სად მივირთვათ საუკეთესო აჭარული ხაჭაპური თბილისში
ზოგ ტრადიციულ ქართულ კერძს გამორჩეული ადგილი უჭირავს ჩვენს სამზარეულოში. ეს განპირობებულია არა იმდენად განსაკუთრებული გემოთი - ქართული ტრადიციული სამზარეულო როგორც ინგრედიენტების, ისე გემოების მრავალფეროვნებით გამოირჩევა - არამედ იმით, რომ ეს კერძები ბევრს გვიყვება ქართულ კულტურაზე, ცხოვრების წესსა და ისტორიაზე.
აჭარული ხაჭაპური სწორედ ამგვარი კერძია და, დამსახურებულად, ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი.
ზღვისპირა ტრადიციებით შთაგონებული კერძი
როგორც სახელი მიანიშნებს, აჭარული ხაჭაპურის ისტორია საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონს უკავშირდება. ზუსტად არავინ იცის ვინ და როდის შექმნა აჭარული ხაჭაპური, თუმცა გადმოცემით შემოგვრჩა რამდენიმე საინტერესო მითი.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, აჭარული ხაჭაპურის წარმოშობა ლაზებს უკავშირდება - ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც ისტორიულად შავი ზღვის სანაპიროზე სახლობდა და ძირითადად მეთევზეობით ირჩენდა თავს. პირველად სწორედ ლაზმა მეთევზემ გამოაცხო ნავის ფორმის ხაჭაპური. უნიკალური ფორმა კი პირდაპირ მისი ყოველდღიური საქმიანობით იყო შთაგონებული.
მეორე, არანაკლებ პოპულარული ვერსიით, პირველად ნავის ფორმის ხაჭაპური გამოაცხო მეთევზის ცოლმა - თავისი ქმრის სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად. მალე კი ეს ტრადიცია სხვა აჭარელმა დიასახლისებმაც აიტაცეს და მეთევზისა თუ მეზღვაურისთვის ზღვაში გასვლის წინ ნავის ფორმის ხაჭაპურის გამოცხობაც ტრადიცია გახდა.
აჭარული ხაჭაპურის ფორმის სიმბოლიზმში განსაკუთრებულ როლს თამაშობს კვერცხის გული. არსებობს ვერსია, რომ მას სარიტუალო დატვირთვა ჰქონდა და ზღვაში ,,ჩაწოლილი” მზის სიმბოლური გამოსახულება იყო. ხაჭაპურში კვერცხის გულის დამატება კი კარგი ამინდისა და მშვიდობიანი ნაოსნობის სიმბოლურ ნიშნად ითვლებოდა.
აჭარული ხაჭაპური დიდი ხანია გასცდა თავისი რეგიონის საზღვრებს. დღეს ის მთელი საქართველოს საყვარელი კერძია. დღეს საუკეთესო აჭარული ხაჭაპური თბილისშიც თავისუფლად შეგიძლიათ დააგემოვნოთ - მთავარია ისეთი რესტორანი აარჩიოთ, რომელიც ზედმიწევნით იცავს ტრადიციულ რეცეპტურას.
როგორ უნდა მივირთვათ აჭარული ხაჭაპური?
საინტერესოა, რომ აჭარული ხაჭაპურის ჭამის წესიც გამორჩეულია ქართულ სამზარეულოში. ტრადიციული კერძების უმეტესობა საზიაროა, აჭარული ხაჭაპური კი ითვლება, რომ ინდივიდუალური პორციით მზადდება (რა ზომისაც არ უნდა იყოს).
ყველაზე მთავარია ხაჭაპური მიირთვათ, სანამ ცხელია. გაცივებული აჭარული ხაჭაპური კარგავს თავის უნიკალურ გემოს და ტექსტურას (და შესაბამისი წესით მირთმევაც ბევრად რთულდება).
ხაჭაპურის მაგიდაზე მორთმევისთანავე, კარგად გადაურიეთ კვერცხი, ყველი და კარაქი. კარაქი, რომელიც ცხელ ყველში დნება, კვერცხთან ერთად ქმნის კრემისებრ მასას. ეს აჭარული ხაჭაპურის მთავარი მახასიათებელია.
ტრადიციულად, აჭარული ხაჭაპური ხელით მიირთმევა. უნდა მოატეხოთ ხრაშუნა კიდე, ამოუსვათ ყველისა და კვერცხის მასაში და მიირთვათ. შემდეგ კიდევ და კიდევ, ისე რომ თანდათან მიუახლოვდეთ ცენტრს. დასასრულს, უნდა დარჩეს მხოლოდ ცენტრის ძირი, რომელიც შეგიძლიათ გადაახვიოთ და ისე მიირთვათ. თუმცა, ხინკლისგან განსხვავებით, დღეს უკვე სრულად მიღებულია აჭარული ხაჭაპურისთვის დანა-ჩანგლის გამოყენება.

რა სასმელი უხდება აჭარულ ხაჭაპურს?
აჭარული ხაჭაპურის შიგთავსი ცხიმიანი ყველისგან მზადდება. კვერცხის გულთან და კარაქთან კომბინაციაში ეს განსაკუთრებით ნოყიერ კერძს ქმნის, ამიტომ სასმლის შერჩევისას უმჯობესია ისეთი ვარიანტი ავარჩიოთ, რომელიც გემოს სიმძაფრეს დააბალანსებს, მაგრამ არ გადაფარავს.
დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია ცივი მსუბუქი ლუდი. ზომიერი სიმწარე ცხიმიან კერძს კარგად ეწყობა. “წისქვილი ჯგუფის” „ლუდის მოედნის“ კონცეფციის ორივე რესტორანი, საბურთალოზე და დიღომში, გთავაზობთ მსგავსი კომბინაციების დაგემოვნების საშუალებას.
უალკოჰოლო სასმელებიდან კი აჭარულ ხაჭაპურს ტრადიციულად ქართულ ლიმონათს უწყვილებენ. ლიმონათი ზომიერად ტკბილია, მაგრამ ყველის გემოს არ თრგუნავს, ხოლო მსუბუქი გაზი კი კარგად აბალანსებს მის სიმძიმეს.
ტრადიციული ღვინის დაწყვილება აჭარულ ხაჭაპურთან არ გვაქვს. უმეტეს შემთხვევაში ყველა თავისი პირადი გემოვნებით ხელმძღვანელობს. ტრადიციული ყველისა და ღვინის დაწყვილების წესებით თუ ვიხელმძღვანელებთ, საუკეთესო არჩევანი იქნება მშრალი თეთრი ღვინო, ზომიერი მჟავიანობით. მაგალითად, ქისი ან ქვევრის რქაწითელი კარგად კვეთს ყველისა და კარაქის ინტენსიურ გემოს. იმავე წესებით, ითვლება, რომ წითელი ღვინო კარგი არჩევანი არაა, რადგან ძლიერი ტანინები ყველს მეტალისებრ გემოს აძლევს. მაგრამ ყველაფერი გემოვნებაზეა დამოკიდებული - ბევრი სწორედ ტრადიციული ქვევრის საფერავს ირჩევს.
რა გამოარჩევს "წისქვილის" აჭარულ ხაჭაპურს?
თუ თბილისში საუკეთესო აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნება გსურთ, "წისქვილის" რესტორნებს უნდა ეწვიოთ. "წისქვილის" აჭარული ხაჭაპური გამოირჩევა რამდენიმე განსაკუთრებული მახასიათებლით, რომელთა ერთობლიობაც კერძის მაქსიმალურად ავთენტურ ვერსიას ქმნის.
პირველ რიგში, ეს არის ყველი. “წისქვილი ჯგუფის” აჭარულ ხაჭაპურში მხოლოდ 100%-ით ნატურალური, სოფლის ყველი გამოიყენება. სულგუნისა და იმერული ყველის კომბინაცია კი ხაჭაპურის შიგთავსის გემოსა და კრემისებრი სტრუქტურის განსაკუთრებულ ბალანსს ქმნის.
მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია ცომი. “წისქვილის” რესტორნებში ცომი ბრენდ-შეფის სპეციალური რეცეპტით მზადდება. ის საკმარისად თხელია იმისთვის, რომ ხრაშუნა იყოს, მაგრამ ამავდროულად საკმარისად მყარი, რომ შიგთავსი შეინარჩუნოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც კერძის ტრადიციულ ვერსიას ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური ურჩევნია. “წისქვილის” ცომი თხელი კიდეებითაც კი უპრობლემოდ ინარჩუნებს ფორმას. ჩვენთან ასევე შეგიძლიათ სურვილისამებრ შეაზავოთ შიგთავსი - მაგალითად, შეუკვეთოთ აჭარული ხაჭაპური კვერცხის ან კარაქის გარეშე.
"წისქვილის" რესტორნები ცნობილია არა მხოლოდ კერძებით, არამედ ატმოსფეროთიც. ტრადიციული ქართული არქიტექტურის ელემენტები და მაღალი ხარისხის მომსახურება, სადაც მომხმარებელი თავს ქართული სტუმართმოყვარეობის ცენტრში გრძნობს. შესაბამისად, ეს კომბინაცია - საუკეთესო აჭარული ხაჭაპური და ტრადიციული ელემენტებით გაფორმებული გარემო - ჩვენს რესტორნებს იდეალურ ადგილად აქცევს როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის.
ხშირად დასმული კითხვები აჭარულ ხაჭაპურზე (FAQ)
რა განსხვავებაა კლასიკურ და ცომგამოცლილ აჭარულ ხაჭაპურს შორის?
ცომგამოცლილ ვერსიაში ტრადიციული ნავის ფორმა ნაწილობრივ ცხვება, შემდეგ კედლებიდან ცომის ნაწილი ცილდება, შემდეგ ივსება შიგთავისთ და დამატებით ცხვება. ეს ვარიანტი შედარებით უფრო მსუბუქია და ყველის გემო კიდევ უფრო დომინირებს.
თუ შეიძლება აჭარული ხაჭაპურის კვერცხის გარეშე შეკვეთა?
მართალია კვერცხის გული კლასიკურ რეცეპტში ერთ-ერთი აუცილებელი ინგრედიენტია, მაგრამ შეკვეთისას წინასწარ გაფრთხილების შემთხვევაში მის გარეშე მოგართმევენ. რადგან კვერცხის გული ერთ-ერთი ბოლო ინგრედიენტია, რომელიც ხაჭაპურს ემატება, კერძის მის გარეშე მომზადება პრობლემას არ წარმოადგენს.
რომელ “წისქვილის” რესტორნებში შეიძლება მივირთვათ აჭარული ხაჭაპური თბილისში?
აჭარული ხაჭაპური „წისქვილის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია და მისი მირთმევა ქსელის ყველა რესტორანში შეგიძლიათ. სტუმრებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბელიაშვილის ქუჩაზე „ეთნო-წისქვილი“, „ლუდის მოედნის“ რესტორნები საბურთალოსა და დიღომში და „წისქვილი ტერასა“, სადაც ტრადიციული ქართული კერძების პარალელურად საინტერესო საავტორო მენიუს დაგემოვნებაცაა შესაძლებელი.
ბოლო განახლება: 15/09/2026
სხვა სიახლეები
ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი“ არის პროექტი, რომელიც აცოცხლებს საქართველოს ისტორიას, ხელს უწყობს ქართული პროდუქციისა და კულტურის პოპულარიზაციას.
ნიგვზიანი ბადრიჯანი – ეს არის კერძი, რომელსაც საქართველოში ყველა სადღესასწაულო სუფრაზე თუ უბრალო ოჯახური შეკრებების დროს გაწყობილ მაგიდაზე ნახავთ.
ფხალის ასორტი გურმანებისთვის საყვარელი კერძია. "წისქვილში" დაგხვდებათ უგემრიელესი ეკალას, ჭარხლის, პრასის, მწვანე ლობიოსა და ისპანახის ფხალი.
ჩვენი შეფები ვაზის ფოთლის ტრადიციული ტოლმას ორიგინალური რეცეპტურის მკაცრი დაცვით ამზადებენ. კულინარიული გუნდი იყენებს მხოლოდ ახალ, ადგილობრივ პროდუქტს, რაც უდიდეს როლს თამაშობს კერძის ავთენტური ძველებური გემოს შენარჩუნებაში.
ქართული ჭაჭის დამზადების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და ქართული მეღვინეობის კულტურის განუყოფელი ნაწილია.
რომანტიკული ვახშმისთვის უმეტესად არჩევანს „წისქვილი ტერასაზე“ აკეთებენ, რომელიც ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე მდებარეობს. ის საერთო დარბაზის გარდა, აერთიანებს ვერანდასა და ვიტრაჟულ სივრცეებს.
„ეთნო წისქვილის“ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა მისი მუსიკალური პროგრამაა. ობიექტი სტუმრებს ყოველ დღე სთავაზობს არაჩვეულებრივ სანახაობას – ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნომრებს, რაც ქართულ კულტურასთანაც გაზიარებთ და სადღესასწაულო განწყობასაც კიდევ უფრო აამაღლებს.
ელარჯის მომზადება მოითხოვს არამხოლოდ ცოდნას, არამედ საკმაოდ დიდ ფიზიკურ ძალასაც, რადგან ის საჭიროებს მუდმივ მორევას. მასის გასქელებასა და გამკვრივებასთან ერთად კი ეს პროცესი სულ უფრო მეტად რთულდება
ფესტივალი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ისტორიულ და ტურისტულ ცენტრში, გორგასლის მოედანზე გაიმართება.
ჩაქაფული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სეზონური ქართული კერძია. კლასიკური რეცეპტი მოითხოვს ბატკნის ან ხბოს ხორცს, დიდი რაოდენობით ახალ ტარხუნას, მწვანე ტყემალსა და ხარისხიან თეთრ ღვინოს.
საბურთალოს “ლუდის მოედანის” მენიუში სტუმრებს ტრადიციული ქართული სამზარეულოც დახვდება, მათ შორის: ქალაქური, მთიულური, ყველისა და სოკოს ხინკალი.
ტრადიციული სააღდგომო კერძების მომზადება დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, რომელიც შესაძლოა ბევრს არ ჰქონდეს. ის ხალხი, ვინც სადღესასწაულო პერიოდში სუფრას საკმარის დროს ვერ უთმობს, ამჯობინებს კერძები რესტორანს შეუკვეთოს.
ქართული ყველი ისე შევარჩიეთ, რომ სახეობების დაწყვილებისას გემოების ბალანსი სწორად ყოფილიყო დაცული და არ შექმნილიყო არასასიამოვნო კონტრასტი.
თუ ცხოვრობთ თბილისში ან ხართ ტურისტი, რომელიც მოგზაურობას დედაქალაქიდან იწყებს, მაშინ გაგიმართლათ – საუკეთესო ხინკლის საპოვნელად შორს წასვლა არ მოგიწევთ. მას თბილისიდან სულ რაღაც ნახევარი საათის სავალ გზაზე მცხეთაში იპოვით.
მიტანის სერვისისთვის უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ საქართველოს გასტრონომიული ბაზრისთვის სრულიად ახალი ტიპის სპეციალურ ალუმინის კონტეინერებს. ეს კონტეინერები საშუალებას გვაძლევს ხინკლის ტემპერატურა მინიმუმ 40, ზოგ შემთხვევაში კი 60 წუთამდეც შენარჩუნდეს.
სრულფასოვანი მეგრული ხარჩოს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი ნიგოზია. განსხვავებით სხვა მსგავსი ნიგვზიანი კერძებისგან, ხარჩოს გემოში სწორედ ნიგოზი დომინირებს და არა ხორცი.
ქართველი გურმანები კარგად იცნობენ ადგილებს, სადაც თბილისში საუკეთესო ხინკლის დაგემოვნებაა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სწორედ „წისქვილია“. საქმე ისაა, რომ რესტორანი უკვე რამდენიმე ათეული წელია, ინარჩუნებს კერძების მაღალ ხარისხს და ქართული სამზარეულოს ავთენტიკურობას.
შქმერული რაჭული კერძია, რომელიც პირველად ამ რეგიონის ერთ-ერთ პატარა სოფელში – შქმერში მოამზადეს. სწორედ აქედან შეიძინა მან სახელიც.
შეწვის შემდეგ კუპატის გარსი ხრაშუნა უნდა იყოს, შიგთავსი კი – წვნიანი. ეს კონტრასტი ის ერთ-ერთი მახასიათებელია, რაც კერძს განსაკუთრებულს ხდის და სხვა კერძებისგან გამოარჩევს.
მწვადისა და თევზის მოყვარულებისთვის რესტორანი „წისქვილი“ განსაკუთრებული ადგილია, რადგან აქ დაგხვდებათ შამფურზე შემწვარი სხვადასხვა სახეობის თევზი.
ხაშლამა რესტორანში ახალი, ადგილობრივი საქონლის ხორცისგან და ტრადიციული წესით მზადდება. სწორედ ასე იქმნება გემო, რომელსაც დღეს მისი ერთგული სტუმრები მარტივად ცნობენ.
„წისქვილში“ ოსტრის მომზადების ტექნოლოგიას, ინგრედიენტების ხარისხს და, რაც ნამდვილი ოსტრისთვის მთავარია, მათ სწორ ბალანსს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ.
კარგი იმერული ხაჭაპურის მთავარი საიდუმლო ზუსტად ხარისხიან ინგრედიენტებშია, ხოლო საუკეთესო ხაჭაპურის კი ამ ინგრედიენტების სწორ ბალანსში.
არის კერძები, რომლებიც უბრალოდ გვანაყრებს და ენერგიით გვამარაგებს და არის კერძები, რომლებსაც დანაყრების გარდა, კომფორტის, სიმშვიდის, სიმყუდროვისა და სითბოს განცდა მოაქვს. სწორედ ასეთია ჩიხირთმა – ქართული წვნიანი, რომელიც მინიმალური ინგრედიენტების მიუხედავად, განსაკუთრებულად მდიდარი გემოთი და სიჯანსაღით გამოირჩევა.
სვანეთი ქართველებსა თუ ტურისტებს არამხოლოდ შთამბეჭდავი თოვლიანი მწვერვალებით, ხეობებით, ჩანჩქერებითა თუ ალპური მდელოებით ხიბლავს, არამედ მისი უნიკალური და თვითმყოფადი სამზარეულოთიც. ისევე როგორც მის ბუნებას, ყველა სვანურ კერძს, თავისი ხასიათი აქვს. მაგრამ მათ შორის უდავოდ გამორჩეულია კუბდარი – სვანური სამზარეულოს მეფედ აღიარებული კერძი, რომელსაც ქართული კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლის სტატუსიც კი აქვს მინიჭებული.
„წისქვილი ჯგუფმა“ თქვენთვის შექმნა განსაკუთრებული საახალწლო მენიუ, რომელში შესული კერძებითაც სრულყოფილი სუფრის გაწყობას შეძლებთ.
31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, წისქვილის ,,თეატრი’’ უმასპინძლებს ყველაზე კაშკაშა და მხიარულ წვეულებას, სადაც სტუმრებს დაუვიწყარი ემოციები და განსაკუთრებული ატმოსფერო ელოდებათ.
“ლუდის დღეები” უკვე ტრადიციულ დღესასწაულად იქცა წისქვილისთვის და მისი სტუმრებისთვის. ლუდის მოედანი ღონისძიებაზე უკვე მესამე წელია მასპინძლობს სტუმრებს.
მათ, ვისაც სვეტიცხოვლობის აღნიშვნა განსაკუთრებულ ატმოსფეროში, ქალაქგარეთ დასვენება და მშვენიერი ხედების ფონზე უგემრიელესი კერძების მირთმევა სურდათ მცხეთის წისქვილში ვუმასპინძლეთ.
თუკი საღამოს სასიამოვნოდ და სახალისოდ გატარება გსურს ლუდის მოედანს ლუდის დღეებზე აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
არ გამოტოვოთ დაუვიწყარი დღეები „წისქვილში“, ,,ლუდის მოედანზე!”
ბოლო ათწლეულის მანძილზე „წისქვილი ჯგუფმა“ მრავალჯერ მოიპოვა გამარჯვება სხვა და სხვა ნომინაციაში, რაც მიუთითებს მის მნიშვნელოვან წვლილზე საქართველოს ტურიზმის დარგის განვითარებასა და წარმატებაში.
სტუმრები თავად ჩაერთნენ სხვა და სხვა აქტივობებში და ტრადიციული კერძების მომზადებაში. თითოეულმა მათგანმა მიიღო მონაწილეობა ხინკლის მოხვევის, ჩურჩხელების ამოვლების, ყურძნის დაწურვის და ჭაჭის გამოხდის მასტერკლასებში.
ღონისძიებაზე მოსული სტუმრები შეძლებენ თავად ჩაერთონ ტრადიციული კერძების მომზადებაში. მათ საშუალება ექნება მიიღონ მონაწილეობა მასტერკლასებში - ხინკლის მოხვევა, ჩურჩხელების ამოვლება, ყურძნის დაწურვა, ჭაჭის გამოხდა-დეგუსტაცია და სხვა.
ეთნო წისქვილი – რესტორანი, რომელიც უკვე წლებია ამტკიცებს, უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პრიზით, რომ საუკეთესო ქართული რესტორანია საქართველოში.
ძველ თბილისში, გორგასლის მოედანზე, იქ სადაც საუკუნეების წინ თბილისის მთავარი სავაჭრო ცენტრი მდებარეობდა, „ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი” ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები და ავთენტური ქართული ღვინო.
31 მაისსა და 1 ივნისს, ძველ თბილისში, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრში – გორგასლის მოედანზე, გაიმართება „ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი“, რომლის ორგანიზატორები არიან „წისქვილი ჯგუფი“ და „მეიდან ჯგუფი“.
ქართული სამზარეულო მდიდარია კერძებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ლობიანს უკავია- კერძს, რომელმაც საინტერესო ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს ქართული კულინარიული ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.
თბილისში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, 2002 წელს გაჩნდა რესტორანი, რომელმაც სრულიად შეცვალა წარმოდგენა ქართულ სარესტორნო სივრცეზე.
ქორწილის დაგეგმვა ერთდროულად სასიხარულო და თან სტრესული პროცესია. ამ დღეს ყველაფერი იდეალური უნდა იყოს - გარემო, განწყობა, კერძები. სწორედ ამიტომ გვანდობენ წყვილები ამ გამორჩეული დღის ორგანიზებას.
საუკუნეების განმავლობაში ქართული სუფრა გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სადილი ან ვახშამი. ეს ერთგვარი ტრადიცია, სადაც ოჯახის წევრები და მეგობრები იკრიბებიან, დიდი მაგიდის გარშემო შემოსხდებიან , გემრიელ ტრადიციულ კერძებს მიირთმევენ, ბავშვობის ისტორიებს იხსენებენ და მრავალჟამიერსაც იმღერებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქაბაბის დაგემოვნებას ბევრ რესტორანში შეძლებთ, ხარისხიანი კერძის მოძებნა ხშირად გამოწვევაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხორცის ხარისხი, მომზადების მეთოდი და ინგრედიენტების შერჩევა გადამწყვეტ როლს თამაშობს.
გემრიელად მომზადებული გრილის კერძები და ქართული ავთენტური გემოები, გერმანული, ავსტრიული, ჰოლანდიური და ჩეხური ლუდის ფართო არჩევანი, უმაღლესი ხარისხის სერვისი, გამორჩეული გარემო და ცოცხალი მუსიკა.
მათ, ვისაც სურდა სვეტიცხოვლობის აღნიშვნა და ქალაქგარეთ დასვენება, შესანიშნავი გარემო, განწყობა და უგემრიელესი კერძები დავახვედრეთ მცხეთის „წისქვილში“.
თუკი მყუდრო ატმოსფეროსა და მაღალი ხარისხის სამზარეულოს ეძებთ, მაშინ ლუდის მოედანს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
არ გამოტოვოთ ორდღიანი ლუდის დღესასწაული!
სტუმრებმა დაუვიწყარი დღეები გაატარეს შემოდგომის ნობათით და უგემრიელესი კერძებით სავსე ეზოში, სადაც ქართული სტუმართმოყვარეობა და საუკეთესო განწყობა ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, თავისი მრავალფეროვნებითა და სიღრმით გამოირჩევა, რომლის მთავარ კომპონენტებს ტრადიციული ცეკვა და სიმღერა წარმოადგენს.
საქართველო ცნობილია როგორც ღვინის წარმოშობის ადგილი. არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიაზე ღვინის წარმოება დაახლოებით 8000 წლის წინ დაიწყო. ეს ფაქტი მეღვინეობის ისტორიაში ქვეყანას განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს.
თუ თბილისში საუკეთესო აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნება გსურთ, "წისქვილის" რესტორნებს უნდა ეწვიოთ. "წისქვილის" აჭარული ხაჭაპური გამოირჩევა რამდენიმე განსაკუთრებული მახასიათებლით, რომელთა ერთობლიობაც კერძის მაქსიმალურად ავთენტურ ვე
თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ რა ნახოთ თბილისში და სად გამოცადოთ ქართული სტუმარ-მასპინძლობა, გეტყვით, რომ საქართველოს დედაქალაქი, ისტორიული და კულტურული ძეგლებით მდიდარი ადგილია, სადაც ავთენტური ქართული კულინარიული გამოცდილების მისაღებად აუცილებლად ,,წისქვილი ჯგუფის” რესტორნებს უნდა ესტუმროთ.
ამ დღის აღსანიშნავად რესტორნის ეზო განსაკუთრებულად მოეწყო სტუმრებისთვის ულამაზესი დეკორაციებით, თითოეული კუთხე ფოტოგადაღებისთვის იდეალურად იყო მომზადებული, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო მომხიბვლელ და დასამახსოვრებელ ატმოსფეროს სძენდა.
ქართული სამზარეულო გამოირჩევა თავისი მდიდარი ისტორიითა და უნიკალური გემოებით. ქართული სუფრის ყველაზე ცნობილი კერძები ასახავს ერის კულტურას, ტრადიციებს და ცხოვრების წესს. თითოეული კერძის უკან დგას ისტორია, რომელიც მჭიდრო კავშირშია ქართული კულტურის სხვადასხვა ასპექტთან - დაწყებული რელიგიური დღესასწაულებით, დამთავრებული ყოველდღიური ცხოვრების წეს-ჩვეულებებით.
წვეულებები და კორპორაციული საღამოები მნიშვნელოვანი ღონისძიებებია ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც განსაკუთრებული ფორმით უნდა აღინიშნოს. იქნება ეს დაბადების დღე, იუბილე, ქორწილი, ნიშნობა თუ კორპორაციული ღონისძიება - ყველა მათგანი სრულყოფილ დაგეგმვას მოითხოვს, რათა სტუმრებმა დროის სასიამოვნოდ გატარება შეძლონ.
ზაფხულის სიცხეების დადგომასთან ერთად სულ მეტი ადამიანი დგება გამოწვევის წინაშე — იპოვოს კომფორტული ადგილები ნაცნობ-მეგობრებთან შესახვედრად..
„წისქვილი ჯგუფმა“ კიდევ ერთი ახალი რესტორანი – „წისქვილი ტერასა“ გახსნა, რომელიც სტუმრებს დღეიდან უმასპინძლებს. ის თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე, N80-ში მდებარეობს და წარმოადგენს „წისქვილის“ რიგით მე-8 რესტორანს.
თავდაპირველად „წისქვილი“ 100 სტუმარზე გათვლილ რესტორანს წარმოადგენდა, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე, 2002 წელს აშენდა. იმ დროს ამ ტერიტორიაზე ტრანსპორტიც კი არ დადიოდა, ამიტომ არავის სჯეროდა, რომ რამდენიმე წელიწადში ის ამ მასშტაბის კომპლექსად იქცეოდა. თავდაპირველად იყო „ეთნო წისქვილი“, რომელიც დღემდე უცვლელად ინარჩუნებს ნდობასა და ხარისხს, შედეგად კი, ურყევი პოზიცია უჭირავს ბაზარზე.
ქართული სუფრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კერძი მწვადია. მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის.
თუკი უწინ რესტორანსა და კაფეში წასვლა უფრო აქტუალური იყო და ამისათვის საკმარისი თავისუფალი დროც არსებობდა, დღეს ჩქარი და მეტად დაკავებული რეჟიმიდან გამომდინარე, ზოგჯერ მომხმარებლები კერძების სახლში გამოძახებას ამჯობინებენ.
ვეგეტარიანული და ვეგანური კერძები თბილისის რესტორნებში საკმაოდ დიდი არჩევანითაა წარმოდგენილი. “წისქვილი ჯგუფის” რესტორნებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ცივი წასახემსებლები, ისე ნოყიერი ცხელი კერძები და საკმაზები.
მთავარი იდეა, ქართული კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიის, ღვინის და გასტრონომიის უკეთ გაცნობა და პოპულარიზაციაა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.
საქართველო ერთ-ერთ უნიკალურ გასტრონომიულ ადგილადაა აღიარებული. დედაქალაქი თბილისი კი საუკუნეების განმავლობაში სავაჭრო და კულტურული ცენტრი იყო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მდიდარი და მრავალფეროვანი კულინარიული ტრადიციების ჩამოყალიბებას.
რესტორნებში შესაძლებელია ქალაქური, მთიულური, საქონლის ხორცისა და სხვა შიგთავსის რამდენიმე სახეობის ხინკლის შეკვეთა.
ოჯახთან ერთად რესტორანში გასვლა დროის ერთად გატარების, დასვენებისა და ახალი გემოების აღმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
უცხოელი სტუმრებისთვის, „წისქვილი“ -ს ყველა რესტორანი არის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილი თბილისსა თუ მის შემოგარენში.
„წისქვილის“ რესტორნების ქსელს ბოლო წლებში ქალაქგარეთ ახალი სივრცეები შეემატა: წყნეთი და მცხეთა.
ცოტამ თუ იცის, რომ „ეთნო-წისქვილს“ ხანგრძლივი, თანაც განვითარების ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ყველაფერი 2002 წელს დაიწყო, დღეს სხვადასხვა ობიექტებით დატვირთული ეს ქუჩა, იმ დროს არც ინფრასტრუქტურულად იყო გამართული და არც ნორმალური საავტომობილო გზით გამოირჩეოდა.
თუ მცხეთის ტურს დაგეგმავთ და გადაწყვეტთ, რომ ჩვენს რესტორანში დააგემოვნებინოთ ტურისტებს ქართული ტრადიციული სამზარეულო
ხინკალი, მწვადი, ქაბაბი და სხვა ქართული ტრადიციული კერძები,ასევე გრილის მენიუ– ასეთია ლუდის მოედნის კერძების მცირე ჩამონათვალი, რომლებსაც მზარეულები თქვენ თვალწინ, ღია გრილზე დაამზადებენ.
ახალი წელივით კაშკაშა, სანახაობრივი და პომპეზური — ასეთ 31 დეკემბერს გვპირდება წისქვილის თეატრი. მულტიფუნქციურმა სივრცემ, რომელმაც სტუმრების გაოცება უკვე არაერთხელ მოახერხა, ახალი წლის ღამისთვის განსაკუთრებული და შთამბეჭდავი შოუ-პროგრამა მოამზადა. Broadway Nigh
მაშ ასე, გაიცანით რესტორანი „წისქვილი“ და მისი 10 გამორჩეული კერძი, რომლებიც უნდა დააგემოვნოთ, თუკი გსურთ, ქართულ ავთენტურ გემოებს ეზიაროთ.
თუშური ხინკალი და კერძები გრილზე — სტუმრები სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მენიუს დაგემოვნებას შეძლებენ. ასევე, მათ დახვდებათ პრემიუმ ლუდის ფართო ასორტიმენტი
წისქვილი ჯგუფის „თეატრისა“ და რია ქებურიას სახელოვნებო სივრცე Ria Bid-ის კოლაბორაციის შედეგად, პირველი ლაივ აუქციონი გაიმართება, რომელსაც სრულიად განსხვავებული ფორმატი ექნება.
30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს რესტორან „წისქვილში“ მისულ სტუმრებს შემოდგომის განწყობა დახვდებათ. უგემრიელესი ნუგბარით სავსე ეზო, ნამდვილი ქართული კერძები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც „წისქვილი“ თბილისობას დამსწრე საზოგადოებას შესთავაზებს
ამ შაბათ-კვირას, 1-2 ივლისს, „ქართული კუთხეების ფესტივალზე“ სტუმრების წინაშე რაჭის წარმომადგენლები წარდგებიან, გააცნობენ მათ თავიანთი კუთხის კულტურასა და უნიკალურ სამზარეულოს.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ კიდევ ერთ გამორჩეულ რეგიონს, აჭარას უმასპინძლებს. აჭარის წარმომადგენლები სტუმრებს თავიანთ კულტურასა და სამზარეულოს წისქვილის ეზოში, 29 და 30 ივლისს წარუდგენენ.
მათ, ვინც Tbilisi Open Air-ისა და საყვარელ არტისტებთან შეხვედრისთვის ემზადება, ფესტივალზე კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ელის — ფესტივალს რესტორანი წისქვილი შეუერთდა.
წისქვილის ეზოში მოეწყობა მასტერკლასებიც და მსურველები მზარეულებთან ერთად გამორჩეულ მეგრულ კერძებს მოამზადებენ. სტუმრებს დახვდებათ გამოფენა-გაყიდვაც, სადაც შეძლებენ დაათვალიერონ და შეიძინონ სვანეთიდან ჩამოტანილი პროდუქცია და ქართული კომპანიების ადგილობრივი ნაწარმი.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ წისქვილის ეზოში გურიის დღეებით გაგრძელდება. გურიის წარმომადგენლები თავიანთ კუთხეს სტუმრებს 15 და 16 ივლისს წარუდგენენ.
შაბათ-კვირას, 10-11 ივნისს, წისქვილის ეზოში მისულ სტუმრებს ამჯერად კახეთის წარმომადგენლები უმასპინძლებენ, წარუდგენენ მათ თავიანთ ავთენტურ ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას და გაუმასპინძლდებიან კახური ღვინითა და კერძებით.
3-4 ივნისს, წისქვილის ეზოში სვანეთის დღეები მოეწყო. სტუმრებმა ორი დღის განმავლობაში დააგემოვნეს გამორჩეული სვანური კერძები, გაეცვნენ კუთხის ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას და მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან აქტივობებში.
3 და 4 ივნისს, წისქვილის ეზოს სტუმრები, „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ფარგლებში, ამჯერად სვანეთში იმოგზაურებენ, გაეცნობიან მის კულტურასა და დააგემოვნებენ სვანური სამზარეულოს გამორჩეულ გემოებს. სვანეთი, იმერეთის შემდეგ, მეორე კუთხეა, რომელსაც „წისქვილი ჯგუფი“ ქართველ და უცხოელ სტუმრებს წარუდგენს.
20-21 მაისს, წისქვილმა იმერეთს უმასპინძლა. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამორჩეული ფოლკლორული სიმღერებით, ქორეოგრაფიული ნომრებითა და კერძებით გაეცნოთ საქართველოს ეს კუთხე და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობაში.
20 მაისს, წისქვილის ეზოში „ქართული კუთხეების ფესტივალი“ იმერეთის დღეებით გაიხსნება და ქართველ და უცხოელ სტუმრებს იმერეთის ავთენტურ კულტურასა და გასტრონომიას გააცნობს.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ „წისქვილი ჯგუფის“ მორიგი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ქვეყნის კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას ისახავს.
The Show-ს 400-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო. წარმოდგენის პარალელურად მათ გაუმასპინძლდნენ ვახშმითაც, რომლისთვისაც კერძები „თეატრის“ ბრენდ შეფის, ალექს ნათაძის ხელმძღვანელობით სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა.
„წისქვილი ჯგუფმა“ ბელიაშვილის ქუჩაზე, ახალი კონცეფციის სივრცე – „თეატრი“ გახსნა. დარბაზი სცენისა და პავილიონისგან შედგება, რომელიც ყველანაირი სტილისა და ჟანრის ღონისძიებას უმასპინძლებს. ღონისძიებებზე დასწრების პარალელურად კი, სტუმრებს ვახშმითაც გაუმასპინძლდებიან.
27-28 ოქტომბერს რესტორანმა „წისქვილმა“ ლუდის მოედანზე ორდღიან ლუდის ფესტივალს უმასპინძლა. სტუმრებმა პრემიუმ ხარისხის ლუდი – გერმანული ვარშტაინერი და შოფერჰოფერი, ჰოლანდიური გროლში და ჩეხური პილსნერი დააგემოვნეს. ფესტივალის ფარგლებში, ისინი ნახევარ ფასად გაიყიდა.
28 ოქტომბერს, საქართველოში პირველად FIABCI-Georgia-სა და Property Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 გაიმართა.
მათ, ვისაც ხარისხიანი ლუდიც უყვართ და მისი თანხლებით გართობაც, წინ ორდღიანი დღესასწაული ელის. 27-28 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის ფესტივალი გაიმართება, სადაც მრავალფეროვან გასართობ აქტივობებსა და ცოცხალ მუსიკასაც შემოგთავაზებენ.





































.jpg.jpg.webp)





































.jpg.webp)
.jpg.webp)











.jpg.webp)




