,,წისქვილი" წყნეთსა და მცხეთაში
"წისქვილი ჯგუფმა“ ჩვენი ქვეყნის გასტრონომიულ კულტურაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა და გააერთიანა კულტურული მემკვიდრეობისა და ქართული კულინარიული ფასეულობების მიმართულებები. ეს კარგად ჩანს თითოეულ დეტალში, არქიტექტურაში, სერვისსა თუ კერძებში.
უცხოელი სტუმრებისთვის, „წისქვილი“ -ს ყველა რესტორანი არის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილი თბილისსა თუ მის შემოგარენში.
„წისქვილის“ რესტორნების ქსელს ბოლო წლებში ქალაქგარეთ ახალი სივრცეები შეემატა: წყნეთი და მცხეთა.
თუ ამ რესტორნებში ერთხელ მაინც შესულხართ, შეუმჩნეველი ვერ დაგრჩებოდათ მათი გამორჩეული არქიტექტურა, წინ გადაშლილი საუცხოო ხედები და ნამდვილი ქართული სტუმარმასპინძლობა და კერძები.
სტატიაში წყნეთსა და მცხეთაში მდებარე „წისქვილის“ რესტორნებს უფრო ახლოდან გაგაცნობთ.
,,წისქვილი წყნეთში’’
„წისქვილი წყნეთში’’ 2015 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ქართველი თუ უცხოელი სტუმრების ერთ-ერთ რჩეულ ლოკაციად. ის, რაც აქ ყველაზე მეტად მოგხიბლავთ მის გარშემო არსებული ულამაზესი ხედებია, რომელიც ყველა სეზონზე განსხვავებულია. აქ ხან მწვანეში ჩაფლული ხეებით, ხანაც შემოდგომის ულამაზესით ფერებით იქნებით გარშემორტყმული. ზამთარში კი შეძლებთ დათოვლილი ხედებით ისიამოვნოთ.
ასეთ გარემოში კი რა ჯობს უგემრიელესი ქართული კერძების დაგემოვნებას, რომლებსაც თქვენ თვალწინ მოამზადებენ. აქ შეძლებთ დარბაზშივე, ძველებურ ბუხარში მოხარშული ხინკალი ან მოძრავ ღუმელში გამომცხვარი ხაჭაპური დააგემოვნოთ. წყნეთის „წისქვილის“ მყუდრო გარემოში, ნამდვილი სტუმარმასპინძლობის გემოს თავად გამოცდით.
მუსიკალური პროგრამას გარემოს შესაფერისია, ტრიო ქალაქური მუსიკებით ზრუნავს მოსულ სტუმრებზე და განსაკუთრებულ განწყობას ქმნის.
„წისქვილი მცხეთაში’’
„წისქვილი მცხეთაში’’ სულ ცოტა ხნის წინ 2022 წელს გაიხსნა, რამაც მოგზაურებს შესაძლებლობა მისცა საქართველოს ამ უძველესი ქალაქის დათვალიერების პარალელურად, ნამდვილი ქართული კერძები დაეგემოვნებინათ.
რესტორანი სვეტიცხოვლის ქვაფენილიანი გზის დასაწყისში, მტკვრის პირას მდებარეობს. ის ტერასებად მოწყობილი სივრცეა, რომლიდანაც იშლება ხედები მტკვარზე, მთებსა და ჯვრის მონასტერზე.
კომპლექსში მოხვედრისთანავე თვალში მოგხვდებათ ეთნოგრაფიულ სტილში შესრულებული გარემო. აქვე დაგხვდებათ ქართული ღვინის მარანი, რომლის საკოლექციო საცავიდან უნიკალური ღვინოების დაგემოვნებას შეძლებთ. მცხეთის „წისქვილში“ მოინახულებთ მეგრულ ოდასა და გრილის სივრცესაც, სადაც მზარეულები თქვენ თვალწინ დაამზადებენ მადისაღმძვრელ კერძებს.
სუფთა ჰაერზე გემრიელი საუზმის, სადილის ან ვახშმის შემდეგ კი, შესაძლებლობა მოგეცემათ რესტორნიდან მდინარე მტკვარზე ნავით გაისეირნოთ და თქვენი სტუმრობა მცხეთაში დაუვიწყარ მოგონებად აქციოთ.
ასე რომ, თუ ქალაქგარეთ დასვენებას და განტვირთვას გადაწყვეტთ, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად, თბილისის ერთ მხარეს წისქვილი „ წყნეთში“ გიმასპინძლებენ, ხოლო თბილისის მეორე მხარეს „ მცხეთის“ წისქვილში დაგვხდებიან საუკეთესო განწყობითა და გემრიელი კერძებით.
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





