ქართული
ქართული

კომპანია

 ამბავი ოთხმოცდაათიანი წლებიდან იწყება, იმ დროს, როდესაც ბელიაშვილის ქუჩაზე, დღეს უკვე სარესტორნე ზონად ცნობილ ადგილზე თავისთვის ბინადრობდა ნამდვილი, ძველებური წყლის წისქვილი. არავინ იცის, რა ბედი ეწეოდა ამ ისტორიულ რელიკვიას, ამ ადგილზე "წისქვილი ჯგუფის" დღევანდელ მესვეურებს პირველი პრემიუმკლასის ქართული რესტორნის აშენება რომ არ გადაეწყვიტათ. სახელიც და თემატიკაც წყლის წისქვილმა განაპირობა. არქიტექტორმა მამუკა ჩხაიძემ ხელუხლებელი დატოვა ტერასული რელიეფი, ხოლო ბუნებრივი ჩანჩქერი და ზემოხსენებული ძველებური წყლის წისქვილი აქაურობის სავიზიტო ბარათად აქცია. რესტორანმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. დამოუკიდებელი საქართველო იმ დროს განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამდა, ვიზიტით ჩამოსულ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა თუ ქვეყნების ლიდერებს დედაქალაქი ტრადიციული ქართული სტუმარმასპინძლობითა და მომსახურების ევროპული სტანდარტით უნდა დახვედროდა და ეს საპატიო მისია "წისქვილმა" 14 წლის წინ რომ ჩაიბარა, დღემდე არავისთვის გადაუბარებია.

კომპანიის ჯილოები

ყველა ჯილდო