სად ვჭამოთ საუკეთესო შქმერული თბილისში? – რაჭული გემოები „წისქვილში“
შქმერული არის კერძი, რომლის სურნელიც კი იმდენად გამორჩეული და მადისაღმძვრელია, რომ ვერც ერთ სხვა კერძში ვერ აგერევათ. არანაკლებ მიმზიდველია მისი ვიზუალიც – წარმოიდგინეთ, ნაღების თეთრ სოუსში ჩაწყობილი ქათმის დაბრაწული ნაჭრები. ამიტომ, როგორც ამბობენ, შქმერულის დაგემოვნების პროცესი სწორედ სურნელითა და ვიზუალური აღქმით იწყება.
შქმერული რაჭული კერძია, რომელიც პირველად ამ რეგიონის ერთ-ერთ პატარა სოფელში – შქმერში მოამზადეს. სწორედ აქედან შეიძინა მან სახელიც. რაჭული შქმერული მალევე გასცდა სოფლის ფარგლებს და საქართველოს ყველა რეგიონში გავრცელდა.
დღესასწაულებისთვის გაწყობილ ქართულ სუფრებზე კერძს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის, როგორც წესი, ლხინის დაწყებისთანავე შემოაქვთ და მაგიდის ცენტრში დგამენ, რათა მისი საუცხოო სურნელი მთელ სუფრაზე გავრცელდეს.
შქმერულის რეცეპტი – როგორ მზადდება რაჭული კულინარიის მარგალიტი?
შქმერულისთვის საუკეთესოა ბუნებრივ პირობებში გაზრდილი ქათამი. მას შუაზე ჭრიან, მარილს აყრიან და კარაქიან ტაფაში ორივე მხრიდან მაღალ ცეცხლზე კარგად ბრაწავენ. შეწვის შემდეგ ქათამს მომცრო ნაჭრებად ჭრიან და კეცზე ანუ ქართულ თიხის ტაფაზე აწყობენ.
ქათმის შეწვის შემდეგ, ტაფაში დარჩენილ ცხიმში დაჭყლეტილ ნიორს შუშავენ. მას შემდეგ, რაც ის ფერს შეიცვლის, მას ნაღებს უმატებენ და წამოდუღებამდე აყოვნებენ. ბოლოს კი მიღებულ მასას ქათამს ასხამენ და რამდენიმე წუთი კეცით ისევ ცეცხლზე დგამენ.
ეს უგემრიელესი კერძი რაჭის სავიზიტო ბარათია. ამიტომ მის დაგემოვნებას უპირველესად რაჭაში გირჩევთ. თუმცა, თუ იქ მოხვედრას ჯერ ვერ ახერხებთ, გული არ გაიტეხოთ – ნამდვილი შქმერულის პოვნას თბილისში რესტორან „წისქვილშიც“ შეძლებთ.

რა ხდის „წისქვილის“ შქმერულს განსაკუთრებულს?
საუკეთესო შქმერულის ამოსაცნობად მის რამდენიმე მახასიათებელს გაგაცნობთ. პირველ რიგში, ქათამი უნდა იყოს კარგად დაბრაწული და კნატუნა. იმისათვის, რომ მან ასეთი სტრუქტურა შეინარჩუნოს, ზედმეტად არ მოიხარშოს და ჩაიშალოს, მნიშვნელოვანია სოუსის დასხმის შემდეგ ის ცეცხლზე დიდხანს არ დავაყოვნოთ.
რაც შეეხება სოუსს, მისი მომზადებისას უმნიშვნელოვანესია ბალანსის დაცვა. საქმე ისაა, რომ ნიორიც და ნაღებიც ინტენსიური გემოს მქონე ინგრედიენტებია, ამიტომ მათი გამოყენებისას მზარეულს სიფრთხილე მართებს. მთავარი ამოცანაა, მათი ჰარმონიულად შერწყმა. სტრუქტურის თვალსაზრისით კი, სოუსი არც ძალიან სქელი უნდა იყოს და არც თხელი, რათა ერთიანობაში კერძი გემრიელიც იყოს და კომფორტულად საჭმელიც.
აი, ზუსტად ასეთი შქმერული დაგხვდებათ „წისქვილში“, რადგან მას რესტორნის მზარეულები უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებითა და ტრადიციული წესის სრული დაცვით ამზადებენ.

რა ღვინო უხდება შქმერულს?
შქმერული საკმაოდ ცხიმიანი და ინტენსიური გემოს მქონე კერძია, ამიტომ მას განსაკუთრებით უხდება ღვინო. გურმანების შეფასებით, მასთან საუკეთესო არჩევანია თეთრი, ნახევრად მშრალი ან მშრალი ღვინო. ის არა მხოლოდ ანეიტრალებს ცხიმიანობას, არამედ კერძის გემოში სირბილე და ახალი ნოტები შეაქვს.
გირჩევთ, შქმერულთან ცოლიკაური ან წინანდალი მოსინჯოთ, თუმცა თუ გული სხვა სახეობისკენ მიგიწევთ, „წისქვილის“ მენიუში სასურველის შერჩევას მარტივად შეძლებთ. რესტორანში ხომ ქართული ღვინის განსაკუთრებულად დიდი არჩევანია.
პურის ჩაწობა – აუცილებელი რიტუალი
შქმერული ბევრი გურმანისთვის ქართული შოთის პურის გარეშე წარმოუდგენელია. მას, როგორც წესი, პატარა ნაჭრებად ტეხენ და სოუსში აწობენ ან ფშვნიან. ეს ერთგვარი რიტუალია, რომელიც კერძის დაგემოვნების პროცესს სხვა ხასიათს სძენს. სცადეთ და დარწმუნდებით, რომ ამ უგემრიელესი სოუსით გაჟღენთილ პურის ნაჭრებს სრულიად განსაკუთრებული გემო ეძლევა.
თუ გსურთ, თბილისიდან გაუსვლელად თავი რამდენიმე საათით რაჭაში იგრძნოთ და ეზიაროთ იმ უნიკალურ გამოცდილებას, რასაც შქმერულის დაგემოვნება ჰქვია, მაშინ გეპატიჟებით „წისქვილში“. აქ საუკეთესო შქმერულთან ერთად დაგხვდებათ მყუდრო გარემო და საუკეთესო მომსახურება.
„წისქვილის“ ფილიალების სანახავად გადადით ბმულზე https://tsiskvili.ge/branches. მაგიდის დასაჯავშნად კი დარეკეთ ნომერზე +995 32 2 005 555.
სხვა სიახლეები
ცხელი მეგრული კუჭმაჭი ბროწეულით და ცივი გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით – როგორ მზადდება ეს კერძი და რომელი ღვინო შეუხამოთ „წისქვილში“.
ცოცხალი მუსიკა, ქართული მრავალხმიანობა და ეროვნული ცეკვები ბუნებრივი ჩანჩქერის ფონზე – რას მოიცავს „ეთნო წისქვილის“ შოუ-პროგრამა და როგორ დავგეგმოთ საღამო.
ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე „Chef of the Year“ კატეგორიაში „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ გაიმარჯვა.
23 და 24 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის დღეები გაიმართა. მოსულ სტუმრებს ვუმასპინძლეთ უგემრიელესი კერძებითა და ევროპული პრემიუმ ლუდით, ნახევარ ფასად.
3 და 4 ოქტომბერს „წისქვილის“ ეზოში ნამდვილი თბილისური ჟრიამული მოეწყო. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ცეკვითა და ფოლკლორით, გემრიელი დეგუსტაციებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის.
2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს რესტორნების ქსელი „წისქვილი“ თბილისობას სპეციალური პროგრამით აღნიშნავს.





