ჩვენ შესახებ

20 წელზე მეტია „წისქვილი ჯგუფი“ პრემიუმკლასის სარესტორნო საქმიანობისა და ამ მიმართულების უპირობო ლიდერია საქართველოში.

  • ლუდის მოედანი
  • ღვინის ეზო
  • წისქვილი მცხეთაში
  • წისქვილი ვაკეში
  • წისქვილი წყნეთში
  • წისქვილი "ბაზარი"

ყველაფერი ეს „წისქვილი ჯგუფის“  გამორჩეული სარესტორნო სივრცეებია თბილისსა და მის შემოგარენში.

“წისქვილი ჯგუფის” განსაკუთრებული პროექტი კი „თეატრია“ - მულტიფუნქციური პავილიონი, სრულიად ახალი - SHOW & DINNER კონცეფცია, რომელიც პირველია საქართველოსა და ამიერკავკასიაში.

ეთნო წისვქილში შემოსვლისთანავე ხვდები რესტორან მუზეუმში, სადაც საქართველოს კულტურულ  და არქიტექტურულ მრავალფეროვნებას ეცნობი.

ბუნებრივი ჩანჩქერი, რომელიც წისქვილის ეზოში მდებარეობს მრავალი წლის განმავლობაში მიმზიდველი იყო სტუმრებისათვის. მის გარშემო აშენდა რესტორანი, რომელიც თავდაპირველად, მხოლოდ 100 სტუმარს იტევდა, თუმცა თავიდანვე გამოირჩეოდა კერძებითა და მომსახურებით.

 წისქვილი, რომელიც ამ ტერიტორიაზე მრავალი წელი არსებობდა,  უცვლელი სახით დარჩა და დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას. აქ ყოველ დილით იფქვება სიმინდი, რომლითაც შემდეგ მზადდება ქართული, უგემრიელესი კერძები, სწორედ ამიტომ აქვს ყველაფერს გამორჩეული და განსაკუთრებული გემო.

დღეს ეთნო წისქვილი ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველია, ის ქართულ კულტურას წარმოაჩენს და უგემრიელეს კერძებთან ერთად, იდეალურ სინთეზს ქმნის.  აქ ყოველ საღამოს იხილავთ ქართულ მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ პროგრამას. 

“წისქვილი ჯგუფი“ მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც ქართული არქიტექტურის, კულტურის, კულინარიისა და ფოლკლორის გაცნობის საუკეთესო ადგილი, ამას მოწმობს 20 წლის განმავლობაში არაერთი ჯილდო და აღიარება, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კონკურსებსა და დაჯილდოებებზე.

თუ საქართველოს გასტრონომიულ, არქიტექტურულ, და ზოგადად კულტურულ ტრადიციებში მოგზაურობა გსურთ, „წისქვილში“ ამას ნამდვილად შეძლებთ, რადგან ეს ადგილი ინახახავს საქართველოს მრავალწლიან ისტორიას, აქ თითოეული კუთხე ნამდვილად ხელოვნების ნიმუში და არქიტექტორის შედევრია, ამავდროულად ის დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ვითარდება და ფეხს უწყობს თანამედროვეობას.

ჩვენი შეფ-მზარეულები

 

 

გამოიძახე