ლუდის მოედანი
ლუდის მოედანი რამდენიმე დარბაზისგან შედგება, ერთ-ერთია სამხატვრო სივრცე, სადაც საინტერესო ხელნაკეთი ნივთები და ნახატები შეგხვდებათ, ასევე არის სხვადასხვა კუპეები, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან თემატიკით და ინტერიერით. ლუდის მოედნის სამზარეულო ქართულ ტრადიციულ სამზარეულოსთან ერთად სტუმრებს გრილისა და თონის მენიუს სთავაზობს, სადაც კერძები მათ თვალწინ მზადდება და ცხვება.
რესტორნის ინტერიერი და ექსტერიერი ძვლებური და თანამედროვე დიზაინის სინთეზს წარმოადგენს, რაც მრავალფეროვანი და დადებითი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.
ლუდის მოედანი დღემდე არის ადგილი, სადაც შეგიძლია გემრიელად მიირთვა დილითაც, შუადღესაც და საღამოსაც.
მუსიკალურ-ქორეოგრაფიული პროგრამა:
20:00-00:00
ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი:
კვარტეტი ,"ივერი''.
კვირა:
"კვარტეტი ჰანგები”.
მისამართი
ბელიაშვილის ქუჩა 99, თბილისი, საქართველო
ტელეფონი
+995 32 2 005 555
ელ.ფოსტა
reservations@tsiskvili.ge
სამზარეულოს სამუშაო საათები
10:00-01:00