ღვინის ეზო
2019 წელს “წისქვილი ჯგუფის” რესტორნების კომპლექსს კიდევ ერთი სივრცე ,,ღვინის ეზო” შეემატა.
Როდესაც შუშის ხიდს გადაივლი სრულიად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდები, ეს სივრცე ბელიაშვილზე არსებული სხვა დარბაზებისგან განსხვავდება იმით, რომ ნახევრად ღიაა, აქვს მოძრავი ჭერი, რომლის გადახსნის შემდეგაც ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ვახშმობას შეძლებთ.
ლურჯი აივნები, რომლებიც აქ მდებარეობს ძველ თბილისში მოგახვედრებთ, ან ლისაბონსა და საბერძნეთს მოგაგონებთ.
აქ საღამოობით ქართულ ფოლკლორსა და ქორეოგრაფიასასც გაეცნობით, კერძო წვეულებისთვის კი თბილ და ლამაზ გარემოს თუ ეძებთ, ღვინის ეზო ზუსტად ის ადგილია, რომელიც თქვენს ღონისძიებას მართლაც ჯადოსნურს გახდის.
მისამართი
ბელიაშვილის ქუჩა 99, თბილისი, საქართველო
ტელეფონი
+995 32 2 005 555
ელ.ფოსტა
reservations@tsiskvili.ge
სამუშაო საათები
16:00-23:00
სოციალურ ქსელებში