საუკეთესო მეგრული კუპატი თბილისში – პიკანტური გემოების დღესასწაული „წისქვილში“
ცხარე, არომატული და თამამი – ასე შეძლება დაახასიათო მოკლედ მეგრული სამზარეულო. საქართველოს ამ ულამაზესი და უნიკალური რეგიონის მთავარ კერძებს შორის კი უდავოდ გამორჩეულია კუპატი. მას ხშირად მძიმე კერძად მოიხსენიებენ, რაც ბოლომდე არ შეესაბამება სიმართლეს. საქმე ისაა, რომ მისი სიმძიმე დამოკიდებულია მომზადების ტექნიკაზე და იმაზე, თუ რასთან ერთად მიირთმევთ მას.
როგორია მეგრული კუპატი, რაში გამოიხატება მისი უნიკალურობა და სად ვიპოვით საუკეთესო კუპატი თბილისში? – ბლოგში შევეცდებით ამ კითხვებს ამომწურავად გავცეთ პასუხი.
როგორია ნამდვილი მეგრული კუპატი?
კუპატი განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული – მას ამზადებენ, როგორც სამეგრელოში, ისე იმერეთში. მეგრული კუპატი იმერულისგან მცირედით განსხვავებულია და უფრო პიკანტური გემო დაჰკრავს. როგორც წესი, ამ კერძის მთავარი ინგრედიენტი საქონლისა და ღორის შერეული ფარშია, თუმცა სამეგრელოში უმეტესად მხოლოდ ღორის ხორცსა და ნაწლავებს იყენებენ.
კუპატის ტრადიციული რეცეპტი ამგვარია: ხორცის ნაჭრებს ხარშავენ, წვრილად ჭრიან და ნიორსა და ხახვს ურევენ. ასევე კაზმავენ უცხო სუნელით, ქონდრით, პილპილით, წიწაკითა და მარილით. ნარევი რამდენიმე საათი სიგრილეში თავსდება. ამასობაში საშუალო სისქის ნაწლავებს კარგად რეცხავენ და მათ ხორცის მასით კარგად ტენიან. გარედან დამატებით უსვამენ წითელ წიწაკას ან აჯიკას და წვავენ ან შესაბოლად კიდებენ. მას ხშირად ბროწეულის მარცვლებითა და კოწახურითაც აზავებენ.
შეწვის შემდეგ კუპატის გარსი ხრაშუნა უნდა იყოს, შიგთავსი კი – წვნიანი. ეს კონტრასტი ის ერთ-ერთი მახასიათებელია, რაც კერძს განსაკუთრებულს ხდის და სხვა კერძებისგან გამოარჩევს.
საუკეთესო კუპატი თბილისში – რატომ უნდა ესტუმროთ „წისქვილს“?
რეცეპტის აღწერიდანაც ჩანს, რომ ამ კერძის მომზადება არც ისე მარტივია. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მზარეულის ცოდნასა და გამოცდილებას. უბრალო საქმე არც ხორცის სწორად შერჩევაა და არც მისი შეზავება. არადა სწორედ ამაზეა დამოკიდებული არამხოლოდ გემოების ბალანსი, არამედ შიგთავსის სტრუქტურაც. ის წვნიანი უნდა იყოს, თუმცა არა იმდენად, რომ მარტივად დაიშალოს.
რესტორან „წისქვილში“ კუპატის მომზადებას დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან, რადგან კარგად ესმით თითოეული დეტალის მნიშვნელობა. რაც მთავარია, აქ ტრადიციულ მეგრულ რეცეპტს იყენებენ, რაც თბილისში უკვე იშვიათობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ „წისქვილის“ მეგრული კუპატი უბრალოდ კერძად კი არა, დელიკატესად მიიჩნევა.
„წისქვილში“ დიდი ყურადღება ექცევა კერძების სერვირებას. აქ კუპატი კეცზე თავსდება და სპეციალური სოუსით ფორმდება. კერძს თან ახლავს წვრილად დაჭრილი ხახვი და ბროწეულის მარცვლები – ეს არის დეტალები, რომლებსაც მხოლოდ ვიზუალური დატვირთვა არ აქვს. საქმე ისაა, რომ ბროწეულის ბუნებრივი მჟავიანობა იდეალურად აბალანსებს კუპატის ცხიმიანობასა და სიცხარეს, ხახვი კი განსხვავებულ გემოს სძენს კერძს.
განუყრელი წყვილი – კუპატი და ღომი/ელარჯი
როგორ წესი, მეგრული კუპატი დამოუკიდებლად არ იჭმევა, ამიტომ მნიშვნელოვანია მეწყვილის სწორად შერჩევა. მას განსაკუთრებით უხდება მეგრული სამზარეულოს კიდევ ერთი გამორჩეული კერძი ღომი.
ღომი უძველესი ფეტვისნაირი მცენარეა, რომელიც დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. მას ხარშავდნენ და იღებდნენ კერძს, რომელსაც მარტივად, მისი მთავარი ინგრედიენტის გამო, ღომი უწოდეს. მას ხორციან კერძებთან, თევზთან, ლობიოსთან და სხვა პროდუქტებთან ერთად მიირთმევდნენ. დღეს ღომისთვის უმეტესად სიმინდის წვრილად დაფქულ ღერღილს იყენებენ. ელარჯიც, ღომის მსგავსად, სიმინდის ღერღილისგან მზადდება, თუმცა ამ შემთხვევაში მოხარშულ მასაში სულგუნს ურევენ.
ღომიცა და ელარჯიც კუპატის იდეალური მეწყვილეა, რადგან მისი რბილი ტექსტურა და გემო, კარგად ანეიტრალებს კუპატის სიცხარესა და ინტენსიურ გემოებს. ეს არის კლასიკური მეგრული კომბინაცია, რომელიც ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა მოსინჯოთ.
კუპატი და ღვინო – რას გვირჩევენ გურმანები?
მეგრული კუპატი ხასიათიან ღვინოს მოითხოვს, ამიტომ საუკეთესო არჩევანია წითელი მშრალი ღვინო, მაგალითად, ოჯალეში ან საფერავი. ღვინის ამ სახეობების გემოები აბალანსებს კერძის ცხიმიანობასა და სუნელების მძაფრ არომატებს. მადის გასაღვიძებლად, შეგიძლიათ, კუპატის მირთმევამდე ჭაჭაც დააგემოვნოთ.
მაშ ასე, გაეცანით რესტორან „წისქვილის“ ობიექტებს შემდეგ მისამართზე https://tsiskvili.ge/branches, დაჯავშნეთ მაგიდა და ისიამოვნეთ ნამდვილი მეგრული სამზარეულოთი. მაგიდის დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე +995 32 2 005 555.
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





