24-26 ოქტომბერს, ლუდის დღეები, ლუდის მოედანზე გაიმართება
წისქვილში, უკვე ტრადიციულად, ლუდის დღეებზე, სტუმრებს 24-26 ოქტომბერს სადღესასწაულო განწყობით, განსაკუთრებულ ატმოსფეროში ველოდებით.
24-25 ოქტომბერს საღამოს თორნიკე პარუნაშვილი და ალექს ძაგნიძე წარუძღვებიან, ღონისძიებას მუსიკალურად კი ბენდი „ნალი“ გააფორმებს და იზრუნებს თქვენს განწყობაზე.
გარდა ამისა, „ლუდის დღეების“ ფარგლებში, ჩატარდება მრავალი სახალისო შეჯიბრი:
- Beer Pong
- ლუდის სწრაფად დალევის შეჯიბრი
- თვალებახვეული ლუდის ჩამოსხმა
- მაგიდის ფეხბურთი და სხვა.
გამარჯვებულებს გადაეცემათ ლუდის თემატიკასთან დაკავშირებული საჩუქრები, ხოლო ფინალისტები მთავარი პრიზისთვის, მიუზიკლ „ვერის უბნის მელოდიებზე“ დასასწრები ბილეთებისთვის იბრძოლებენ.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას.
26 ოქტომბერს „ლუდის დღეები“ განსაკუთრებულად დასრულდება, ელ კლასიკოს თამაშის პირდაპირი ტრანსლაციით: რეალი vs ბარსელონა!
ჩვენს სტუმრებს ექნებათ შანსი დააგემოვნონ პრემიუმ ხარისხის ლუდი 50%-იანი ფასდაკლებით, მათ შორის: გერმანული Warsteiner, გაუფილტრავი Schofferhofer, Benediktiner, Stiegl და ჩეხური Pilsner Urquell.
ლუდის მოედანი, როგორც ყოველთვის გემრიელი კერძებით და პრემიუმ ხარისხის ლუდით გაგიმასპინძლდებათ, სპეციალურად ამ დღეებისთვის შექმნილი მენიუ უგემრიელეს კერძებს მოიცავს.
თუკი საღამოს სასიამოვნოდ და სახალისოდ გატარება გსურს, “ლუდის მოედანს” ლუდის დღეებზე აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
არ გამოტოვოთ დაუვიწყარი დღეები „წისქვილში“, ,,ლუდის მოედანზე!”
მისამართი: ა.ბელიაშვილის #99
მაგიდის დასაჯავშნად და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 32 200 55 55
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





