვეობისა და ისტორიის ნამდვილი შერწყმა.
იმ შემთხვავაში თუ საღამოს გატარება თბილისის ულამაზესი ხედების ფონზე სურთ, მაშინ ესტმრეთ ჩვენს ახლადგახსნილ ფილიალს. ,,წისქვილი ტერასა" იდეალური ადგილია როგორც რომანტიკული ვახშმისთვის, ისე მეგობრებთან ერთად სასიამოვნო საღამოს გასატარებლად.
ეწვიეთ ჩვენს რესტორნებს, აღმოაჩინეთ ძველი და ახალი თბილისი, შეიგრძენით ქართული სტუმარ-მასპინძლობის ხიბლი და გახადეთ თქვენი საღამოები განსაკუთრებული.
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





