„წისქვილი ჯგუფი“ საბურთალოზე „ლუდის მოედნის“ კონცეფციის ახალ რესტორანს ხსნის
თბილისის გასტრონომიულ რუკაზე კიდევ ერთი გამორჩეული წერტილი ჩნდება,
2026 წლის 5 აპრილიდან „ლუდის მოედანი“ სტუმრებს უკვე საბურთალოზეც, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის №27-ში უმასპინძლებს.
პირველი „ლუდის მოედანი“ 2004 წელს გაიხსნა, ბელიაშვილის ქუჩაზე, „წისქვილის“ კომპლექსში. მისი კონცეფცია თავიდანვე ამბიციური იყო: კლასიკური ევროპული პაბისა და ტრადიციული ქართული რესტორნის სინთეზი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს სრულად პასუხობს.
„წისქვილი ჯგუფი“ სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში 2002 წლიდან გამოჩნდა და უკვე ორ ათეულ წელზე მეტია მომხმარებლის ნდობას წარმატებით ინარჩუნებს.
გუნდის მთავარი მიზანი ქართული კულინარიული მემკვიდრეობის შენარჩუნება, მისი პოპულარიზაცია და სტუმრებისთვის უმაღლესი სტანდარტის მომსახურების შეთავაზებაა.
დღეს ჯგუფი რვა განსხვავებული კონცეფციის ობიექტს მართავს, მათ შორის ტრადიციულ ქართულ ელემენტებზე დაფუძნებულ „ეთნო წისქვილს“, თანამედროვე ფიუჟენის ტიპის სივრცეს - „ტერასას“ და უნიკალურ SHOW & DINNER კონცეფციის რესტორან „თეატრს“.
ახალი რესტორანი საბურთალოზე 200-მდე სტუმარზეა გათვლილი. ორსართულიანი შიდა სივრცე და დახურული ტერასა ისეა მოწყობილი, რომ ერთნაირად კომფორტული იყოს: მეგობრული შეკრებებისთვის, საქმიანი ლანჩი და ა.შ.
ინტერიერში „წისქვილისთვის“ დამახასიათებელი ხელწერა იგრძნობა: ხის, მინისა და ლითონის სინთეზი თბილ ფერებთან ერთად განსაკუთრებულ სიმყურდოვეს ქმნის. ლუდის თემატიკისთან დაკავშირებული ისტორიული პოსტერები კი, განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს. გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო შეექმნა გარემო, რომელიც ერთნაირად კომფორტული იქნებოდა ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, უცხოელი ტურისტებისა და კორპორატიული კლიენტებისთვის.
საბურთალოს „ლუდის მოედნის“ მთავარი სავიზიტო ბარათი ღია და დახურული გრილი - ჯოსპერია. სპეციფიკური კონსტრუქციის წყალობით, კვამლი არ იფანტება და პროდუქტს (ხორცს, თევზს, ბოსტნეულს) ავთენტურ, შებოლილ არომატს სძენს. მაღალი ტემპერატურის გამო მიმდინარეობს მომენტალური კარამელიზაციის პროცესი რაც კრავს ხორცის ზედაპირს და ხელს უშლის წვენის გამოსვლას. შედეგად, ხორცი შიგნიდან საოცრად წვნიანი და რბილი რჩება.
წისქვილის მზარეულები ღია ცეცხლზე წვავენ ბატკნის ბეჭს, ტრადიციულ ქაბაბსა და მწვადს, ღორისა და ხბოს ნეკნებს თუ ბოსტნეულს. ასორტიმენტი ქართული ლუდხანისთვის ნაკლებად სახასიათო ზღვის პროდუქტებსაც მოიცავს. მენიუში ნახავთ ხრაშუნა კალმარის რგოლებს, ორაგულის სტეიკს, შემწვარ კალმახსა და დორადოს. თუ რამდენიმე სახის კერძის ერთდროულად გასინჯვა მოგინდათ - შეგეძლებათ გრილის სხვადასხვა დაფაც შეუკვეთოთ. მენიუშია თევზის, ძეხვის, სოსისების და ბოსტენული დაფები.
საბურთალოს “ლუდის მოედანის” მენიუში სტუმრებს ტრადიციული ქართული სამზარეულოც დახვდება, მათ შორის: ქალაქური, მთიულური, ყველისა და სოკოს ხინკალი. ასევე შეფის საავტორო სალათები, შქმერული, ოსტრი და კუპატი. ადგილზევე ცხვება რამდენიმე სახის ხაჭაპური, კუბდარი, ლობიანი და კახური შოთი.
ვეგანური კერძების მოყვარულებს შეეძლებათ შეუკვეთონ რამდენიმე სახის ფხალი, ლობიო, აჯაფსანდალი და ნიგვზიანი ბადრიჯანი. კერძების მოსამზადებლად წისქვილის მზარეულები მხოლოდ ადგილობრივ, ახალ პროდუქტს იყენებენ.
მენიუს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი, რასაკვირველია, ევროპული წარმოების, პრემიუმ ხარისხის სასმელებია. „ლუდის მოედანი“ სტუმრებს გერმანული, ავსტრიული, ჩეხური და სხვა ევროპული ლუდის გამორჩეული ასორტიმენტით უმასპინძლებს, როგორებიცაა: Warsteiner, Schöfferhofer, Benediktiner, Stiegl, Pilsner და სხვა.
ბელიაშვილის “ლუდის მოედნის” ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია გასართობი ღონისძიებები. მათ შორის ყველაზე ცნობილი და მასშტაბური “ლუდის დღეებია”, რომელსაც ,,წისქვილი ჯგუფი” უკვე რამდენიმე წელია ყოველ ოქტომბერს ატარებს . ფესტივლის ფარგლებში სტუმრებს საშუალება აქვთ ლუდის მენიუს ნაწილი სპეციალური ფასდაკლებით შეიძინონ. ფორმატი უკვე წლებია პოპულარობით სარგებლობს და შემოდგომაზე უამრავ ადამიანს იზიდავს. 2026 წელს ღონისძიებაზე დასწრება ლუდის მოყვარულებს უკვე საბურთალოს ფილიალშიც შეეძლებათ.
ამჟამად კომპანია აქტიურად მუშაობს საბოლოო დეტალებზე. მალე გექნებათ შესაძლებლობა, პირადად შეაფასოთ ახალი გარემო და მენიუ. საბურთალოს წისქვილის ლუდის მოედანი სტუმრებს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს დილის 11-დან ღამის 11 საათამდე (თუმცა რესტორანი მუშაობას სამზარეულოს დაკეტვის შემდეგაც განაგრძობს, ღამის 1 საათამდე). გუნდი სრულ მზადყოფნაშია წისქვილის რესტორნებისთვის ჩვეული სასიამოვნო გამოცდილება უკვე ახალ მისამართზეც შექმნას.
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





