18-19 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე, "ლუდის დღეები" გაიმართება
ღონისძიება დაიწყება 20:00 საათიდან და სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, ისიამოვნონ განსაკუთრებული ატმოსფეროთი, გემრიელი კერძებითა და პრემიუმ ხარისხის ლუდით.
ჩვენს სტუმრებს ექნებათ შანსი დააგემოვნონ პრემიუმ ხარისხის ლუდი 50%-იანი ფასდაკლებით, მათ შორის: გერმანული ვარშტაინერი, შოფერჰოფერი, გაუფილტრავი ბენედიქტინერი, შტიგელი და ჩეხური პილსნერი.
ღონისძიების მუსიკალურ ნაწილს ბენდი „ნალი“ წარუძღვება და შეასრულებს ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ ქავერებს.
სპეციალურად ამ დღეებისთვის შექმნილი მენიუ მოიცავს უგემრიელეს კერძებს.
გარდა ამისა, „ლუდის დღეების“ ფარგლებში, ჩატარდება მრავალი სახალისო შეჯიბრი:
- Beer Pong,
- ლუდის სწრაფად დალევის შეჯიბრი,
- თვალებახვეული ლუდის ჩამოსხმა,
- მაგიდის ფეხბურთი და სხვა.
გამარჯვებულებს გადაეცემათ ლუდის თემატიკასთან დაკავშირებული საჩუქრები, ხოლო მთავარი პრიზი – 300 ლარიანი წისქვილის ვაუჩერია, რომელიც ორივე დღეს, გამარჯვებულებს გადაეცემათ.
გულშემატკივრობისა და მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ მოთამაშეებს.
თუკი მყუდრო ატმოსფეროსა და მაღალი ხარისხის სამზარეულოს ეძებთ, მაშინ ლუდის მოედანს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
არ გამოტოვოთ ორდღიანი ლუდის დღესასწაული!
სხვა სიახლეები
ფხალი, ბადრიჯანი ნიგვზით, ლობიო, ლობიანი და მწნილეული — რას მივირთმევთ მარხვაში და როგორ ავაწყოთ ქართული სამარხვო სუფრა.
მდებარეობა, გარემო, მენიუ, სამუშაო საათები და ჯავშანი — რას მივაქციოთ ყურადღება საქმიანი ლანჩისთვის რესტორნის შერჩევისას თბილისში.
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.





