"წისქვილი ჯგუფის" საახალწლო დახმარება ოჯახს
"წისქვილი ჯგუფი" კვლავ აგრძელებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში ადამიანების დახმარებას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. ამჯერად ჩვენი გუნდი ესტუმრა 10 სულიან ოჯახს, რათა მათი საახალწლო დღესასწაული განსაკუთრებული გაგვეხადა.
ოჯახს გადავეცით ზამთრის მარაგი, რომელიც მოიცავს საკვებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს. აგრეთვე, უზრუნველვყავით საახალწლო სუფრისთვის საჭირო პროდუქტები და თითოეულ წევრს პირადი საჩუქრები გადავეცით.
ჩვენი მიზანი იყო, არა მხოლოდ მატერიალური დახმარება, არამედ სითბოსა და მხიარულების შეტანა ოჯახში. ეს ინიციატივა "წისქვილი ჯგუფის" ღირებულებებისა და საზოგადოების მხარდაჭერის პოლიტიკის ნაწილია.
მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი აქტივობების განხორციელებას, რათა ხელი შევუწყოთ მათ, ვისაც დღესასწაულების დროს დამატებითი ყურადღება და მხარდაჭერა ესაჭიროება.
სხვა CSR სიახლეები
„წისქვილი ჯგუფი“ ყოველთვის ცდილობს, ხელი გაუწოდოს მათ, ვისაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. ამ წლის საახალწლო კამპანიის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ესტუმრა 11-სულიან ოჯახს.
"წისქვილი ჯგუფი" მუდმივად ცდილობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში დაეხმაროს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა.
ძეგვის ბავშვთა სახლში ცხოვრობს 80 ადამიანი. მათ შორის არიან ბავშვები, მოხუცებულები და ფსიქოსომატური აშლილობის მქონე პირები
10 სულიან ოჯახს წისქვილი ჯგუფმა საახალწლოდ ზამთრის მარაგი, საახალწლო სუფრა და საჩუქრები გადასცა
ქართული კუთხეების ფესტივალზე, 2 დღის მანძილზე წისქვილი ჯგუფმა უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა
ქართული კუთხეების ფესტივალზე “წისქვილი ჯგუფმა” ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარებს უმასპინძლა
„წისქვილი ჯგუფი“ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებისთვის, პროდუქციას ქველმოქმედების სახით გადასცემს.
„წისქვილი ჯგუფი“ უერთდება და მხარს უჭერს ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის Choose to Help-ის ინიციატივას
„პირველი ნაბიჯი“ 20 წელზე მეტია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნავს. დღეს ორგანიზაცია სამი ფილიალითაა წარმოდგენილი და 10-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს.
„წისქვილი ჯგუფი“ უერთდება ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის პროექტს „გახდი საიდუმლო სანტა“, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სურვილების ასრულებას ემსახურება.