„წისქვილი ჯგუფის" დახმარება მოხუცთა პანსიონატს
მოხუცთა პანსიონატში "ღირსეული სიბერე" 18 ადამიანი ცხოვრობს.
პანსიონატის ბენეფიციართა ნაწილი სახელმწიფოსგან ფინანსდება, ხოლო დანარჩენებისთვის საჭირო ხარჯები შემოწირულობების საშუალებით იფარება.
"წისქვილი ჯგუფი" მუდმივად ცდილობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში დაეხმაროს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა. ამჯერად ჩვენი გუნდი ესტუმრა "ღირსეულ სიბერეს" და დაეხმარა მათ საჭიროებების დაკმაყოფილებაში.
პანსიონატისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა. გარდა ამისა, „წისქვილი ჯგუფმა" უზრუნველყო ბენეფიციარებისთვის პირადი ნივთები და საკვები პროდუქტები.
„ღირსეული სიბერის" მცხოვრებლებისთვის, ჩვენ ერთი დღე განსაკუთრებული გავხადეთ — მოვუწყვეთ ვახშამი, სადაც გემრიელი კერძებით და „წისქვილის" სპეციალური მენიუთი გავუმასპინძლდით.
„წისქვილი ჯგუფი" მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელებას, რათა მხარი დაუჭიროს იმ ორგანიზაციებს და ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებულად საჭიროებენ დახმარებას.
სხვა CSR სიახლეები
"წისქვილი ჯგუფი" მუდმივად ცდილობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში დაეხმაროს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა.
ძეგვის ბავშვთა სახლში ცხოვრობს 80 ადამიანი. მათ შორის არიან ბავშვები, მოხუცებულები და ფსიქოსომატური აშლილობის მქონე პირები
10 სულიან ოჯახს წისქვილი ჯგუფმა საახალწლოდ ზამთრის მარაგი, საახალწლო სუფრა და საჩუქრები გადასცა
ქართული კუთხეების ფესტივალზე, 2 დღის მანძილზე წისქვილი ჯგუფმა უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა
ქართული კუთხეების ფესტივალზე “წისქვილი ჯგუფმა” ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარებს უმასპინძლა
„წისქვილი ჯგუფი“ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებისთვის, პროდუქციას ქველმოქმედების სახით გადასცემს.
„წისქვილი ჯგუფი“ უერთდება და მხარს უჭერს ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის Choose to Help-ის ინიციატივას
„პირველი ნაბიჯი“ 20 წელზე მეტია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნავს. დღეს ორგანიზაცია სამი ფილიალითაა წარმოდგენილი და 10-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს.
„წისქვილი ჯგუფი“ უერთდება ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის პროექტს „გახდი საიდუმლო სანტა“, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სურვილების ასრულებას ემსახურება.