,,წისქვილში" ,,ლუდის დღეები" გაიმართება
27-28 ოქტომბერს, რესტორან ,,წისქვილში", ლუდის მოედანზე, ,,ლუდის დღეები" გაიმართება.
თუშური ხინკალი და კერძები გრილზე — სტუმრები სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მენიუს დაგემოვნებას შეძლებენ. ასევე, მათ დახვდებათ პრემიუმ ლუდის ფართო ასორტიმენტი. მათ შორის, წარმოდგენილი იქნება ისეთი ბრენდები, როგორებიცაა გერმანული ვარშტაინერი, შოფერჰოფერი, გაუფილტრავი ბენედიქტინერი, ჰოლანდიური გროლში და ჩეხური პილსნერი. ამასთან ერთად, ლუდის დღეების განმავლობაში მათ შეძენას სტუმრები სპეციალურ ფასად შეძლებენ.
ლუდის ორდღიან ფესტივალს წისქვილი უკვე რამდენიმე წელია კომპანია პარტნიორთან ერთად ახორციელებს.
"პარტნიორი დიდი ხანია თანამშრომლობს წისქვილი ჯგუფთან და ამ დროის განმავლობაში ერთობლივად არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩავატარეთ. მათ შორის სიამოვნებით ვუწევთ სპონსორობას „ლუდის დღეებს“, რადგან ეს არის ფესტივალი, რომელიც ერთად კრებს საუკეთესო ლუდისა და გემრიელი კერძების მოყვარულებს", — ამბობს პარტნიორის მარკეტინგის მენეჯერი, ანი ნიკოლაიშვილი.
საღამოს წამყვანები, ნიკოლოზ ჭკადუა და ნიკოლოზ ხრიკულიც შეუერთდებიან და მენტორობას გაუწევენ შეჯიბრებებსა და თამაშებს. Beer Pong, შეჯიბრი ლუდის სწრაფად დალევაში, გამძლეობის თამაში, თვალებახვეული ლუდის ჩამოსხმაში შეჯიბრი — სტუმრებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ ამ და სხვა გასართობ აქტივობებში როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. მონაწილეები მიიღებენ საჩუქრებს, ფინალისტები კი მთავარი პრიზისთვის — მიუზიკლ ჩიკაგოს ბილეთებისთვის იბრძოლებენ.
27 ოქტომბერს, 21:00 საათიდან სცენას ბენდი Nonstop დაიკავებს და ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ ქავერებს შეასრულებს. 28 ოქტომბერს კი ბენდი ქიმერა იზრუნებს სტუმრების განწყობაზე.
"ლუდის მოედანი წისქვილი ჯგუფის“ ერთ-ერთი გამორჩეული სივრცეა. 20 წელზე მეტია ის ჩვენი სტუმრების საყვარელი ადგილად რჩება, რადგან მათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ მოსვლა და უგემრიელესი კერძების დაგემოვნება. ამასთან ერთად, ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი სტუმრების განწყობაზეც ვიზრუნოთ, ამიტომ პარტნიორთან თანამშრომლობით გადავწყვიტეთ, ლუდის დღეები დაგვეგეგმა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და განსხვავებულ კერძებს შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს, სახალისო პროგრამასთან ერთად. ამიტომ ყველას გეპატიჟებით და გელოდებით", – ამბობს წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.
ასე რომ, მოინიშნეთ კალენდარში 27-28 ოქტომბერი და დაესწარით ტრადიციად ქცეულ ორდღიან ლუდის დღესასწაულს წისქვილში.
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





