სად დავაგემოვნოთ ლობიანი თბილისსა და მის შემოგარენში
ქართული სამზარეულო მდიდარია კერძებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ლობიანს უკავია - კერძს, რომელმაც საინტერესო ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს ქართული კულინარიული ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.
ლობიანის მომზადების ისტორია: გოგრიდან ლობიომდე
ადრეულ პერიოდში, როდესაც ლობიო საქართველოში ჯერ კიდევ არ იყო შემოტანილი, გოგრის გულისგან ამზადებდნენ მსგავს კერძს.
თუმცა მას ,,ნაკლი" ჰქონდა - გოგრა სეზონური პროდუქტი იყო და მისი შენახვა დიდხანს ვერ ხერხდებოდა. სწორედ ამ პრაქტიკულმა მიზეზმა განაპირობა ის, რომ როდესაც საქართველოში ლობიო შემოვიდა, გოგრის გულსართი თანდათანობით ამ პროდუქტით ჩანაცვლდა - ლობიო მთელი წლის განმავლობაში ინახება, რის გამოც უფრო პრაქტიკული ის აღმოჩნდა.
ლობიანი, როგორც რაჭული ტრადიცია
სწორედ რაჭაში, მაღალმთიან რეგიონში, ჩამოყალიბდა ის რეცეპტი და მომზადების ტექნიკა, რომელმაც შემდგომში მთელი საქართველო მოიცვა. რაჭაში ამ კერძს ,,ბაჭულსაც" უწოდებენ და მის მომზადებას განსაკუთრებული გულისყურით უდგებიან.
რაჭული ლობიანის განსაკუთრებული გემო სწორად შერჩეული ლობიოთი იწყება. ადგილობრივი მზარეულები უპირატესობას სამ ჯიშს ანიჭებენ: ,,ბათუმურას", ,,ჩიტა-კვერცხას" და "ქონა ლობიოს". ეს ჯიშები ხარშვისას კარგად რბილდება და იმ კონსისტენციას ქმნის, რაც ლობიანის გემოს განსაზღვრავს.
რაჭული ლობიანის მომზადება მთელი რიტუალია, რომელიც წინა დღის საღამოს იწყება. გარეცხილ ლობიოს წყალში ალბობენ, რათა დილით უკეთ, მოკლე დროში მოიხარშოს. მეორე დღეს იწყება მთავარი პროცესი - გულსართის მომზადება და ლობიანის გამოცხობა.
ტრადიციულად, რაჭული ლობიანი თონეში ცხვება, სადაც ცეცხლზე გახურებული თიხის კედლები კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენს. თუმცა დროთა განმავლობაში, ლობიანის მომზადება ადაპტირდა თანამედროვე პირობებთან და დღეს მას წარმატებით ამზადებენ ტაფაზეც.
თანამედროვე ინტერპრეტაციები ,,წისქვილის” რესტორნებისაგან
თანამედროვე მოთხოვნებთან ტრადიციული ქართული კერძების ადაპტაცია საინტერესო, მაგრამ რთული გამოწვევაა, რომელსაც ,,წისქვილი ჯგუფის” რესტორნების მზარეულებმა თავი წარმატებით გაართვეს და დღეს ლობიანის რამდენიმე ვარიაციას გთავაზობენ.
ჩვენს ქსელში ლობიანი ნატურალური პროდუქტებითა და განსაკუთრებული ტექნიკით მზადდება - გულდასმით ვარჩევთ მთავარ ინგრედიენტს, ლობიოს, გულსართის მოსამზადებლად კი მარტივი, მაგრამ საუკეთესო ხარისხის ინგრედიენტები გამოიყენება: მარილი, ზეითუნის ზეთი და მცენარეული ერბო.
,,წისქვილი ჯგუფი" პირველი ობიექტი იყო საქართველოში, რომელმაც ლობიანის შამფურზე მომზადება დაიწყო. ეს ინოვაციური მიდგომა მალევე იქცა სტანდარტად და დღეს უკვე ბევრი რესტორანი სთავაზობს მომხმარებელს ლობიანის ამ ვარიაციას. მთავარი განსხვავება კი ცომის სტრუქტურაშია - შამფურზე მოსამზადებლად ის უფრო სქელია, რათა კერძის ფორმა შენარჩუნდეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ,,წისქვილი ტერასას" შემოთავაზება - ლობიანი ჯონჯოლით. ეს ვარიაცია იტალიურ ღუმელში ცხვება და სერვირებულია კახური ზეთით შეზავებული ჯონჯოლით, წითელი ხახვითა და მწვანილების მიქსით.
,,წისქვილის" წყნეთის ფილიალში შეგიძლიათ დააგემოვნოთ კიდევ ერთი გამორჩეული ვარიაცია - თონის ლობიანი ლორით. ეს კერძი ტრადიციული ლობიანის იგივე ხარისხიანი ინგრედიენტებით მზადდება, თუმცა განსხვავებულია იმით, რომ მას ლორი ემატება. კერძს აქვს თონის პურის ფორმა და ცხვება თონეში, რაც მას განსაკუთრებულ არომატსა და გემოს აძლევს.
ჩვენს რესტორნებში შეგიძლიათ როგორც კლასიკური ლობიანი, ისე მისი თანამედროვე ვარიაციები შეუკვეთოთ. თითოეული მათგანი ერთ პრინციპს ეფუძნება - შევუნარჩუნოთ ტრადიციული გემო, მაგრამ ამავდროულად მომხმარებელს ახალი გასტრონომიული გამოცდილება შევთავაზოთ.
ქართული სამზარეულოს ამ გამორჩეული კერძის, რომელმაც გოგრის გულსართიდან თანამედროვე ვარიაციებამდე დიდი ტრანსფორმაცია გაიარა, დაგემოვნებას "წისქვილის" რესტორნებში შეძლებთ.
დაპატიჟეთ ოჯახის წევრები ან მეგობრები, გვესტუმრეთ და ერთად გაიზიარეთ ქართული ტრადიციული გასტრონომოული გამოცდილება.
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





