თევზეულის კერძები - რესტორანი "წისქვილისგან"
ალბათ, ბევრი დაგვეთანხმება, რომ თევზის დაგემოვნება ბუნებაში განსაკუთრებით სასიამოვნოა, თუმცა მის საჭმელად ყოველ ჯერზე ქალაქგარეთ გასვლა ზოგი ჩვენგანისთვის დიდი ფუფუნებაა. მიუხედავად ამისა, არსებობს სხვა გზაც – იპოვო ადგილი, სადაც ხარისხიანი თევზიც დაგხვდება და გარემოც, რომელიც ბუნებაში ყოფის განცდას შეგიქმნის. ასეთია რესტორანი „ეთნო წისქვილი“, რომელიც თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, თუმცა იქ არსებული გამწვანებული სივრცეები, ბუნებრივ ჩანჩქერი და უძველესი წყლის წისქვილი თავს ქალაქგარეთ გაგრძნობინებთ.
თევზის კერძების მენიუ „ეთნო წისქვილში“
რესტორანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ნედლეულის შერჩევას, რის გამოც უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ და ჯანსაღ პირობებში გაზრდილ და დაჭერილ თევზს. მის მენიუში წარმოდგენილია როგორც მდინარის ქართული თევზი, ისე ზღვის პროდუქტები, რაც სტუმარს საშუალებას აძლევს კლასიკურის გარდა, შეარჩიოს განსხვავებული გემოებიც.
„ეთნო წისქვილში“ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომზადების ტექნოლოგიასაც. მზარეულების ამოცანაა თქვენამდე მოსულ კერძს შენარჩუნებული ჰქონდეს როგორც გემოვნური, ისე სასარგებლო თვისებები. ეს კი თევზის შემთხვევაში განსაკუთრებულ ოსტატობას – ოპტიმალური ტემპერატურის დაცვასა და მომზადების ხანგრძლივობის სწორად განსაზღვრას მოითხოვს.
რაც შეეხება აქ არსებულ თევზის ასორტიმენტს, შევეცდებით ქვემოთ ის დეტალურად გაგაცნოთ.
სხვადასხვა სახეობის თევზის მწვადი
მწვადისა და თევზის მოყვარულებისთვის რესტორანი „წისქვილი“ განსაკუთრებული ადგილია, რადგან აქ დაგხვდებათ შამფურზე შემწვარი სხვადასხვა სახეობის თევზი. ვისაც ადგილობრივ თევზსა და ინტენსიურ გემოს ანიჭებს უპირატესობას, მაშინ აუცილებლად უნდა დააგემოვნოს ალაზნის ლოქოს მწვადი. ის გამოირჩევა მკვრივი სტრუქტურითა და მდიდარი გემოთი.
არანაკლებ დახვეწილია ზუთხის მწვადი, რომელიც ძალიან უხდება განსაკუთრებული შემთხვევებისთვის გაწყობილ სუფრას. ეს კერძი თქვენს სადილსა თუ ვახშამს უფრო საზეიმო იერს შესძენს და თანაც, განსაკუთრებული ტექსტურისა და მდიდარი გემოს დამსახურებით, კიდევ უფრო გააგემრიელებს მას.
და ბოლოს, გვერდს ვერც ორაგულის მწვადს ავუვლით – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და მოთხოვნადი კერძი „წისქვილის“ სტუმრებს შორის. მომზადების სპეციალური ტექნიკის დამსახურებით, მასში შენარჩუნებულია როგორც ჯანსაღი ცხიმები, ისე თევზის ნაზი ტექსტურა. გაითვალისწინეთ, ორაგულის მწვადი და ქართული ღვინო ძალიან უხდება მსუბუქ ვახშამს.
თევზი სოუსებში – განსაკუთრებული რეცეპტები „წისქვილისგან“
აუცილებლად უნდა გამოვყოთ თევზის ორი კერძი, რომელიც უგემრიელესი სოუსების დამსახურებით, გამორჩეულ ადგილს იკავებს „წისქვილის“ მენიუში.
წარმოიდგინეთ წვნიანი, ნაზად შემწვარი ორაგული ბაჟეს სოუსში. თუ ჯერ არ გაგისინჯავთ ეს კომბინაცია, გირჩევთ, პირველივე შესაძლებლობაზე დააგემოვნოთ. ნიგვზის, ნივრისა და ქართული სანელებლებისგან მომზადებული სოუსი განსაკუთრებით კარგად ეხამება ორაგულის დახვეწილ გემოს. ეს კერძი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც აფასებს ინტენსიური არომატებისა და ტრადიციულ გემოების ერთობლიობას.
შეუძლებელია არ ვახსენოთ „წისქვილის“ კიდევ ერთი გამორჩეული კერძი – ალაზნის ლოქო ქინძმარში ნიგვზით. მასში ერთდროულად იგრძნობა ავთენტიკური და თანამედროვე გემოები, რასაც თევზის, ქინძის, ძმრისა და ნიგვზის უნიკალური კომბინაცია ქმნის.
თევზის სხვა კერძები „წისქვილის“ მენიუში
ჩვენ მიერ დასახელებული კერძების გარდა, თევზის მოყვარულებს, მენიუში სხვა არჩევანიც დაგხვდებათ. აქ იპოვით კლასიკურად მომზადებულ კალმახსა და ორაგულს. ასევე, შემწვარ დორადოსა და მოხარშულ ზუთხს. „წისქვილში“ შეძლებთ შეუკვეთოთ სპეციალური დაფაც, რომელზედაც სხვადასხვა სახეობის თევზი იქნება მოთავსებული. გაეცანით „ეთნო წისქვილის“ მენიუს დეტალურად.
ასე რომ, თუ ეძებთ მწვანე სივრცეს, სადაც თევზის მრავალფეროვანი არჩევანიც დაგხვდებათ, მაშინ რესტორანი „ეთნო წისქვილი“ საუკეთესო არჩევანია. აქ შეძლებთ მყუდროდ მოკალათდეთ და ისიამოვნოთ ნაცნობი გემოებით ან აღმოაჩინოთ ახალი არომატები.
დაჯავშნეთ მაგიდა წინასწარ და გაატარეთ სასიამოვნო დილა, შუადღე ან საღამო ახლობლებთან ერთად. დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე +995 32 2 005 555.
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





