ვმასპინძლობთ გურიას – „ქართული კუთხეების ფესტივალი“ წისქვილში
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ წისქვილის ეზოში გურიის დღეებით გაგრძელდება. გურიის წარმომადგენლები თავიანთ კუთხეს სტუმრებს 15 და 16 ივლისს წარუდგენენ.
წისქვილის ეზოში დამსწრე საზოგადოებისთვის ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნიმუშებს ანსამბლები „სახიობა“, „ლაზიერი“ და „სამება“ შეასრულებენ.
სტუმრები დააგემოვნებენ გამორჩეულ გურულ კერძებს და შეფ-მზარეულებთან ერთად მათ მომზადებასაც ისწავლიან. ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა წისქვილი ეზოში მოწყობილ გამოფენა-გაყიდვაზე დაათვალიერონ და შეიძინონ გურიიდან ჩამოტანილი და ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია. ბავშვებს კი დახვდებათ სპეციალური სივრცე, სადაც შეძლებენ თავი მრავალფეროვანი გასართობითა და აქტივობებით შეიქციონ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული კუთხეების ფესტივალი“ „წისქვილი ჯგუფის“ ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ქართული კულტურისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას ისახავს. ფესტივალი სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თბილისიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ფარგლებში, წისქვილმა უკვე უმასპინძლა იმერეთს, სვანეთს, კახეთს, სამეგრელოსა და რაჭას. გურიის შემდეგ კი, ივლისის ბოლო შაბათ-კვირას სტუმრების წინაშე აჭარა წარდგება.
გაითვალისწინეთ, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
სხვა სიახლეები
ფხალი, ბადრიჯანი ნიგვზით, ლობიო, ლობიანი და მწნილეული — რას მივირთმევთ მარხვაში და როგორ ავაწყოთ ქართული სამარხვო სუფრა.
მდებარეობა, გარემო, მენიუ, სამუშაო საათები და ჯავშანი — რას მივაქციოთ ყურადღება საქმიანი ლანჩისთვის რესტორნის შერჩევისას თბილისში.
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.





