„წისქვილი ჯგუფის“ საახალწლო დახმარება 11-სულიან ოჯახს
საახალწლო დღესასწაულების მთავარი არსი ერთმანეთზე ზრუნვა და სიკეთის გაღებაა.
„წისქვილი ჯგუფი“ ყოველთვის ცდილობს, ხელი გაუწოდოს მათ, ვისაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. ამ წლის საახალწლო კამპანიის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ესტუმრა 11-სულიან ოჯახს, რომელიც უკიდურესად რთულ პირობებში – ვაგონში ცხოვრობს.
ამ ოჯახმა საოცარი გაკვეთილი გვასწავლა ერთსულოვნებისა და ადამიანობის მნიშვნელობაზე. ოჯახის უფროსი, რომელიც საკუთარი სამი შვილის გარდა, ავადმყოფი მულის სამ შვილს ზრდის, ასევე თავშესაფარს აძლევს ძალადობის მსხვერპლ 20 წლის გოგონას და მის 7 თვის ულამაზეს შვილს. მათი ერთიანობა და ურთიერთმხარდაჭერა განსაკუთრებულად შთამბეჭდავია.
ვაგონში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც თავშესაფარს აძლევენ ასევე ძაღლებსა და კატებსაც. ამ ყველაფრის ფონზე, ოჯახის უფროსმა, რომელმაც ჩვენ განსაკუთრებული სითბო გაგვიზიარა, თქვა:
„მე მაინც ბედნიერი ვარ, რომ ეს ვაგონი მაქვს, ბევრს ესეც არ აქვს.“
„წისქვილი ჯგუფმა“ ოჯახის საჭიროებების გათვალისწინებით მათ გადასცა საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, სათამაშოები და საკანცელარიო ნივთები.
„წისქვილი ჯგუფი“ კვლავაც გააგრძელებს მსგავს ინიციატივებს, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ ერთ პატარა ნაბიჯსაც კი შეუძლია შეცვალოს ბევრი რამ.
სხვა CSR სიახლეები
„წისქვილი ჯგუფი“ ყოველთვის ცდილობს, ხელი გაუწოდოს მათ, ვისაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. ამ წლის საახალწლო კამპანიის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ესტუმრა 11-სულიან ოჯახს.
"წისქვილი ჯგუფი" მუდმივად ცდილობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში დაეხმაროს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა.
ძეგვის ბავშვთა სახლში ცხოვრობს 80 ადამიანი. მათ შორის არიან ბავშვები, მოხუცებულები და ფსიქოსომატური აშლილობის მქონე პირები
10 სულიან ოჯახს წისქვილი ჯგუფმა საახალწლოდ ზამთრის მარაგი, საახალწლო სუფრა და საჩუქრები გადასცა
ქართული კუთხეების ფესტივალზე, 2 დღის მანძილზე წისქვილი ჯგუფმა უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა
ქართული კუთხეების ფესტივალზე “წისქვილი ჯგუფმა” ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარებს უმასპინძლა
„წისქვილი ჯგუფი“ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებისთვის, პროდუქციას ქველმოქმედების სახით გადასცემს.
„წისქვილი ჯგუფი“ უერთდება და მხარს უჭერს ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის Choose to Help-ის ინიციატივას
„პირველი ნაბიჯი“ 20 წელზე მეტია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნავს. დღეს ორგანიზაცია სამი ფილიალითაა წარმოდგენილი და 10-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს.
„წისქვილი ჯგუფი“ უერთდება ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის პროექტს „გახდი საიდუმლო სანტა“, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სურვილების ასრულებას ემსახურება.