ბადრიჯანი ნიგვზით – სრული გზამკვლევი
ნიგვზიანი ბადრიჯანი – ეს არის კერძი, რომელსაც საქართველოში ყველა სადღესასწაულო სუფრაზე თუ უბრალო ოჯახური შეკრებების დროს გაწყობილ მაგიდაზე ნახავთ. ის ერთგვარი აპეტაიზერია, რომელიც ცივად იჭმევა და, შესაბამისად, სუფრაზე თავიდანვე მოაქვთ.
ამ კერძის უნიკალურობა ინგრედიენტების კომბინაციაშია – ბადრიჯანი, ნიგოზი და ქართული სუნელები ერთმანეთს იდეალურად ერწყმის და ქმნის დახვეწილ და დასამახსოვრებელ გემოს.
ბლოგში დეტალურად მოგიყვებით ბადრიჯნითა და ნიგვზით დამზადებულ ამ საუცხოო კერძის შესახებ და გასწავლით მის მომზადების წესსაც.
რა ინგრედიენტები სჭირდება ნამდვილ ნიგვზიან ბადრიჯანს?
ნიგვზიანი ბადრიჯნის მომზადება, ერთი შეხედვით, მარტივი შეიძლება გეგონოთ, თუმცა ასე სულაც არ არის. საქმე ისაა, რომ მისი ინგრედიენტები საკმაოდ სპეციფიკურია და თითოეულ მათგანს თავისი დამახასიათებელი არომატი აქვს. სწორედ ამიტომ მზარეულს დიდი სიფრთხილე მართებს მათი შეზავებისას. გარდა ამისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროდუქტების სწორად შერჩევასაც, განსაკუთრებით, თუ საქმე მის ორ მთავარ კომპონენტს – ბადრიჯანსა და ნიგოზს ეხება.
ძირითადი ინგრედიენტების შერჩევა
ნიგვზიანი ბადრიჯნისთვის უმჯობესია შეარჩიოთ საშუალო სისქის, მოგრძო და სწორი ფორმის ბადრიჯნები, რათა ისინი თანაბარი სისქისა და სიგრძის ნაჭრებად დაჭრათ. გარდა ამისა, ძალიან მსხვილი ბადრიჯანი ხშირად ბევრ თესლს შეიცავს და მომწარო გემოც დაჰკრავს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ნიგვზის შერჩევაც. ქართულ ტრადიციულ სამზარეულოში უპირატესობას ღია ფერის ნიგოზს ანიჭებენ, რადგან ის ნაზი გემოთი გამოირჩევა. მუქ ან დაძველებულ ნიგოზს კი უფრო მომწარო ტონები დაჰკრავს, რაც კერძის საბოლოო გემოსაც აფუჭებს.
ნიგვზიანი მასის მოსამზადებლად ასევე დაგჭირდებათ ძმარი. რეკომენდებულია ნატურალური თეთრი ღვინის ან ყურძნის ძმრის გამოყენება. ეს ინგრედიენტი ნიგვზის შიგთავსის გემოს კიდევ უფრო ამდიდრებს და სასიამოვნო სიმჟავეს მატებს.
სანელებლების ბალანსი
ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო სანელებლების სწორი ბალანსია. ნიგვზიანი ბადრიჯნის შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ოთხ ძირითად სანელებელს – უცხო სუნელს, ხმელ ქინძს, ყვითელ ყვავილსა და წითელ წიწაკას.
უცხო სუნელი კერძს დამახასიათებელ ქართულ არომატს სძენს, ხმელი ქინძი ნიგვზის გემოს კიდევ უფრო გამოკვეთს, ყვითელი ყვავილი მას მსუბუქ ტონებს მატებს, ხოლო წითელი წიწაკა — ოდნავ სიცხარეს. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ზომიერად გამოყენება, რათა რომელიმე გემო დომინანტური არ გახდეს ან კერძი საბოლოოდ ცხარე არ გამოვიდეს.
ნიგვზიანი ბადრიჯნის კიდევ ერთი აუცილებელი ინგრედიენტია ნიორი, თუმცა მასთანაც სიფრთხილე გვმართებს. მისმა ზედმეტმა რაოდენობამ შეიძლება ნიგვზის ბუნებრივი არომატი გადაფაროს. იდეალურ შემთხვევაში, ნივრის გემო ერთგვარ ფონს უნდა ქმნიდეს და არ უნდა იყოს დომინანტური.
ნიგვზიანი ბადრიჯნის მომზადების რეცეპტი
ტრადიციული ნიგვზიანი ბადრიჯნის მომზადება რამდენიმე ეტაპისგან შედგება. მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანი სწორად შესრულდეს, რადგან სწორედ დეტალები ქმნის საბოლოო შედეგს.
დაიწყეთ ბადრიჯნის მომზადებით. გარეცხეთ და დაჭერით, მოაყარეთ მარილი და დატოვეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გარეცხეთ ნაჭრები ცივი წყლით და კარგად გაამშრალეთ. გააცხელეთ ტაფა და შეწვით თითოეული ნაჭერი საშუალო ტემპერატურაზე ორივე მხრიდან. დაელოდეთ, სანამ ბადრიჯანი ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს.
პარალელურად მოამზადეთ ნიგვზის მასა. გაატარეთ ნიგოზი და დაუმატეთ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, ნიორი, ძმარი და წყალი მცირე რაოდენობით. მიღებული მასა უნდა იყოს ერთგვაროვანი, რბილი და ადვილად წასასმელი.
როდესაც ბადრიჯანი გაცივდება, თითოეულ ნაჭერზე თანაბრად გადაანაწილეთ ნიგვზის შიგთავსი. შემდეგ ფრთხილად გადაახვიეთ და მიეცით რულეტის ფორმა. ტრადიციულად, სუფრაზე გატანის წინ კერძს რამდენიმე საათით მაცივარში აჩერებენ, რათა გემოები უკეთ შეერწყას ერთმანეთს.
რესტორანი „წისქვილი“ – თუკი ნამდვილი ნიგვზიანი ბადრიჯნის დაგემოვნება გსურთ
უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, რესტორანი „წისქვილი“ ქართველი გურმანების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ლოკაციაა. ამის მთავარი მიზეზი ჩვენი ქართული ავთენტიკური კერძებია, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება, რაც მთავარია, ტრადიციული რეცეპტების დაცვითა და პროფესიონალი შეფ მზარეულების მიერ. „წისქვილი“ არის ასევე ერთ-ერთი პირველი რესტორანი, რომელშიც ადგილობრივებს უცხოელი სტუმრები მოჰყავთ. ისინი ენდობიან ჩვენ ხარისხსა და იციან, რომ იმედები არც თავად გაუცრუვდებათ და არც მათ სტუმრებს.
თუ სტუმრების მიღებას გეგმავთ, დაგვიკავშირდით და წინასწარ შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი სივრცე რესტორან „წისქვილში“.
რაც შეეხება ნიგვზიან ბადრიჯანს, ეს კერძი, ისევე როგორც ქართული სამზარეულოს სხვა ნიმუშები, ძველი ტრადიციის მიხედვით მზადდება, შესაბამისად, სრულადაა შენარჩუნებული მისი ავთენტური გემო. მას „წისქვილში“ მჭადის ჩიფსებთან ერთად მოგართმევენ, რაც განსაკუთრებით უხდება კერძს. ამიტომ, თუ კერძების მზადებისთვის თავად დრო არ გაქვთ, თუმცა ამ კერძის დაგემოვნება მაინც გსურთ, აუცილებლად უნდა გვეწვიოთ
აღსანიშნავია ისიც, რომ რესტორნის გამორჩეულობა მხოლოდ კერძებით არ შემოიფარგლება. „წისქვილის“ რესტორნების სივრცეებში აღმოაჩენთ საქართველოს სხვა და სხვა კუთხისთვის დამახასიათებელ ელემენტებსა და ქართულ ტრადიციულ სახვით ნიმუშებს. შესაბამისად, სტუმრებს აქ შესაძლებლობა აქვთ, ქართული კულტურა უნიკალური არქიტექტურისა და ინტერიერისდამსახურებითაც შეიგრძნონ. თუ „ეთნო წისქვილს“ ესტუმრებით, ფოლკლორული სანახაობითაც დატკბებით, რომლებსაც ყოველ საღამოს გამორჩეული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები მართავენ.
გამოცადეთ ნამდვილი ქართული გემოები უნიკალურ გარემოში, დაგვირეკეთ ნომერზე +995 032 2 00 55 55 და დაჯავშნეთ მაგიდა წინასწარ.
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





