საუკეთესო რომანტიკული ვახშამი თბილისში – როგორ შევარჩიოთ იდეალური გარემო
თბილისი ცოცხალი, ხმაურიანი და ქაოსური ქალაქია. ამიტომ წყვილებს, რომლებსაც შედარებით მშვიდ გარემოში სურთ საღამოს გატარება, ხშირად უჭირთ შესაფერისი ადგილების პოვნა. თუმცა დედაქალაქის ქაოსურობის მიუხედავად, აქ მრავლად ნახავთ კაფეებსა თუ რესტორნებს, სადაც სიმყუდროვეც დაგხვდებათ, ლამაზი ინტერიერიც, სასიამოვნო მუსიკაც და გემრიელი კერძებიც.
რომანტიკული ვახშმისთვის შესაფერისი გარემოს მარტივად შესარჩევად და დაუვიწყარი საღამოს შესაქმნელად ერთგვარ გზამკვლევს ჩვენ შემოგთავაზებთ.
რა უნდა გავითვალისწინოთ რესტორნების შერჩევისას?
მდებარეობა
რომანტიკული ვახშმის დაგეგმვა ლოკაციის შერჩევით იწყება. დიდი მნიშვნელობა აქვს თბილისის რა არეალში გიწევთ გადაადგილება – დედაქალაქის ცენტრში გეგმავთ შეხვედრას, თუ მის პერიფერიულ ნაწილში. კარგი ამბავი ის არის, რომ ლამაზ და მყუდრო კაფე-რესტორნებს ნებისმიერ უბანში იპოვით. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მხრივ უფრო მეტი არჩევანი თბილისის ცენტრში დაგხვდებათ.
ინტერიერი
მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც რომანტიკული ვახშმისთვის ადგილის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, კაფესა თუ რესტორნის ინტერიერი და დიზაინია. მნიშვნელოვანია გარემო იყოს ესთეტიკური, განათება თბილი და დაბალი, რადგან სიმყუდროვისა და ინტიმურობის განცდა შეიქმნას. გარემოს ინტერიერია სწორედ ის კომპონენტი, რაც პირველ შთაბეჭდილებას ქმნის და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს განწყობას საღამოს მიმდინარეობისას.
თბილისში შესაფერისი ადგილების არჩევანი ამ მხრივაც მრავალფეროვანია – აქ იპოვით როგორც პატარა, სხვადასხვა სტილში გადაწყვეტილ კაფეებს, ისე დახვეწილ რესტორნებს, რომლებშიც, დიდი სივრცის მიუხედავად, დაბალი და თბილი განათების დახმარებით, შენარჩუნებულია სიმყუდროვე.
მუსიკალური გაფორმება
მუსიკა არის ის, რასაც შეუძლია სრულიად გადაასხვაფეროს საღამოს განწყობა. რომანტიკულ ვახშამს უფრო მეტად წყნარი და ნელი მელოდიები შეეფერება. ამიტომ ხშირად ასეთ დროს დაბალ ხმაზე ჩართული, ფონური მუსიკა სრულიად საკმარისია. კიდევ უფრო ამაღლებულ განწყობას შექმნიდა ცოცხალი შესრულება, თუმცა ამ შემთხვევაშიც უმჯობესია ის წყნარი და მელოდიური იყოს.
მაგიდების განლაგება
ეს დეტალი, ერთი შეხედვით, შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. რომანტიკული ვახშმის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაგიდებს შორის სათანადო დისტანცია იყოს დაცული, რათა წყვილს პირადი სივრცის განცდა ჰქონდეს.
კერძები და ღვინო
რომანტიკული ვახშამი ვერაფრით იქნება სრულყოფილი გემრიელი კერძებისა და განსაკუთრებული სასმლის გარეშე. ამ დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გემო, არამედ კერძების გაფორმებაც, ანუ აუცილებელია კერძი ვიზუალურადაც დახვეწილი იყოს. ამიტომ სანამ თქვენს მომავალ ან ახლანდელ პარტნიორს ვახშამზე დაპატიჟებთ, კარგად გამოიკვლიეთ, სად მზადდება ყველაზე გემრიელი კერძები და რამდენად მიმზიდველია ისინი ვიზუალურადაც.
ადგილის შერჩევისას ისიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ რა ტიპის სამზარეულოს დაგემოვნება გსურთ – ქართულს ამჯობინებთ თუ ევროპული, აზიური ან შერეული სტილის კერძებს. ამ მხრივაც არჩევანი საკმაოდ დიდია, რადგან თბილისი განებივრებულია როგორც ქართული ტრადიციული რესტორნებით, ისე სივრცეებით, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოა წარმოჩენილი.
რაც შეეხება სასმელს, უმეტესად რომანტიკულ ვახშამზე ღვინოზე აკეთებენ არჩევანს. და მართლაც, ასეთი შეხვედრებისთვის, განსაკუთრებით საქართველოში, ღვინის სამშობლოში, ის იდეალური არჩევანია. მით უმეტეს, მისი მრავალი სახეობიდან ადვილად შეძლებთ შეარჩიოთ ღვინის სასურველი ტიპი, გემოვნური თვისებები და სხვა მახასიათებლები. მთავარია, იმ რესტორანში, რომელშიც ვახშამს დაგეგმავთ, მისი ფართო არჩევანი იყოს წარმოდგენილი.
დამატებითი რჩევები საღამოს დასაგეგმად
დაუვიწყარ რომანტიკულ საღამოს ხშირად დეტალები ქმნის. ამიტომ მის წინასწარ დაგეგმვას დიდი მნიშვნელობა აქვს – ამ გზით შეძლებთ თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი და უხერხული შემთხვევები. თანაც დეტალების წინასწარ განსაზღვრისას უფრო მარტივია დაძაბულობის მოხსნა და საღამოსგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება.
აუცილებლად დაჯავშნეთ მაგიდა წინასწარ. იმისათვის, რომ ზუსტად ის ადგილი შეგხვდეთ, რომელიც გსურთ, გირჩევთ, რეზერვაცია რამდენიმე დღით ადრე გააკეთოთ. ასევე, სასურველია, დეტალურად გაეცნოთ მენიუს. თუ რაიმე კერძთან დაკავშირებით კითხვები გაქვთ, თამამად მიმართეთ რესტორნისა თუ კაფეს პერსონალს, სთხოვეთ მეტი ინფორმაცია მოგაწოდონ ინგრედიენტების შესახებ. მანამდე კი, გირჩევთ, თქვენს პარტნიორთანაც გაარკვიოთ რა ტიპის კერძებს ამჯობინებს და თუ ჯერ კარგად არ იცნობთ მის გემოვნებას ან კვების სტილს, ამის შესახებაც წინასწარ გამოჰკითხოთ.
რესტორანი „წისქვილი“ – ადგილი საუკეთესო რომანტიკული ვახშამისთვის
რესტორანი „წისქვილი“ ერთ-ერთია იმ ადგილებიდან, რომელსაც წყვილები განსაკუთრებით ხშირად ირჩევენ რომანტიკული ვახშმებისთვის. მათ, ვისაც ის მხოლოდ ქართულ ტრადიციულ რესტორნად მიაჩნია, შეიძლება თავიდან ამაში დაეჭვდეს კიდეც. თუმცა მისმა ერთგულმა სტუმრებმა კარგად იციან, რომ ის ბევრად სცდება ამ განსაზღვრებას.
რესტორანი თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზეა წარმოდგენილი, მათ შორის, დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე და დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში. თითოეულ სივრცე განსხვავებულ კონცეფციას ეფუძნება და, შესაბამისად, განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს.
რომანტიკული ვახშმისთვის უმეტესად არჩევანს „წისქვილი ტერასაზე“ აკეთებენ, რომელიც ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე მდებარეობს. ის საერთო დარბაზის გარდა, აერთიანებს ვერანდასა და ვიტრაჟულ სივრცეებს. ეს კი ქმნის მსუბუქ ატმოსფეროს, რაც განსაკუთრებით უხდება ასეთ საღამოებს. გარდა ამისა, აღნიშნული ობიექტის მენიუში დაგხვდებათ როგორც ქართული კერძები, ისე მათი თანამედროვე ვარიაციები და საავტორო კერძებიც. ამიტომ, რაც არ უნდა სპეციფიკური გემოვნება გქონდეთ თქვენ და თქვენს პარტნიორს, აქ სასურველი გემოების პოვნას ნამდვილად შეძლებთ.

თუ უფრო ტრადიციული გარემოში გსურთ საღამოს გატარება და კერძებსაც მხოლოდ ქართულს ამჯობინებთ, მაშინ გირჩევთ „ეთნო წისქვილს“ ეწვიოთ. ასევე, შეგიძლიათ გადახედოთ რესტორნების ქსელის სხვა ობიექტებსაც, გაეცნოთ მათ მენიუსა და ინტერიერს და შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე უფრო შესაფერისი ფილიალი. რაც მთავარია, „წისქვილში“ საუკეთესო კერძების გარდა, დაგხვდებათ ქართული და ევროპული ღვინოების ფართო არჩევანი, რომელთა შერჩევასა და კერძებთან შეხამებაში გამოცდილი მომსახურე პერსონალი დაგეხმარებათ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მაგიდის რეზერვაციისა და სხვა დეტალების წინასწარ დასაგეგმად დაუკავშირდით „წისქვილის“ გუნდს ნომერზე 032 2 00 55 55.
შექმენით დაუვიწყარი მოგონებები თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად!
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





