სად ვიპოვოთ საუკეთესო ხაშლამა თბილისში? – კახური ტრადიცია „წისქვილში“
ხაშლამის რეცეპტის გაცნობის შემდეგ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ის მარტივად მოსამზადებელი და უბრალო კერძია. თუმცა გამოცდილმა მზარეულმა და ნამდვილმა გურმანმა კარგად იცის, რომ ეს ასე სულაც არ არის – სინამდვილეში, მისი მომზადება დიდ ოსტატობას მოითხოვს, მეტიც, ის ბევრისთვის ხელოვნებასაც კი უტოლდება.
როგორ მზადდება ნამდვილი ხაშლამა?
ხაშლამა კახური კერძია, რომელიც ქართული სარიტუალო სუფრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ის უცვლელად გვხვდება როგორც საქორწილო, ისე სამგლოვიარო მენიუებში, თანაც არა მხოლოდ კახეთში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
კახური ხაშლამა, როგორც წესი, საქონლის ხორცისგან მზადდება. მასში უმეტესად მკერდის ან ნეკნის ნაჭრებს იყენებენ. იმისათვის, რომ კერძი საუცხოო გამოვიდეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი მთავარი ინგრედიენტის – ხორცის ხარისხს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მომზადების ტექნოლოგია. პირველ რიგში, ხორცი მოზრდილ ნაჭრებად იჭრება და იხარშება. სასურველია, წამოდუღების შემდეგ პირველი წყალი გამოიცვალოს და ახლით ჩანაცვლდეს. ამის შემდეგ, ქვაბში ხახვის ორად გაჭრილი თავი თავსდება და დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ცეცხლზე იხარშება. ხარშვის დროს ბულიონში ამატებენ დაფნას, ნივრის კბილებს, მარილსა და პილპილის მარცვლებს. თავზე აფარებენ და დაახლოებით 40-50 წუთი ცეცხლზე ტოვებენ. თეფშზე ამოღების შემდეგ მას ცოცხალ მწვანილებს უმატებენ. საქონლის ხაშლამა ბულიონთან ერთად, აუცილებლად ცხლად უნდა მიირთვათ.
მინიმალური და ჯანსაღი ინგრედიენტებით დამზადებული ეს კერძი, რომლის გარეშეც დღეს ქართული ტრადიციული სუფრა წარმოუდგენელია, ორგანიზმისთვის განსაკუთრებულად სასარგებლოა. ამიტომ მას ხშირად მიირთმევენ არა მხოლოდ დღესასწაულებსა და სარიტუალო დღეებში, არამედ მაშინ, როცა ძალების აღდგენა სჭირდებათ. ასევე, ცივ ამინდში გასათბობად.
საუკეთესო ხაშლამა თბილისში – სად უნდა დააგემოვნოთ ის?
დღეს თბილისში ამ კერძის სახელს ბევრი რესტორნის მენიუში ამოიკითხავთ, თუმცა იპოვო ნამდვილი კახური ხაშლამა, არც ისე მარტივია. თუ ექსპერიმენტების ჩატარებისთვის არც დრო გაქვთ და არც ხალისი, მაშინ ჩვენ მიგასწავლით ადგილს, სადაც ნამდვილი ხაშლამით გაგიმასპინძლდებიან. ეს ადგილია რესტორანი „წისქვილი“, რომელსაც სტუმრები უდიდეს ნდობას უცხადებენ გამორჩეული ქართული კერძების, განსაკუთრებული ატმოსფეროსა და ხარისხიანი მომსახურების გამო.
ხაშლამა რესტორანში ახალი, ადგილობრივი საქონლის ხორცისგან და ტრადიციული წესით მზადდება. სწორედ ასე იქმნება გემო, რომელსაც დღეს მისი ერთგული სტუმრები მარტივად ცნობენ. თუ „წისქვილის“ ხაშლამა ჯერ არ გაგისინჯავთ, მაშინ დაგვერწმუნეთ, გამჭვირვალე და სუფთა ბულიონი, ნაზი ხორცი და იდეალურად დაბალანსებული გემოები გულგრილს არც თქვენ დაგტოვებთ.
კერძის დაგემოვნებას „წისქვილი ჯგუფის“ რესტორნების სხვადასხვა ფილიალში შეძლებთ, მაგრამ მას განსაკუთრებით უხდება „ეთნო წისქვილის“ გარემო. აქ უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის ქართული კულტურისა და არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალები, ძველისა და ახლის სინთეზი, რის გამოც მას სამართლიანად უწოდებენ რესტორან-მუზეუმს.
ხაშლამა და ღვინო – იდეალური კომბინაცია
მნიშვნელოვანია, ხაშლამისთვის სწორად შეარჩიოთ სასმელი, რათა მისი დაგემოვნებით მიღებული გამოცდილება კიდევ უფრო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გახადოთ. ტრადიციულად, მას ღვინოსთან ერთად გეახლებიან, რადგან სასმელი განსაკუთრებით კარგად ხსნის გემოებს. გირჩევთ, კერძთან ქვევრში დაყენებული თეთრი ღვინო – რქაწითელი ან კახური მწვანე მოსინჯოთ.
ხაშლამის ჭამამდე ქართველები ხშირად სვამენ ჭაჭასაც – მისი ერთი ყლუპიც საკმარისია მადის გასაღვიძებლად და ორგანიზმის ცხელი კერძისთვის მოსამზადებლად. ასე შეძლებთ ხაშლამის დაგემოვნებას რიტუალური ხასიათიც შესძინოთ.
რა უნდა მიაყოლოთ ხაშლამას?
სრულფასოვანი გამოცდილებისთვის მნიშვნელოვანია მისაყოლებელი პროდუქტების სწორად შერჩევაც. ხაშლამის შეუცვლელი მეწყვილეა ცხელი შოთის პური, რადგან მისი ხრაშუნა ქერქი და რბილი გული განსაკუთებით უხდება ამ კერძს. არანაკლებ უყვართ ქართველებს გუდის ყველის ან სხვა ადგილობრივი ყველის მიყოლებაც, რადგან მსუბუქი სიმლაშე და ტექსტურა იდეალურად ერწყმის მოხარშული ხორცის სირბილეს. ქართულ ტრადიციულ სუფრაზე, ხაშლამასთან ერთად ხშირად ნახავთ მჟავეულობასაც. ის სუფრას სიმსუბუქესა და ცოცხალ ხასიათს მატებს.
ასე რომ, თუ ეძებთ ნამდვილ, ავთენტიკურ გემოს და გსურთ დააგემოვნოთ საუკეთესო ხაშლამა თბილისში, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ „წისქვილს“. თქვენთვის სასურველი სივრცისა და მაგიდის წინასწარ დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე +995 32 2 005 555.
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





