საუკეთესო რესტორნები წვეულებისთვის და კორპორატიული ღონისძიებებისთვის
წვეულებები და კორპორაციული საღამოები მნიშვნელოვანი ღონისძიებებია ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც განსაკუთრებული ფორმით უნდა აღინიშნოს. იქნება ეს დაბადების დღე, იუბილე, ქორწილი, ნიშნობა თუ კორპორაციული ღონისძიება - ყველა მათგანი სრულყოფილ დაგეგმვას მოითხოვს, რათა სტუმრებმა დროის სასიამოვნოდ გატარება შეძლონ.
რესტორნის შერჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომელიც ღონისძიების დაგეგმვისას უნდა მიიღოთ, რადგან რესტორანი ღონისძიების ცენტრალური ნაწილია და სტუმრების გამოცდილებას პირდაპირ განსაზღვრავს.
რესტორანი წვეულებისთვის არა მხოლოდ კომფორტული და ვიზუალურად მომხიბლავი, არამედ ღონისძიების სპეციფიკისა და სტუმართა რაოდენობის შესაბამისიც უნდა იყოს.
აქედან გამომდინარე, რესტორანი კორპორაციული ღონისძიებებისთვის მართლაც რთულად შესარჩევია. “წისქვილი ჯგუფი” კი ამ ბლოგპოსტით გადაწყვეტილების მიღებას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.
რესტორანი წვეულებისთვის - პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები სივრცის შესარჩევად
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რესტორნის შერჩევა კომპლექსური პროცესია, რომელიც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.
ამ პროცესის გასამარტივებლად კი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი:
ტერიტორია - და რამდენად შეესაბამება ის თქვენს მიზნებს. რამდენად მოხერხებულადაა განლაგებული სარესტორნო სივრცე, როგორია ტევადობა, აქვს თუ არა საპარკინგე სივრცე (და რამდენ ავტომობილზე გათვლილი), და რესტორნის ადგილმდებარეობა (ქალაქის ცენტრში, გარეუბანში, თუ ქალაქგარეთ).
“წისქვილი ჯგუფი” სტუმრებს რამდენიმე სივრცეს სთავაზობს, რომლებიც განსხვავდება სტილით, ტევადობითა და დიზაინით. შეგიძლიათ აარჩიოთ სივრცე როგორც დიდი და კულტურული ელემენტებით დატვირთული, ისე საშუალო, და პატარა მასშტაბის მშვიდი წვეულებებისა და კორპორატიული ღონისძიებებისთვის.
- კოპლექსი ბელიაშვილზე “წისქვილი ჯგუფის” ყველაზე მრავალფეროვანი პროექტია და, შესაბამისად, სივრცეების ფართო არჩევანს გთავაზობთ. კომპლექსის ნაწილია ცნობილი ეთნო წისქვილი - უნიკალური რესტორანია, რომელიც ნაწილობრივ მუზეუმია და ინტერიერი ქართული ტრადიციული ელემენტებითაა გაფორმებული. ეთნო წისქვილი ვიზიტორებს სთავაზობს უნიკალურ პროგრამას, რომელიც ქართულ ცეკვასა და ფოლკლორს აერთიანებს.
სივრცე კომფორტულად იტევს 180 ადამიანს და იდეალური არჩევანია წვეულებებისა და ღონისძიებებისთვის რომელზეც უცხოელი სტუმრების დაპატიჟებას აპირებთ. აქვე კომპლექსის ტერიტორიაზეა სანადიმო - რომელსაც ეთნო წისქვილისგან განსხვავებით უფრო თანამედროვე ინტერიერი აქვს, თუმცა დიზაინში აქაც გამოყენებულია ქართული ტრადიციული ელემენტები და ასევე შემოგთავაზებენ მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ პროგრამას. რესტორანი 150 ადამიანზეა გათვლილი.
მესამე სივრცე, რომელსაც დიდი ღონისძიების დაგეგმვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ღვინის ეზოა, განსაკუთრებით თუ გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე გეგმავთ. სივრცე ნახევრად ღიაა და 180 ადამიანს იტევს. ღვინის ეზოში, მეორე სართულზე მდებარეობს ღვინის დარბაზიც, რომელიც 60 ადამიანს იტევს. თუ შედარებით მცირე მასშტაბის სივრცე გჭირდებათ უფრო ვიწრო წრეში კომფორტული საღამოს გასატარებლად, ყურადღება მიაქციეთ ინდივიდუალურ შემინულ სივრცეში განთავსებულ შუშის სახლს სადაც 18 ადამიანი ეტევა ან სათავადოს, 25 ადამიანზე გათვლილ XVII-XVIII საუკუნისათვის დამახასიათებელი ინტერიერის დარბაზს, რომლითაც უცხოელ სტუმრებს განსაკუთრებით მოხიბლავთ.
- წისქვილი ტერასა - “წისქვილი ჯგუფის” ახალი სივრცე თბილისის შუაგულში, 800კვ.მ-ზეა გაშლილი და რამდენიმე სივრცედ იყოფა. ერთი დახურული სივრცეა ღია სამზარეულოთი, მეორე მცირე ვიტრაჟული დარბაზი საიდანაც პანორამული ხედებით უამინდობაშიც შეგიძლიათ დატკბეთ, ხოლო ბოლო და ყველაზე შთამბეჭდავი კი დიდი, სრულიად ღია გამწვანებული ტერასაა, რომელიც ითავსებს საზაფხულო ბარსა და სცენას. რესტორანი სრულად 350 ადამიანზეა გათვლილი, ხოლო უშუალოდ ღია ტერასაზე 175 ადამიანი ეტევევა. ეს უკანასკნელი იდეალურია ნაკლებად ფორმალური წვეულებებისა და ღონისძიებებისთვის. ყოველ საღამოს 9 საათზე წისქვილი ტერასაზე ცოცხალი მუსიკის პროგრამა იწყება. წისქვილი წყნეთში ან წისქვილი მცხეთაში - თუ ქალაქის მახლობლად მოხერხებულ ადგილას ეძებთ ფართომასშტაბიანი წვეულების ან კორპორატიული ღონისძიებისთვის, რომელიმე ამ რესტორნის არჩევა შესანიშნავი ვარიანტია. ორივეს აქვს როგორც ფართო შიდა სივრცე, ისე დიდი ტერასა. ნებისმიერ სეზონზე (თუ ამინდში) შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი სტუმრები აქ საუკეთესო დროს გაატარებენ.
- “თეატრის” სივრცე -“თეატრი” მულტიფუნქციურ პავილიონს წარმოადენს, რომელშიც სრულიად ახალი ტიპის, SHOW & DINNER გამოცდილება შეგეძლებათ მიიღოთ. სივრცე სრულფასოვნად იტევს 400 სტუმარს, ხოლო ფურშეტის შემთხვევაში 1200 სტუმრამდე მიღებაა შესაძლებელი. “თეატრი” პერსონალიზირებულ სერვისებს სთავაზობს სტუმარს, მათ შორის ფოტო და ვიდეოგადაღება, სივრცის ვიზუალის დიზაინი, ტრასპორტი, პიროტექნიკა, ქორეოგრაფიული და მუსიკალური პროგრამები. ხმის რეჟისურაზე, სცენასა და განათებაზეა პასუხისმგებელია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ტექნიკური ჯგუფი. დეტალები ღონისძიების ბუნებიდან გამომდინარე ისაზღვრება და პროგრამაც ინდივიდუალურად დგება. მაგალითად, თუ ქორწილს გეგმავთ, “თეატრის” სივრცეში (როგორც ღიაში, ისე დახურულში) შესაძლებელია ხელის მოწერა, ნეფე-პატარძლისთვის ცეკვის შესწავლა და გამორჩეული კოსტიუმების შერჩევა.
ინტერიერის დიზაინი - ინტერიერის დიზაინი განწყობასა და ატმოსფეროს ქმნის წვეულებისთვის. რესტორანი წვეულებისთვის მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს ღონისძიების სტილს, ხასიათსა და სპეციფიკას.
მაგალითად, თუ რესტორანი კორპორაციული ღონისძიებებისთვის გჭირდებათ, უპრიანია აირჩიოთ კლასიკური და ელეგანტური დიზაინი, მაშინ როდესაც უფრო არაფორმალური წვეულებისთვის შეიძლება უფრო თამამი და თანამედროვე სტილი იყოს შესაფერისი.
თუ გსურთ წვეულება ქართული ტრადიციული ელემენტებით გაფორმებულ სივრცეში გამართოთ, “ეთნო წისქვილი” საუკეთესო არჩევანია. მენიუ იმ კერძებს მოიცავს, რომლებიც საქართველოს გასტრონომიული კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სივრცე ინტერიერითაც გამოირჩევა. ის, გარკვეულწილად, მუზეუმსაც კი წააგავს.
უნიკალურია რესტორნის ადგილმდებარეობაც, რადგან მის ტერიტორიაზე ბუნებრივი ჩანჩქერი ჩამოედინება.
ამასთან ერთად, “ეთნო წისქვილი” სტუმრებს ყოველდღიურად სთავაზობს ქართული ცეკვისა და ფოლკლორული მუსიკის პროგრამას, რომელიც საშუალებას მოგცემთ ქართული კულტურის ჯადოსნურ ბუნებაში ბოლომდე ჩაიძიროთ.
მიუხედავად “წისქვილის” რესტორნების სპეციფიკური დიზაინისა, ისინი ღონისძიების ორგანიზატორებს სივრცის პერსონალიზების საშუალებას აძლევს. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ორგანიზატორს წვეულების თემის შექმნა თავად სურს.

მენიუს მრავალფეროვნება - კვების მრავალფეროვნება უმნიშვნელოვანესია სტუმრებისთვის სასიამოვნო წვეულების გასამართად. საუკეთესო შემთხვევაში, რესტორანი უნდა გთავაზობთ ფართო არჩევანს როგორც ძირითად კერძებში, ისე დესერტებსა და სასმელებში.
მნიშვნელოვანია რესტორანი წვეულებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას პასუხობდეს - სასურველია მზადდებოდეს როგორც ცხოველური, ისე ვეგეტარიანული და ვეგანური კერძები.
ეს მიდგომა წვეულების ყველა სტუმრის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს და მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე იზრუნებს.
მომსახურების ხარისხი - იდეალურ შემთხვევაში, რესტორანს უნდა ჰყავდეს საკმარისი რაოდენობის გამოცდილი და კვალიფიციური პერსონალი, რომლებიც დროულად და პროფესიონალურად მოემსახურებიან სტუმრებს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ მსგავსი სპეციფიკის ღონისძიებების მომსახურების გამოცდილება ჰქონდეთ, რათა მოულოდნელ სიტუაციებთან გამკლავება მარტივად და ეფექტურად შეძლონ.
ბიუჯეტი და ფასები - წვეულების დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გქონდეთ ბიუჯეტი გათვალისწინებული.
რესტორანი უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს და გონივრულ ფასებს გთავაზობდეთ.
მიუხედავად ამისა, გირჩევთ, არ დაზოგავთ ხარჯები იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენთვის - იქნება ეს კარგი მომსახურება, ფოტო-ვიდეო გადაღება თუ სტუმრებისთვის სასურველი სპეციფიკური კერძები.
ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ოქროს შუალედი იპოვოთ ხარისხსა და ფასს შორის.
თუ დაბადების დღის წვეულება ვიწრო წრეში, ლამაზი ბუნების ფონზე მოაწყოთ, “წისქვილი მცხეთაში” საუკეთესო არჩევანია. სივრცე ტერასებადაა მოწყობილი, რაც საშუალებას მოგცემთ მტკვრის, მთებისა და ჯვრის მონასტრის ხედებით დატკბეთ.
რესტორანში ასევე დაგხვდებათ ქართული ღვინის მარანი, რომელშიც სხვადასხვა ჯიშის ღვინის დაგემოვნებას შეძლებთ საკოლექციო საცავიდან.
სივრცე მშვენივრად მოერგება როგორც შედარებით ფართომასშტაბიან წვეულებებს, ისე შედარებით მცირერიცხოვან ღონისძიებებს. რესტორნის შიდა დარბაზი 120 ადამიანზეა გათვლილი, ხოლო ღია ტერასა კი 75-ზე. მაგრამ მცხეთის რესტორნის გამორჩეული და ყველაზე მიმზიდველი ტერიტორია მცირე მეგრული ოდაა, რომელიც 15 ადამიანზეა გათვლილი. აქ შეძლებთ მოკლე დროით ნამდვილ დროში მოგზაურად იგრძნოთ თავი.
დამატებითი სერვისები - გაითვალისწინეთ, სხვა რა მომსახურებებია საჭირო თქვენი წვეულებისთვის და დარწმუნდით, რომ რესტორანს მისი შემოთავაზება შეუძლია თქვენთვის.
ეს შეიძლება იყოს ფოტო-ვიდეო გადაღება, ბენდის პერფორმანსი ან განათება.
რესტორანი კორპორაციული ღონისძიებებისთვის ამ კრიტერიუმის გათვალისწინებითაც უნდა შეარჩიოთ.

“წისქვილის” მენიუ წვეულებისთვის
რესტორან "წისქვილის" მენიუ იდეალურია ნებისმიერი გემოვნების სტუმრისთვის.
მრავალფეროვანი მენიუ სტუმრებს როგორც ცხოველურ, ისე ვეგანურ კერძებს სთავაზობს. ეს კი, თავის მხრივ, ინკლუზიურ გარემოს ქმნის დაწესებულებაში.
რესტორნის ინტერიერი და გარემო კი კომფორტულია როგორც მცირე, ისე დიდი ზომის შეკრებებისთვის. დახვეწილი და ელეგანტური დიზაინი სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის სტუმრებისთვის, ხოლო პროფესიონალი პერსონალი ყოველთვის მზად არის თქვენს მოთხოვნებს უპასუხოს და უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სერვისი.
თუ მცირე ზომის წვეულების მოწყობა თბილისთან ახლოს გსურთ, "წისქვილი წყნეთში" იდეალურ ადგილს წარმოადგენს ქალაქური ცხოვრების დროებით უკან მოსატოვებლად და ბუნებით დასატკბობად. რესტორანი ყველა სეზონზე გამორჩეულია თავისი ადგილმდებარეობით.
მას განსაკუთრებით საინტერესოს კი საღამოები მუსიკალურ-ქორეოგრაფიული პროგრამა ხდის. სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 19:30-დან 22:00 საათამდე, მუსიკალური ჯგუფი "ტრიო" სტუმრებისთვის ქალაქურ სიმღერებს ასრულებს, რაც განსაკუთრებულ ელფერს სძენს არსებულ გარემოს.
თუ გსურთ, რომ თქვენი ღონისძიება დაუვიწყარი და წარმატებული იყოს, რესტორანი "წისქვილი" საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ამიტომ, აირჩიეთ "წისქვილი" თქვენი მომდევნო წვეულებისთვის ან კორპორაციული საღამოსთვის და მიიღეთ დაუვიწყარი გამოცდილება.
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





