ეზოიანი რესტორნები თბილისში: საუკეთესო ადგილები ზაფხულის სეზონისთვის
ზაფხულის სიცხეების დადგომასთან ერთად სულ მეტი ადამიანი დგება გამოწვევის წინაშე — იპოვოს კომფორტული ადგილები ნაცნობ-მეგობრებთან შესახვედრად..
ყველას არ აქვს ქალაქგარეთ გასვლის საშუალება, ამიტომ თბილისსა და შემოგარენში ეძებს მყუდრო და გრილ სივრცეებს, ამ უკანასკნელთა პოვნა კი თბილისური სიცხეების გათვალისწინებით ყოველთვის მარტივი არ არის.
ეზოიანი რესტორნები, სადაც შეგიძლიათ დასხდეთ ღია ცის ქვეშ და სასიამოვნოდ გაატაროთ დრო, ამ პრობლემის იდეალური გადაწყვეტაა. რესტორნების ქსელი “წისქვილი” სტუმრებს გამორჩეული სივრცეების არჩევანს სთავაზობს - როგორც ინტერიერით, ღია სივრცეებით, გამწვანებით, ხეებით, ბუნებრივი რელიეფებითა და ზოგ შემთხვევაში ადგილზე ბუნებრივი ჩანჩქერითაც კი. სტუმრებს შეუძლიათ ადვილად იპოვონ მათთვის სასურველი ეზო, ტერასა თუ ნახევრად ღია სივრცე, არჩევანი დიდია.
საუკეთესო ეზოიანი რესტორნები თბილისში “წისქვილი ჯგუფისგან”:
2002 წლიდან "წისქვილი" ქართველი თუ უცხოელი სტუმრების საყვარელი ადგილია. ყველა სივრცეს თავისი ინდივიდუალური ხასიათი, არქიტექტურა და სტილი აქვს. განსხვავებული კონცეფციები კი საშუალებას იძლევა აარჩიოთ სწორედ ის სივრცე, რომელიც თქვენს საჭიროებებს ყველაზე უკეთ შეეფერება.
ეთნო წისქვილი
უკვე ორი ათეული წელია “წისქვილი ჯგუფის” ყველაზე ცნობილი რესტორანი, ერთნაირად ხიბლავს როგორც ქართველ, ისე ჩვენი ქვეყნის კულტურისა და სამზარეულოს გასაცნობად ჩამოსულ სტუმრებს.
რესტორანი ეთნო წისქვილის სივრცე ერთგვარი რესტორანი - მუზეუმია, სადაც ისტორიულ ქართულ არქიტექტურას, მდიდარი კულტურა და ავთენტური ქართული სამზარეულო (საუკეთესო ღვინის თანხლებით) ერთმანეთს ერწყმის. რესტორანი სტუმრებს სთავაზობს გასართობ პროგრამასაც, რომელიც ქართულ ცეკვასა და ფოლკლორს აერთიანებს, და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ქმნის.
ეთნო წისქვილში შესვლისთანავე, უკან იტოვებთ ქუჩის ხმაურსა და ქალაქის ქაოსს. ქვის შენობებში განთავსებული სხვადასხვა სივრცეები ერთმანეთს ქვის ბილიკებით უერთდება, ტერიტორიის უდიდესი ნაწილი კი გამწვანებულია, რაც ბევრ ჩრდილს და სუფთა ჰაერს უზრუნველყოფს. სივრცის უნიკალური ელემენტია ბუნებრივი ჩანჩქერი, რომელიც გარემოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. Რაც მთავარია, ეთნო წისქვილი განთავსებულია მტკვრის სანაპიროზე და როგორც ვერანდიდან, ისე შიდა სივრციდან, საოცარი ხედები იშლება.
ლუდის მოედანი
ეთნო წისქვილი უნიკალური გასტრო-კომპლექსის მხოლოდ ერთი ნაწილია. კომპლექსი რამდენიმე სხვადასხვა ფორმატის რესტორანს აერთიანებს, რომელთაგან ერთ-ერთი ლუდის მოედანია.
მოედანი გარშემორტყმულია ძველებური აგურის კედლებით, ხოლო წინა ღია მხარე კი კომპლექსის გამწვანებულ ეზოზე გადის. აქაური ატმოსფერო არაფორმალური და უშუალოა.
აღსანიშნავია რომ მოედანი გადახურულია, რაც ნიშნავს რომ სტუმარს არ სჭირდება ტერიტორიის შეცვლა თუ წვიმა წამოვიდა.
ღვინის ეზო
ბელიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ კომპლექსში იპოვით მესამე რესტორანსაც - ღვინის ეზოს.
რესტორანი ნახევრად-ღია სივრცეშია მოთავსებული და ისტორიულ თბილისური არქიტექტურული ელემენტებითაა გაფორმებული.
რესტორანი სტუმრებს ავთენტურ ქართულ სამზარეულოს, მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ პროგრამებს და მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობს.
ღვინის ეზო გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებას. ფანჩატურს, სადაც რესტორანია განთავსებული, მარტივად იცნობთ მისი მრგვალი თაღოვანი შესასვლელით, რომელიც ყვავილებითაა მორთული და მინის ხიდით არის გადასასვლელი.
წისქვილი ვაკეში
თუ გჭირდება ღია სივრცე ქალაქის ცენტრში - წისქვილი ვაკეში საუკეთესო გამოსავალია.
რესტორანი კარგი არჩევანია მათთვის ვინც ტერიტორიულად მარტივად მისადგომ სივრცეს ეძებს. ის ქალაქის ცენტრთან ახლოს, ბაგებში მდებარეობს. მიუხედავად ცენტრალური ლოკაციისა, აქვს გამწვანებული და კომფორტული ღია სივრცე, სადაც სტუმრებს აქვთ საშუალება დააგემოვნონ წისქვილის ცნობილი სამზარეულო.
წისქვილი ტერასა
“წისქვილი ჯგუფის” უახლესი რესტორანი ზ.გამსახურდიას სანაპიროზე, 80 ნომერში მდებარეობს.
წისქვილი ტერასა ორ გამორჩეულ სივრცეს მატებს თბილისს. ერთი არის მცირე ვიტრაჟული დარბაზი, ხოლო მეორე კი დიდი სრულიად ღია გამწვანებული ტერასა. ორივე სივრცე თბილისის საუკეთესო ხედებზე იშლება. ღია ტერასა ითავსებს საზაფხულო ბარსა და სცენას.

ტერასის სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ როგორც უკვე კარგად ნაცნობი კერძები, რომლებიც წისქვილის რესტორნების სავიზიტო ბარათია, ისე შეფის საავტორო და სეზონური კერძები. რესტორანი ღია სამზარეულოს პრინციპითაა მოწყობილი, სადაც კერძები სტუმრების წინ მზადდება.
წისქვილი წყნეთში
მათ, ვისაც სურს ქალაქისგან დაისვენონ, საუკეთესო ეზოიანი რესტორნების საპოვნელად სულაც არ სჭირდებათ თბილისიდან შორს წავიდნენ - წისქვილი წყნეთში მათთვის იდეალური არჩევანია.

თბილისის გარეუბანში განთავსებული რესტორანი გარშემორტყმულია ტყით, რომელიც ყველა სეზონზე ულამაზესია და საშუალებას გაძლევთ გრილ და მწვანე გარემოში დააგემოვნოთ ნამდვილი ქართული სამზარეულო, გრილის და ღუმელის კერძები. ოჯახური, მყუდრო გარემო, ბუნებაში ჩაფლული ტერასა, გამორჩეული გემოები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და ცოცხალი მუსიკა უზრუნველყოფს საუკეთესო განწყობას, წისქვილის გუნდი კი გამორჩეულ მასპინძლობას გაგიწევთ.
წისქვილი მცხეთაში
თუ გული ქალაქგარეთ მიგიწევს და გინდა თბილისს ერთი დღით მაინც გასცდეთ, ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ წისქვილი მცხეთაში.
თბილისის ცენტრიდან მანქანით მგზავრობას დაახლოებით 20-30 წუთი დასჭირდება. რესტორანს რამდენიმე ღია სივრცე აქვს ორივე სართულზე, რომელიც მტკვრის სანაპიროს და ჯვარს გადასცქერის.

ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს, რომლებსაც სურთ ქალაქგარეთ გასვლისას დამატებით გაერთონ, შეუძლიათ შეფ-მზარეულებთან ერთად მრავალფეროვან მასტერკლასებში ჩაერთონ გასტრონომიული ტრადიციებისა და კულტურის გასაცნობად, ტურით ეწვიონ საკოლექციო ღვინის მარანს, და ხედების ფონზე მტკვარზე კატერით გაისეირნონ (5 ადამიანამდე მგზავრობის ღირებულება 50 ლარია, ხანგრძლივობა - 30 წუთი).
რა შევუკვეთოთ წისქვილში სტუმრობისას?
“წისქვილი ჯგუფი” უკვე 20 წელზე მეტია მომხმარებელს ტრადიციული და საავტორო ქართული კერძების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
მენიუში იპოვით ისეთ ტრადიციულ ქართულ კერძებს, როგორიცაა: ხინკალი, ქაბაბი, მწვადი, ფხალი, რეგიონული სამზარეულოდან — სვანური ფეტვიანი ჭვიშტარი, მეგრული კვერი, ხოლო შეფის საავტორო კერძებიდან — ხრაშუნა ხის სოკოს სალათა, ნადუღის სალათა კუსკუსით, იხვის მკერდი ელარჯით და ა.შ. — კერძებს, რომლებსაც სხვაგან ვერ გასინჯავთ.
გვესტუმრე “წისქვილი ჯგუფის” მწვანე სივრცეებში და დაისვენე ზაფხულის ცხელ დღეებში საყვარელ ადამიანებთან ერთად.
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





