ოჯახების მხარდაჭერა „SOS ბავშვთა სოფელთან“ თანამშრომლობის ფარგლებში
„წისქვილი ჯგუფისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს იმ ოჯახების მხარდაჭერას, რომელთაც ყოველდღიურად განსაკუთრებული სირთულეების გადალახვა უწევთ.
„SOS ბავშვთა სოფლის“ რეკომენდაციით, ვესტუმრეთ ოჯახს, სადაც დედა მარტო ზრდის 3 არასრულწლოვან შვილს, რომლებიც შშმ პირები არიან, მამა კი გარდაცვლილი ჰყავთ. არსებული გარემოებები დედისთვის ყოველდღიურ ცხოვრებას განსაკუთრებულად რთულს ხდის, რადგან შვილების მოვლა-პატრონობა და მათი საჭიროებების უზრუნველყოფა სრულად მასზეა დამოკიდებული.
ოჯახისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საკვები პროდუქტების, შესაბამისი ტანსაცმლისა და იმ სათამაშო რესურსების მიწოდება, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განვითარებასა და აქტიურობას უწყობს ხელს.
ამ საჭიროებების გათვალისწინებით, „წისქვილი ჯგუფმა“ უზრუნველყო ოჯახი აუცილებელი ნივთებით, მათ შორის:
• საკვები პროდუქტებით
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი განმავითარებელი სათამაშოებით
• ტანსაცმლითა და პირველადი მოხმარების ნივთებით
„წისქვილი ჯგუფი“ განაგრძობს „SOS ბავშვთა სოფელთან“ თანამშრომლობას და მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება იმ ინიციატივებში, რომლებიც მიმართულია მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერისკენ.
სხვა CSR სიახლეები
„წისქვილი ჯგუფი“ განაგრძობს „SOS ბავშვთა სოფელთან“ თანამშრომლობას და მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება იმ ინიციატივებში, რომლებიც მიმართულია მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერისკენ.
„წისქვილი ჯგუფი“ აგრძელებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ საქმიანობას და მომავალშიც მხარს დაუჭერს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება და თანადგომა.
„წისქვილი ჯგუფი“ ყოველთვის ცდილობს, ხელი გაუწოდოს მათ, ვისაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. ამ წლის საახალწლო კამპანიის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ესტუმრა 11-სულიან ოჯახს.
"წისქვილი ჯგუფი" მუდმივად ცდილობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში დაეხმაროს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა.
ძეგვის ბავშვთა სახლში ცხოვრობს 80 ადამიანი. მათ შორის არიან ბავშვები, მოხუცებულები და ფსიქოსომატური აშლილობის მქონე პირები
10 სულიან ოჯახს წისქვილი ჯგუფმა საახალწლოდ ზამთრის მარაგი, საახალწლო სუფრა და საჩუქრები გადასცა
ქართული კუთხეების ფესტივალზე, 2 დღის მანძილზე წისქვილი ჯგუფმა უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა
ქართული კუთხეების ფესტივალზე “წისქვილი ჯგუფმა” ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარებს უმასპინძლა
„წისქვილი ჯგუფი“ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებისთვის, პროდუქციას ქველმოქმედების სახით გადასცემს.
„წისქვილი ჯგუფი“ უერთდება და მხარს უჭერს ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის Choose to Help-ის ინიციატივას
„პირველი ნაბიჯი“ 20 წელზე მეტია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნავს. დღეს ორგანიზაცია სამი ფილიალითაა წარმოდგენილი და 10-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს.
„წისქვილი ჯგუფი“ უერთდება ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის პროექტს „გახდი საიდუმლო სანტა“, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სურვილების ასრულებას ემსახურება.










