ეთნო წისქვილი
ეთნო წისქვილი 20 წელზე მეტია გამორჩეულ მასპინძლობას უწევს თავის სტუმრებს და სთავაზობს, საუკეთესო სერვისსა და გასტრონომიას.
აქ შემოსვლისთანავე ხვდები რესტორან მუზეუმში, სადაც საქართველოს კულტურულ და არქიტექტურულ მრავალფეროვნებას ეცნობი.
ბუნებრივი ჩანჩქერი, რომელიც წისქვილის ეზოში მდებარეობს მრავალი წლის განმავლობაში მიმზიდველი იყო სტუმრებისათვის. მის გარშემო აშენდა რესტორანი, რომელიც თავდაპირველად, მხოლოდ 100 სტუმარს იტევდა, თუმცა თავიდანვე გამოირჩეოდა კერძებითა და მომსახურებით.
დღეს ეთნო წისქვილი ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველია, ის ქართულ კულტურას წარმოაჩენს და უგემრიელეს კერძებთან ერთად, იდეალურ სინთეზს ქმნის. აქ ყოველ საღამოს იხილავთ ქართულ მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ პროგრამას.
მუსიკალურ-ქორეოგრაფიული პროგრამა:
20:00-00:00
ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, კვირა:
ეთნო-ჯაზ-ბენდი "ეგარი", ქართული ცეკვების პროგრამა, სოლო მომღერალი-ქეთი ჭანტურიძე.
შაბათი:
"კვარტეტი ჰანგები" ქართული ცეკვების პროგრამა, სოლო მომღერალი-ქეთი ჭანტურიძე.
ბელიაშვილის ქუჩა 99, თბილისი, საქართველო
+995 32 2 005 555
reservations@tsiskvili.ge
16:00-23:00