სად შევუკვეთოთ საუკეთესო ქაბაბი თბილისში
მიუხედავად იმისა, რომ ქაბაბის დაგემოვნებას ბევრ რესტორანში შეძლებთ, ხარისხიანი კერძის მოძებნა ხშირად გამოწვევაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხორცის ხარისხი, მომზადების მეთოდი და ინგრედიენტების შერჩევა გადამწყვეტ როლს თამაშობს.
ბლოგი მოკლედ გაგაცნობთ იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებიც დაგეხმარებათ საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში - იქნება ეს ცხვრის, ხბოს, ქათმის თუ შერეული ხორცისგან დამზადებული ქაბაბი.
როგორ ამოვიცნოთ კარგი ქაბაბი - კერძის მახასიათებლები
პირველ რიგში, გადამწყვეტია ხორცის ხარისხი. პროფესიონალ შეფ-მზარეულებს კარგად ესმით, რომ მხოლოდ ახალი, სპეციალურად შერჩეული ნაჭრებით შეიძლება საუკეთესო შედეგის მიღება. ,,წისქვილის" რესტორნებში ქაბაბი მზადდება როგორც ცხვრის, ისე ხბოს, ქათმისა და შერეული ხორცისგან. რაც მთავარია, გამოიყენება მხოლოდ ნედლი ხორცი, ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სანელებლების შერჩევას. ნამდვილი ქაბაბი მზადდება მხოლოდ ნატურალური სანელებლებით. კლასიკური კომბინაცია აერთიანებს შავ და წითელ წიწაკას, დაფქულ ქინძს და უცხო სუნელს. მთავარია სწორი პროპორციების დაცვა - არცერთი სანელებელი არ უნდა დომინირებდეს და ჩრდილავდეს ხორცის ბუნებრივ გემოს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მომზადების ტექნიკა. ტრადიციული მეთოდით ქაბაბი ნაკვერჩხალზე იწვება, რაც კერძს განსაკუთრებულ არომატსა და გემოს სძენს.
კარგი ქაბაბი გამოირჩევა ვიზუალურადაც. თანაბრად შემწვარი ზედაპირი, მუქი ოქროსფერი შეფერილობა მიუთითებს, რომ კერძი პროფესიონალის მიერაა მომზადებული.
"წისქვილის" რესტორნებში ყველა ეს დეტალი მკაცრად კონტროლდება. ჩვენთან ქაბაბი მზადდება მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ნედლეულითა და ტრადიციული რეცეპტით, რაც საბოლოოდ უგემრიელეს შედეგს იძლევა.
ქაბაბი ტყემლის თუ პომიდვრის საწებლით
ქაბაბის გემოს გასამდიდრებლად ქართულ რესტორნებში ორ ძირითად ტყემლისა და პომიდვრის საწებელს იყენებენ. ცხადია, ორივე განსხვავებულ გემოვნური თავისებურებები გამოირჩევა.
ტყემლის საწებელს ახასიათებს მომჟავო-მოტკბო გემო, რომელიც კარგად ეხამება ქაბაბის ინტენსიურ არომატს, რასაც სხვადასხვა ტიპის საკმაზები განაპირობებს. საუკეთესო ტყემლის საწებელი მზადდება მხოლოდ მწიფე ხილისგან, ხელოვნური დანამატების გარეშე. სწორედ ასეთი საწებელი ინარჩუნებს ტყემლისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ მჟავიანობასა და არომატს.
პომიდვრის საწებელი უფრო ნაზი ტექსტურისა და მსუბუქი გემოს მქონე სოუსია. მისი მომზადებისთვის იყენებენ მწიფე პომიდორსა და სანელებლებს. კარგად მომზადებული პომიდვრის საწებელი არც ზედმეტად მჟავეა და არც ცხარე, რაც ქაბაბის გემოს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.
ბევრი გურმანი ამჯობინებს ქაბაბის დაგემოვნებას საწებლის გარეშე, რადგან ასე უკეთ იგრძნობა ხორცისა და სანელებლების კომბინაცია. ჩვენს რესტორნებში გათვალისწინებულია ეს საკითხი და სტუმრობის შემთხვევაში, საწებლებს ცალკე მოგართმევთ.
როგორ შევურჩიოთ ქაბაბს ღვინო
არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომელიც საუკეთესო კომბინაციის შერჩევაში დაგეხმარებათ.
წითელი ღვინო, განსაკუთრებით კი საფერავი, იდეალური კომბინაციაა ქაბაბთან. ამას აქვს თავისი ახსნაც აქვს - ღვინის ტანინები ეფექტურად ანეიტრალებს ცხიმიან გემოს და მას უფრო მსუბუქს ხდის. სწორედ ამიტომ, როგორც წესი, წითელი ღვინო ხორციანი კერძების ტრადიციულ სასმელად მიიჩნევა.
მუკუზანი, კიდევ ერთი შესანიშნავი არჩევანია. მისი დახვეწილი ტანინები ხორცთან კომბინაციისას სასიამოვნო გამოცდილებას ქმნის. ეს ღვინო გამოირჩევა დაბალანსებული მჟავიანობით და ხანგრძლივი დაბოლოებით, რაც აძლიერებს კერძის გემოს.
ზაფხულში ქაბაბს კარგად ეხამება როზე ღვინო. ის მსუბუქია და გრილი ტემპერატურის გამო სასიამოვნოა ცხელ ამინდში. როზე განსაკუთრებით კარგად მიდის პომიდვრის საწებელთან.
შეგიძლიათ ექსპერიმენტულებიც იყოთ და ქაბაბთან თეთრი ღვინო სცადოთ. ხილის არომატები და ზომიერი მჟავიანობა კარგად ეხმიანება ქაბაბის გემოს, განსაკუთრებით თუ კერძს ტყემლის საწებელთან ერთად მივირთმევთ.
გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია ღვინის სწორი დეკანტაცია და მიწოდება. წითელ ღვინო, განსაკუთრებით ახალგახსნილი, უმჯობესია რამდენიმე წუთით დააყოვნოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოსვათ. ეს პროცესი არომატების სრულად ხსნის.
კარგი ქაბაბი მარტივი, მაგრამ დახვეწილი კერძია. როგორც აღინიშნა, მისი ხარისხი რამდენიმე ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული: ხორცის სიახლეზე, სანელებლების სწორ პროპორციაზე და მომზადების ტექნიკაზე. ნაკვერჩხალზე შემწვარი, არომატული სანელებლებით შეზავებული ქაბაბი, შერჩეულ საწებელთან და ღვინოსთან ერთად, ნამდვილად გამორჩეული კერძია გურმანებისათვის.
თბილისში კარგ ქაბაბს იპოვით მაშინ, როდესაც ზუსტად გეცოდინებათ რას უნდა მიაქციოთ კერძში ყურადღება. ,,წისქვილის" რესტორნები კი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც ტრადიციული რეცეპტით მომზადებულ ქაბაბის დაგემოვნებას შეძლებთ.
სხვა სიახლეები
საუკუნეების განმავლობაში ქართული სუფრა გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სადილი ან ვახშამი. ეს ერთგვარი ტრადიცია, სადაც ოჯახის წევრები და მეგობრები იკრიბებიან, დიდი მაგიდის გარშემო შემოსხდებიან , გემრიელ ტრადიციულ კერძებს მიირთმევენ, ბავშვობის ისტორიებს იხსენებენ და მრავალჟამიერსაც იმღერებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქაბაბის დაგემოვნებას ბევრ რესტორანში შეძლებთ, ხარისხიანი კერძის მოძებნა ხშირად გამოწვევაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხორცის ხარისხი, მომზადების მეთოდი და ინგრედიენტების შერჩევა გადამწყვეტ როლს თამაშობს.
გემრიელად მომზადებული გრილის კერძები და ქართული ავთენტური გემოები, გერმანული, ავსტრიული, ჰოლანდიური და ჩეხური ლუდის ფართო არჩევანი, უმაღლესი ხარისხის სერვისი, გამორჩეული გარემო და ცოცხალი მუსიკა.
მათ, ვისაც სურდა სვეტიცხოვლობის აღნიშვნა და ქალაქგარეთ დასვენება, შესანიშნავი გარემო, განწყობა და უგემრიელესი კერძები დავახვედრეთ მცხეთის „წისქვილში“.
თუკი მყუდრო ატმოსფეროსა და მაღალი ხარისხის სამზარეულოს ეძებთ, მაშინ ლუდის მოედანს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
არ გამოტოვოთ ორდღიანი ლუდის დღესასწაული!
სტუმრებმა დაუვიწყარი დღეები გაატარეს შემოდგომის ნობათით და უგემრიელესი კერძებით სავსე ეზოში, სადაც ქართული სტუმართმოყვარეობა და საუკეთესო განწყობა ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, თავისი მრავალფეროვნებითა და სიღრმით გამოირჩევა, რომლის მთავარ კომპონენტებს ტრადიციული ცეკვა და სიმღერა წარმოადგენს.
საქართველო ცნობილია როგორც ღვინის წარმოშობის ადგილი. არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიაზე ღვინის წარმოება დაახლოებით 8000 წლის წინ დაიწყო. ეს ფაქტი მეღვინეობის ისტორიაში ქვეყანას განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს.
ქართული ტრადიციული სამზარეულო როგორც ინგრედიენტების, ისე გემოების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მაგრამ, ალბათ, გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ეს კერძები კულტურის, ცხოვრების წესისა და ისტორიის ასახვაცაა .აჭარული ხაჭაპური ამის ნათელი მაგალითია.
თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ რა ნახოთ თბილისში და სად გამოცადოთ ქართული სტუმარ-მასპინძლობა, გეტყვით, რომ საქართველოს დედაქალაქი, ისტორიული და კულტურული ძეგლებით მდიდარი ადგილია, სადაც ავთენტური ქართული კულინარიული გამოცდილების მისაღებად აუცილებლად ,,წისქვილი ჯგუფის” რესტორნებს უნდა ესტუმროთ.
ამ დღის აღსანიშნავად რესტორნის ეზო განსაკუთრებულად მოეწყო სტუმრებისთვის ულამაზესი დეკორაციებით, თითოეული კუთხე ფოტოგადაღებისთვის იდეალურად იყო მომზადებული, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო მომხიბვლელ და დასამახსოვრებელ ატმოსფეროს სძენდა.
ქართული სამზარეულო გამოირჩევა თავისი მდიდარი ისტორიითა და უნიკალური გემოებით. ქართული სუფრის ყველაზე ცნობილი კერძები ასახავს ერის კულტურას, ტრადიციებს და ცხოვრების წესს. თითოეული კერძის უკან დგას ისტორია, რომელიც მჭიდრო კავშირშია ქართული კულტურის სხვადასხვა ასპექტთან - დაწყებული რელიგიური დღესასწაულებით, დამთავრებული ყოველდღიური ცხოვრების წეს-ჩვეულებებით.
წვეულებები და კორპორაციული საღამოები მნიშვნელოვანი ღონისძიებებია ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც განსაკუთრებული ფორმით უნდა აღინიშნოს. იქნება ეს დაბადების დღე, იუბილე, ქორწილი, ნიშნობა თუ კორპორაციული ღონისძიება - ყველა მათგანი სრულყოფილ დაგეგმვას მოითხოვს, რათა სტუმრებმა დროის სასიამოვნოდ გატარება შეძლონ.
ზაფხულის სიცხეების დადგომასთან ერთად სულ მეტი ადამიანი დგება გამოწვევის წინაშე — იპოვოს კომფორტული ადგილები ნაცნობ-მეგობრებთან შესახვედრად..
„წისქვილი ჯგუფმა“ კიდევ ერთი ახალი რესტორანი – „წისქვილი ტერასა“ გახსნა, რომელიც სტუმრებს დღეიდან უმასპინძლებს. ის თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე, N80-ში მდებარეობს და წარმოადგენს „წისქვილის“ რიგით მე-8 რესტორანს.
თავდაპირველად „წისქვილი“ 100 სტუმარზე გათვლილ რესტორანს წარმოადგენდა, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე, 2002 წელს აშენდა. იმ დროს ამ ტერიტორიაზე ტრანსპორტიც კი არ დადიოდა, ამიტომ არავის სჯეროდა, რომ რამდენიმე წელიწადში ის ამ მასშტაბის კომპლექსად იქცეოდა. თავდაპირველად იყო „ეთნო წისქვილი“, რომელიც დღემდე უცვლელად ინარჩუნებს ნდობასა და ხარისხს, შედეგად კი, ურყევი პოზიცია უჭირავს ბაზარზე.
ქართული სუფრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კერძი მწვადია. მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის.
თუკი უწინ რესტორანსა და კაფეში წასვლა უფრო აქტუალური იყო და ამისათვის საკმარისი თავისუფალი დროც არსებობდა, დღეს ჩქარი და მეტად დაკავებული რეჟიმიდან გამომდინარე, ზოგჯერ მომხმარებლები კერძების სახლში გამოძახებას ამჯობინებენ.
ბოლო წლებში მსოფლიოში ვეგეტარიანული და ვეგანური კვება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
მთავარი იდეა, ქართული კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიის, ღვინის და გასტრონომიის უკეთ გაცნობა და პოპულარიზაციაა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.
საქართველო ერთ-ერთ უნიკალურ გასტრონომიულ ადგილადაა აღიარებული. დედაქალაქი თბილისი კი საუკუნეების განმავლობაში სავაჭრო და კულტურული ცენტრი იყო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მდიდარი და მრავალფეროვანი კულინარიული ტრადიციების ჩამოყალიბებას.
ხინკლის ისტორია საქართველოს მაღალმთიან ნაწილში, კერძოდ კი ფშავსა და თუშეთში იწყება.
ოჯახთან ერთად რესტორანში გასვლა დროის ერთად გატარების, დასვენებისა და ახალი გემოების აღმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
უცხოელი სტუმრებისთვის, „წისქვილი“ -ს ყველა რესტორანი არის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილი თბილისსა თუ მის შემოგარენში.
„წისქვილის“ რესტორნების ქსელს ბოლო წლებში ქალაქგარეთ ახალი სივრცეები შეემატა: წყნეთი და მცხეთა.
ცოტამ თუ იცის, რომ „ეთნო-წისქვილს“ ხანგრძლივი, თანაც განვითარების ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ყველაფერი 2002 წელს დაიწყო, დღეს სხვადასხვა ობიექტებით დატვირთული ეს ქუჩა, იმ დროს არც ინფრასტრუქტურულად იყო გამართული და არც ნორმალური საავტომობილო გზით გამოირჩეოდა.
თუ მცხეთის ტურს დაგეგმავთ და გადაწყვეტთ, რომ ჩვენს რესტორანში დააგემოვნებინოთ ტურისტებს ქართული ტრადიციული სამზარეულო
ხინკალი, მწვადი, ქაბაბი და სხვა ქართული ტრადიციული კერძები,ასევე გრილის მენიუ– ასეთია ლუდის მოედნის კერძების მცირე ჩამონათვალი, რომლებსაც მზარეულები თქვენ თვალწინ, ღია გრილზე დაამზადებენ.
ახალი წელივით კაშკაშა, სანახაობრივი და პომპეზური — ასეთ 31 დეკემბერს გვპირდება წისქვილის თეატრი. მულტიფუნქციურმა სივრცემ, რომელმაც სტუმრების გაოცება უკვე არაერთხელ მოახერხა, ახალი წლის ღამისთვის განსაკუთრებული და შთამბეჭდავი შოუ-პროგრამა მოამზადა. Broadway Nigh
მაშ ასე, გაიცანით რესტორანი „წისქვილი“ და მისი 10 გამორჩეული კერძი, რომლებიც უნდა დააგემოვნოთ, თუკი გსურთ, ქართულ ავთენტურ გემოებს ეზიაროთ.
თუშური ხინკალი და კერძები გრილზე — სტუმრები სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მენიუს დაგემოვნებას შეძლებენ. ასევე, მათ დახვდებათ პრემიუმ ლუდის ფართო ასორტიმენტი
წისქვილი ჯგუფის „თეატრისა“ და რია ქებურიას სახელოვნებო სივრცე Ria Bid-ის კოლაბორაციის შედეგად, პირველი ლაივ აუქციონი გაიმართება, რომელსაც სრულიად განსხვავებული ფორმატი ექნება.
30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს რესტორან „წისქვილში“ მისულ სტუმრებს შემოდგომის განწყობა დახვდებათ. უგემრიელესი ნუგბარით სავსე ეზო, ნამდვილი ქართული კერძები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც „წისქვილი“ თბილისობას დამსწრე საზოგადოებას შესთავაზებს
ავლაბარში, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში — მოედანი, წისქვილი ბაზრის ახალი ფილიალი გაიხსნა, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ქართული და ევროპული პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, ჯანსაღი პროდუქტებით დამზადებულ ნახევარფაბრიკატებსა და მზა კერძებს.
ამ შაბათ-კვირას, 1-2 ივლისს, „ქართული კუთხეების ფესტივალზე“ სტუმრების წინაშე რაჭის წარმომადგენლები წარდგებიან, გააცნობენ მათ თავიანთი კუთხის კულტურასა და უნიკალურ სამზარეულოს.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ კიდევ ერთ გამორჩეულ რეგიონს, აჭარას უმასპინძლებს. აჭარის წარმომადგენლები სტუმრებს თავიანთ კულტურასა და სამზარეულოს წისქვილის ეზოში, 29 და 30 ივლისს წარუდგენენ.
მათ, ვინც Tbilisi Open Air-ისა და საყვარელ არტისტებთან შეხვედრისთვის ემზადება, ფესტივალზე კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ელის — ფესტივალს რესტორანი წისქვილი შეუერთდა.
წისქვილის ეზოში მოეწყობა მასტერკლასებიც და მსურველები მზარეულებთან ერთად გამორჩეულ მეგრულ კერძებს მოამზადებენ. სტუმრებს დახვდებათ გამოფენა-გაყიდვაც, სადაც შეძლებენ დაათვალიერონ და შეიძინონ სვანეთიდან ჩამოტანილი პროდუქცია და ქართული კომპანიების ადგილობრივი ნაწარმი.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ წისქვილის ეზოში გურიის დღეებით გაგრძელდება. გურიის წარმომადგენლები თავიანთ კუთხეს სტუმრებს 15 და 16 ივლისს წარუდგენენ.
შაბათ-კვირას, 10-11 ივნისს, წისქვილის ეზოში მისულ სტუმრებს ამჯერად კახეთის წარმომადგენლები უმასპინძლებენ, წარუდგენენ მათ თავიანთ ავთენტურ ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას და გაუმასპინძლდებიან კახური ღვინითა და კერძებით.
3-4 ივნისს, წისქვილის ეზოში სვანეთის დღეები მოეწყო. სტუმრებმა ორი დღის განმავლობაში დააგემოვნეს გამორჩეული სვანური კერძები, გაეცვნენ კუთხის ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას და მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან აქტივობებში.
3 და 4 ივნისს, წისქვილის ეზოს სტუმრები, „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ფარგლებში, ამჯერად სვანეთში იმოგზაურებენ, გაეცნობიან მის კულტურასა და დააგემოვნებენ სვანური სამზარეულოს გამორჩეულ გემოებს. სვანეთი, იმერეთის შემდეგ, მეორე კუთხეა, რომელსაც „წისქვილი ჯგუფი“ ქართველ და უცხოელ სტუმრებს წარუდგენს.
20-21 მაისს, წისქვილმა იმერეთს უმასპინძლა. ორი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამორჩეული ფოლკლორული სიმღერებით, ქორეოგრაფიული ნომრებითა და კერძებით გაეცნოთ საქართველოს ეს კუთხე და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობაში.
20 მაისს, წისქვილის ეზოში „ქართული კუთხეების ფესტივალი“ იმერეთის დღეებით გაიხსნება და ქართველ და უცხოელ სტუმრებს იმერეთის ავთენტურ კულტურასა და გასტრონომიას გააცნობს.
„ქართული კუთხეების ფესტივალი“ „წისქვილი ჯგუფის“ მორიგი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ქვეყნის კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას ისახავს.
The Show-ს 400-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო. წარმოდგენის პარალელურად მათ გაუმასპინძლდნენ ვახშმითაც, რომლისთვისაც კერძები „თეატრის“ ბრენდ შეფის, ალექს ნათაძის ხელმძღვანელობით სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა.
„წისქვილი ჯგუფმა“ ბელიაშვილის ქუჩაზე, ახალი კონცეფციის სივრცე – „თეატრი“ გახსნა. დარბაზი სცენისა და პავილიონისგან შედგება, რომელიც ყველანაირი სტილისა და ჟანრის ღონისძიებას უმასპინძლებს. ღონისძიებებზე დასწრების პარალელურად კი, სტუმრებს ვახშმითაც გაუმასპინძლდებიან.
27-28 ოქტომბერს რესტორანმა „წისქვილმა“ ლუდის მოედანზე ორდღიან ლუდის ფესტივალს უმასპინძლა. სტუმრებმა პრემიუმ ხარისხის ლუდი – გერმანული ვარშტაინერი და შოფერჰოფერი, ჰოლანდიური გროლში და ჩეხური პილსნერი დააგემოვნეს. ფესტივალის ფარგლებში, ისინი ნახევარ ფასად გაიყიდა.
28 ოქტომბერს, საქართველოში პირველად FIABCI-Georgia-სა და Property Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 გაიმართა.
მათ, ვისაც ხარისხიანი ლუდიც უყვართ და მისი თანხლებით გართობაც, წინ ორდღიანი დღესასწაული ელის. 27-28 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის ფესტივალი გაიმართება, სადაც მრავალფეროვან გასართობ აქტივობებსა და ცოცხალ მუსიკასაც შემოგთავაზებენ.