წისქვილი ჯგუფის პროექტების ინტერიერი: ინსპირაცია და აქცენტები
თბილისში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, 2002 წელს გაჩნდა რესტორანი, რომელმაც სრულიად შეცვალა წარმოდგენა ქართულ სარესტორნო სივრცეზე.
რამ გახადა ,,წისქვილი" განსაკუთრებული? ეს იყო პირველი მაღალი კლასის ქართული რესტორანი თბილისში, რომელმაც შეძლო, ტრადიციული სამზარეულო თანამედროვე სივრცეში გადმოეტანა. თუმცა საქმე მხოლოდ კერძებში არ ყოფილა - ,წისქვილმა" შექმნა სრულიად ახალი კონცეფცია, სადაც ქართული კულტურის თითოეული დეტალია ასახული.
რესტორანი მალევე გასცდა ჩვეულებრივი სასადილო სივრცის ფარგლებს და მუზეუმ-რესტორნის სტატუსი შეიძინა. აქ სტუმარი არა მხოლოდ გემრიელ კერძებს აგემოვნებს, არამედ ქართულ მემკვიდრეობას, არქიტექტურას, სტუმარ-მასპინძლობის უძველეს წესებს, ტრადიციული ცეკვასა და მრავალხმიანობას ეცნობა.
არქიტექტურული პროექტის შთაგონების წყაროები: ძველი წისქვილიდან თანამედროვე კომპლექსამდე
ზოგჯერ საუკეთესო იდეები მოულოდნელი აღმოჩენებიდან იბადება. ,,წისქვილის" შემთხვევაში ასეთი აღმოჩენა ბელიაშვილის ქუჩაზე ნაპოვნი ძველი წისქვილი და ბუნებრივი ჩანჩქერი გახდა. ეს ორი ელემენტი არა მხოლოდ სახელის შთაგონების წყარო იყო, არამედ მთელი არქიტექტურული კონცეფციის საფუძველი გახდა.
მტკვრის სანაპიროს მრავალფეროვანი რელიეფი პროექტის არქიტექტორებისთვის გამოწვევად იქცა, თუმცა სწორედ ამ გამოწვევამ შექმნა უნიკალური შესაძლებლობა. გადავწყვიტეთ შეგვექმნა სივრცე, რომელიც პატარა ქალაქს დაემსგავსებოდა - თავისი ეზოებით, დამაკავშირებელი ელემენტებითა და მოულოდნელი აღმოჩენებით.
ბუნებრივი გარემო პროექტის დიზაინის მთავარი ორიენტირი იყო. ჩანჩქერი, რომელიც თავდაპირველად შეიძლება დაბრკოლებად ჩათვლილიყო, დღეს კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მდინარის დინება და წყლის ხმა განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც სტუმრებს ქალაქის ხმაურს აშორებს და რუტინას ავიწყებს.
არქიტექტორებმა გადაწყვიტეს არ შეეცვალათ ბუნებრივი რელიეფი, არამედ სწორედ მასზე მოერგოთ შენობის დიზაინი. ასე გაჩნდა სხვადასხვა დონეზე განლაგებული ტერასები, საიდანაც მტკვრის ხედები იშლება და მრავალდონიანი სივრცეები, რომლებიც ბუნებრივად ერწყმის გარემოს.
არქიტექტურული იდენტობა, როგორც ტრადიციის გაგრძელება
,,წისქვილის" ინტერიერის მთავარი გამორჩეულობა ძველი და ახალი ელემენტების მოულოდნელ შერწყმაში მდგომარეობს. აქ ძველი აგურის კედლები თანამედროვე მინის კონსტრუქციებს ხვდება, ხოლო ტრადიციული ქართული ორნამენტები თანამედროვე დიზაინერულ ელემენტებთან ერთად უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის.
მუზეუმ-რესტორნის კონცეფცია არ არის უბრალოდ მარკეტინგული სვლა - ეს არის სივრცე, სადაც ყოველი დეტალი ისტორიულ წარსულს უკავშირდება და მასზე გვიყვება. რესტორანში გამოყენებული ისტორიული სამშენებლო მასალები კი, დეკორატიულ ფუნქციასთან ერთად, ქართული არქიტექტურის ავთენტურ ელემენტებს წარმოადგენს.
თანამედროვე ელემენტების ინტეგრაცია განსაკუთრებული სიფრთხილით მოხდა. ლითონის ფერმები, ფართო მინის ფანჯრები და ტრანსფორმირებადი სახურავები დიზაინში ისეა ინტეგრირებული, რომ ისტორიულ ატმოსფეროს არ არღვევს. პირიქით, საინტერესო კონტრასტს ქმნის.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათებას. დღის სინათლე ფართო ვიტრაჟებიდან შემოდის, ხოლო საღამოს განათება ისეა მოწყობილი, რომ ყოველი არქიტექტურული დეტალი სწორად იყოს წარმოჩენილი და მყუდრო ატმოსფეროს ქმნიდეს.
როგორ ჩამოყალიბდა ერთი იდეით განსხვავებული ხასიათის რესტორნები
,,წისქვილი ჯგუფის" განვითარება 2002 წლიდან დღემდე კარგად აჩვენებს, როგორ შეიძლება ერთი წარმატებული კონცეფცია სხვადასხვა უნიკალურ სივრცედ გარდაიქმნას. თითოეული ფილიალი განსხვავებულია, მაგრამ ინარჩუნებს მთავარ პრინციპებს - ხარისხიან მომსახურებასა და ავთენტურ ატმოსფეროს.
ეთნო წისქვილი
ეს არის სივრცე, სადაც ძველი არქიტექტურული ელემენტები თანამედროვე გადაწყვეტებთან ერთად, განსაკუთრებულ გარემოს ქმნის. მოქმედი წისქვილი და ბუნებრივი ჩანჩქერი არ არის მხოლოდ დეკორატიული ელემენტები - ისინი ეთნო-წისქვილის სივრცის ცოცხალი ნაწილია.
წისქვილი ტერასა
წისქვილი ტერასა ის სივრცეა, სადაც კარგად ჩანს თანამედროვე ხედვა რესტორანზე. ინტერიერში გამოყენებულია ბუნებრივი მასალები - თიხა და ხე, რომლებიც კარგად ეხამება თანამედროვე დიზაინერულ ელემენტებს. წისქვილი ტერასის მთავარი ღირსშესანიშნაობაა გამწვანებული ტერასა, საიდანაც თბილისის პანორამული ხედი იშლება. განსაკუთრებით აღსანიშნავია Show Kitchen - ღია სამზარეულო, სადაც სტუმრებს შეუძლიათ შეფ-მზარეულების მუშაობასა და კერძების მომზადების პროცესს ადევნონ თვალი.
ლუდის მოედანი და ღვინის ეზო
ეს სივრცეები თავისი არაფორმალური ატმოსფეროთი გამოირჩევა. ძველებური აგურის კედლები და თაღოვანი შესასვლელები ავთენტურ, მყუდრო გარემოს ქმნის, რაც იდეალურია როგორც ყოველდღიური შეხვედრებისთვის, ისე სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. ღვინის ეზო, რომელიც გამწვანებულ სივრცეს გადაჰყურებს, განსაკუთრებით პოპულარულია გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონზე.
წისქვილი წყნეთში
თბილისის შემოგარენში მდებარე რესტორნის მთავარი ხიბლი მისი ლოკაციაა. სივრცე გარშემორტყმულია ტყით, რაც იდეალურ გარემოს ქმნის ბუნებასთან სიახლოვის მოყვარულთათვის. რესტორანი განსაკუთრებით პოპულარულია გრილის და ღუმელის კერძებით. აქ შეხვდებით როგორც მყუდრო დახურულ სივრცეებს, ისე ბუნებაში ინტეგრირებულ ტერასებს.
ამრიგად, მდინარის სანაპიროზე აღმოჩენილი ძველი წისქვილი და ჩანჩქერი მხოლოდ საწყისი წერტილი იყო. დღეს ,,წისქვილი ჯგუფის" თითოეული პროექტი - იქნება ეს ბუნებაში ჩაფლული რესტორანი წყნეთში თუ ურბანული ტერასა ქალაქის ცენტრში - საკუთარ უნიკალურ ხასიათს ატარებს, მაგრამ ამავდროულად, ინარჩუნებს მთავარ პრინციპს - თანამედროვე კონტექსტში ქართული კულტურის წარმოჩენას.
სხვა სიახლეები
ქართული სამზარეულო მდიდარია კერძებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ლობიანს უკავია- კერძს, რომელმაც საინტერესო ტრანსფორმაცია განიცადა და დღეს ქართული კულინარიული ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.
თბილისში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, 2002 წელს გაჩნდა რესტორანი, რომელმაც სრულიად შეცვალა წარმოდგენა ქართულ სარესტორნო სივრცეზე.
ქორწილის დაგეგმვა ერთდროულად სასიხარულო და თან სტრესული პროცესია. ამ დღეს ყველაფერი იდეალური უნდა იყოს - გარემო, განწყობა, კერძები. სწორედ ამიტომ გვანდობენ წყვილები ამ გამორჩეული დღის ორგანიზებას.
საუკუნეების განმავლობაში ქართული სუფრა გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სადილი ან ვახშამი. ეს ერთგვარი ტრადიცია, სადაც ოჯახის წევრები და მეგობრები იკრიბებიან, დიდი მაგიდის გარშემო შემოსხდებიან , გემრიელ ტრადიციულ კერძებს მიირთმევენ, ბავშვობის ისტორიებს იხსენებენ და მრავალჟამიერსაც იმღერებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქაბაბის დაგემოვნებას ბევრ რესტორანში შეძლებთ, ხარისხიანი კერძის მოძებნა ხშირად გამოწვევაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხორცის ხარისხი, მომზადების მეთოდი და ინგრედიენტების შერჩევა გადამწყვეტ როლს თამაშობს.
გემრიელად მომზადებული გრილის კერძები და ქართული ავთენტური გემოები, გერმანული, ავსტრიული, ჰოლანდიური და ჩეხური ლუდის ფართო არჩევანი, უმაღლესი ხარისხის სერვისი, გამორჩეული გარემო და ცოცხალი მუსიკა.
მათ, ვისაც სურდა სვეტიცხოვლობის აღნიშვნა და ქალაქგარეთ დასვენება, შესანიშნავი გარემო, განწყობა და უგემრიელესი კერძები დავახვედრეთ მცხეთის „წისქვილში“.
თუკი მყუდრო ატმოსფეროსა და მაღალი ხარისხის სამზარეულოს ეძებთ, მაშინ ლუდის მოედანს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
არ გამოტოვოთ ორდღიანი ლუდის დღესასწაული!
სტუმრებმა დაუვიწყარი დღეები გაატარეს შემოდგომის ნობათით და უგემრიელესი კერძებით სავსე ეზოში, სადაც ქართული სტუმართმოყვარეობა და საუკეთესო განწყობა ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, თავისი მრავალფეროვნებითა და სიღრმით გამოირჩევა, რომლის მთავარ კომპონენტებს ტრადიციული ცეკვა და სიმღერა წარმოადგენს.
საქართველო ცნობილია როგორც ღვინის წარმოშობის ადგილი. არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიაზე ღვინის წარმოება დაახლოებით 8000 წლის წინ დაიწყო. ეს ფაქტი მეღვინეობის ისტორიაში ქვეყანას განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს.
ქართული ტრადიციული სამზარეულო როგორც ინგრედიენტების, ისე გემოების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მაგრამ, ალბათ, გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ეს კერძები კულტურის, ცხოვრების წესისა და ისტორიის ასახვაცაა .აჭარული ხაჭაპური ამის ნათელი მაგალითია.
თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ რა ნახოთ თბილისში და სად გამოცადოთ ქართული სტუმარ-მასპინძლობა, გეტყვით, რომ საქართველოს დედაქალაქი, ისტორიული და კულტურული ძეგლებით მდიდარი ადგილია, სადაც ავთენტური ქართული კულინარიული გამოცდილების მისაღებად აუცილებლად ,,წისქვილი ჯგუფის” რესტორნებს უნდა ესტუმროთ.
ამ დღის აღსანიშნავად რესტორნის ეზო განსაკუთრებულად მოეწყო სტუმრებისთვის ულამაზესი დეკორაციებით, თითოეული კუთხე ფოტოგადაღებისთვის იდეალურად იყო მომზადებული, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო მომხიბვლელ და დასამახსოვრებელ ატმოსფეროს სძენდა.
ქართული სამზარეულო გამოირჩევა თავისი მდიდარი ისტორიითა და უნიკალური გემოებით. ქართული სუფრის ყველაზე ცნობილი კერძები ასახავს ერის კულტურას, ტრადიციებს და ცხოვრების წესს. თითოეული კერძის უკან დგას ისტორია, რომელიც მჭიდრო კავშირშია ქართული კულტურის სხვადასხვა ასპექტთან - დაწყებული რელიგიური დღესასწაულებით, დამთავრებული ყოველდღიური ცხოვრების წეს-ჩვეულებებით.
წვეულებები და კორპორაციული საღამოები მნიშვნელოვანი ღონისძიებებია ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც განსაკუთრებული ფორმით უნდა აღინიშნოს. იქნება ეს დაბადების დღე, იუბილე, ქორწილი, ნიშნობა თუ კორპორაციული ღონისძიება - ყველა მათგანი სრულყოფილ დაგეგმვას მოითხოვს, რათა სტუმრებმა დროის სასიამოვნოდ გატარება შეძლონ.
ზაფხულის სიცხეების დადგომასთან ერთად სულ მეტი ადამიანი დგება გამოწვევის წინაშე — იპოვოს კომფორტული ადგილები ნაცნობ-მეგობრებთან შესახვედრად..
„წისქვილი ჯგუფმა“ კიდევ ერთი ახალი რესტორანი – „წისქვილი ტერასა“ გახსნა, რომელიც სტუმრებს დღეიდან უმასპინძლებს. ის თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე, N80-ში მდებარეობს და წარმოადგენს „წისქვილის“ რიგით მე-8 რესტორანს.
თავდაპირველად „წისქვილი“ 100 სტუმარზე გათვლილ რესტორანს წარმოადგენდა, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე, 2002 წელს აშენდა. იმ დროს ამ ტერიტორიაზე ტრანსპორტიც კი არ დადიოდა, ამიტომ არავის სჯეროდა, რომ რამდენიმე წელიწადში ის ამ მასშტაბის კომპლექსად იქცეოდა. თავდაპირველად იყო „ეთნო წისქვილი“, რომელიც დღემდე უცვლელად ინარჩუნებს ნდობასა და ხარისხს, შედეგად კი, ურყევი პოზიცია უჭირავს ბაზარზე.
ქართული სუფრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კერძი მწვადია. მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის.
თუკი უწინ რესტორანსა და კაფეში წასვლა უფრო აქტუალური იყო და ამისათვის საკმარისი თავისუფალი დროც არსებობდა, დღეს ჩქარი და მეტად დაკავებული რეჟიმიდან გამომდინარე, ზოგჯერ მომხმარებლები კერძების სახლში გამოძახებას ამჯობინებენ.
ბოლო წლებში მსოფლიოში ვეგეტარიანული და ვეგანური კვება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
მთავარი იდეა, ქართული კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიის, ღვინის და გასტრონომიის უკეთ გაცნობა და პოპულარიზაციაა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.
საქართველო ერთ-ერთ უნიკალურ გასტრონომიულ ადგილადაა აღიარებული. დედაქალაქი თბილისი კი საუკუნეების განმავლობაში სავაჭრო და კულტურული ცენტრი იყო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მდიდარი და მრავალფეროვანი კულინარიული ტრადიციების ჩამოყალიბებას.
ხინკლის ისტორია საქართველოს მაღალმთიან ნაწილში, კერძოდ კი ფშავსა და თუშეთში იწყება.
ოჯახთან ერთად რესტორანში გასვლა დროის ერთად გატარების, დასვენებისა და ახალი გემოების აღმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
უცხოელი სტუმრებისთვის, „წისქვილი“ -ს ყველა რესტორანი არის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილი თბილისსა თუ მის შემოგარენში.
„წისქვილის“ რესტორნების ქსელს ბოლო წლებში ქალაქგარეთ ახალი სივრცეები შეემატა: წყნეთი და მცხეთა.
ცოტამ თუ იცის, რომ „ეთნო-წისქვილს“ ხანგრძლივი, თანაც განვითარების ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ყველაფერი 2002 წელს დაიწყო, დღეს სხვადასხვა ობიექტებით დატვირთული ეს ქუჩა, იმ დროს არც ინფრასტრუქტურულად იყო გამართული და არც ნორმალური საავტომობილო გზით გამოირჩეოდა.
თუ მცხეთის ტურს დაგეგმავთ და გადაწყვეტთ, რომ ჩვენს რესტორანში დააგემოვნებინოთ ტურისტებს ქართული ტრადიციული სამზარეულო
ხინკალი, მწვადი, ქაბაბი და სხვა ქართული ტრადიციული კერძები,ასევე გრილის მენიუ– ასეთია ლუდის მოედნის კერძების მცირე ჩამონათვალი, რომლებსაც მზარეულები თქვენ თვალწინ, ღია გრილზე დაამზადებენ.
ახალი წელივით კაშკაშა, სანახაობრივი და პომპეზური — ასეთ 31 დეკემბერს გვპირდება წისქვილის თეატრი. მულტიფუნქციურმა სივრცემ, რომელმაც სტუმრების გაოცება უკვე არაერთხელ მოახერხა, ახალი წლის ღამისთვის განსაკუთრებული და შთამბეჭდავი შოუ-პროგრამა მოამზადა. Broadway Nigh
მაშ ასე, გაიცანით რესტორანი „წისქვილი“ და მისი 10 გამორჩეული კერძი, რომლებიც უნდა დააგემოვნოთ, თუკი გსურთ, ქართულ ავთენტურ გემოებს ეზიაროთ.
თუშური ხინკალი და კერძები გრილზე — სტუმრები სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მენიუს დაგემოვნებას შეძლებენ. ასევე, მათ დახვდებათ პრემიუმ ლუდის ფართო ასორტიმენტი
წისქვილი ჯგუფის „თეატრისა“ და რია ქებურიას სახელოვნებო სივრცე Ria Bid-ის კოლაბორაციის შედეგად, პირველი ლაივ აუქციონი გაიმართება, რომელსაც სრულიად განსხვავებული ფორმატი ექნება.
30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს რესტორან „წისქვილში“ მისულ სტუმრებს შემოდგომის განწყობა დახვდებათ. უგემრიელესი ნუგბარით სავსე ეზო, ნამდვილი ქართული კერძები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც „წისქვილი“ თბილისობას დამსწრე საზოგადოებას შესთავაზებს
ავლაბარში, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში — მოედანი, წისქვილი ბაზრის ახალი ფილიალი გაიხსნა, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ქართული და ევროპული პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, ჯანსაღი პროდუქტებით დამზადებულ ნახევარფაბრიკატებსა და მზა კერძებს.
ამ შაბათ-კვირას, 1-2 ივლისს, „ქართული კუთხეების ფესტივალზე“ სტუმრების წინაშე რაჭის წარმომადგენლები წარდგებიან, გააცნობენ მათ თავიანთი კუთხის კულტურასა და უნიკალურ სამზარეულოს.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ კიდევ ერთ გამორჩეულ რეგიონს, აჭარას უმასპინძლებს. აჭარის წარმომადგენლები სტუმრებს თავიანთ კულტურასა და სამზარეულოს წისქვილის ეზოში, 29 და 30 ივლისს წარუდგენენ.
მათ, ვინც Tbilisi Open Air-ისა და საყვარელ არტისტებთან შეხვედრისთვის ემზადება, ფესტივალზე კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ელის — ფესტივალს რესტორანი წისქვილი შეუერთდა.
წისქვილის ეზოში მოეწყობა მასტერკლასებიც და მსურველები მზარეულებთან ერთად გამორჩეულ მეგრულ კერძებს მოამზადებენ. სტუმრებს დახვდებათ გამოფენა-გაყიდვაც, სადაც შეძლებენ დაათვალიერონ და შეიძინონ სვანეთიდან ჩამოტანილი პროდუქცია და ქართული კომპანიების ადგილობრივი ნაწარმი.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ წისქვილის ეზოში გურიის დღეებით გაგრძელდება. გურიის წარმომადგენლები თავიანთ კუთხეს სტუმრებს 15 და 16 ივლისს წარუდგენენ.
შაბათ-კვირას, 10-11 ივნისს, წისქვილის ეზოში მისულ სტუმრებს ამჯერად კახეთის წარმომადგენლები უმასპინძლებენ, წარუდგენენ მათ თავიანთ ავთენტურ ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას და გაუმასპინძლდებიან კახური ღვინითა და კერძებით.
3-4 ივნისს, წისქვილის ეზოში სვანეთის დღეები მოეწყო. სტუმრებმა ორი დღის განმავლობაში დააგემოვნეს გამორჩეული სვანური კერძები, გაეცვნენ კუთხის ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას და მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან აქტივობებში.
3 და 4 ივნისს, წისქვილის ეზოს სტუმრები, „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ფარგლებში, ამჯერად სვანეთში იმოგზაურებენ, გაეცნობიან მის კულტურასა და დააგემოვნებენ სვანური სამზარეულოს გამორჩეულ გემოებს. სვანეთი, იმერეთის შემდეგ, მეორე კუთხეა, რომელსაც „წისქვილი ჯგუფი“ ქართველ და უცხოელ სტუმრებს წარუდგენს.
20-21 მაისს, წისქვილმა იმერეთს უმასპინძლა. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამორჩეული ფოლკლორული სიმღერებით, ქორეოგრაფიული ნომრებითა და კერძებით გაეცნოთ საქართველოს ეს კუთხე და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობაში.
20 მაისს, წისქვილის ეზოში „ქართული კუთხეების ფესტივალი“ იმერეთის დღეებით გაიხსნება და ქართველ და უცხოელ სტუმრებს იმერეთის ავთენტურ კულტურასა და გასტრონომიას გააცნობს.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ „წისქვილი ჯგუფის“ მორიგი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ქვეყნის კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას ისახავს.
The Show-ს 400-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო. წარმოდგენის პარალელურად მათ გაუმასპინძლდნენ ვახშმითაც, რომლისთვისაც კერძები „თეატრის“ ბრენდ შეფის, ალექს ნათაძის ხელმძღვანელობით სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა.
„წისქვილი ჯგუფმა“ ბელიაშვილის ქუჩაზე, ახალი კონცეფციის სივრცე – „თეატრი“ გახსნა. დარბაზი სცენისა და პავილიონისგან შედგება, რომელიც ყველანაირი სტილისა და ჟანრის ღონისძიებას უმასპინძლებს. ღონისძიებებზე დასწრების პარალელურად კი, სტუმრებს ვახშმითაც გაუმასპინძლდებიან.
27-28 ოქტომბერს რესტორანმა „წისქვილმა“ ლუდის მოედანზე ორდღიან ლუდის ფესტივალს უმასპინძლა. სტუმრებმა პრემიუმ ხარისხის ლუდი – გერმანული ვარშტაინერი და შოფერჰოფერი, ჰოლანდიური გროლში და ჩეხური პილსნერი დააგემოვნეს. ფესტივალის ფარგლებში, ისინი ნახევარ ფასად გაიყიდა.
28 ოქტომბერს, საქართველოში პირველად FIABCI-Georgia-სა და Property Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 გაიმართა.
მათ, ვისაც ხარისხიანი ლუდიც უყვართ და მისი თანხლებით გართობაც, წინ ორდღიანი დღესასწაული ელის. 27-28 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის ფესტივალი გაიმართება, სადაც მრავალფეროვან გასართობ აქტივობებსა და ცოცხალ მუსიკასაც შემოგთავაზებენ.