იპოვე წისქვილი Tbilisi Open Air-ზე და ისიამოვნე გემრიელი კერძებით
მათ, ვინც Tbilisi Open Air-ისა და საყვარელ არტისტებთან შეხვედრისთვის ემზადება, ფესტივალზე კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ელის — ფესტივალს რესტორანი წისქვილი შეუერთდა.
"Tbilisi Open Air ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფესტივალია, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში მოუთმენლად ველოდებით. ეს წელი კიდევ უფრო გამორჩეული იქნება, რადგან ახლა ფესტივალის ნაწილი გახდა წისქვილიც. გემრიელი გემოების მოყვარულებს გეპატიჟებით ჩვენთან, არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ Open Air-ზე გატარებული სამი დღე კიდევ უფრო სასიამოვნო გავხადოთ თქვენთვის", — ამბობს წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.
23, 24 და 25 ივნისს, ფესტივალზე წისქვილი გემრიელი კერძებითა და სასმელებით გაგიმასპინძლდებათ. მენიუში წარმოდგენილი იქნება ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი კერძები. მათ კი, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუგემოვნებია წისქვილის მიერ შექმნილი გემოები, ამის შესაძლებლობა ფესტივალზე მიეცემა.
"წისქვილი ჯგუფი“ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საკმაოდ დიდი, 12 მეტრიანი ობიექტით. ერთ სივრცეში გაერთიანებული იქნება როგორც კერძები, ისე ბარი. მაქსიმალური კომფორტისთვის დავნერგავთ რიგის ნომრების სისტემას და მომხმარებლები პირდაპირ მონიტორიდან მიიღებენ ინფორმაციას გამზადებული შეკვეთების შესახებ", — აღნიშნავს წისქვილი ჯგუფის კომერციული დირექტორი, მიხეილ კვირტია.
ასე რომ, იპოვე წისქვილი ფესტივალის ტერიტორიაზე, ისიამოვნე საყვარელი არტისტების შესრულებითა და საუცხოო გემოებით Open Air-ზე.
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





