„წისქვილი ჯგუფმა" უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა
„წისქვილი ჯგუფი" შეუერთდა ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის Choose to Help-ის ინიციატივას, რომელიც უკრაინელი ბავშვებისთვის განსაკუთრებული გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებისთვის ბედნიერი და დასამახსოვრებელი დღის მოწყობას, სადაც ისინი შეძლებენ ცოტახნით მაინც დაივიწყონ რთული პერიოდი და დაკავდნენ სხვადასხვა გასართობი აქტივობებით.
ამ დღეს „წისქვილი ჯგუფმა" სიხარული, სიკეთე და უამრავი დადებითი ემოცია აჩუქა არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს. ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „წისქვილი ჯგუფის" ჰუმანურ ღირებულებებს და საზოგადოების მხარდაჭერისადმი ერთგულებას.
ჩვენი მიზანია, მსგავსი აქტივობებით სიხარული და იმედი შევიტანოთ მათ ცხოვრებაში, ვინც დღეს განსაკუთრებით საჭიროებს ყურადღებას და ზრუნვას. „წისქვილი ჯგუფი" მომავალშიც გააგრძელებს ამგვარი ინიციატივების მხარდაჭერას.
სხვა CSR სიახლეები
„წისქვილი ჯგუფი“ ყოველთვის ცდილობს, ხელი გაუწოდოს მათ, ვისაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. ამ წლის საახალწლო კამპანიის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ესტუმრა 11-სულიან ოჯახს.
"წისქვილი ჯგუფი" მუდმივად ცდილობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში დაეხმაროს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა.
ძეგვის ბავშვთა სახლში ცხოვრობს 80 ადამიანი. მათ შორის არიან ბავშვები, მოხუცებულები და ფსიქოსომატური აშლილობის მქონე პირები
10 სულიან ოჯახს წისქვილი ჯგუფმა საახალწლოდ ზამთრის მარაგი, საახალწლო სუფრა და საჩუქრები გადასცა
ქართული კუთხეების ფესტივალზე, 2 დღის მანძილზე წისქვილი ჯგუფმა უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა
ქართული კუთხეების ფესტივალზე “წისქვილი ჯგუფმა” ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარებს უმასპინძლა
„წისქვილი ჯგუფი“ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებისთვის, პროდუქციას ქველმოქმედების სახით გადასცემს.
„წისქვილი ჯგუფი“ უერთდება და მხარს უჭერს ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის Choose to Help-ის ინიციატივას
„პირველი ნაბიჯი“ 20 წელზე მეტია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნავს. დღეს ორგანიზაცია სამი ფილიალითაა წარმოდგენილი და 10-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს.
„წისქვილი ჯგუფი“ უერთდება ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის პროექტს „გახდი საიდუმლო სანტა“, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სურვილების ასრულებას ემსახურება.