საუკეთესო მეგრული ხარჩო თბილისში - რომელ რესტორნაში გავსინჯოთ?
მეგრული ხარჩო ტრადიციული ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო, თუმცა ხშირად არასწორად ინტერპრეტირებული კერძია. ბევრისთვის “ხარჩო” თხელ, ბრინჯიან პომიდვრის წვნიანთან ასოცირდება. დიდწილად ეს საბჭოთა კავშირის საზოგადოებრივი კვების ობიექტების გავლენაა - სუპ-ხარჩო მენიუში ბევრად უფრო ხშირად გვხვდებოდა, ვიდრე მეგრული ნიგვზიანი ხარჩო. შედეგად, ტერმინის ასოციაციაც ერთ კონკრეტულ კერძთან გამყარდა, მეორესთან კი - შედარებით დასუსტდა.
არადა, სწორედ მეგრული ხარჩოა კერძის უფრო ძველი და ავთენტური ვერსია. ისტორიულად, სამეგრელოში ეს კერძი სოციალური სტატუსის დემონსტრაციისა და სტუმრებისთვის პატივის საცემად მზადდებოდა. ხარისხიანი ნიგოზი და რბილი საქონლის ხორცი ძვირადღირებულ პროდუქტები იყო და შეძლებულ ოჯახებსაც კი არ ჰქონდათ ხარჩოს ყოველდღიურად მომზადების საშუალება. ამიტომ კერძს მხოლოდ დიდი დღესასწაულების აღსანიშნავად ან განსაკუთრებული სტუმრებისთვის დგამდნენ სუფრაზე.
სუპ-ხარჩოს ცალკე კერძად ჩამოყალიბებაც, დიდწილად, ამან გამოიწვია. წვნიანი გემოვნური პროფილით ჰგავს კიდეც მეგრულ ხარჩოს და იყენებს მსგავს ინგრედიენტებს (ხორცი, ნიგოზი, ტყლაპი ან ძმარი მჟავიანობისთვის). მაგრამ მისი მომზადება ნაკლებ რესურსს მოითხოვს. ტრადიციული მეგრული ხარჩო არ არის წვნიანი, სქელი ნოყიერი სოუსია, რომლის კონსისტენციასაც დიდი რაოდენობით ნიგოზი და ცხიმი ქმნის, არა სუპ-ხარჩოს მსგავსად წყალი ან ბულიონი.
თანამედროვე გასტრო-ინდუსტრიაში მთავარი გამოწვევა სწორედ კერძის ამ ავთენტური სახის შენარჩუნებაა. კარგი ნიგვზიანი ხარჩოს მომზადება მაღალი ხარისხის, ძვირ ინგრედიენტებს მოითხოვს, რასაც ბევრი რესტორანი უფრთხის. რესტორანი „წისქვილის“ მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს სწორედ ტრადიციული სტანდარტებით მომზადებული კერძი.
რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ავთენტური მეგრული ხარჩო?
სრულფასოვანი მეგრული ხარჩოს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ნიგოზია. განსხვავებით სხვა მსგავსი ნიგვზიანი კერძებისგან, ხარჩოს გემოში სწორედ ნიგოზი დომინირებს და არა ხორცი. დიდწილად სწორედ ნიგვზის ხარისხსა და რაოდენობაზეა დამოკიდებული კერძის გემო, სისქე და ტექსტურა. ამიტომ ტრადიციული რეცეპტები საკმაოდ მკაცრად განსაზღვრავენ როგორი და რა რაოდენობის ნიგოზი სჭირდება ხარჩოს. ნიგოზი უნდა იყოს აუცილებლად თეთრი, საღი და მაღალი ცხიმიანობის. თუ მოძველებული ან გამუქებულია, კერძი მიიღებს არასასიამოვნო მუქ ფერს და შეეპარება სიმწარე, რომელსაც სხვა სანელებლები ვერ გადაფარავენ (რეცეპტის პროპორციები ფიზიკურად არ იძლევა ამის საშუალებას).
მეორე აუცილებელი პირობა სწორედ სანელებლების სწორი პროპორციებით გამოყენებაა. ყველაზე მნიშვნელოვანია ე.წ. „ყვითელი ყვავილი“ (იგივე იმერული ზაფრანა), რომელიც მეგრულ ხარჩოს დამახასიათებელ მოოქროსფრო შეფერილობას და ძლიერ არომატს აძლევს. ასევე აუცილებელია უცხო სუნელი, რომელიც არომატს მეტად ამდიდრებს და მასას შეკვრაში ეხმარება (ნიგვზის ზეთთან რეაქციაში). ბოლო აუცილებელი სანელებელია ნიორი, რომელიც კერძს სიმძაფრეს მატებს. ძველ ოჯახურ რეცეპტებში ასევე გვხვდება ქინძი, დაღერღილი ან შებოლილი წიწაკა, და ა.შ.
რეცეპტის წარმატების საიდუმლო სწორედ ამ სანელებლების სწორი თანაფარდობით გამოყენებაშია. არც ერთი არ უნდა ფარავდეს სხვებს, პირიქით - გემოს უნდა აბალანსებდნენ.
მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი მჟავიანობის სწორად განსაზღვრაა. ტრადიციულად მეგრულ ხარჩოში გამოიყენებდნენ ტყემლის ტყლაპს ან, უფრო იშვიათად, ძმარს. მე-19 საუკუნეში რეცეპტებს ნელ-ნელა დაემატა პომიდორი, რომელიც ხშირად სრულად ანაცვლებდა ტყლაპსა თუ ძმარს (სწორედ ამ ევოლუციამ განაპირობა ის, რომ დღეს პომიდორი სუპ-ხარჩოს განუყოფელი ინგრედიენტია). თუმცა ნამდვილ ტრადიციულ მეგრულ ხარჩოს პომიდორს არ უმატებენ.

"წისქვილის" ხარჩო: ტრადიციული რეცეპტი და თანამედროვე ხარისხი
“წისქვილის” ხარჩოს მომზადება ნიგვზის დამუშავებით იწყება. ჩვენი სტანდარტით, ნიგოზი უნდა გაიფცქვნას და გატარდეს უშუალოდ მომზადების დღეს. უფრო ადრე თუ დაქუცმაცდა, ჰაერთან კონტაქტის (ოქსიდაციის) შედეგად გამოყენებამდე დაიჟანგება, დაკარგავს ეთერზეთებს და შეიძლება სიმწარეც შეეპაროს.
ტრადიციული მეგრული ხარჩო საქონლის ხორცით მზადდება. საუკეთესო გემოსთვის საჭიროა რბილი, უცხიმო ნაჭრები. ოჯახური რეცეპტები ხშირად ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან, როცა თავდაპირველ დამუშავებას ეხება საქმე: ზოგი რეცეპტის მიხედვით ხორცი ჯერ უნდა მოიხარშოს და შემდეგ ჩაიდოს სოუსში, ხოლო ზოგი კი, პირიქით, მკაცრად კრძალავს მოხარშვას და პირდაპირ სოუსში მომზადდეს.
რეალურად ხორცის მოხარშვა უბრალოდ ძვირიანი პროდუქტისგან მაქსიმალურის მიღების საშუალება იყო. მიღებულ ბულიონს შემდეგ სხვა კერძებისთვის იყენებდნენ. საუკეთესო შედეგისთვის ხორცი დაბალ ცეცხლზე, ხანგრძლივად ითუშება. რაც უფრო დიდხანს იქნება სოუსში, მით უკეთესი - ასე სრულად შეიწოვს ნიგვზისა და სანელებლების გემოს. ცალკე მოხარშული ხორცი სოუსს სრულად ვერ ითვისებს და ნაკლებად ინტენსიური გემო აქვს.
თუ სწორად მომზადდა, ხორცის ნაჭრებმა ფორმა უნდა შეინარჩუნოს და ხანგრძლივი მზადების პროცესის მიუხედავად, არ ჩაიშალოს. თან ისე უნდა დარბილდეს, რომ ჩანგლის მსუბუქი დაჭერაც კი საკმარისი იყოს დასაჭრელად.
რასთან ერთად მიირთმევენ ნამდვილ მეგრულ ხარჩოს?
ტრადიციულად, ნიგვზიანი ხარჩო ყველაზე ხშირად ღომთან ერთად გვხვდება სუფრაზე. სიმინდის ღერღილისგან მომზადებულ ღომს მსუბუქი გემო აქვს, რომელიც ანეიტრალებს ხარჩოს მაღალ ცხიმიანობასა და სანელებლების სიცხარეს.
პოპულარულია ღომის უფრო ნოყიერი ვარიანტი - ელარჯიც. თუმცა, რადგან კარგი ელარჯი ბლომად სულგუნის ჩადნობას მოითხოვს და უფრო ძლიერი, გამოხატული გემო აქვს, ექსპერტები მაინც სტანდარტულ ღომს გვირჩევენ. თუ ღომი ან ელარჯი სუფრაზე არ დგანს (ან სტუმარს უბრალოდ არ უყვარს), პოპულარული ალტერნატივაა შოთის პური.
რადგან მეგრული ხარჩო ცხიმიანი კერძია, თან ძლიერი გემოს პროფილით, სასმლის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოში ტრადიციული დაწყვილება, როგორც ასეთი, არ გვაქვს, თუმცა გამოცდილი სომელიეები გვირჩევენ კერძი მაღალი მჟავიანობის თეთრ ან ტრადიციული ქარვისფერ ღვინოსთან ერთად მივირთვათ. მჟავიანობა ცხიმს გაანეიტრალებს და ისედაც მძიმე კერძს მეტად არ დაამძიმებს, ხოლო შედარებით მსუბუქი გემო არ გადაწონის ნიგვზისა და სანელებლების გემოს. პოპულარული არჩევანია დასავლეთ საქართველოს ღვინის ჯიშები, როგორიცაა ცოლიკოური ან კრახუნა.
მართალია ძროხის ხორცის კერძებთან ტრადიციულად წითელ ღვინოს აწყვილებენ, მაგრამ მეგრული ხარჩოს შემთხვევაში სომელიეები გვირჩევენ წითელ ღვინოს სიფრთხილით მოვეკიდოთ. სახასიათო ტანინები ნიგოზთან და ცხარე სანელებლებთან უარყოფით ქიმიურ რეაქციაში შედის და პირში მეტალის, მომწარო გემო შეიძლება დატოვოს. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი მსუბუქი, ნაკლებად ტანინიანი ღვინოა, მაგალითად ოჯალეში ან ალადასტური.
ტრადიციული რეცეპტურის დაცვითა და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით მომზადებული მეგრული ხარჩოს თბილისში დაგემოვნებას ჩვენს „ეთნო წისქვილში“ შეძლებთ. რესტორნის ზუსტი მისამართის სანახავად გადადით ბმულზე, მაგიდის დასაჯავშნად კი დარეკეთ ნომერზე +995 032 2 00 55 55.
სხვა სიახლეები
სრულფასოვანი მეგრული ხარჩოს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ნიგოზია. განსხვავებით სხვა მსგავსი ნიგვზიანი კერძებისგან, ხარჩოს გემოში სწორედ ნიგოზი დომინირებს და არა ხორცი.
ქართველი გურმანები კარგად იცნობენ ადგილებს, სადაც თბილისში საუკეთესო ხინკლის დაგემოვნებაა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სწორედ „წისქვილია“. საქმე ისაა, რომ რესტორანი უკვე რამდენიმე ათეული წელია, ინარჩუნებს კერძების მაღალ ხარისხს და ქართული სამზარეულოს ავთენტიკურობას.
შქმერული რაჭული კერძია, რომელიც პირველად ამ რეგიონის ერთ-ერთ პატარა სოფელში – შქმერში მოამზადეს. სწორედ აქედან შეიძინა მან სახელიც.
შეწვის შემდეგ კუპატის გარსი ხრაშუნა უნდა იყოს, შიგთავსი კი – წვნიანი. ეს კონტრასტი ის ერთ-ერთი მახასიათებელია, რაც კერძს განსაკუთრებულს ხდის და სხვა კერძებისგან გამოარჩევს.
მწვადისა და თევზის მოყვარულებისთვის რესტორანი „წისქვილი“ განსაკუთრებული ადგილია, რადგან აქ დაგხვდებათ შამფურზე შემწვარი სხვადასხვა სახეობის თევზი.
ხაშლამა რესტორანში ახალი, ადგილობრივი საქონლის ხორცისგან და ტრადიციული წესით მზადდება. სწორედ ასე იქმნება გემო, რომელსაც დღეს მისი ერთგული სტუმრები მარტივად ცნობენ.
„წისქვილში“ ოსტრის მომზადების ტექნოლოგიას, ინგრედიენტების ხარისხს და, რაც ნამდვილი ოსტრისთვის მთავარია, მათ სწორ ბალანსს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ.
კარგი იმერული ხაჭაპურის მთავარი საიდუმლო ზუსტად ხარისხიან ინგრედიენტებშია, ხოლო საუკეთესო ხაჭაპურის კი ამ ინგრედიენტების სწორ ბალანსში.
არის კერძები, რომლებიც უბრალოდ გვანაყრებს და ენერგიით გვამარაგებს და არის კერძები, რომლებსაც დანაყრების გარდა, კომფორტის, სიმშვიდის, სიმყუდროვისა და სითბოს განცდა მოაქვს. სწორედ ასეთია ჩიხირთმა – ქართული წვნიანი, რომელიც მინიმალური ინგრედიენტების მიუხედავად, განსაკუთრებულად მდიდარი გემოთი და სიჯანსაღით გამოირჩევა.
სვანეთი ქართველებსა თუ ტურისტებს არამხოლოდ შთამბეჭდავი თოვლიანი მწვერვალებით, ხეობებით, ჩანჩქერებითა თუ ალპური მდელოებით ხიბლავს, არამედ მისი უნიკალური და თვითმყოფადი სამზარეულოთიც. ისევე როგორც მის ბუნებას, ყველა სვანურ კერძს, თავისი ხასიათი აქვს. მაგრამ მათ შორის უდავოდ გამორჩეულია კუბდარი – სვანური სამზარეულოს მეფედ აღიარებული კერძი, რომელსაც ქართული კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლის სტატუსიც კი აქვს მინიჭებული.
„წისქვილი ჯგუფმა“ თქვენთვის შექმნა განსაკუთრებული საახალწლო მენიუ, რომელში შესული კერძებითაც სრულყოფილი სუფრის გაწყობას შეძლებთ.
31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, წისქვილის ,,თეატრი’’ უმასპინძლებს ყველაზე კაშკაშა და მხიარულ წვეულებას, სადაც სტუმრებს დაუვიწყარი ემოციები და განსაკუთრებული ატმოსფერო ელოდებათ.
“ლუდის დღეები” უკვე ტრადიციულ დღესასწაულად იქცა წისქვილისთვის და მისი სტუმრებისთვის. ლუდის მოედანი ღონისძიებაზე უკვე მესამე წელია მასპინძლობს სტუმრებს.
მათ, ვისაც სვეტიცხოვლობის აღნიშვნა განსაკუთრებულ ატმოსფეროში, ქალაქგარეთ დასვენება და მშვენიერი ხედების ფონზე უგემრიელესი კერძების მირთმევა სურდათ მცხეთის წისქვილში ვუმასპინძლეთ.
თუკი საღამოს სასიამოვნოდ და სახალისოდ გატარება გსურს ლუდის მოედანს ლუდის დღეებზე აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
არ გამოტოვოთ დაუვიწყარი დღეები „წისქვილში“, ,,ლუდის მოედანზე!”
ბოლო ათწლეულის მანძილზე „წისქვილი ჯგუფმა“ მრავალჯერ მოიპოვა გამარჯვება სხვა და სხვა ნომინაციაში, რაც მიუთითებს მის მნიშვნელოვან წვლილზე საქართველოს ტურიზმის დარგის განვითარებასა და წარმატებაში.
სტუმრები თავად ჩაერთნენ სხვა და სხვა აქტივობებში და ტრადიციული კერძების მომზადებაში. თითოეულმა მათგანმა მიიღო მონაწილეობა ხინკლის მოხვევის, ჩურჩხელების ამოვლების, ყურძნის დაწურვის და ჭაჭის გამოხდის მასტერკლასებში.
ღონისძიებაზე მოსული სტუმრები შეძლებენ თავად ჩაერთონ ტრადიციული კერძების მომზადებაში. მათ საშუალება ექნება მიიღონ მონაწილეობა მასტერკლასებში - ხინკლის მოხვევა, ჩურჩხელების ამოვლება, ყურძნის დაწურვა, ჭაჭის გამოხდა-დეგუსტაცია და სხვა.
ეთნო წისქვილი – რესტორანი, რომელიც უკვე წლებია ამტკიცებს, უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პრიზით, რომ საუკეთესო ქართული რესტორანია საქართველოში.
ძველ თბილისში, გორგასლის მოედანზე, იქ სადაც საუკუნეების წინ თბილისის მთავარი სავაჭრო ცენტრი მდებარეობდა, „ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი” ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები და ავთენტური ქართული ღვინო.
31 მაისსა და 1 ივნისს, ძველ თბილისში, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრში – გორგასლის მოედანზე, გაიმართება „ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი“, რომლის ორგანიზატორები არიან „წისქვილი ჯგუფი“ და „მეიდან ჯგუფი“.
ქართული სამზარეულო მდიდარია კერძებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ლობიანს უკავია- კერძს, რომელმაც საინტერესო ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს ქართული კულინარიული ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.
თბილისში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, 2002 წელს გაჩნდა რესტორანი, რომელმაც სრულიად შეცვალა წარმოდგენა ქართულ სარესტორნო სივრცეზე.
ქორწილის დაგეგმვა ერთდროულად სასიხარულო და თან სტრესული პროცესია. ამ დღეს ყველაფერი იდეალური უნდა იყოს - გარემო, განწყობა, კერძები. სწორედ ამიტომ გვანდობენ წყვილები ამ გამორჩეული დღის ორგანიზებას.
საუკუნეების განმავლობაში ქართული სუფრა გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სადილი ან ვახშამი. ეს ერთგვარი ტრადიცია, სადაც ოჯახის წევრები და მეგობრები იკრიბებიან, დიდი მაგიდის გარშემო შემოსხდებიან , გემრიელ ტრადიციულ კერძებს მიირთმევენ, ბავშვობის ისტორიებს იხსენებენ და მრავალჟამიერსაც იმღერებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქაბაბის დაგემოვნებას ბევრ რესტორანში შეძლებთ, ხარისხიანი კერძის მოძებნა ხშირად გამოწვევაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხორცის ხარისხი, მომზადების მეთოდი და ინგრედიენტების შერჩევა გადამწყვეტ როლს თამაშობს.
გემრიელად მომზადებული გრილის კერძები და ქართული ავთენტური გემოები, გერმანული, ავსტრიული, ჰოლანდიური და ჩეხური ლუდის ფართო არჩევანი, უმაღლესი ხარისხის სერვისი, გამორჩეული გარემო და ცოცხალი მუსიკა.
მათ, ვისაც სურდა სვეტიცხოვლობის აღნიშვნა და ქალაქგარეთ დასვენება, შესანიშნავი გარემო, განწყობა და უგემრიელესი კერძები დავახვედრეთ მცხეთის „წისქვილში“.
თუკი მყუდრო ატმოსფეროსა და მაღალი ხარისხის სამზარეულოს ეძებთ, მაშინ ლუდის მოედანს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
არ გამოტოვოთ ორდღიანი ლუდის დღესასწაული!
სტუმრებმა დაუვიწყარი დღეები გაატარეს შემოდგომის ნობათით და უგემრიელესი კერძებით სავსე ეზოში, სადაც ქართული სტუმართმოყვარეობა და საუკეთესო განწყობა ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, თავისი მრავალფეროვნებითა და სიღრმით გამოირჩევა, რომლის მთავარ კომპონენტებს ტრადიციული ცეკვა და სიმღერა წარმოადგენს.
საქართველო ცნობილია როგორც ღვინის წარმოშობის ადგილი. არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიაზე ღვინის წარმოება დაახლოებით 8000 წლის წინ დაიწყო. ეს ფაქტი მეღვინეობის ისტორიაში ქვეყანას განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს.
ქართული ტრადიციული სამზარეულო როგორც ინგრედიენტების, ისე გემოების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მაგრამ, ალბათ, გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ეს კერძები კულტურის, ცხოვრების წესისა და ისტორიის ასახვაცაა .აჭარული ხაჭაპური ამის ნათელი მაგალითია.
თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ რა ნახოთ თბილისში და სად გამოცადოთ ქართული სტუმარ-მასპინძლობა, გეტყვით, რომ საქართველოს დედაქალაქი, ისტორიული და კულტურული ძეგლებით მდიდარი ადგილია, სადაც ავთენტური ქართული კულინარიული გამოცდილების მისაღებად აუცილებლად ,,წისქვილი ჯგუფის” რესტორნებს უნდა ესტუმროთ.
ამ დღის აღსანიშნავად რესტორნის ეზო განსაკუთრებულად მოეწყო სტუმრებისთვის ულამაზესი დეკორაციებით, თითოეული კუთხე ფოტოგადაღებისთვის იდეალურად იყო მომზადებული, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო მომხიბვლელ და დასამახსოვრებელ ატმოსფეროს სძენდა.
ქართული სამზარეულო გამოირჩევა თავისი მდიდარი ისტორიითა და უნიკალური გემოებით. ქართული სუფრის ყველაზე ცნობილი კერძები ასახავს ერის კულტურას, ტრადიციებს და ცხოვრების წესს. თითოეული კერძის უკან დგას ისტორია, რომელიც მჭიდრო კავშირშია ქართული კულტურის სხვადასხვა ასპექტთან - დაწყებული რელიგიური დღესასწაულებით, დამთავრებული ყოველდღიური ცხოვრების წეს-ჩვეულებებით.
წვეულებები და კორპორაციული საღამოები მნიშვნელოვანი ღონისძიებებია ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც განსაკუთრებული ფორმით უნდა აღინიშნოს. იქნება ეს დაბადების დღე, იუბილე, ქორწილი, ნიშნობა თუ კორპორაციული ღონისძიება - ყველა მათგანი სრულყოფილ დაგეგმვას მოითხოვს, რათა სტუმრებმა დროის სასიამოვნოდ გატარება შეძლონ.
ზაფხულის სიცხეების დადგომასთან ერთად სულ მეტი ადამიანი დგება გამოწვევის წინაშე — იპოვოს კომფორტული ადგილები ნაცნობ-მეგობრებთან შესახვედრად..
„წისქვილი ჯგუფმა“ კიდევ ერთი ახალი რესტორანი – „წისქვილი ტერასა“ გახსნა, რომელიც სტუმრებს დღეიდან უმასპინძლებს. ის თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე, N80-ში მდებარეობს და წარმოადგენს „წისქვილის“ რიგით მე-8 რესტორანს.
თავდაპირველად „წისქვილი“ 100 სტუმარზე გათვლილ რესტორანს წარმოადგენდა, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე, 2002 წელს აშენდა. იმ დროს ამ ტერიტორიაზე ტრანსპორტიც კი არ დადიოდა, ამიტომ არავის სჯეროდა, რომ რამდენიმე წელიწადში ის ამ მასშტაბის კომპლექსად იქცეოდა. თავდაპირველად იყო „ეთნო წისქვილი“, რომელიც დღემდე უცვლელად ინარჩუნებს ნდობასა და ხარისხს, შედეგად კი, ურყევი პოზიცია უჭირავს ბაზარზე.
ქართული სუფრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კერძი მწვადია. მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის.
თუკი უწინ რესტორანსა და კაფეში წასვლა უფრო აქტუალური იყო და ამისათვის საკმარისი თავისუფალი დროც არსებობდა, დღეს ჩქარი და მეტად დაკავებული რეჟიმიდან გამომდინარე, ზოგჯერ მომხმარებლები კერძების სახლში გამოძახებას ამჯობინებენ.
ბოლო წლებში მსოფლიოში ვეგეტარიანული და ვეგანური კვება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
მთავარი იდეა, ქართული კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიის, ღვინის და გასტრონომიის უკეთ გაცნობა და პოპულარიზაციაა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.
საქართველო ერთ-ერთ უნიკალურ გასტრონომიულ ადგილადაა აღიარებული. დედაქალაქი თბილისი კი საუკუნეების განმავლობაში სავაჭრო და კულტურული ცენტრი იყო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მდიდარი და მრავალფეროვანი კულინარიული ტრადიციების ჩამოყალიბებას.
ხინკალი უცხოელ ტურისტებსაც იზიდავს და საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია.
ოჯახთან ერთად რესტორანში გასვლა დროის ერთად გატარების, დასვენებისა და ახალი გემოების აღმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
უცხოელი სტუმრებისთვის, „წისქვილი“ -ს ყველა რესტორანი არის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილი თბილისსა თუ მის შემოგარენში.
„წისქვილის“ რესტორნების ქსელს ბოლო წლებში ქალაქგარეთ ახალი სივრცეები შეემატა: წყნეთი და მცხეთა.
ცოტამ თუ იცის, რომ „ეთნო-წისქვილს“ ხანგრძლივი, თანაც განვითარების ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ყველაფერი 2002 წელს დაიწყო, დღეს სხვადასხვა ობიექტებით დატვირთული ეს ქუჩა, იმ დროს არც ინფრასტრუქტურულად იყო გამართული და არც ნორმალური საავტომობილო გზით გამოირჩეოდა.
თუ მცხეთის ტურს დაგეგმავთ და გადაწყვეტთ, რომ ჩვენს რესტორანში დააგემოვნებინოთ ტურისტებს ქართული ტრადიციული სამზარეულო
ხინკალი, მწვადი, ქაბაბი და სხვა ქართული ტრადიციული კერძები,ასევე გრილის მენიუ– ასეთია ლუდის მოედნის კერძების მცირე ჩამონათვალი, რომლებსაც მზარეულები თქვენ თვალწინ, ღია გრილზე დაამზადებენ.
ახალი წელივით კაშკაშა, სანახაობრივი და პომპეზური — ასეთ 31 დეკემბერს გვპირდება წისქვილის თეატრი. მულტიფუნქციურმა სივრცემ, რომელმაც სტუმრების გაოცება უკვე არაერთხელ მოახერხა, ახალი წლის ღამისთვის განსაკუთრებული და შთამბეჭდავი შოუ-პროგრამა მოამზადა. Broadway Nigh
მაშ ასე, გაიცანით რესტორანი „წისქვილი“ და მისი 10 გამორჩეული კერძი, რომლებიც უნდა დააგემოვნოთ, თუკი გსურთ, ქართულ ავთენტურ გემოებს ეზიაროთ.
თუშური ხინკალი და კერძები გრილზე — სტუმრები სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მენიუს დაგემოვნებას შეძლებენ. ასევე, მათ დახვდებათ პრემიუმ ლუდის ფართო ასორტიმენტი
წისქვილი ჯგუფის „თეატრისა“ და რია ქებურიას სახელოვნებო სივრცე Ria Bid-ის კოლაბორაციის შედეგად, პირველი ლაივ აუქციონი გაიმართება, რომელსაც სრულიად განსხვავებული ფორმატი ექნება.
30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს რესტორან „წისქვილში“ მისულ სტუმრებს შემოდგომის განწყობა დახვდებათ. უგემრიელესი ნუგბარით სავსე ეზო, ნამდვილი ქართული კერძები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც „წისქვილი“ თბილისობას დამსწრე საზოგადოებას შესთავაზებს
ავლაბარში, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში — მოედანი, წისქვილი ბაზრის ახალი ფილიალი გაიხსნა, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ქართული და ევროპული პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, ჯანსაღი პროდუქტებით დამზადებულ ნახევარფაბრიკატებსა და მზა კერძებს.
ამ შაბათ-კვირას, 1-2 ივლისს, „ქართული კუთხეების ფესტივალზე“ სტუმრების წინაშე რაჭის წარმომადგენლები წარდგებიან, გააცნობენ მათ თავიანთი კუთხის კულტურასა და უნიკალურ სამზარეულოს.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ კიდევ ერთ გამორჩეულ რეგიონს, აჭარას უმასპინძლებს. აჭარის წარმომადგენლები სტუმრებს თავიანთ კულტურასა და სამზარეულოს წისქვილის ეზოში, 29 და 30 ივლისს წარუდგენენ.
მათ, ვინც Tbilisi Open Air-ისა და საყვარელ არტისტებთან შეხვედრისთვის ემზადება, ფესტივალზე კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ელის — ფესტივალს რესტორანი წისქვილი შეუერთდა.
წისქვილის ეზოში მოეწყობა მასტერკლასებიც და მსურველები მზარეულებთან ერთად გამორჩეულ მეგრულ კერძებს მოამზადებენ. სტუმრებს დახვდებათ გამოფენა-გაყიდვაც, სადაც შეძლებენ დაათვალიერონ და შეიძინონ სვანეთიდან ჩამოტანილი პროდუქცია და ქართული კომპანიების ადგილობრივი ნაწარმი.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ წისქვილის ეზოში გურიის დღეებით გაგრძელდება. გურიის წარმომადგენლები თავიანთ კუთხეს სტუმრებს 15 და 16 ივლისს წარუდგენენ.
შაბათ-კვირას, 10-11 ივნისს, წისქვილის ეზოში მისულ სტუმრებს ამჯერად კახეთის წარმომადგენლები უმასპინძლებენ, წარუდგენენ მათ თავიანთ ავთენტურ ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას და გაუმასპინძლდებიან კახური ღვინითა და კერძებით.
3-4 ივნისს, წისქვილის ეზოში სვანეთის დღეები მოეწყო. სტუმრებმა ორი დღის განმავლობაში დააგემოვნეს გამორჩეული სვანური კერძები, გაეცვნენ კუთხის ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას და მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან აქტივობებში.
3 და 4 ივნისს, წისქვილის ეზოს სტუმრები, „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ფარგლებში, ამჯერად სვანეთში იმოგზაურებენ, გაეცნობიან მის კულტურასა და დააგემოვნებენ სვანური სამზარეულოს გამორჩეულ გემოებს. სვანეთი, იმერეთის შემდეგ, მეორე კუთხეა, რომელსაც „წისქვილი ჯგუფი“ ქართველ და უცხოელ სტუმრებს წარუდგენს.
20-21 მაისს, წისქვილმა იმერეთს უმასპინძლა. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამორჩეული ფოლკლორული სიმღერებით, ქორეოგრაფიული ნომრებითა და კერძებით გაეცნოთ საქართველოს ეს კუთხე და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობაში.
20 მაისს, წისქვილის ეზოში „ქართული კუთხეების ფესტივალი“ იმერეთის დღეებით გაიხსნება და ქართველ და უცხოელ სტუმრებს იმერეთის ავთენტურ კულტურასა და გასტრონომიას გააცნობს.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ „წისქვილი ჯგუფის“ მორიგი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ქვეყნის კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას ისახავს.
The Show-ს 400-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო. წარმოდგენის პარალელურად მათ გაუმასპინძლდნენ ვახშმითაც, რომლისთვისაც კერძები „თეატრის“ ბრენდ შეფის, ალექს ნათაძის ხელმძღვანელობით სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა.
„წისქვილი ჯგუფმა“ ბელიაშვილის ქუჩაზე, ახალი კონცეფციის სივრცე – „თეატრი“ გახსნა. დარბაზი სცენისა და პავილიონისგან შედგება, რომელიც ყველანაირი სტილისა და ჟანრის ღონისძიებას უმასპინძლებს. ღონისძიებებზე დასწრების პარალელურად კი, სტუმრებს ვახშმითაც გაუმასპინძლდებიან.
27-28 ოქტომბერს რესტორანმა „წისქვილმა“ ლუდის მოედანზე ორდღიან ლუდის ფესტივალს უმასპინძლა. სტუმრებმა პრემიუმ ხარისხის ლუდი – გერმანული ვარშტაინერი და შოფერჰოფერი, ჰოლანდიური გროლში და ჩეხური პილსნერი დააგემოვნეს. ფესტივალის ფარგლებში, ისინი ნახევარ ფასად გაიყიდა.
28 ოქტომბერს, საქართველოში პირველად FIABCI-Georgia-სა და Property Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 გაიმართა.
მათ, ვისაც ხარისხიანი ლუდიც უყვართ და მისი თანხლებით გართობაც, წინ ორდღიანი დღესასწაული ელის. 27-28 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის ფესტივალი გაიმართება, სადაც მრავალფეროვან გასართობ აქტივობებსა და ცოცხალ მუსიკასაც შემოგთავაზებენ.







































































