საუკეთესო კუბდარი თბილისში – სვანური გემო „წისქვილში“
სვანეთი ქართველებსა თუ ტურისტებს არამხოლოდ შთამბეჭდავი თოვლიანი მწვერვალებით, ხეობებით, ჩანჩქერებითა თუ ალპური მდელოებით ხიბლავს, არამედ მისი უნიკალური და თვითმყოფადი სამზარეულოთიც. ისევე როგორც მის ბუნებას, ყველა სვანურ კერძს, თავისი ხასიათი აქვს. მაგრამ მათ შორის უდავოდ გამორჩეულია კუბდარი – სვანური სამზარეულოს მეფედ აღიარებული კერძი, რომელსაც ქართული კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლის სტატუსიც კი აქვს მინიჭებული.
სვანური კუბდარი ვიზუალურადაც და მომზადების ტექნიკითაც, ერთი შეხედვით, სხვა ქართულ გულსართიანებს – ხაჭაპურსა და ლობიანს წააგავს. მაგრამ ფორმამ არ უნდა მოგატყუოთ, რადგან მისთვის დამახასიათებელი გემო მათგან სრულიად განსხვავებულია. ამის მიზეზი კი არამხოლოდ შიგთავსია, არამედ ამ შიგთავსის დამუშავებისა და შეზავების წესებიც.
კუბდარის გარეშე სვანური სუფრა წარმოუდგენელია, მეტიც, ის თითქმის ყოველთვის ამშვენებს საქართველოს ნებისმიერი კუთხის სადღესასწაულო სუფრას. შესაბამისად, მის დაგემოვნებას არა მხოლოდ სვანეთში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც შეძლებთ. როგორც წესი, კუბდარი თითქმის ყველა ტრადიციული რესტორნისა თუ კვებითი ობიექტის მენიუს განუყოფელი ნაწილია, მაგრამ თუ მისი ავთენტიკური გემოს გაგება გსურთ, გირჩევთ ბლოგი ბოლომდე ჩაიკითხოთ. ქვემოთ დეტალურად მოგიყვებით, როგორ უნდა ამოიცნოთ ნამდვილი კუბდარი და სად ღირს ამ საუცხოო კერძის დაგემოვნება.
რა აქცევს კუბდარს ნამდვილ სვანურ ლეგენდად?
კუბდარი, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს მკაცრ, მთიან რეგიონში, სვანეთში შეიქმნა – გარემოში, რომლის მცხოვრებლებსაც თავის გასატანად განსაკუთრებული გამძლეობა და სიმტკიცე სჭირდებოდათ. სწორედ ამიტომ ამ კერძისთვის არამხოლოდ საუცხოო გემოა დამახასიათებელი, არამედ ნოყიერებაც. სვანებისთვის კუბდარი მხოლოდ საკვები არ ყოფილა – ის იყო ენერგიის წყარო, რომელიც მათ მძიმე შრომასთან და ცივ კლიმატთან გასამკლავებლად სჭირდებოდათ. ადგილობრივებმა ის იმდენად შეიყვარეს, რომ მალევე აქციეს სადღესასწაულო სუფრების განუყოფელ ნაწილად. ამ კერძით აღნიშნავდნენ განსაკუთრებულ მოვლენებს, ხოლო სტუმრების მისით გამასპინძლება სტუმართმოყვარეობისა და პატივისცემის გამოხატულებად მიიჩნეოდა.
კუბდარის რეცეპტი რამდენიმე მთავარი ინგრედიენტისგან შედგება, ესენია: საქონლის ან/და ღორის ხორცი, ცომი, ხახვი, ნიორი და სუნელები, როგორებიცაა გიცრული იგივე ტყის ქონდარი, ქინძი, კამა, უცხო სუნელი და წითელი წიწაკა.
კუბდარს უბრალო ღვეზელისგან სვანური სუნელები, განსაკუთრებით კი გიცრული და ხორცის დამუშავების ტექნიკა გამოარჩევს. თუკი ხორცის ღვეზელი გატარებული გულსართისგან მზადდება, კუბდარის შემთხვევაში აუცილებელია მისი დაკეპვა და ხელით კარგად მოზელა. ასე დამუშავებული ხორცი ინარჩუნებს ბუნებრივ სტრუქტურას, სირბილეს და საკუთარ წვენს. საბოლოოდ, კერძი უფრო მალე ცხვება, შიგთავსი კი წვნიანი გამოდის.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ცომის სწორად მოზელა. საქმე ისაა, რომ ხაჭაპურისა და ლობიანისგან განსხვავებით, კუბდარის ცომი შედარებით მაგარი უნდა იყოს. მას, როგორც წესი, მხოლოდ საფუვრითა და წყლით ზელენ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში იყენებენ რძეს, მაწონსა და სოდას. საუკეთესო კუბდარი სწორედ ამ მცირე დეტალების გათვალისწინებით ცხვება.

„წისქვილის“ კუბდარი – ტრადიციისა და ხარისხის სინთეზი
თუ სვანეთში მოგზაურობას გეგმავთ, მაშინ გირჩევთ არც სვანური სამზარეულო დაივიწყოთ. სულ მცირე, აუცილებლად დააგემოვნეთ კუბდარი, რომელსაც ამ კუთხეში ყველა დიასახლისი საუცხოოდ ამზადებს. თუმცა, თუ საქართველოს ამ შორეულ კუთხეში ჯერ ვერ ახერხებთ მოხვედრას და ლეგენდად აღიარებული კერძის გაცნობა ახლავე გსურთ, მაშინ ნამდვილი კუბდარი თბილისში და მის შემოგარენშიც შეგიძლიათ იპოვოთ. პირველ რიგში, რესტორან „წისქვილს“ უნდა მიაკითხოთ, რომელსაც უკვე კარგად იცნობენ არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ ქართული სამზარეულოს მოყვარული უცხოელებიც.
რესტორანი „წისქვილი“ 20 წელზე მეტია, თავის სტუმრებს საშუალებას აძლევს ეზიარონ ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს და შეიგრძნონ მისთვის დამახასიათებელი ავთენტიკური გემოები. გამონაკლისი არც სვანური სამზარეულო და, ცხადია, არც კუბდარია. აქ ეს უნიკალური კერძი უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება, ხორცი ტრადიციული წესით იკეპება და სვანური სუნელებით ოსტატურად ზავდება, ფაფუკ ცომში იხვევა და ღუმელში ცხვება. შედეგად, „წისქვილის“ კუბდარს აქვს ოდნავ ხრაშუნა ცომი და წვნიანი, არომატული გულსართი, რაც მთავარია, მასში შენარჩუნებულია ავთენტიკური გემო და ტექსტურა.
რასთან ერთად უნდა მიირთვათ კუბდარი?
კუბდარი საკმაოდ ნოყიერი და ინტენსიური გემოს მქონე კერძია. ამიტომ მის დასაბალანსებლად ან თუნდაც სრულფასოვნად აღსაქმელად რამდენიმე რეკომენდაციას გაგიზიარებთ.
კუბდარს კარგად ეხამება ძლიერი სასმელები. თუ ღვინოს მოყვარული ხართ, გირჩევთ, პირველ რიგში, ქართული ტრადიციული წითელი ღვინოები მოსინჯოთ, განსაკუთრებით, კი საფერავი. ღვინის ამ სახეობის ხასიათს ტანინისა და მჟავიანობის იდეალური ბალანსი ქმნის. ზოგჯერ მასში იგრძნობა შავი კენკრის, ალუბლის, ქლიავის, მსუბუქი სანელებლებისა და კაკაოს ტონებიც. საფერავი, გამოხატული გემოს გამო, იდეალური არჩევანია ნოყიერი და ცხიმიანი კერძებისთვის.
კუბდარს იდეალურად ეხამება ქართული ღვინო უსახელოურიც. მას საფერავთან შედარებით უფრო რბილი ხასიათი აქვს, თუმცა აქვს გამოკვეთილი არომატი და ძალიან უხდება ხორციან კერძებს. მათ კი, ვინც უფრო ძლიერ ალკოჰოლურ სასმელს ანიჭებს უპირატესობას, კუბდარი აუცილებლად ნამდვილ ქართულ ჭაჭასთან ერთად უნდა დააგემოვნონ. ჭაჭა არა მხოლოდ მკვეთრი გემოების დაბალანსებაში დაგეხმარებათ, არამედ შეგიქმნით სვანური სუფრის ატმოსფეროსაც.

კუბდარის სიმძიმის გასაწონასწორებლად საუკეთესო არჩევანია მისი მჟავეულთან, მაგალითად, კიტრის ან კომბოსტოს მწნილთან ერთად მირთმევა. ასევე, ძალიან უხდება კერძს ტყემლით შეზავებული ბოსტნეული ან უბრალოდ ცოცხალი სალათი.
ალკოჰოლური სასმელებისა თუ ჩვენ მიერ ჩამოთვლილ მისაყოლებლების მრავალფეროვან არჩევანს „წისქვილის“ მენიუში ნახავთ.
სად შეძლებთ „წისქვილის“ კუბდარის დაგემოვნებას?
„წისქვილის“ სვანური კუბდარი შეგიძლიათ შეუკვეთოთ, როგორც თბილისში მდებარე ფილიალებში – „ეთნო წისქვილში“, „სანადიმოში“, „ღვინის ეზოში“ „წისქვილი ვაკეში“, ისე წყნეთსა და მცხეთაში. თითოეული ობიექტი გამოირჩევა უნიკალური და დახვეწილი ინტერიერით, რაც მთავარია, ყველგან საუცხოო კერძები და მაღალი ხარისხის მომსახურება დაგხვდებათ.
ასე რომ, თუ ნამდვილი სვანური კუბდარის დაგემოვნება გსურთ, თანაც განსაკუთრებულ გარემოში, სვანეთში გამგზავრება აუცილებელი აღარ არის. ქართული რესტორანი „წისქვილი“ გაძლევთ შესაძლებლობას ეზიაროთ ხარისხსა და ავთენტიკურ გემოებს ერთ სივრცეში.
„წისქვილის“ რესტორნების ზუსტი მისამართების სანახავად გადადით ბმულზე, მაგიდის დასაჯავშნად კი დარეკეთ ნომერზე +995 032 2 00 55 55.
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





