ლუდის მოედანი – ქართული პაბი
გემრიელად მომზადებული გრილის კერძები და ქართული ავთენტური გემოები, გერმანული, ავსტრიული, ჰოლანდიური და ჩეხური ლუდის ფართო არჩევანი, უმაღლესი ხარისხის სერვისი, გამორჩეული გარემო და ცოცხალი მუსიკა — თუ გსურთ, ამ ყველაფრის კომბინაცია ერთ სივრცეში გამოცადოთ, მაშინლუდის მოედანს უნდა ესტუმროთ. ის ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე წისქვილის კომპლექსში შემავალი რესტორანია, რომელიც სხვა სივრცეებისგან განსხვავებით, კლასიკური პაბისა და თანამედროვე არქიტექტურული დეტალების სინთეზს წარმოადგენს.
ხინკალი, მწვადი, ქაბაბი და სხვა ქართული ტრადიციული კერძები,ასევე გრილის მენიუ– ასეთია ლუდის მოედნის კერძების მცირე ჩამონათვალი, რომლებსაც მზარეულები თქვენ თვალწინ, ღია გრილზე დაამზადებენ. შეუძლებელია აქ ვერ მიაგნოთ თქვენს საყვარელ გემოებს ან არ აღმოაჩინოთ ახალი საუცხოო არომატები. რაც მთავარია, ამ პროცესს კიდევ უფრო მეტ ხიბლს შესძენს საუკეთესო ხარისხის ლუდი, რომლის ფართო ასორტიმენტსაც რესტორანი დაგახვედრებთ. მათ შორისაა, გერმანული ვარშტაინერი, ბენედიქტინერი და შოფერჰოფერი, ჰოლანდიური გროლში და ჩეხური პილსნერი.
“ლუდის მოედანი” 2004 წელს შეიქმნა. იმ დროს თბილისში არ არსებობდა სივრცე, სადაც კულტურულად დალევდი ლუდს და შეჭამდი ხინკალს ან სხვა ქართულ ტრადიციულ კერძებს. ამიტომ ასეთი ადგილი თბილისს მაშინ ძალიან სჭირდებოდა. ამან გადაგვაწყვეტინა შეგვექმნა რესტორანი, რომელიც გასცდებოდა დუქნის სტილს და სტუმრებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებდა. დღეს ლუდის მოედანი ადგილობრივების ერთ-ერთი რჩეული სივრცეა და ადგილი, სადაც სიამაყით მოჰყავთ უცხოელი სტუმრები ქართული კერძების დასაგემოვნებლად", — ამბობს წისქვილი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და რესტორნის მთავარი არქიტექტორი მამუკა ჩხაიძე.
ლუდის მოედანზე იპოვით სხვადასხვა ტიპის დარბაზს, ღია და დახურულ სივრცეებს, სადაც ოჯახთან, მეგობრებთან ან ბიზნეს პარტნიორებთან ერთად მყუდროდ შეძლებთ მოკალათებას. რესტორანში ხშირად უმასპინძლდებიან საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლებსა და სხვა საპატიო სტუმრებს, რადგან აქ ყველაფერია, რაც ასეთ დროსაა საჭირო — კომფორტული გარემო სასაუბროდ, უმაღლესი ხარისხის მომსახურება და გემრიელი ქართული კერძები.
რა დროსაც არ უნდა მოხვიდეთ ლუდის მოედანზე, დილით ნაბახუსევზე, შუადღეს სადილისთვის თუ საღამოს სავახშმოდ. სულ მოძრაობაა, უწყვეტად ცხვება პური და გრილზე საუცხოო კერძები შიშხინებს. ასე რომ, თუ განტვირთვა და ლუდთან ერთად გემრიელად ჭამა გინდათ,ლუდის მოედნის კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა.
მისამართი — ბელიაშვილის 99
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





