„წისქვილში" თბილისობის დღესასწაული გაიმართა
"წისქვილში" თბილისობის დღესასწაული განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობით გაიმართა.
სტუმრებმა დაუვიწყარი დღეები გაატარეს შემოდგომის ნობათით და უგემრიელესი კერძებით სავსე ეზოში, სადაც ქართული სტუმართმოყვარეობა და საუკეთესო განწყობა ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს.
ღონისძიებაზე მოსულები აქტიურად ჩაერთნენ ხინკლის მოხვევის, ჩურჩხელების ამოვლების, ყურძნის დაწურვის და ჭაჭის გამოხდის მასტერკლასებში.
თითოეულმა სტუმარმა შეძლო არაჩვეულებრივი ქართული ღვინის დაგემოვნება, ხოლო საბავშვო სივრცეში პატარებისთვის სპეციალური გასართობი პროგრამა და აქტივობები იყო მოწყობილი.
ამასთან ერთად, სტუმრები შესანიშნავ ქართულ ქორეოგრაფიულ წარმოდგენებსაც დაესწრნენ, რამაც მათი აღფრთოვანება გამოიწვია.
„თბილისობის“ დღესასწაული „წისქვილში“ 5 და 6 ოქტომებერს გაიმართა.
ტრადიციულად, დღესასწაული ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას ტარდება და ორ დღეს გრძელდება.
![]() | ![]() |
სხვა სიახლეები
მდებარეობა, გარემო, მენიუ, სამუშაო საათები და ჯავშანი — რას მივაქციოთ ყურადღება საქმიანი ლანჩისთვის რესტორნის შერჩევისას თბილისში.
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.







