საუკეთესო ქართული რესტორნები თბილისში
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გასტრონომიულ ადგილად ითვლება. დედაქალაქი თბილისი საუკუნეების განმავლობაში სავაჭრო და კულტურული ცენტრი იყო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მდიდარი და მრავალფეროვანი კულინარიული ტრადიციების ჩამოყალიბებას. ქვეყნის სამზარეულოში ერთმანეთს ერწყმის აღმოსავლური და დასავლური შტრიხები, რამაც საუკუნეების განმავლობაში გემოებისა და არომატების უნიკალური პროფილი ჩამოაყალიბა.
დღეს საუკეთესო ქართული რესტორნები თბილისში გვთავაზობენ როგორც ავთენტურ ტრადიციულ გემოებს, ისე კერძების ახლებურ, სახასიათო ვარიანტებს, რომელიც ადგილობრივისა და მოგზაურისთვის ერთნაირად საინტერესოა. თანამედროვე სამზარეულოს განსაკუთრებულ ხასიათსა და გემოვნურ თავისებურებებს ნედლეულის მრავალფეროვნება, გამორჩეული სანელებლები და მომზადების საუკუნოვანი ტრადიციების ერთობლიობა ქმნის.
ქართული კულინარია ხორცის, ბოსტნეულის, ფქვილეულის, ყველისა თუ მწვანილების მრავალ სახეობას იყენებს. რეგიონული სამზარეულო ქვეყნის ერთი ბოლოდან ხშირად მკვეთრად განსხვავდება მეორისგან. შეფ-მზარეულების ოსტატობა განსაკუთრებით იმ თბილისის რესტორნებში ჩნდება, სადაც ყველა რეგიონული კერძი საერთო მაღალი სტანდარტის შესაბამისად მზადდება.
ქართული სუფრა სიუხვით გამოირჩევა. ისეთი კერძები, როგორიცაა ხინკალი, მწვადი, ხაჭაპური, ფხალი, ჩაქაფული და ა.შ. მისი განუყოფელი ნაწილია. ტრადიციული ქართული გასტრონომია მჭიდროდ უკავშირდება მეღვინეობას. საქართველო ღვინის სამშობლოდ ითვლება, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი კი 2013 წლიდან UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია. კერძის, ღვინისა და სტუმარმასპინძლობის ერთობლიობა დღემდე ქართული გასტრონომიული გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია.
“წისქვილი ჯგუფი“ 2002 წლიდან ცნობილია, როგორც ქართული არქიტექტურის, კულტურის, კულინარიისა და ფოლკლორის გაცნობის საუკეთესო ადგილი. ამას მოწმობს 24 წლის განმავლობაში არაერთი ჯილდო და აღიარება, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კონკურსებსა და დაჯილდოებებზე.
როგორ ავარჩიოთ ტრადიციული რესტორანი თბილისში?
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ისტორიული ატმოსფერო და გსურთ სტუმარს ქართული ფოლკლორიც გააცნოთ, „ეთნო წისქვილი“ საუკეთესო არჩევანია. “წისქვილი ჯგუფის” მთავარი გასტროკომპლექსი სტუმრებს საშუალებას აძლევს უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაშლილ რამდენიმე სპეციფიკური სივრციდან ყველაზე კომფორტული აირჩიონ. “ეთნო წისქვილი” კომპლექსის მთავარი რესტორანია ცოცხალი მუსიკით და ცეკვებით. თუმცა ამავე ტერიტორიაზეა უფრო კამერული და მშვიდი სივრცე “ღვინის ეზო”, რომელიც დროის უფრო მყუდროდ გატარების საშუალებას იძლევა. დიდი ჯგუფების განცალკევებისთვის კი იდეალურია “სანადიმო”.
თუ თანამედროვე ინტერიერი გირჩევნიათ და ქალაქის ხედებით დატკბობა გსურთ, უკეთესი არჩევანი იქნება „წისქვილი ტერასა“. ხოლო კოლეგებისა თუ მეგობრების წრეში არაფორმალური ვახშმისთვის იდეალურია “ლუდის მოედანი”, სადაც ტრადიციული ქართული კერძების პარალელურად, გრილისა და ლუდის დიდი მენიუ გელოდებათ.
„ეთნო წისქვილი“ - ტრადიციული გარემო და ფოლკლორული შოუ
„ეთნო წისქვილი“ თბილისში, ა. ბელიაშვილის ქუჩა N99-ში მდებარეობს. ეს “წისქვილი ჯგუფის” ყველაზე ძველი, ტრადიციული რესტორანია, სადაც მთავარი აქცენტი ქართული სამზარეულოს ტრადიციულ მუსიკასთან, ცეკვასა და ეთნოგრაფიულ გარემოსთან ავთენტურ შერწყმაზეა გაკეთებული.
ინტერიერსა და ექსტერიერში გვხვდება ძველებური ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალები - აგურის კედლები, ქვის თაღები, ხის აივნები და ა.შ. ბევრი ტურისტი “ეთნო წისქვილს” იცნობს როგორც რესტორანს ჩანჩქერით თბილისში. აღსანიშნავია, რომ ჩანჩქერი სრულად ბუნებრივია. 24 წლის წინ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებისას “წისქვილი ჯგუფმა” დიდი ძალისხმევა გასწია მისი სრულად პირვანდელი ფორმით შესანარჩუნებლად. დღეს ჩანჩქერი მთელი კომპლექსის სავიზიტო ბარათია.
“ეთნო წისქვილში” 20:00-დან 00:00 საათამდე ყოველდღე იმართება ცოცხალი მუსიკისა და ქართული ცეკვების პროგრამა. მენიუს ძირითადი ნაწილი ქართული სამზარეულოს კლასიკურ კერძებს უკავია: სხვადასხვა სახის ფხალი, ბადრიჯანი ნიგვზით, ხორცეული, ცომეული და ა.შ. ვიზიტორებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს წისქვილის მწვადი და ხაჭაპური.
რესტორანი მუშაობს 16:00-დან 01:00 საათამდე. სამზარეულო შეკვეთებს 23:00 საათამდე იღებს.
„წისქვილი ტერასა“ - თბილისის ხედები და თანამედროვე გასტრონომია
„წისქვილი ტერასა“ ზვიად გამსახურდიას სანაპირო N80-ში მდებარეობს. რესტორნის ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველი დეტალი 800 კვ.მ ფართობის ტერასაა. ტერასაზე განლაგებულია სცენა, ღია და დახურული ბარი, გარშემო კი თბილისის პანორამული ხედები იშლება.
ეს ადგილი პირველ რიგში მათთვისაა, ვინც ეძებს თანამედროვე რესტორანს ტერასით თბილისში, სადაც ტრადიციული და საერთაშორისო სამზარეულოს კერძებს ერთდროულად დააგემოვნებს.
“წისქვილი ტერასა” იდეალური ადგილია თბილ სეზონზე მეგობრებთან შესახვედრად, დაბადების დღეების აღსანიშნად ან რომანტიკული ვახშმისთვის. თუმცა რესტორანს დახურული სივრცეც აქვს, ამიტომ ვისაც გემრიელი კერძებისა და კოქტეილების დაგემოვნება სურს, ნებისმიერ დროს თავისუფლად შეუძლია ესტუმროს.
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით რესტორანი 13:00-დან 01:00 საათამდე მუშაობს, შაბათსა და კვირას კი 12:00-დან 01:00 საათამდე. სამზარეულო შეკვეთებს 23:00 საათამდე იღებს.
„ლუდის მოედანი“ - არაფორმალური გარემო ტრადიციული ელემენტებით
„ლუდის მოედანი“ დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართული რესტორანია თბილისში. ის ქართულ სამზარეულოს ევროპული პაბის ატმოსფეროს, გრილსა და ლუდის კულტურას უკავშირებს. ამჟამად თბილისში “ლუდის მოედნის” ორი რესტორანი ფუნქციონირებს. პირველად სივრცე ბელიაშვილის N99-ში მდებარე კომპლექსში გამოჩნდა. მაღალი პოპულარობის გამო 2026 წელს გაიხსნა იმავე კონცეფციის რესტორანი საბურთალოზე, ყაზბეგის 27-ში.
მენიუში მთავარი ადგილი გრილზე მომზადებულ კერძებს და ჩამოსასხმელ ევროპულ ლუდს უჭირავს. განსაკუთრებით მოთხოვნადია ტრადიციული მწვადი და ქაბაბი, მაგრამ ასევე ნეკნები, ფრთები, სტეიკი და სოსისები. თუმცა მენიუ ნაირგვარია და, სტუმრებს გრილის გარდა, ტრადიციული ქართული კერძების დიდ არჩევანსაც სთავაზობს.
ამ სივრცეს უფრო თავისუფალი, არაფორმალური ხასიათი აქვს. განსაკუთრებით მოსახერხებელია მეგობრებთან შეკრებისა და საღამოს ვახშმისთვის.
„სანადიმო“ - ქართული სუფრა საშუალო და დიდი ჯგუფებისთვის
„სანადიმო“ ბელიაშვილის N99 კომპლექსის ერთ-ერთი სივრცეა. დიდი გადახურული დარბაზი პირველ რიგში დიდ ჯგუფურ შეკრებებსა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზეა გათვლილი.
ინტერიერში უფრო დაბალანსებულია თანამედროვე დიზაინი და ისტორიული დეკორატიული ელემენტები. მენიუ ძირითადად რეგიონული ქართული სამზარეულოს გარშემოა აგებული: ფხალეული, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ხაჭაპური, სხვადასხვა ხორცეული და ა.შ.
„სანადიმო“ სტუმრებს 16:00-დან 01:00 საათამდე იღებს. სამზარეულო 23:00 საათამდეა ღია. ყოველდღე 20:00-დან 00:00 საათამდე იმართება ცოცხალი მუსიკისა და ქართული ცეკვების პროგრამა.
„ღვინის ეზო“ - კამერული გარემო ღვინის მოყვარულებისთვის
„ღვინის ეზო“ ბელიაშვილის გასტრო კომპლექსს 2019 წელს შეემატა. ეს ნახევრად ღია რესტორანია, რომელიც, როგორც სახელი მიგვანიშნებს, ძველი თბილისური ეზოს იმიტაციაა. ეზოში გაშლილ მაგიდებს გარშემო ძველებური აჟურული ხის აივნები არტყია, შიდა სივრცე კი ისტორიული თბილისური სახლის სტილშია მოწყობილი.
ამ სივრცის მენიუში განსაკუთრებით დიდი აქცენტი კეთდება ქართული ღვინისა და ტრადიციული კერძების ბუნებრივ შეწყვილებაზე. მენიუ ფრთხილად აბალანსებს უფრო მძიმე, ტანინებიანი ქვევრის ღვინისა და თანამედროვე, ევროპული წესით ჩამოსხმული ღვინის არჩევანს, რომელსაც ბევრი უფრო მსუბუქ აპეტაიზერებს უწყვილებს. რესტორანი მუშაობს 16:00-დან 01:00 საათამდე. სამზარეულო ღიაა 23:00 საათამდე.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
რომელ სივრცეში იმართება ქართული ცეკვებისა და სიმღერის შოუ?
“წისქვილი ჯგუფის” ყველაზე ცნობილი რესტორანი ცოცხალი მუსიკით და ცეკვებით „ეთნო წისქვილია“, სადაც ფოლკლორული პროგრამა ყოველდღე 20:00-დან 00:00 საათამდე იმართება. ამავე საათებში მუსიკალურ-ქორეოგრაფიული პროგრამა იმართება „სანადიმოშიც“ და “ღვინის ეზოშიც”.
რა კერძები უნდა დააგემოვნოთ „წისქვილის“ რესტორნებში?
წისქვილის რესტორნები ცნობილია როგორც თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ხინკლისა და მწვადის ადგილი. თუმცა ქსელის ყველა რესტორანი სტუმრებს მდიდარ მენიუს სთავაზობს. აუცილებლად დასაგემოვნებელ სიაში შევიყვანდით ტრადიციული სუფრის მთავარ კერძებს: იმერული და აჭარული ხაჭაპური, ფხალი, შქმერული, კუპატი, ხარჩო, ოსტრი და ა.შ.
ღირს თუ არა, ავირჩიოთ “წისქვილის” სივრცე ღია ტერასით?
„წისქვილი ტერასას“ დაახლოებით 800 კვ.მ ფართობის ტერასა აქვს, საიდანაც თბილისის ხედები იშლება. რესტორნის მენიუს დიდი ნაწილი საავტორო, თანამედროვე კერძებია, თუმცა სტუმრებს “წისქვილის” საფირმო ტრადიციული ქართული მენიუს დაგემოვნებაც შეუძლიათ.
აუცილებელია თუ არა მაგიდის წინასწარ დაჯავშნა?
წინასწარი ჯავშანი ყოველთვის აუცილებელი არ არის, თუმცა საღამოს საათებში, უქმეებზე, სადღესასწაულო დღეებსა და დიდი ჯგუფის შემთხვევაში რეკომენდებულია. თუ სტუმრისთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული ტერასა, დარბაზი ან მაგიდის მდებარეობა, სასურველია ამ დეტალის წინასწარ შეთანხმება.
ბოლო განახლება: 14/09/2026
სხვა სიახლეები
ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი“ არის პროექტი, რომელიც აცოცხლებს საქართველოს ისტორიას, ხელს უწყობს ქართული პროდუქციისა და კულტურის პოპულარიზაციას.
ნიგვზიანი ბადრიჯანი – ეს არის კერძი, რომელსაც საქართველოში ყველა სადღესასწაულო სუფრაზე თუ უბრალო ოჯახური შეკრებების დროს გაწყობილ მაგიდაზე ნახავთ.
ფხალის ასორტი გურმანებისთვის საყვარელი კერძია. "წისქვილში" დაგხვდებათ უგემრიელესი ეკალას, ჭარხლის, პრასის, მწვანე ლობიოსა და ისპანახის ფხალი.
ჩვენი შეფები ვაზის ფოთლის ტრადიციული ტოლმას ორიგინალური რეცეპტურის მკაცრი დაცვით ამზადებენ. კულინარიული გუნდი იყენებს მხოლოდ ახალ, ადგილობრივ პროდუქტს, რაც უდიდეს როლს თამაშობს კერძის ავთენტური ძველებური გემოს შენარჩუნებაში.
ქართული ჭაჭის დამზადების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და ქართული მეღვინეობის კულტურის განუყოფელი ნაწილია.
რომანტიკული ვახშმისთვის უმეტესად არჩევანს „წისქვილი ტერასაზე“ აკეთებენ, რომელიც ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე მდებარეობს. ის საერთო დარბაზის გარდა, აერთიანებს ვერანდასა და ვიტრაჟულ სივრცეებს.
„ეთნო წისქვილის“ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა მისი მუსიკალური პროგრამაა. ობიექტი სტუმრებს ყოველ დღე სთავაზობს არაჩვეულებრივ სანახაობას – ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნომრებს, რაც ქართულ კულტურასთანაც გაზიარებთ და სადღესასწაულო განწყობასაც კიდევ უფრო აამაღლებს.
ელარჯის მომზადება მოითხოვს არამხოლოდ ცოდნას, არამედ საკმაოდ დიდ ფიზიკურ ძალასაც, რადგან ის საჭიროებს მუდმივ მორევას. მასის გასქელებასა და გამკვრივებასთან ერთად კი ეს პროცესი სულ უფრო მეტად რთულდება
ფესტივალი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ისტორიულ და ტურისტულ ცენტრში, გორგასლის მოედანზე გაიმართება.
ჩაქაფული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სეზონური ქართული კერძია. კლასიკური რეცეპტი მოითხოვს ბატკნის ან ხბოს ხორცს, დიდი რაოდენობით ახალ ტარხუნას, მწვანე ტყემალსა და ხარისხიან თეთრ ღვინოს.
საბურთალოს “ლუდის მოედანის” მენიუში სტუმრებს ტრადიციული ქართული სამზარეულოც დახვდება, მათ შორის: ქალაქური, მთიულური, ყველისა და სოკოს ხინკალი.
ტრადიციული სააღდგომო კერძების მომზადება დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, რომელიც შესაძლოა ბევრს არ ჰქონდეს. ის ხალხი, ვინც სადღესასწაულო პერიოდში სუფრას საკმარის დროს ვერ უთმობს, ამჯობინებს კერძები რესტორანს შეუკვეთოს.
ქართული ყველი ისე შევარჩიეთ, რომ სახეობების დაწყვილებისას გემოების ბალანსი სწორად ყოფილიყო დაცული და არ შექმნილიყო არასასიამოვნო კონტრასტი.
თუ ცხოვრობთ თბილისში ან ხართ ტურისტი, რომელიც მოგზაურობას დედაქალაქიდან იწყებს, მაშინ გაგიმართლათ – საუკეთესო ხინკლის საპოვნელად შორს წასვლა არ მოგიწევთ. მას თბილისიდან სულ რაღაც ნახევარი საათის სავალ გზაზე მცხეთაში იპოვით.
მიტანის სერვისისთვის უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ საქართველოს გასტრონომიული ბაზრისთვის სრულიად ახალი ტიპის სპეციალურ ალუმინის კონტეინერებს. ეს კონტეინერები საშუალებას გვაძლევს ხინკლის ტემპერატურა მინიმუმ 40, ზოგ შემთხვევაში კი 60 წუთამდეც შენარჩუნდეს.
სრულფასოვანი მეგრული ხარჩოს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ნიგოზია. განსხვავებით სხვა მსგავსი ნიგვზიანი კერძებისგან, ხარჩოს გემოში სწორედ ნიგოზი დომინირებს და არა ხორცი.
ქართველი გურმანები კარგად იცნობენ ადგილებს, სადაც თბილისში საუკეთესო ხინკლის დაგემოვნებაა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სწორედ „წისქვილია“. საქმე ისაა, რომ რესტორანი უკვე რამდენიმე ათეული წელია, ინარჩუნებს კერძების მაღალ ხარისხს და ქართული სამზარეულოს ავთენტიკურობას.
შქმერული რაჭული კერძია, რომელიც პირველად ამ რეგიონის ერთ-ერთ პატარა სოფელში – შქმერში მოამზადეს. სწორედ აქედან შეიძინა მან სახელიც.
შეწვის შემდეგ კუპატის გარსი ხრაშუნა უნდა იყოს, შიგთავსი კი – წვნიანი. ეს კონტრასტი ის ერთ-ერთი მახასიათებელია, რაც კერძს განსაკუთრებულს ხდის და სხვა კერძებისგან გამოარჩევს.
მწვადისა და თევზის მოყვარულებისთვის რესტორანი „წისქვილი“ განსაკუთრებული ადგილია, რადგან აქ დაგხვდებათ შამფურზე შემწვარი სხვადასხვა სახეობის თევზი.
ხაშლამა რესტორანში ახალი, ადგილობრივი საქონლის ხორცისგან და ტრადიციული წესით მზადდება. სწორედ ასე იქმნება გემო, რომელსაც დღეს მისი ერთგული სტუმრები მარტივად ცნობენ.
„წისქვილში“ ოსტრის მომზადების ტექნოლოგიას, ინგრედიენტების ხარისხს და, რაც ნამდვილი ოსტრისთვის მთავარია, მათ სწორ ბალანსს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ.
კარგი იმერული ხაჭაპურის მთავარი საიდუმლო ზუსტად ხარისხიან ინგრედიენტებშია, ხოლო საუკეთესო ხაჭაპურის კი ამ ინგრედიენტების სწორ ბალანსში.
არის კერძები, რომლებიც უბრალოდ გვანაყრებს და ენერგიით გვამარაგებს და არის კერძები, რომლებსაც დანაყრების გარდა, კომფორტის, სიმშვიდის, სიმყუდროვისა და სითბოს განცდა მოაქვს. სწორედ ასეთია ჩიხირთმა – ქართული წვნიანი, რომელიც მინიმალური ინგრედიენტების მიუხედავად, განსაკუთრებულად მდიდარი გემოთი და სიჯანსაღით გამოირჩევა.
სვანეთი ქართველებსა თუ ტურისტებს არამხოლოდ შთამბეჭდავი თოვლიანი მწვერვალებით, ხეობებით, ჩანჩქერებითა თუ ალპური მდელოებით ხიბლავს, არამედ მისი უნიკალური და თვითმყოფადი სამზარეულოთიც. ისევე როგორც მის ბუნებას, ყველა სვანურ კერძს, თავისი ხასიათი აქვს. მაგრამ მათ შორის უდავოდ გამორჩეულია კუბდარი – სვანური სამზარეულოს მეფედ აღიარებული კერძი, რომელსაც ქართული კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლის სტატუსიც კი აქვს მინიჭებული.
„წისქვილი ჯგუფმა“ თქვენთვის შექმნა განსაკუთრებული საახალწლო მენიუ, რომელში შესული კერძებითაც სრულყოფილი სუფრის გაწყობას შეძლებთ.
31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, წისქვილის ,,თეატრი’’ უმასპინძლებს ყველაზე კაშკაშა და მხიარულ წვეულებას, სადაც სტუმრებს დაუვიწყარი ემოციები და განსაკუთრებული ატმოსფერო ელოდებათ.
“ლუდის დღეები” უკვე ტრადიციულ დღესასწაულად იქცა წისქვილისთვის და მისი სტუმრებისთვის. ლუდის მოედანი ღონისძიებაზე უკვე მესამე წელია მასპინძლობს სტუმრებს.
მათ, ვისაც სვეტიცხოვლობის აღნიშვნა განსაკუთრებულ ატმოსფეროში, ქალაქგარეთ დასვენება და მშვენიერი ხედების ფონზე უგემრიელესი კერძების მირთმევა სურდათ მცხეთის წისქვილში ვუმასპინძლეთ.
თუკი საღამოს სასიამოვნოდ და სახალისოდ გატარება გსურს ლუდის მოედანს ლუდის დღეებზე აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
არ გამოტოვოთ დაუვიწყარი დღეები „წისქვილში“, ,,ლუდის მოედანზე!”
ბოლო ათწლეულის მანძილზე „წისქვილი ჯგუფმა“ მრავალჯერ მოიპოვა გამარჯვება სხვა და სხვა ნომინაციაში, რაც მიუთითებს მის მნიშვნელოვან წვლილზე საქართველოს ტურიზმის დარგის განვითარებასა და წარმატებაში.
სტუმრები თავად ჩაერთნენ სხვა და სხვა აქტივობებში და ტრადიციული კერძების მომზადებაში. თითოეულმა მათგანმა მიიღო მონაწილეობა ხინკლის მოხვევის, ჩურჩხელების ამოვლების, ყურძნის დაწურვის და ჭაჭის გამოხდის მასტერკლასებში.
ღონისძიებაზე მოსული სტუმრები შეძლებენ თავად ჩაერთონ ტრადიციული კერძების მომზადებაში. მათ საშუალება ექნება მიიღონ მონაწილეობა მასტერკლასებში - ხინკლის მოხვევა, ჩურჩხელების ამოვლება, ყურძნის დაწურვა, ჭაჭის გამოხდა-დეგუსტაცია და სხვა.
ეთნო წისქვილი – რესტორანი, რომელიც უკვე წლებია ამტკიცებს, უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პრიზით, რომ საუკეთესო ქართული რესტორანია საქართველოში.
ძველ თბილისში, გორგასლის მოედანზე, იქ სადაც საუკუნეების წინ თბილისის მთავარი სავაჭრო ცენტრი მდებარეობდა, „ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი” ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები და ავთენტური ქართული ღვინო.
31 მაისსა და 1 ივნისს, ძველ თბილისში, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრში – გორგასლის მოედანზე, გაიმართება „ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი“, რომლის ორგანიზატორები არიან „წისქვილი ჯგუფი“ და „მეიდან ჯგუფი“.
ქართული სამზარეულო მდიდარია კერძებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ლობიანს უკავია- კერძს, რომელმაც საინტერესო ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს ქართული კულინარიული ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.
თბილისში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, 2002 წელს გაჩნდა რესტორანი, რომელმაც სრულიად შეცვალა წარმოდგენა ქართულ სარესტორნო სივრცეზე.
ქორწილის დაგეგმვა ერთდროულად სასიხარულო და თან სტრესული პროცესია. ამ დღეს ყველაფერი იდეალური უნდა იყოს - გარემო, განწყობა, კერძები. სწორედ ამიტომ გვანდობენ წყვილები ამ გამორჩეული დღის ორგანიზებას.
საუკუნეების განმავლობაში ქართული სუფრა გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სადილი ან ვახშამი. ეს ერთგვარი ტრადიცია, სადაც ოჯახის წევრები და მეგობრები იკრიბებიან, დიდი მაგიდის გარშემო შემოსხდებიან , გემრიელ ტრადიციულ კერძებს მიირთმევენ, ბავშვობის ისტორიებს იხსენებენ და მრავალჟამიერსაც იმღერებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქაბაბის დაგემოვნებას ბევრ რესტორანში შეძლებთ, ხარისხიანი კერძის მოძებნა ხშირად გამოწვევაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხორცის ხარისხი, მომზადების მეთოდი და ინგრედიენტების შერჩევა გადამწყვეტ როლს თამაშობს.
გემრიელად მომზადებული გრილის კერძები და ქართული ავთენტური გემოები, გერმანული, ავსტრიული, ჰოლანდიური და ჩეხური ლუდის ფართო არჩევანი, უმაღლესი ხარისხის სერვისი, გამორჩეული გარემო და ცოცხალი მუსიკა.
მათ, ვისაც სურდა სვეტიცხოვლობის აღნიშვნა და ქალაქგარეთ დასვენება, შესანიშნავი გარემო, განწყობა და უგემრიელესი კერძები დავახვედრეთ მცხეთის „წისქვილში“.
თუკი მყუდრო ატმოსფეროსა და მაღალი ხარისხის სამზარეულოს ეძებთ, მაშინ ლუდის მოედანს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
არ გამოტოვოთ ორდღიანი ლუდის დღესასწაული!
სტუმრებმა დაუვიწყარი დღეები გაატარეს შემოდგომის ნობათით და უგემრიელესი კერძებით სავსე ეზოში, სადაც ქართული სტუმართმოყვარეობა და საუკეთესო განწყობა ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, თავისი მრავალფეროვნებითა და სიღრმით გამოირჩევა, რომლის მთავარ კომპონენტებს ტრადიციული ცეკვა და სიმღერა წარმოადგენს.
საქართველო ცნობილია როგორც ღვინის წარმოშობის ადგილი. არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიაზე ღვინის წარმოება დაახლოებით 8000 წლის წინ დაიწყო. ეს ფაქტი მეღვინეობის ისტორიაში ქვეყანას განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს.
თუ თბილისში საუკეთესო აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნება გსურთ, "წისქვილის" რესტორნებს უნდა ეწვიოთ. "წისქვილის" აჭარული ხაჭაპური გამოირჩევა რამდენიმე განსაკუთრებული მახასიათებლით, რომელთა ერთობლიობაც კერძის მაქსიმალურად ავთენტურ ვე
თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ რა ნახოთ თბილისში და სად გამოცადოთ ქართული სტუმარ-მასპინძლობა, გეტყვით, რომ საქართველოს დედაქალაქი, ისტორიული და კულტურული ძეგლებით მდიდარი ადგილია, სადაც ავთენტური ქართული კულინარიული გამოცდილების მისაღებად აუცილებლად ,,წისქვილი ჯგუფის” რესტორნებს უნდა ესტუმროთ.
ამ დღის აღსანიშნავად რესტორნის ეზო განსაკუთრებულად მოეწყო სტუმრებისთვის ულამაზესი დეკორაციებით, თითოეული კუთხე ფოტოგადაღებისთვის იდეალურად იყო მომზადებული, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო მომხიბვლელ და დასამახსოვრებელ ატმოსფეროს სძენდა.
ქართული სამზარეულო გამოირჩევა თავისი მდიდარი ისტორიითა და უნიკალური გემოებით. ქართული სუფრის ყველაზე ცნობილი კერძები ასახავს ერის კულტურას, ტრადიციებს და ცხოვრების წესს. თითოეული კერძის უკან დგას ისტორია, რომელიც მჭიდრო კავშირშია ქართული კულტურის სხვადასხვა ასპექტთან - დაწყებული რელიგიური დღესასწაულებით, დამთავრებული ყოველდღიური ცხოვრების წეს-ჩვეულებებით.
წვეულებები და კორპორაციული საღამოები მნიშვნელოვანი ღონისძიებებია ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც განსაკუთრებული ფორმით უნდა აღინიშნოს. იქნება ეს დაბადების დღე, იუბილე, ქორწილი, ნიშნობა თუ კორპორაციული ღონისძიება - ყველა მათგანი სრულყოფილ დაგეგმვას მოითხოვს, რათა სტუმრებმა დროის სასიამოვნოდ გატარება შეძლონ.
ზაფხულის სიცხეების დადგომასთან ერთად სულ მეტი ადამიანი დგება გამოწვევის წინაშე — იპოვოს კომფორტული ადგილები ნაცნობ-მეგობრებთან შესახვედრად..
„წისქვილი ჯგუფმა“ კიდევ ერთი ახალი რესტორანი – „წისქვილი ტერასა“ გახსნა, რომელიც სტუმრებს დღეიდან უმასპინძლებს. ის თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე, N80-ში მდებარეობს და წარმოადგენს „წისქვილის“ რიგით მე-8 რესტორანს.
თავდაპირველად „წისქვილი“ 100 სტუმარზე გათვლილ რესტორანს წარმოადგენდა, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე, 2002 წელს აშენდა. იმ დროს ამ ტერიტორიაზე ტრანსპორტიც კი არ დადიოდა, ამიტომ არავის სჯეროდა, რომ რამდენიმე წელიწადში ის ამ მასშტაბის კომპლექსად იქცეოდა. თავდაპირველად იყო „ეთნო წისქვილი“, რომელიც დღემდე უცვლელად ინარჩუნებს ნდობასა და ხარისხს, შედეგად კი, ურყევი პოზიცია უჭირავს ბაზარზე.
ქართული სუფრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კერძი მწვადია. მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის.
თუკი უწინ რესტორანსა და კაფეში წასვლა უფრო აქტუალური იყო და ამისათვის საკმარისი თავისუფალი დროც არსებობდა, დღეს ჩქარი და მეტად დაკავებული რეჟიმიდან გამომდინარე, ზოგჯერ მომხმარებლები კერძების სახლში გამოძახებას ამჯობინებენ.
ვეგეტარიანული და ვეგანური კერძები თბილისის რესტორნებში საკმაოდ დიდი არჩევანითაა წარმოდგენილი. “წისქვილი ჯგუფის” რესტორნებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ცივი წასახემსებლები, ისე ნოყიერი ცხელი კერძები და საკმაზები.
მთავარი იდეა, ქართული კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიის, ღვინის და გასტრონომიის უკეთ გაცნობა და პოპულარიზაციაა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.
საქართველო ერთ-ერთ უნიკალურ გასტრონომიულ ადგილადაა აღიარებული. დედაქალაქი თბილისი კი საუკუნეების განმავლობაში სავაჭრო და კულტურული ცენტრი იყო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მდიდარი და მრავალფეროვანი კულინარიული ტრადიციების ჩამოყალიბებას.
რესტორნებში შესაძლებელია ქალაქური, მთიულური, საქონლის ხორცისა და სხვა შიგთავსის რამდენიმე სახეობის ხინკლის შეკვეთა.
ოჯახთან ერთად რესტორანში გასვლა დროის ერთად გატარების, დასვენებისა და ახალი გემოების აღმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
უცხოელი სტუმრებისთვის, „წისქვილი“ -ს ყველა რესტორანი არის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილი თბილისსა თუ მის შემოგარენში.
„წისქვილის“ რესტორნების ქსელს ბოლო წლებში ქალაქგარეთ ახალი სივრცეები შეემატა: წყნეთი და მცხეთა.
ცოტამ თუ იცის, რომ „ეთნო-წისქვილს“ ხანგრძლივი, თანაც განვითარების ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ყველაფერი 2002 წელს დაიწყო, დღეს სხვადასხვა ობიექტებით დატვირთული ეს ქუჩა, იმ დროს არც ინფრასტრუქტურულად იყო გამართული და არც ნორმალური საავტომობილო გზით გამოირჩეოდა.
თუ მცხეთის ტურს დაგეგმავთ და გადაწყვეტთ, რომ ჩვენს რესტორანში დააგემოვნებინოთ ტურისტებს ქართული ტრადიციული სამზარეულო
ხინკალი, მწვადი, ქაბაბი და სხვა ქართული ტრადიციული კერძები,ასევე გრილის მენიუ– ასეთია ლუდის მოედნის კერძების მცირე ჩამონათვალი, რომლებსაც მზარეულები თქვენ თვალწინ, ღია გრილზე დაამზადებენ.
ახალი წელივით კაშკაშა, სანახაობრივი და პომპეზური — ასეთ 31 დეკემბერს გვპირდება წისქვილის თეატრი. მულტიფუნქციურმა სივრცემ, რომელმაც სტუმრების გაოცება უკვე არაერთხელ მოახერხა, ახალი წლის ღამისთვის განსაკუთრებული და შთამბეჭდავი შოუ-პროგრამა მოამზადა. Broadway Nigh
მაშ ასე, გაიცანით რესტორანი „წისქვილი“ და მისი 10 გამორჩეული კერძი, რომლებიც უნდა დააგემოვნოთ, თუკი გსურთ, ქართულ ავთენტურ გემოებს ეზიაროთ.
თუშური ხინკალი და კერძები გრილზე — სტუმრები სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მენიუს დაგემოვნებას შეძლებენ. ასევე, მათ დახვდებათ პრემიუმ ლუდის ფართო ასორტიმენტი
წისქვილი ჯგუფის „თეატრისა“ და რია ქებურიას სახელოვნებო სივრცე Ria Bid-ის კოლაბორაციის შედეგად, პირველი ლაივ აუქციონი გაიმართება, რომელსაც სრულიად განსხვავებული ფორმატი ექნება.
30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს რესტორან „წისქვილში“ მისულ სტუმრებს შემოდგომის განწყობა დახვდებათ. უგემრიელესი ნუგბარით სავსე ეზო, ნამდვილი ქართული კერძები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც „წისქვილი“ თბილისობას დამსწრე საზოგადოებას შესთავაზებს
ამ შაბათ-კვირას, 1-2 ივლისს, „ქართული კუთხეების ფესტივალზე“ სტუმრების წინაშე რაჭის წარმომადგენლები წარდგებიან, გააცნობენ მათ თავიანთი კუთხის კულტურასა და უნიკალურ სამზარეულოს.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ კიდევ ერთ გამორჩეულ რეგიონს, აჭარას უმასპინძლებს. აჭარის წარმომადგენლები სტუმრებს თავიანთ კულტურასა და სამზარეულოს წისქვილის ეზოში, 29 და 30 ივლისს წარუდგენენ.
მათ, ვინც Tbilisi Open Air-ისა და საყვარელ არტისტებთან შეხვედრისთვის ემზადება, ფესტივალზე კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ელის — ფესტივალს რესტორანი წისქვილი შეუერთდა.
წისქვილის ეზოში მოეწყობა მასტერკლასებიც და მსურველები მზარეულებთან ერთად გამორჩეულ მეგრულ კერძებს მოამზადებენ. სტუმრებს დახვდებათ გამოფენა-გაყიდვაც, სადაც შეძლებენ დაათვალიერონ და შეიძინონ სვანეთიდან ჩამოტანილი პროდუქცია და ქართული კომპანიების ადგილობრივი ნაწარმი.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ წისქვილის ეზოში გურიის დღეებით გაგრძელდება. გურიის წარმომადგენლები თავიანთ კუთხეს სტუმრებს 15 და 16 ივლისს წარუდგენენ.
შაბათ-კვირას, 10-11 ივნისს, წისქვილის ეზოში მისულ სტუმრებს ამჯერად კახეთის წარმომადგენლები უმასპინძლებენ, წარუდგენენ მათ თავიანთ ავთენტურ ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას და გაუმასპინძლდებიან კახური ღვინითა და კერძებით.
3-4 ივნისს, წისქვილის ეზოში სვანეთის დღეები მოეწყო. სტუმრებმა ორი დღის განმავლობაში დააგემოვნეს გამორჩეული სვანური კერძები, გაეცვნენ კუთხის ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას და მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან აქტივობებში.
3 და 4 ივნისს, წისქვილის ეზოს სტუმრები, „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ფარგლებში, ამჯერად სვანეთში იმოგზაურებენ, გაეცნობიან მის კულტურასა და დააგემოვნებენ სვანური სამზარეულოს გამორჩეულ გემოებს. სვანეთი, იმერეთის შემდეგ, მეორე კუთხეა, რომელსაც „წისქვილი ჯგუფი“ ქართველ და უცხოელ სტუმრებს წარუდგენს.
20-21 მაისს, წისქვილმა იმერეთს უმასპინძლა. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამორჩეული ფოლკლორული სიმღერებით, ქორეოგრაფიული ნომრებითა და კერძებით გაეცნოთ საქართველოს ეს კუთხე და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობაში.
20 მაისს, წისქვილის ეზოში „ქართული კუთხეების ფესტივალი“ იმერეთის დღეებით გაიხსნება და ქართველ და უცხოელ სტუმრებს იმერეთის ავთენტურ კულტურასა და გასტრონომიას გააცნობს.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ „წისქვილი ჯგუფის“ მორიგი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ქვეყნის კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას ისახავს.
The Show-ს 400-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო. წარმოდგენის პარალელურად მათ გაუმასპინძლდნენ ვახშმითაც, რომლისთვისაც კერძები „თეატრის“ ბრენდ შეფის, ალექს ნათაძის ხელმძღვანელობით სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა.
„წისქვილი ჯგუფმა“ ბელიაშვილის ქუჩაზე, ახალი კონცეფციის სივრცე – „თეატრი“ გახსნა. დარბაზი სცენისა და პავილიონისგან შედგება, რომელიც ყველანაირი სტილისა და ჟანრის ღონისძიებას უმასპინძლებს. ღონისძიებებზე დასწრების პარალელურად კი, სტუმრებს ვახშმითაც გაუმასპინძლდებიან.
27-28 ოქტომბერს რესტორანმა „წისქვილმა“ ლუდის მოედანზე ორდღიან ლუდის ფესტივალს უმასპინძლა. სტუმრებმა პრემიუმ ხარისხის ლუდი – გერმანული ვარშტაინერი და შოფერჰოფერი, ჰოლანდიური გროლში და ჩეხური პილსნერი დააგემოვნეს. ფესტივალის ფარგლებში, ისინი ნახევარ ფასად გაიყიდა.
28 ოქტომბერს, საქართველოში პირველად FIABCI-Georgia-სა და Property Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 გაიმართა.
მათ, ვისაც ხარისხიანი ლუდიც უყვართ და მისი თანხლებით გართობაც, წინ ორდღიანი დღესასწაული ელის. 27-28 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის ფესტივალი გაიმართება, სადაც მრავალფეროვან გასართობ აქტივობებსა და ცოცხალ მუსიკასაც შემოგთავაზებენ.





































.jpg.jpg.webp)





































.jpg.webp)
.jpg.webp)











.jpg.webp)




