ქართული
ქართული

წისქვილი მცხეთაში

ფილიალის შესახებ

„წისქვილი მცხეთაში“ მოგხიბლავთ არა მხოლოდ კერძების გემოვნური თვისებებით, არამედ სასიამოვნო გარემოთი და მაღალი ხარისხის მომსახურებით. რესტორანი მდებარეობს სვეტიცხოვლის ქვაფენილი გზის დასაწყისში, მტკვრის პირას.

წისქვილი მცხეთაში სხვადასხვა ტერასებად მოწყობილი სივრცეა, შთამბეჭდავი ხედები მტკვარზე, მთებსა და ჯვრის მონასტერზე.

კომპლექსში შეგხვდებათ ქართული ღვინის მარანი,გაგიცოცხლებთ ღვინის კულტურის ისტორიას. მარანში ასევე შეძლებთ საკოლექციო საცავიდან სხვადასხვა, უნიკალური ღვინოების დაგემოვნებას.

„წისქვილი მცხეთაში“ დაგხვდებათ ქართულ ეთნოგრაფიულ სტილში შესრულებული გარემო. მთავარი სარესტორნო დარბაზის გარდა, სტუმრებს ელოდება მეგრული ოდა და გრილის სივრცე, სადაც ჩვენი შეფ-მზარეული თქვენს თვალწინ მოამზადებს მადისაღმძვრელ და განსსხვავებულ კერძებს.

ასევე წისვილი ჯგუფი გთავაზობთ თქვენი სტუმრობა მცხეთაში კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადოთ მტკვარზე ნავით გასეირნებით.

events@tsiskvili.ge