ეთნო წისქვილი
ორი ათეული წელია, რაც ეთნო წისქვილი სტუმრებს საუკეთესო სერვისთან ერთად, გამორჩეულ კერძებს სთავაზობს. რესტორნის მენიუ სრულად მოიცავს ქართული სამზარეულოს იმ კერძებს, რომლებიც ქვეყნის გასტრონომიული კულტურის განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებულია მწვადი და ხაჭაპური, რადგან საგულდაგულოდ შერჩეული პროდუქტითა და სპეციალური რეცეპტის მიხედვით მზადდება.
რესტორანი ეთნო წისქვილი ექსტერიერითა და ინტერიერითაც გამორჩეული ადგილია. შეიძლება ითქვას, რომ ის მუზეუმსაც კი წააგავს. ეთნო წისქვილი უნიკალური რესტორანია, რადგან მის ტერიტორიაზე ბუნებრივი ჩანჩქერი მდებარეობს. ამასთანავე, ,,ეთნო წისქვილი” ყოველდღიურად გთავაზობთ პროგრამას, რომელიც უნიკალურ ქართულ ცეკვასა და ფოლკლორს აერთიანებს. შესაბამისად, რესტორნის ინტერიერი, სამზარეულო, ტრადიციული ცეკვისა და მუსკის პროგრამა სრულად ასახავს ქართულ კულტურასა და ისტორიას.
მუსიკალურ-ქორეოგრაფიული პროგრამა:
20:00-00:00
ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, კვირა:
ეთნო-ჯაზ-ბენდი "ეგარი", ქართული ცეკვების პროგრამა, სოლო მომღერალი-ქეთი ჭანტურიძე.
შაბათი:
"კვარტეტი ჰანგები" ქართული ცეკვების პროგრამა, სოლო მომღერალი-ქეთი ჭანტურიძე.
ბელიაშვილის ქუჩა 99, თბილისი, საქართველო
+995 32 2 005 555
reservations@tsiskvili.ge
16:00-23:00