„სვეტიცხოვლობის“ დღესასწაული მცხეთის „წისქვილის“ სტუმრებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს
მათ, ვისაც სურდა სვეტიცხოვლობის აღნიშვნა და ქალაქგარეთ დასვენება, შესანიშნავი გარემო, განწყობა და უგემრიელესი კერძები დავახვედრეთ მცხეთის „წისქვილში“.
სივრცე განსაკუთრებულად იყო მორთული და დღესასწაულს კიდევ უფრო ამაღლებულ ხასიათს სძენდა.
სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა მასტერკლასში: მცხეთური ღვეზელის მომზდადება, ჭაჭის გამოხდა, ხინკლის მოხვევა, მწვადის შეწვა, თონის პურის გამოცხობა და ჩურჩხელების ამოვლება.
![]() | ![]() |
საღამოს 19:00 საათიდან „თბილისურმა კვარტეტმა“ გახსნა და შეასრულა ქართული, ყველასთვის საყვარელი სიმღერები, ხოლო დღესასწაული მუსიკალურმა დუეტმა „მარიამმა და ლიზიმ“ დაასრულა. მათი შესრულებული ცნობილი ქავერები სტუმრებს სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
მცხეთის „წისქვილი“ 2022 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავს „სვეტიცხოვლობის დღესასწაულს.“
რესტორანი ტერასებად არის განლაგებული და შთამბეჭდავ ხედებს სთავაზობს სტუმრებს მტკვარზე, მთებსა და ჯვრის მონასტერზე.
კომპლექსში მოსულ სტუმრებს ელოდებათ ქართული ღვინის მარანი, სადაც საკოლექციო საცავიდან სხვადასხვა ჯიშის ღვინის დაგემოვნებას შეძლებენ. აქვე, მუსიკალური პროგრამით ტკბობა, ულამაზესი ხედებით აღფრთოვანება და უგემრიელესი კერძების დაგემოვნება განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა.
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.







