სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივა SOS ბავშვთა სოფელთან პარტნიორობით
,,SOS ბავშვთა სოფელთან“ პარტნიორობის ფარგლებში, ,,წისქვილი ჯგუფი“ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით ოჯახებს, რომლებიც რთულ სოციალურ პირობებში ცხოვრობენ.
,,SOS ბავშვთა სოფლის“ რეკომენდაციით, ჩვენი გუნდი ვესტუმრეთ მრავალშვილიან ოჯახს თბილისში, სადაც ოთხ შვილიშვილს ბებია და ბაბუა ზრდის.
ერთ-ერთი ბავშვი კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, რაც ოჯახისთვის დამატებით გამოწვევებს ქმნის. ოჯახი უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს და ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი მათთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს.
ვიზიტისას გამოიკვეთა საჭიროებები, რომლებიც, ერთი შეხედვით, ძალიან საბაზისოა, თუმცა ოჯახის რეალობაში მიუწვდომელი იყო: საკვები პროდუქტები, ავეჯი/საწოლები, ბავშვებისთვის სათამაშოები და შესაბამისი ტანსაცმელი.
ამ საჭიროებების გათვალისწინებით, „წისქვილი ჯგუფმა“ უზრუნველყო ოჯახი აუცილებელი ნივთებით, მათ შორის:
• საკვები პროდუქტებით
• ავეჯით
• ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოებით
• ტანსაცმლითა და პირველადი მოხმარების ნივთებით
ჩვენთვის ეს ინიციატივა არ შემოიფარგლება მხოლოდ მატერიალური დახმარებით. ეს არის მხარდაჭერის გზავნილი, რომ რთულ პერიოდში ოჯახები მარტო არ არიან და მათ გვერდით დგომა მნიშვნელოვანია.
„წისქვილი ჯგუფი“ აგრძელებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ საქმიანობას და მომავალშიც, ,,SOS ბავშვთა სოფელთან“ თანამშრომლობით, მხარს დაუჭერს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება და თანადგომა.
სხვა CSR სიახლეები
„წისქვილი ჯგუფი“ განაგრძობს „SOS ბავშვთა სოფელთან“ თანამშრომლობას და მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება იმ ინიციატივებში, რომლებიც მიმართულია მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერისკენ.
„წისქვილი ჯგუფი“ აგრძელებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ საქმიანობას და მომავალშიც მხარს დაუჭერს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება და თანადგომა.
„წისქვილი ჯგუფი“ ყოველთვის ცდილობს, ხელი გაუწოდოს მათ, ვისაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. ამ წლის საახალწლო კამპანიის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ესტუმრა 11-სულიან ოჯახს.
"წისქვილი ჯგუფი" მუდმივად ცდილობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში დაეხმაროს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა.
ძეგვის ბავშვთა სახლში ცხოვრობს 80 ადამიანი. მათ შორის არიან ბავშვები, მოხუცებულები და ფსიქოსომატური აშლილობის მქონე პირები
10 სულიან ოჯახს წისქვილი ჯგუფმა საახალწლოდ ზამთრის მარაგი, საახალწლო სუფრა და საჩუქრები გადასცა
ქართული კუთხეების ფესტივალზე, 2 დღის მანძილზე წისქვილი ჯგუფმა უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა
ქართული კუთხეების ფესტივალზე “წისქვილი ჯგუფმა” ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარებს უმასპინძლა
„წისქვილი ჯგუფი“ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებისთვის, პროდუქციას ქველმოქმედების სახით გადასცემს.
„წისქვილი ჯგუფი“ უერთდება და მხარს უჭერს ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის Choose to Help-ის ინიციატივას
„პირველი ნაბიჯი“ 20 წელზე მეტია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნავს. დღეს ორგანიზაცია სამი ფილიალითაა წარმოდგენილი და 10-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს.
„წისქვილი ჯგუფი“ უერთდება ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის პროექტს „გახდი საიდუმლო სანტა“, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სურვილების ასრულებას ემსახურება.










