ლუდის მოედანზე "ლუდის დღეები" გაიმართა
24-26 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. აქ მოსულ სტუმრებს უგემრიელეს კერძებთან ერთად დახვდათ ლუდი ნახევარ ფასად და განსაკუთრებული, სადღესასწაულო განწყობა.
24-25 ოქტომბერს საღამოს თორნიკე პარუნაშვილი და ალექს ძაგნიძე წარუძღვნენ და სტუმრებს სხვა და სხვა სახალისო შეჯიბრი შესთავაზეს. გამარჯვებულებს ლუდის თემატიკასთან დაკავშირებული საჩუქრები გადაეცათ, ფინალისტები კი, მთავარი პრიზით, მიუზიკლ „ვერის უბნის მელოდიებზე“ დასასწრები ბილეთებით დასაჩუქრდნენ.
ბენდი “ნალი” ღონისძიების მუსიკალურ ნაწილზე და ჩვენი სტუმრების განწყობაზე ზრუნავდა.
26 ოქტომბერს „ლუდის დღეები“ განსაკუთრებულად, ელ კლასიკოს თამაშის პირდაპირი ტრანსლაციით დასრულდა.
ჩვენს სტუმრებს ჰქონდათ შანსი ღონისძიების ფარგლებში დაეგემოვნებინათ პრემიუმ ხარისხის ლუდი 50%-იანი ფასდაკლებით, მათ შორის: გერმანული Warsteiner, გაუფილტრავი Schofferhofer, Benediktiner, Stiegl და ჩეხური Pilsner Urquell.
როგორც ყოველთვის, სპეციალურად ამ დღეებისთვის შეიქმნა მენიუ, რომელიც უგემრიელეს კერძებს მოიცავდა.
“ლუდის დღეები” უკვე ტრადიციულ დღესასწაულად იქცა რესტორანი წისქვილისთვის და მისი სტუმრებისთვის. ლუდის მოედანი ღონისძიებაზე უკვე მესამე წელია მასპინძლობს სტუმრებს.
![]() | ![]() |
გემრიელად მომზადებული გრილის კერძები და ქართული ავთენტური გემოები, გერმანული, ავსტრიული, ჰოლანდიური და ჩეხური ლუდის ფართო არჩევანი, უმაღლესი ხარისხის სერვისი, გამორჩეული გარემო და ცოცხალი მუსიკა — თუ გსურთ, ამ ყველაფრის კომბინაცია ერთ სივრცეში გამოცადოთ, მაშინ ლუდის მოედანს უნდა ესტუმროთ.
ის ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე წისქვილის კომპლექსში შემავალი რესტორანია, რომელიც სხვა სივრცეებისგან განსხვავებით, კლასიკური პაბისა და თანამედროვე არქიტექტურული დეტალების სინთეზს წარმოადგენს.
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.







